როგორ მოვიპოვოთ Instagram ვერიფიკაცია - 6 მარტივი გზა

აპრილი 05, 2021

როგორ მოვიპოვოთ Instagram ვერიფიკაცია - 6 მარტივი გზა

გსურთ, გაიგოთ, როგორ შეიძლება ვერიფიკაციის მოპოვება Instagram პლატფორმაზე?

გსურთ, გაიგოთ, როგორ შეიძლება ვერიფიკაციის მოპოვება Instagram პლატფორმაზე? ამისათვის ექვსი მარტივი ეტაპი უნდა გაიაროთ და დაამტკიცოთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ.

თუ ვერიფიკაციის მოპოვება გსურთ და არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ, მაშინ უნდა გითხრათ, რომ სწორედაც საჭირო ადგილას მოხვდით. გზამკვლევის ფარგლებში ნაბიჯ-ნაბიჯ გიამბობთ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო და რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ.

მოდით დავიწყოთ მარტივიდან.

რას ნიშნავს Instagram ვერიფიკაცია?

ინსტაგრამის ვერიფიკაცია არის იმის დასტური, რომ თქვენი ანგარიში ნამდვილად საყურადღებო ცნობად ფიგურას, „სელებრითს“ ან გლობალურ ბრენდს ეკუთვნის.

ალბათ ძალიან ბევრი ასეთი ანგარიში შეგინიშნავთ ინსტაგრამზე. მათ სახელის გასწვრივ სპეციალური ნიშანი აქვთ. ისევე როგორც ტვიტერზე, ფეისბუქზე და ტინდერზეც კი, პატარა ლურჯი ნიშანი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ანგარიშმა მოიპოვა აღიარება სანდოობასთან დაკავშირებით.

ნიშნები შექმნილია იმისათვის, რომ რელაური ანგარიში სხვებისგან გამოარჩიოს და ინსტაგრამის მომხმარებელი დაარწმუნოს, რომ მათ რეალური ადამიანი ან ბრენდი ჰყავთ გამოწერილი. მათი შენიშვნა საძიებო შედეგებში საკმაოდ მარტივია.

რასაკვირველია, ვერიფიკაციის ნიშანი ძალიან ბევრისთვის სანატრელი სიმბოლოა, რადგან ის იშვიათი და მისი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, საკმაოდ პრესტიჟულიც გახლავთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს აუცილებლად გაზრდილ ჩართულობას ანგარიშზე.

ინსტაგრამი მკაფიოდ აღნიშნავს იმას, რომ ვერიფიცირებული ანგარიშები განსაკუთრებული პრივილეგიებით არ სარგებლობენ. ეს ნიშნავს, რომ თუ ვერიფიცირებული ანგარიშები საშუალოდ უფრო მაღალი ჩართულობის მოპოვებას ახერხებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბრენდები ხარისხიან და ღირებული კონტენტს აწარმოებენ.

ვის შეუძლია მიიღოს ინსტაგრამის ვერიფიკაცია?

ნებისმიერ ადამიანს ან ბრენდს შეუძლია ვერიფიკაციაზე განაცხადის გაკეთება. თუმცა, ინსტაგრამი საკმაოდ მისტიურია იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს რეალურად მას. შესაბამისად, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება დავაკმაყოფილოთ მათი კრიტერიუმები.

ფეისბუქსა და ტვიტერზე ვერიფიკაციის ქონა არ არის იმის გარანტი, რომ მას ინსტაგრამზეც მიიღებთ. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ინსტაგრამის ვერიფიკაციის მიღება, მხოლოდ ცნობილმა სახეებმა და პოპულარულმა ბრენდებმა შეძლეს.

თუმცა, რამდენიმე რამის თქმა მაინც შეგვიძლია.

პირველ რიგში, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ინსტაგრამის მოხმარებისა და სოციუმის წესებს. ასევე თქვენი ანგარიში ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ბუნებრიობა: ხართ ნამდვილი ადამიანი, რეგისტრირებული ბიზნესი ან ბრენდი? ეს არ შეიძლება იყოს მიმების გვერდი ან გულშემატკივართა ანგარიში.
  • უნიკალურობა: მხოლოდ ერთ ადამიანს ან ბიზნესს შეუძლია ინსტაგრამის ვერიფიკაციის მიღება.
  • საჯაროობა: დახურულ ინსტაგრამის ანგარიშებს არ შეუძლიათ ვერიფიკაციისთვის განაცხადის გაკეთება.
  • სისრულე: სრულად გაქვთ შევსებული თქვენი ბიოგრაფია, პროფილის სურათი და სულ მცირე ერთი პოსტი მაინც გაქვთ გამოქვეყნებული?
  • გამოჩენილი/შესამჩნევი: ამ საკითხს გარკვეული ბუნდოვანება და სუბიექტურობა შემოაქვს, თუმცა ინსტაგრამის მას განმარტავს, როგორც „ცნობილს“ და ისეთ ანგარიშს, რომელიც ძალიან ხშირად იძებნება საძიებო შედეგებში.

თუ ფიქრობთ, რომ ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ ან უბრალოდ ცდა გსურთ, მაშინ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ინსტაგრამის ვერიფიკაცია და მიენდოთ ბედს.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი ვერიფიკაციისთვის? 6 ნაბიჯი

ინსტაგრამის ვერიფიკაციის მოთხოვნა რეალურად ძალიან მარტივი პროცესია:

  1. შედით თქვენს ანგარიშზე და გახსენით მენიუს გრაფა ზედა მარჯვენა კუთხიდან.
  2. აირჩიეთ პარამეტრები
  3. შემდეგ ანგარიში
  4. მონიშნეთ ვერიფიკაციის მოთხოვნა

  1. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
  • თქვენი ანგარიშის სახელი - username
  • თქვენი იურიდიული სახელი - full name
  •  სამუშაო სახელი - known as
  • აირჩიეთ თქვენი კატეგორია ან ინდუსტრია (მაგალითად: ბლოგერი/ინფლუენსერი, სპორტი, საიხლეები და მედია, ბიზნესი/ბრენდი/ორგანიზაცია).
  • ასევე დაგჭირდებათ თქვენი ოფიციალური პირადობის მოწმობის სურათის დადასტურებაც. ფიზიკური პირებისთვის ეს შეიძლება იყოს მართვის მოწმობა ან პასპორტი. ბიზნესებისთვის კი საგადასახადო ფურცელი.
  1. დააწექით გაგზავნას

ინსტაგრამის წესების თანახმად, მათი გუნდის მიერ თქვენი განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს შეტყობინების სახით მიიღებთ. თაღლითურ ანგარიშებთან მუშაობის გამოცდილების გამო, ინსტაგრამი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ისინი ელექტრონულ ფოსტას არ გამოგიგზავნიან, არ მოითხოვენ თქვენგან გადასახადს ან სხვაგვარად დაგიკავშირდებიან.

რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ პირდაპირ პასუხს - კი ან არა. თქვენ ვერ შეძლებთ უკუკავშირის მიღებას.

ასე გამოიყურება უარყოფითი პასუხი.

ეს კი თქვენთვის სასურველი პასუხი:

რჩევები ინსტაგრამის ვერიფიკაციის მისაღებად

ვერიფიკაციის მიღება ყველას შეუძლია, თუმცა ეს ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

ჩვენ შევკრიბეთ საუკეთესო გამოცდილებები, რომლებიც თქვენი შანსების მაქსიმიზაციასა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ნუ ეცდებით ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვას

პირველ რიგში, თავიდან მოიცილეთ ყველა მსგავსი შემთხვევა და ნუ დაუჯერებთ ადამიანს, რომელიც კომენტარს გიტოვებთ და გეუბნებათ, რომ მისი მეგობარი ინსტაგრამისთვის მუშაობს. ნუ გადაუხდით მას ფულს.

ეს ეხება ისეთ აპლიკაციებსაც, რომლებიც „თანხის დაბრუნებასაც“ გპირდებიან. შესაძლოა, ასევე პირადი შეტყობინებაც გამოგიგზავნონ და ვერიფიკაციის ნიშნის მოყიდვა შემოგთავაზოთ.

მაგალითად, მსგავსი ადამიანები:

ინსტაგრამის თაღლითებმა იციან, თუ რამდენად სასურველია ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ეს ლურჯი ნიშანი, ამიტომ ყველანარიად ცდილობენ თქვენი ემოციებით ითამაშონ. გახსოვდეთ, რომ ინსტაგრამი არასდროს მოგთხოვთ საფასურის გადახდას და არც არასდროს დაგიკავშირდებათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი გზა ვერიფიკაციის მისაღებად, არის ოფიციალური განაცხადის შევსება, თუ, რა თქმა უნდა, ჯენიფერ ენისტონი არ ხართ (ასეთ შემთხვევასაც განვიხილავთ).

თვალი ადევნეთ მოჩვენებით ანგარიშებს

თუ თქვენ მუდმივად ებრძვით არარეალურ და არაავტორიზებულ ანგარიშებს, ფეიკ ანგარიშებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც თქვენს ბრენდს ზიანს აყენებენ, მაშინ თქვენთვის სასიხარული ამბავი გვაქვს. თქვენ მშვენიერი კანდიდატი ხართ ინსტაგრამის ვერიფიკაციისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერიფიკაციის მიზანიც ნამდვილი ანგარიშების გამოვლენა და მათი განცალკევებაა.

თქვენმა ყოველწლიურმა აუდიტმა სოციალური მედიისთვის, უნდა გამოავლინოს რამდენად წარმოადგენენ ასეთი ანგარიშები თქვენთვის საფრთხეს. სასურველია, რომ მათი მონიტორინგი აწარმოოთ და ჩაინიშნოთ კიდეც ასეთი ანგარიშები. ამაში თქვენი დახმარება სოციალური მედია მონიტორინგის ხელსაწყოებსაც შეუძლია, მაგალითად ისეთს, როგორიც არის Zerofox.

დააგროვეთ მეტი რეალური გამომწერი

რამდენი გამომწერის დაგროვებაა საჭირო, ამის ზუსტი რიცხვი ნამდვილად არ ვიცით, თუმცა როგორც წესი ცოტა გამომწერითაც ვერ გახვალთ ფონს. არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ეს მოთხოვნა ჭეშმარიტია. თუმცა, ყოველ შემთხვევაში ბევრი გამომწერი არც არაფერს დაგაკლებთ, პირიქით.

რეალურად, როდესაც ბრენდები ან ადამიანები მეტად შესამჩნევები ხდებიან ინსტაგრამზე და მის გარეთაც, მათი გამომწერების რიცხვიც პარალელურად იზრდება.

რჩევა: ნუ ეცდებით მარტივი გზების მოძებნას და ნუ იყიდით ინსტაგრამის გამომწერებს. (ინსტაგრამის წესების დარღვევითა და შემდეგ ვერიფიკაციის მოთხოვნით, ძალიან ზრდით შანსებს, რომ თქვენი ანგარიში საერთოდაც გაუქმდეს).

წაშალეთ ჯვარედინი პლატფორმების ბმულები თქვენი ბიოგრაფიიდან

ზოგიერთისთვის შესაძლოა ეს წვრილმანს წარმოადგენდეს, თუმცა ინსტაგრამი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი ანგარიშიდან გავაუქმოთ ყველა ისეთი ბმული, რომელიც სხვა სოციალურ ქსელში მომხმარებელს ჩვენი დამატებისკენ მოუწოდებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იქონიოთ თქვენ ვებ-გვერდის ან ლენდინგ გვერდის ბმული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშიროთ ანგარიში ტვიტერს ან იუთუბს.

ასევე, თუ თქვენ ვერიფიცირებულ ფეისბუქის ანგარიშს ფლობთ, მაშინ ინსტაგრამი ფაქტობრივად გავალდებულებთ, რომ ინსტაგრამის ანგარიში დააკავშიროთ თქვენი ფეისბუქის ანგარიშთან, რათა თქვენი ბუნებრიობა დაამტკიცოთ.

ეცადეთ, ხშირად იძებნებოდეთ საძიებო შედეგებში

სოციალური მედია ორგანულ აღმოჩენას ეხება. სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი ინსტაგრამის „Explore” გვერდი. ამ ნიშაში სახელის მოხვეჭით კი შესაძლოა თქვენს ჩართულობასა და გამომწერთა რიცხვზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინოთ.

მაგრამ როდესაც საქმე ვერიფიკაციას ეხება, ინსტაგრამს სურს გაიგოს, თუ რამდენად ფიქრობს ხალხი თქვენზე, უგულვებელყოფს საკუთარ „feed”-ს და ცდილობს სპონტანურად მოძებნოს თქვენი ბრენდი საძიებო შედეგებში.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი ამგვარ ანალიტიკას არ აწარმოებს, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ინსტაგრამის ვერიფიკაციის გუნდს ნამდვილად აქვს მასზე წვდომა და შეუძლიათ გამოიკვლიონ, თუ რამდენად ხშირად წერს საძიებო ველში მომხმარებელი თქვენს სახელს. ამას შემდეგ საკითხამდე მივყავართ.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, როდესაც თქვენი სახელი სიახლეებში მოხვდება

მოძებნეთ საკუთარი თავი Google-ში. არის ნახსენები თქვენი ბრენდი სხვადასხვა სიახლეებში? არის თქვენი სახელი ან პროფილი რაიმე საერთაშორისო გამომცემლობაში მოხსენიებული? ფასიანი და დასპონსორებული კონტენტი ამ კატოგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება.

თუ საზოგადოებასთან ურთიერთობები თქვენს პრიორიტეტს აქამდე არ წარმოადგენდა, მაშინ სავარაუდოდ გაგიჭირდებათ დაამტკიცოთ, რომ შესამჩნევი ხართ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ არსებობს სივრცე, რომელსაც ამის დასტურად მოიშველიებთ. ინსტაგრამი საკუთარ კვლევებსაც ატარებს, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი სახელი გამოსაჩენია სიახლეებში და მისი იგნორირებაც რთულია.

თუ მიმდინარედ ძალიან დიდი ყურადღების მიპყრობა შეძელით, ან რაიმე დიდი სიახლის გამოცხადებას გეგმავთ, იფიქრეთ პარალელურად ინსტაგრამის ვერიფიკაციის მოთხოვნაზეც - სანამ თქვენი სახელი „ცხელია“ და ყურადღების ცენტრში ხართ.

იმუშავეთ სააგენტოსთან ან გამომცემლობასთან ერთად

თუკი ბიუჯეტიც ხელს გიწყობთ და მაღალი ამბიციებითაც გამოირჩევით, მაშინ სცადეთ რომელიმე ცნობილი ციფრული სააგენტო დაიქირავოთ, რომელსაც ფეისბუქის მედია პარტნიორულ ხელსაწყოებზე აქვს წვდომა. ისინი დაგეხმარებიან, თქვენი ანგარიში ვერიფიცირებული გახადოთ.

გარანტირებულია ვერიფიცირება? რა თქმა უნდა, არა. თუმცა, მისი მოთხოვნა ინდუსტრიის პროფესიონალის მიერ, თანაც მედია პარტნიორული ორგანიზაციების მხრიდან, გაცილებით დიდ წონას ატარებს.

იყავით გულწრფელი

ვერიფიკაციის პროცესში სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ თქვენი რეალური სახელი, შეარჩიეთ შესაფერისი კატეგორია და ნუ ეცდებით რომელიმე სამთავრობო დოკუმენტის გაყალბებას.

თუკი რომელიმე ნაწილში რეალობას გააბუქებთ ან მცირედ ცვლილებებს შეიტანთ, ინსტაგრამი არა მხოლოდ უარყოფით პასუხს მოგწერთ ვერიფიკაციაზე, არამედ შესაძლოა თქვენი ანგარიშიც გააუქმონ.

დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი და ბიოგრაფია სრულფასოვნადაა შევსებული

ინსტაგრამის მიერ ჩამოთვლილი მოთხოვნები ვერიფიკაციისთვის მხოლოდ ქვედა ზღვარია. თქვენ არა მხოლოდ მათ დაკმაყოფილებაზე უნდა იფიქროთ, არამედ გადაჭარბებაზეც.

ინსტაგრამის ბიოგრაფიის ოპტიმიზაცია ასე მარტივად ვერ გააკვირვებს მათი ვერიფიკაციის გუნდს, თუმცა შეუძლია სარგებელი ახალი გამომწერებისა და კონვერსიის სახით მოგიტანოთ.

თუ პირველად უარს მიიღებთ, სცადეთ კიდევ

თუკი თქვენი ძალიხმევის შემდეგ ინსტაგრამი უარყოფითი პასუხით დაგიბრუნდებათ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით, გააორმაგეთ თქვენი ძალიხსმევა და იბრძოლეთ.

შეცვალეთ თქვენი ინსტაგრამ სტრატეგია, ააგეთ გამომწერების დიდი ბაზა და მიიპყარით მეტი ყურადღება პლატფორმაზე.

და შემდგომ, როდესაც მოთხოვნილ 30 დღეს ან რამდენიმე თვეს დახარჯავთ თქვენი შედეგების შეფასებაში, შეგიძლიათ ახლიდანაც სცადოთ.

როგორ შევინარჩუნოთ ვერიფიკაცია?

ვერიფიკაციის მიღება ყველაფერი არ არის, მას შენარჩუნებაც სჭირდება. ეს კი, საბედნიეროდ, ძალიან მარტივია. ინსტაგრამის ვერიფიკაცია როგორც ჩანს, სამუდამო ვადით გადმოგეცემათ, მაშინაც კი, თუ ისეთი ცნობილი და შესამნჩნევი ვეღარ ხართ. თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული წესები.

შეინარჩუნეთ ანგარიშის საჯაროობა

საჯარო, ღია ანგარიშის ქონა აუცილებელია ვერიფიკაციის მოსაპოვებლად და ასევე აუცილებელია მისი ამ ფორმით დატოვებაც.

ითამაშეთ წესების დაცვით

ინსტაგრამის მოხმარების წესების დარღვევა, ნებისმიერ ანგარიშს გაუქმების საფრთხის წინაშე აყენებს, მაგრამ ძალაუფლებასთან ერთად, მეტი პასუხისმგებლობებიც მოდის. ვერიფიცირებული ანგარიშები განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ ეთიკის ნორმებსა და ბუნებრიობას.

ვერიფიკაციის მიღება მხოლოდ დასაწყისია

წესების თანახმად, თქვენ მინიმალური აქტივობა მაინც მოგეთხოვებათ ინსტაგრამის ვერიფიკაციის შესანარჩუნებლად. პროფილის სურათი და ერთი პოსტი მაინც. ამაზე ნაკლების გაკეთებას ვერავინ გირჩევთ, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი აქტივობისკენ მოგიწოდებთ.

გამოიყენეთ ახალი ლურჯი ნიშანი თქვენს სასარგებლოდ, თქვენს უპირატესობად და მოარგეთ ის ინსტაგრამის სტრატეგიას, გამოაქვეყნეთ პოსტები, რომლებიც მომხმარებლის ჩართულობას გამოიწვევს. ბრენდები მხოლოდ ამ ნიშნით არ სულდგმულობენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები უფასოდ: 8 მეთოდი, რომელიც 2021 წელს უნდა გამოიყენოთ

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

ეფილიეიტ მარკეტინგი