როგორ მოვიპოვოთ Facebook ვერიფიკაციის ნიშანი

აპრილი 13, 2021

როგორ მოვიპოვოთ Facebook ვერიფიკაციის ნიშანი

სტატიაში თქვენ შეიტყობთ იმ ძირითად ნაბიჯებს, რომლებიც ფესიბუქის ვერიფიკაციის მოსაპოვებლად არის საჭირო

ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ონლაინ სივრცეში მისი სანდოობის დამყარება უნდა იყოს. გარდა კონტენტ სტრატეგიის წარმოებისა, აუცილებელია ისიც დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად ის ხართ, როგორც წარადგენთ თქვენს თავს აუდიტორიასთან. სწორედ აქ გვჭირდება ფეისბუქის ვერიფიკაცია - ლურჯი ნიშანი, რომელიც აშკარად გამოგვარჩევს სხვა ბიზნეს თუ პერსონალური გვერდებისგან.

ფეისბუქის ვერიფიკაციის მიღება ცნობილი ბიზნესებისთვის ან პროფილებისთვის არის აუცილებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ძებნის მაღალი სიხშირით გამოირჩევა. ასეთი პროფილები მოიცავს ცნობად სახეებს, ბრენდებსა და კომპანიებს.

სტატიაში თქვენ შეიტყობთ იმ ძირითად ნაბიჯებს, რომლებიც ფესიბუქის ვერიფიკაციის მოსაპოვებლად არის საჭირო და ასევე გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ის.

რას ნიშნავს იყო ვერიფიცირებული?

მანამ, სანამ ფეისბუქის ვერიფიკაციის პროცესებზე გადავიდოდეთ, საჭიროა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ის და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი.

ბიზნესები და ცნობილი სახეები ხშირად აღმოჩენილან ისეთ სიტუაციაში, როდესაც უნახავთ, რომ სხვა ადამიანი მათი ვინაობის მითვისებას ცდილობს და მსგავს გვერდი აქვს შექმნილი. ძალიან დიდი შანსი და რისკია, რომ ადამიანები ასეთმა გვერდებმა შეცდომაში შეიყვანოს.

Facebook ვერიფიკაციის წყალობით, პროფილს ენიჭება ლურჯი ნიშანი, რომელიც მათ სანდოობასა და რეალურობას ამყარებს, რაც ნათლად განასხვავებს მათ სხვა გვერდებისგან.

გარდა ამისა, ფეისბუქის საძიებო სისტემა სწორედ მათ ანიჭებს პრიორიტეტებს, რაც იმის გარანტიაა, რომ თქვენი ფეისბუქ გვერდი საძიებო შედეგების სათავეში აღმოჩნდება. ამას კი თავისთავად, შეუძლია თქვენი მიღწევადობაც გაზარდოს. სწორედ ასე გმაოიყურება საძიებო შედეგები, თუ მაგალითად, Workday-ს მოვძებნით ფეისბუქზე.

 

ლურჯი და ნაცრისფერი ნიშნები: მათი განსხვავება

ყველამ კარგად იცის ლურჯი ვერიფიკაციის ნიშნის შესახებ, თუმცა, შეიძლება შენიშნეთ, რომ ზოგჯერ ნაცრისფერი ნიშანიც კი გვხვდება. რას ნიშნავს ეს და რა განსხვავებაა მათ შორის?

ლურჯი ნიშანი

ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის ან გვერდებისთვის, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ასეთი შეიძლება იყოს მსხვილი კომპანია ან ცნობილი სახე.

ვერიფიკაციის ნაცრისფერი ნიშანი

ფეიბსუქ ვერიფიკაციის ნაცრისფერი ნიშანი ენიჭებათ ისეთ ვერიფიცირებულ გვერდებს, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს არ წარმოადგენენ. მაგალითად, საერთაშორისო საცალო ვაჭრობის აუთლეტ კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს ნაცრისფერი ნიშანი. ის იდეალურია მცირე და ადგილობრივი ბიზნესებისთვის და ასევე იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმე აუთლეტი აქვთ.

თუმცა, 2019 წელს გატარებული ცვლილების შედეგად, ფეისბუქმა გააუქმა ვერიფიკაციის ნაცრისფერი ნიშანი. ეს კი ნიშნავს, რომ მცირე და ადგილობრივ ბიზნესებს უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება მოუწევთ ლურჯი ნიშნის მისაღებად.

ვის შეუძლია ფეისბუქ ვერიფიკაციის მოპოვება?

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ყველას შეუძლია Facebook ვერიფიკაციის მიღება, ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. კომპანიის შიდა განაწესის დაკმაყოფილების გარდა, ფეისბუქ გვერდი უნდა იყოს:

  • ბუნებრივი - ის უნდა უკავშირდებოდეს რეალურ პიროვნებას ან ბიზნესს.
  • სრული - უნდა იყოს აქტიური და შევსებული ჰქონდეს ყველა საჭირო ველი „About” სექციაში. დამატებით, მას სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული პოსტი სჭირდება.
  • შესამჩნევი - ადამიანი ან ბიზნესი, რომელიც ამ გვერდს წარმოადგენს, უნდა იყოს ყველასათვის კარგად ნაცნობი და ბევრ საძიებო შედეგებშიც უნდა ფიქსირდებოდეს. ფეისბუქი უფრო მარტივად მოგანიჭებთ ვერიფიკაციას, თუ თქვენი ანგარიში რამდენიმე გამომცემლობაში ან სიახლეებშია მოხვედრილი.
  • უნიკალური - ის უნდა იყოს უნიკალური. ფეისბუქი თითო ადამიანზე ან ბიზნესზე მხოლოდ ერთ ვერიფიკაციას გასცემს.

ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმები მხოლოდ მინიმალური საჭიროებებია და მათი დაკმაყოფილება ვერიფიკაციის მიღების გარანტიას ვერ მოგცემთ. იმისათვის, რომ თქვენი შანსები გაზარდოთ, დარწმუნდით, რომ თქვენი გვერდი ძალიან სანდოდ გამოიყურება. ეს ნიშნავს რეგულარულად საინტერესო და ინფორმაციული პოსტების გამოქვეყნებას, მომხმარებლის ჩართულობას და ა.შ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გარდა, შესაძლოა ფეიბსუქს დამატებთი მოთხოვნებიც გააჩნდეს ზოგიერთი ინდუსტრიისთვის. მაგალითად, იურიდიული სააგენტოების, პოლიტიკოსების ან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.

როგორ მივიღოთ Facebook ვერიფიკაცია

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ფეისბუქის ვერიფიკაციისთვის ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ სააპლიკაციო პროცესიც დაიწყოთ. მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ამ პროცესს.

პირველი ეტაპი: საკონტაქტო ფორმა

გახსენით საკონტაქტო ფორმა, რათა ვერიფიკაციის მოთხოვნა დაადასტუროთ.

მეორე ეტაპი: აირჩიეთ ვერიფიკაციის ტიპი

აირჩიეთ ვერიფიკაციის სასურველი სახეობა - ფეისბუქ გვერდისთვის გსურთ მისი მიღება თუ ინდივიდუალური პროფილისთვის. გაითვალისწინეთ, რომ გარდა ვერიფიკაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, პროცესი შესაძლოა უფრო კომპლექსური გახდეს. მაგალითად, ფეისბუქისთვის აუცილებელია გამომწერთა დიდი რაოდენობა, რათა თქვენი ღირებულება დაამტკიცოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

მესამე ეტაპი: აირჩიეთ რომელი გვერდის ან პროფილის ვერიფიცირება გსურთ

ამის შემდეგ მონიშნეთ კონკრეტული გვერდი, რომლისთვაც ვერიფიკაციას ითხოვთ. პროფილის ვერიფიკაციის შემთხვევაში, დაგჭირდებათ თვენი პერსონალური ბმულის მითითება.

მეოთხე ეტაპი: აირჩიეთ გვერდის ან პროფილის კატეგორია

აირჩიეთ რელევანტური კატეგორია თქვენი გვერდისა თუ პროფილისთვის. ფეისბუქი მხოლოდ რამდენიმე კატეგორიას გვთავაზობს. თუ არც ერთი მათგანი არაა თქვენთვის შესაფერისი, მაშინ უბრალოდ „სხვა“ მონიშნეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეხუთე ეტაპი: ქვეყანა

აირჩიეთ ის ქვეყანა, სადაც თქვენი კომპანია ან ბრენდია წარმოდგენილი.

მეექვსე ეტაპი: მიამაგრეთ შესაფერისი პირადი ან ბიზნეს საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

ამ ეტაპზე პროცესები განსხვავდება იმის მიხედვით, პერსონალურ ვერიფიკაციას ითხოვთ თუ ბიზნეს ვერიფიკაციას.

თუკი პირადი ანგარიშისთვის გსურთ ვერიფიკაციის მიღება, მაშინ ფეისბუქი პირადობის დამადასტურებელ ცნობას და მის სურათს მოგთხოვთ, სადაც თქვენი სახელი და დაბადების თარიღი იქნება მითითებული. ასევე შეგიძლიათ მართვის მოწმობა ან პასპორტიც გამოიყენოთ.

ბიზნეს ან ორგანიზაციული ანგარიშებისთვის ფეისბუქი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დოკუმენტს ითხოვს (ინგლისურ ენაზე). ესენია:

  • სატელელფონო ან კომუნალური გადასახადის ქვითარი
  • დაარსების სერთიფიკატი
  • ორგანიზაციის საგადასახადო დოკუმენტები
  • კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

 

 

მეშვიდე ეტაპი: ახსენით, რატომ გსურთ ვერიფიკაციის მიღება

ამ ყველაფრის შემდეგ, ფეისბუქი მოგთხოვთ იმის ახსნას, თუ რატომ გჭირდებათ ვერიფიკაცია, რისთვის ითხოვთ მას. ამ ნაწილში, ეცადეთ მაქსიმალურად ინფორმაციულები იყოთ და ნათლად წარმოაჩინოთ თქვენი მოთხოვნის მიზეზები.

გარდა ამისა, სასურველია თუ ისეთ ბმულებსაც მოიშველიებთ, რომელიც თქვენი ანგარიშის შემჩნევადობას, ცნობადობას დაადასტურებს. მაგალითად, შეგიძლიათ ისეთი სიახლეების ან გამომცემლობის ბმული მოიშველიოთ, სადაც თქვენს მახასიათებლებზეა საუბარი.

შესაძლოა, ვერიფიკაციის მოპოვება სულაც იმიტომ გსურდეთ, რომ თქვენი ბრენდი სანდოობის დაკარგვის ზღვარზეა - მიმბაძველებისა და ყალბი ანგარიშების დამსახურებით. ამისათვისაც შეგიძლიათ დამადასტურებელი ბმულები მოიშველიოთ.

მერვე ეტაპი: დაადასტურეთ თქვენი ფორმა

მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო ველს შეავსებთ და შესაბამის ინფორმაციას შეიყვანთ, დააწექით „გაგზავნის“ ღილაკს და დაადასტურეთ თქვენი სააპლიკაციო პროცესი.

რა დრო სჭირდება ვერიფიკაციის მიღებას?

ფეისბუქ ვერიფიკაციის მისაღებად საჭირო დრო განსხვავდება თითოეული ანგარიშისთვის. მართალია, ფეისბუქი ოფიციალურ დროის მონაკვეთს არ ამჟღავნებს, თუმცა პასუხის მიღება 48 საათიდან 45 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ბიზნესებისთვის ეს პროცესი უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვინაიდან ფეისბუქის გუნდს სჭირდება თქვენი წარდგენილი დოკუმენტების გადამოწმება და მათი ავთენტურობის დამტკიცება.

რა მოხდება თუ უარს მივიღებთ?

გახსოვდეთ, რომ ვერიფიკაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება მისი მიღების გარანტიას ვერ მოგცემთ. ფეიბსუქმა მაინც შეიძლება, უარყოს თქვენი განაცხადი და ამის მიზეზიც არ გაცნობოთ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ვერიფიკაციაზე მოთხოვნა 30 დღის შემდეგ განაახლოთ. თუმცა, აუცილებელია, რომ უფრო მეტი ძალისხმევითა და ყურადღებით მოეკიდოთ ამ პროცესს და გაზარდოთ თქვენი შანსები.

თუკი ფეისბუქი თქვენს განაცხადს უარყოფს, რამდენიმე ალტერნატივა გაქვთ:

  • დაუკავშირდით ფეისბუქის მხარდაჭერის გუნდს და სცადეთ მეტი ინფორმაციის მიღება. თუკი ამ ინფორმაციის გამოთხოვას შეძლებთ, მაშინ გეცოდინებათ, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია თქვენი განაცხადის უარყოფა და გეცოდინებათ, როგორ გაზარდოთ თქვენი შანსები შემდეგ ცდაზე.
  • შექმენით უფრო მეტი ხარისხიანი კონტენტი და შეინარჩუნეთ პოსტების რეგულარული განრიგი და ამასთანავე, გაზარდეთ თქვენი მარკეტინგული ძალისხმევა.
  • თუ სხვა სოციალურ ქსელებშიც ფლობთ ბიზნეს ანგარიშს, მაშინ სცადეთ ამ არხზეც გააქტიუროთ თქვენი ბრენდი. ესეც ცალსახად დაგეხმარებათ გაზარდოთ ვერიფიკაციის მიღების შანსები.

გაზარდეთ სანდოობა Facebook ვერიფიკაციის მეშვეობით

Facebook ვერიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო ეტაპების გათვალისწინებით შესაძლოა იფიქროთ, საერთოდ ღირს თუ არა მისთვის ამხელა ძალისხმევისა და დროის გაღება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი ყველაფერს შეცვლის თქვენი ბრენდისა და თქვენი სანდოობისთვის. მან შეიძლება თქვენი თვალსაჩინოებაც გაზარდოს რელევანტურ საძიებო შედეგებში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის სტრუქტურა 2021 წლისთვის - გზამკვლევი

როგორ მოვიპოვოთ Instagram ვერიფიკაცია - 6 მარტივი გზა

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

ეფილიეიტ მარკეტინგი