Facebook Analytics ფუნქციონირებას წყვეტს

აპრილი 06, 2021

Facebook Analytics ფუნქციონირებას წყვეტს

Facebook Analytics ფუქნციონირებას 2021 წლის 30 ივნისიდან წყვეტს

Facebook Analytics ფუქნციონირებას 2021 წლის 30 ივნისიდან წყვეტს. თუმცა, ამ დრომდე თქვენ კვლავ შეგეძლებათ მისი გამოყენება, ანგარიშების ხილვა, დიაგრამებისა და ცხრილების ექსპორტირება და სხვადასხვა დეტალური ინფორმაციის კვლევა. იმისათვის, რომ მონაცემები თქვენი ფეისბუქ ანალიტიკსიდან დესკტოპის CSV ფაილში გადაიტანოთ, შეგიძლიათ analytics - ის გვერდზე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ისარს დააწვეთ, რომელიც თითოეულ დიაგრამასა და ცხრილს გააჩნია.

ასევე არსებობს სხვადასხვა ხელსაწყოები, რომლებიც თქვენი რეკლამირების მონიტორინგსა და სხვადასხვა აქტივობებზე დაკვირვებაში დაგეხმარებათ ფეისბუქსა თუ ინსტაგრამზე:

  • Facebook Business Suite საშუალებას გაძლევთ, მართოთ თქვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები და ამავდროულად, ის გაჩვენებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი აუდიტორიის, კონტენტისა და ტენდენციების შესახებ.
  • Ads Manager-ის დახმარებით შეგიძლიათ, შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ფეისბუქ კამპანიებში, სარეკლამო კამპანიებში, თავად რეკლამებში და ნახოთ მათი შედეგებიც.
  • Events Manager დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ბიზნეს ხელსაწყოები. ისეთი როგორიც არის Facebook Pixel - ფეისბუქის პიქსელი და კონვერსიების API. ასევე ნახავთ თქვენს ვებ-გვერდზე, აპლიკაციასა თუ მაღაზიაში მიმდინარე აქტივობების შეჯამებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

Apple iOS 14-ის გავლენა Facebook რეკლამაზე

რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში