ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

აპრილი 07, 2021

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

ცლილებები ინსტაგრამის ალგორითმში გავლენას ახდენს ყველა მომხმარებელზე - განსაკუთრებით ბრენდებზე.

ცლილებები ინსტაგრამის ალგორითმში გავლენას ახდენს ყველა მომხმარებელზე - განსაკუთრებით კი ბრენდებზე.

თუ გაინტერესებთ, შეიცვალა თუ არა ინსტაგრამის ალგორითმი, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით.

ეს სტატია არის ყველასთვის, ვისაც ამგვარ ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა არ აქვს ან ბევრი სხვადასხვა წყაროდან ვერ ახერხებს დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას. 

ჩვენი რჩევები, რომლებსაც ამ სტატიაში გაეცნობით, დაფუძნებულია მხოლოდ არსებულ, მყარ მონაცემებზე და იმაზე, რასაც უშუალოდ ინსტაგრამი ამბობს საკუთარი ალგორითმის შესახებ.

როგორ მუშაობს ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს

ინსტაგრამის ალგორითმი წყვეტს, თუ ვისი კონტენტი იქნება თვალსაჩინო/ხილვადი. ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი ინსტაგრამს ხსნის, ალგორითმი ავტომატურად იწყებს ყველა ხელმისაწვდომი კონტენტის ანალიზსს და წყვეტს:

  • რომელი პოსტი განთავსდება მომხმარებლის ფიდის სათავეში და რა რიგითობით;
  • რომელი პოსტები გამოჩნდება „Explore” - აღმოჩენის გრაფაში;
  • როგორი წყობით განთავსდება სთორები, ლაივ ვიდეოები, “Reels”-ები და IGTV ვიდეოები.

ძირითადად, ინსტაგრამის ალგორითმი არის გარკვეული წესების წყობა, რომელიც აკონტროლებს თქვენი კონტენტის ორგანულ რიჩს, რის გამოც ის ხშირად ძლიერ კრიტიკას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ინსტაგრამი ამბობს, რომ ალგორითმის დანერგვამდე (2016) მომხმარებლები პოსტების 70%-ს ვერ ხედავდნენ და ასევე საკუთარი მეგობრების პოსტების 50%-საც კი.

მაგრამ მაინც როგორ წყვეტს ალგორითმი, თუ რომელი კონტენტის ჩვენება ღირს კონკრეტული ადამიანისთვის, კონკრეტულ მომენტში?

ძირითადად, ალგორითმი სწავლობს მომხმარებლის წარსულ ქცევას, შემდეგ ნახულობს ყველა ხელმისაწვდომ პოსტსა და კონტენტ მასალას და აფასებს, რამდენად საინტერესო იქნება ეს მასალა მომხმარებლისთვის. ყველაზე საინტერესო კონტენტი კი ხვდება სათავეში.

ამ პროცესში ალგორითმი ათასობით ცალკეულ მონაცემებს ამოწმებს და აფასებს, რასაც სხვაგვარად სარეიტინგო სიგნალებს ვუწოდებთ. სპეციალურად ამ საკითხის ასახსნელად, 2018 წელს ინსტაგრამმა უამრავი ჟურნალისტი მიიწვია საკუთარ ოფისში.

ინსტაგრამის ალგორითმის სარეიტინგო სიგნალები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა:

ურთიერთობა

ალგორითმი ვარაუდობს, რომ ადამიანები, რომლებსაც თქვენს ანგარიშთან შეხება ჰქონიათ, თქვენი ახალი კონტენტითაც იქნებიან დაინტერესებულნი. შესაბამისად, როდესაც ის წყვეტს, გამოუჩინოს თუ არა პოსტი რომელიმე თქვენს გამომწერს, ის აფასებს თქვენს ურთიერთობას:

  • გამოწერილი გაქვთ თუ არა ერთმანეთის ანგარიშები?
  • მოუძებნიხართ თუ არა მათ თქვენი სახელით?
  • გაქვთ თუ არა მიმოწერა ერთმანეთში ან უტოვებთ თუ არა კომენტარებს?
  • ნიშნავთ თუ არა ერთმანეთს პოსტებში?
  • ინახავენ თუ არა ისინი თქვენს პოსტებს?

რა თქმა უნდა, თუ ბრენდის ანგარიშს მართავთ, ათასობით გამომწერთან ვერ გექნებათ ისეთი ურთიერთობა, როგორიც საუკეთესო მეგობართან. მაგრამ თუ თქვენ ლოიალური აუდიტორია გყავთ, რომელიც მუდმივად ჩართულია თქვენს კონტენტში, ალგორითმი ამას მარტივად დაინახავს.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს გამომწერებთან მაღალი ჩართულობა საგრძნობლად ზრდის თქვენს ორგანულ რიჩს (მიღწევადობას). გარდა ამისა, თქვენი ყოველთვიური ანალიტიკის მონაცემებიც უკეთესად გამოიყურება.

დროულობა

ინსტაგრამი ასევე თვლის, რომ უახლესი პოსტები გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ, ახალი პოსტები უფრო მაღალ რეიტინგებს იღებენ და შესაბამისად, სიახლეების სათავეშიც ექცევიან.

ბრენდებისთვის ეს ნიშნავს, რომ უმარტივესი გზა ორგანული რიჩის გასაზრდელად, არის პოსტების მაშინ გამოქვეყნება, როდესაც მომხმარებელი შემოსულია (დეტალებს უფრო ვრცლად ქვემოთ იხილავთ).

ინტერესი

ალგორითმის მთავარი დანიშნულებაა, მისცეს ხალხს ის, რაც მათ სურთ. მომხმარებლის სიმპათიების მონიტორინგისა და იმის შესანიშნავი გააზრების საშუალებით, თუ რა არის გამოტანილი სურათსა თუ ვიდეოზე, ინსტაგრამმა ძალიან კარგად იცის, როგორ წარუდგინოს კალათბურთის მოყვარულებს საკალთბურთო სიახლეები, ვიდეოები და ა.შ. 

ბრენდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მათი ორგანული კონტენტი ნამდვილად მიმზიდველი უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიისთვის, რათა ალგორითმმა ის მათ წარუდგინოს. არ არსებობს რაიმე მოკლე გზა თქვენი ნიშის იდენტიფიცირების, მნიშვნელოვანი ამბების გადმოცემისა და ბრენდის ავტორიტეტის მოსაპოვებლად. ამისათვის უნდა იბრძოლოთ და იბრძოლოთ გონივრულად.

სხვა სარეიტინგო სიგნალები

ინსტაგრამი ასევე სამ ფაქტორს ასახელებს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს ორგანულ რიჩზე, მაგრამ ისინი უფრო მეტად თქვენი აუდიტორიის ქცევასთან არის დაკავშირებული.

  • მოხმარების სიხშირე. ადამიანებს, რომლებიც ინსტაგრამს დღეში დაახლოებით 12-ჯერ მაინც ხსნიან, უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ თქვენი პოსტები იხილონ, ვიდრე მათ ვინც ანგარიშს დღეში ორჯერ ამოწმებს. ასეთი ადამიანები უფრო მეტად არიან დამოკიდებული ინსტაგრამის ალგორითმზე.
  • გამოწერა. ლოგიკა თითქმის იდენტურია. ადამიანებს, რომლებსაც 1000 ანგარიში ჰყავთ გამოწერილი, უფრო ბევრი პოსტი გამორჩებათ, ვიდრე მათ, ვისაც 100 ანგარიში აქვს გამოწერილი.
  • სესიის დრო. თუ თქვენი გამომწერები ბევრ დროს ხარჯავენ მათ კედელზე, უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ თქვენი ყველა პოსტი იხილონ.

რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის? ბევრს არაფერს. იდეალური ინსტაგრამ გამომწერი ბევრ დროს ატარებს საყვარელი ბრენდის ანგარიშზე და სრულად ეცნობა მის სიახლეებს. ამასთანავე, არც ძალიან ბევრი ანგარიში აქვს გამოწერილი. ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებელს უთხრათ თქვენ გარდა სხვა არხი არ გამოიწეროს, გააგრძელეთ კითხვა და გაეცანით ჩვენს გაცილებით გამოსადეგ რჩევებს.

9 რჩევა 2021 წელს ინსტაგრამის ალგორითმთან მუშაობისთვის

შექმენით კარუსელები

მართალია, ინსტაგრამი კონკრეტულად კარუსელებს არ ანიჭებს პრიორიტეტებს, თუმცა ყველაზე მაღალი ჩართულობის გამომწვევი პოსტები უფრო მაღალი რიჩითაც ჯილდოვდებიან. კარუსელის რეკლამები ინსტაგრამის საიხლეების 17%-ს მოიცავს და ისინი დამატებით 3-ჯერ მეტ ჩართულობას, ხოლო 1.4-ჯერ მეტ რიჩს იმსახურებენ.

ისინი ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენენ პროდუქტის რამდენიმე დეტალის ერთდროულად წარმოდგენისთვის. მაგალითად, @socialteesync-ის პოსტების უმრავლესობა სწორედ კარუსელია.

პოსტეთ მუდმივად

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც საქმე ჩართულობას, რიჩს ან გამომწერებს ეხება.

საშუალოდ, ბიზნესები ყოველდღიურად 1.56 პოსტს აქვეყნებენ. თანმიმდევრულად გამოჩენა (მაგალითად, ყოველდღიურად) მომხმარებლის თვალში, შეიძლება ითქვას, რომ საკმარისია უბრალოდ თამაშში დარჩენისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამს არასდროს უთქვამს კონკრეტულად, რომ პოსტების სიხშირე თქვენს რეიტინგს განსაზღვრავს, მუდმივი და თანმიმდევრული გამოჩენა საუკეთესო გზაა მომხმარებელთან კავშირის დასამყარებლად და გამომწერთა რიცხვის გასაზრდელად.

პროფესიონალური რჩევა: თანმიმდევრულობა დაგეგმარებასაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ გჭირდებათ სოციალური მედია კონტენტის კალენდარი, რომელიც ამ პროცესების ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

ნუ ეცდებით სისტემასთან თამაშს

უბრალოდ გვენდეთ, გამომწერების ყიდვა, ინსტაგრამის ავტომატიზაცია და მსგავსი ხერხები არ მუშაობს. ეს ხერხები უბრალოდ გამოუსადეგარი და არაფრის მომცემია.

გარდა ამისა, ინსტაგრამის ალგორითმს შეუძლია დააფიქსიროს მსგავსი შემთხვევები.

ამიტომაც, ნაცვლად ისეთი პროგრამების შესწავლისა, რომლებიც მოწონებების მოპოვებაში გეხმარებათ და იმის კვლევისა, თაღლითურია ისინი თუ არა, იზრუნეთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ: ბუნებრიობა, ურთიერთობები და ამბების გადმოცემა.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას შეთქმულების თეორიებს მითებს

  • გაუფრთხილებლად, ჩუმად ანგარიშების გაუქმება ან პოსტების გაქრობა რეალობას არ შეესაბამება, სულ მცირე ინსტაგრამის თანახმად. თუმცა, თუ თქვენ ინსტაგრამის მოხმარების წესებს დაარღვევთ, რა თქმა უნდა, თქვენი ანგარიში შეიძლება გაუქმდეს.
  • შემქმნელთა ანგარიშები, ბიზნეს და ვერიფიცირებული ანგარიშები არ იღებენ პრივილეგიებს ალგორითმის მხრიდან, თუმცა მათაც გააჩნიათ გარკვეული სარგებელი (მაგ: ანალიტიკა).
  • რიჩის შეზღუდვაზე სიახლეები ტყუილი იყო.
  • ინსტაგრამის თქმით, სთორებისა და ლაივ ვიდეოების გამოქვეყნება არ გაზრდის თქვენს რეიტინგს - ეს მათ 2018 წელს IGTV და Reels ჩაშვებისას განაცხადეს.

სცადეთ ახალი ფუნქციონალის გამოყენება (“Reels”)

როგორც ცნობილია, მიმდინარე ინსტაგრამის ალგორითმი ხელს უწყობს Reels ვიდეოების გავრცელებას, რათა ის უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო ხშირად დაიწყონ მისი გამოყენება. მართალია, ეს ინსტაგრამს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ეს ლოგიკურია. მას სურს, Reels-ის საშუალებით ტიკტოკის წარმატება გაიზიაროს, როგორც ეს სთორებმა მოახერხა Snapchat-ის შემთხვევაში და IGTV-მ იუთუბის შემთხვევაში.

ერთი Reel პოსტის გამოქვეყნება ინსტაგრამზე ფონს ნადმვილად ვერ გაგიყვანთ და თქვენს ორგანულ რიჩს გარანტირებულად ვერ გაზრდის. თუმცა, თვალისმომჭრელი და რელევანტური reels-ის გამოქვეყნებით, მეტი შანსი გექნებათ, რომ ის გავრცელდეს და უფრო მეტი ადამიანის თვალს მისწვდეს, შედეგად კი გაზრდილი ჩართულობა დაიმსახუროთ. მაგალითად, NFL (ეროვნული ფეხბურთის ლიგა) გუნდების Reels ვიდეოები 67% პროცენტით უფრო მაღალ ჩართულობას იწვევენ, ვიდრე მათი რეგულარული ვიდეოები.

ოფიცილაური რჩევები, რომლებიც ინსტაგრამ reels-ის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ, მოიცავს:

  • ნუ გადმოიღებთ ტიკტოკის ვიდეოებს
  • გადაიღეთ ვერტიკალური ფორმით
  • გამოიყენეთ: ფილტრები, კამერის ეფექტები, მუსიკა...

მოკლედ რომ ვთქვათ, reels ვიდეოების თქვენს ინსტაგრამ სტრატეგიაში ინტეგრირება შესაძლოა ვერცხლის ტყვია არ აღმოჩნდეს, თუმცა თუ ის თქვენს ბრენდს ბუნებრივად შეესაბამება, მაშინ მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ.

გამოიყენეთ ჰეშთეგები

ჰეშთეგები ყველანაირ ალგორითმზე ადრეც კი არსებობდა: ისინი დაახლოებით 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც ადამიანებს ინფორმაციის სორტირება დასჭირდათ. დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი სოციალურ კონტენტს გაცილებით კომპლექსური გზებით ალაგებს, თუმცა სწორი ჰეშთეგების გამოყენება თქვენს პოსტებში დაგეხმარებათ, ხალხისთვის ხილვადი იყოთ, აღმოგაჩინოთ და გამოიწერონ კიდეც თქვენი არხი.

ზუსტი, აკურატული და გონივრული ჰეშთეგები ეხმარება ადამიანებს და ალგორითმებს, გაიგონ პოსტის შინაარსი და დაადგინონ, თუ ვინ შეიძლება იყოს მისით დაინტერესებული.

გარდა ამისა, ინსტაგრამის რეკლამებისგან განსხვავებით, ჰეშთეგები სრულიად უფასოა.

თუმცა, ჰეშთეგების გამოყენებისას ნუ მიუთითებთ ერთ ჰეშთეგს ყველა პოსტზე. ნაცვლად ამისა, გამოიკვლიეთ თქვენი ნიშა, ჩაატარეთ კვლევა და გამოიყენეთ ის ჰეშთეგები, რომელიც რეალურად შეესაბამება თქვენს პოსტსა და აუდიტორიას.

დაპოსტეთ, როდესაც თქვენი აუდიტორია აქტიურია

ეს რჩევა ყველაზე მარტივია გასათვალისწინებლად. ადამიანები საშუალოდ 30 წუთს ატარებენ ინსტაგრამზე ყოველდღიურად და ამიტომაც, ინსტაგრამს სურს, ისინი რელევანტური და ახალი კონტენტით მოამარაგოს.

ინსტაგრამზე პოსტების გამოსაქვეყნებლად საუკეთესო დროის დასადგენად, საჭიროა თქვენი საკუთარი აუდიტორია და მათი ქცევა შეისწავლოთ, დააკვირდეთ ინდუსტრიის ნიმუშებს და გაითვალისწინოთ, თუ როდის არიან ისინი აქტიურები.

პროფესიონალური რჩევა: შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას, სადაც ნახავთ საუკეთესო დროებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში სიახლის გამოსაქვეყნებლად.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია თქვენს აუდიტორიასაც უნდა მოარგოთ.

დაახლოვდით თქვენს აუდიტორიასთან

ბოლოსათვის ეს იმიტომ შემოვინახეთ, რომ აუდიტორიის გულის მოგება არის ის, რითიც ალგორითმის გულსაც მოიგებთ. რაც არ უნდა იყოს თქვენი ინსტაგრამის KPI - ცნობადობა, კონვერსიები, მეილები თუ გამომწერთა რიცხვი, წარმატება მაშინ მოდის, როდესაც მომხმარებელთა გულებს მისწვდებით.

მაგალითად, ავიღოთ Knix - რომელიც ამ საქმეს უმაღლეს დონეზე ართმევს თავს. ისინი მომხმარებლებს ისეთ შეკითხვებს უსვამენ, რაზეც თქვენს თერაპისტს შესაძლოა ძალიან ბევრი ეფიქრა.

„რას ურჩევდით 15 წლის თქვენს თავს?“

ინსტაგრამის სტატისტიკის მიხედვით, ჩართულობისთვის „კარგი“ მაჩვენებელი არის 1-5%-მდე. თუმცა, ბიზნესებისთვის საშუალო ჩართულობის მაჩვენებელი 2020 წლისთვის მხოლოდ 0.85% პროცენტი იყო. თუ გსურთ, საკუთარი ჩართულობის მაჩვენებელი გაზარდოთ, მაშინ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

  • განსაზღვრეთ და შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია, რათა იცოდეთ, რა სჭირდებათ მათ თქვენგან.
  • გამოეხმაურეთ კომენტარებსა და შეტყობინებებს სწრაფად.
  • შექმენით მიმდინარე ამბავი, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ იმ პოსტების გაზიარებას, რომლებზეც თქვენი ბრენდი მოინიშნა.

გახადეთ ანალიტიკური ანგარიშების წარმოება ავტომატური

ეფექტური ინსტაგრამ ანალიტიკური ხელსაწყოები დაგეხმარებათ, მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენი ძალისხმევა და აღმოაჩინოთ კონტენტის ის სახეობა, რომლის სანახავადაც მომხმარებელი მუდმივად დაგიბრუნდებათ.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად დაკავებული ხართ. ანალიტიკის ავტომატიზაცია ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხში დაგეხმარებათ. სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც თუ გამოიკვლევთ ამ რიცხვებს, გაიგებთ, რა მუშაობს უკეთ კონტენტისთვის, როდის არის უმჯობესი პოსტის გამოქვეყნება, გამოიკვლევთ რომელ ჰეშთეგებს უფრო მეტი შედეგი მოაქვს და შედეგად, თქვენს ძალისხმევას უფრო პროდუქტიულს გახდით.

გამოიყენეთ ინსტაგრამის ანალიტიკა, რათა გაიგოთ:

  • როდის არის თქვენი აუდიტორია აქტიური
  • რომელი ჰეშთეგების გამოყენება სჯობს
  • როგორი პოსტები იწვევს ყველაზე მაღალ ჩართულობას

ამავდროულად, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენება მნიშვნელოვანდ დაზოგავს თქვენს დროსა და ძალისხმევას, დაწყებული აუდიტორიის სენტიმენტების/დამოკიდებულების შეფასებით, დამთავრებული პოსტების კლიკების მაჩვენებლებითა და ჩართულობის კვლევით.

ასევე დაგაინტერესებთ: 

საკონკურსო იდეები ინსტაგრამისთვის

როგორ მოვიპოვოთ Instagram ვერიფიკაცია - 6 მარტივი გზა

როგორ მოვიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები უფასოდ: 8 მეთოდი, რომელიც 2021 წელს უნდა გამოიყენოთ

ეფილიეიტ მარკეტინგი