როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

მარტი 22, 2021

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

მას შემდეგ რაც ინტერნეტი და სოციალური მედია პოპულარული გახდა, ტრადიციულმა მარკეტინგმა - პრინტი, რადიო, ტელევიზია - დაკარგა თავისი დომინანტობა 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ინტერნეტი და სოციალური მედია პოპულარული გახდა, ტრადიციულმა მარკეტინგმა - პრინტი, რადიო, ტელევიზია - დაკარგა თავისი დომინანტობა 

თუ თქვენ დღეს რაიმეს ყიდით, თქვენ აუცილებლად უნდა არსებობდეთ ონლაინ.

სოციალური მედიის განმარტება

სოციალური მედია, ზოგადად განიმარტება, როგორც პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან, გააზიარონ, დააკომენტარონ და გაცვალონ იდეები და შეხედულებები სხვებთან. დღეს ყველაზე პოპულარული პლატფორმა არის ფეისბუქი, თუმცა არსებობს ასობით სოციალური მედია საიტი, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით არის გამორჩეული და დაწინაურებული.

სოციალური მედიის გამოყენება იზრდება

სოციალური მედიის გამოყენება, განსაკუთრებით მობილურებში აპლიკაციების საშუალებით, დღითიდღე ფართოვდება ასაკის, სქესისა და ეთნიკურობის ყოველგვარი ზღვარის გარეშე. 

2008 წელს, Bloomberg Businessweek ამტიცებდა, რომ სოციალური მედია ყველა ბიზნესზე დიდ გავლენას იქონიებდა და ამ მხრივ, გამონაკლისი არ იარსებებდა. The Edison Research რეპორტის მიხედვით 2012 წლის სოციალური ქცევები მიუთითებდა, რომ მომხმარებლების 47%-ზე ყიდვის გადაყვეტლებაზე გავლენა სოციალურმა მედიამ იქონია. ამერიკაში, 2016 წელს ონლაინ ვაჭრობამ სოციალური მედიის საშუალებით 362 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყიდვები დააგენერირა.

Vision Critical-ის კვლევის მიხედვით, 10-დან 7 ადამიანი ჯერ ონლაინ იკვლევს პროდუქტს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ასევე, ფიზიკურ მაღაზიებში პროდუქტის ნახვის შემდეგ, მომხმარებლების 26% მას ონლაინ ყიდულობს.

 

ყველაზე პოპულარული სოციალური მედიები

ფეისბუქი დღემდე ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედიად ითვლება, თუმცა არანაკლებ პოპულარულია ინსტაგრამი, თვითერი, ლინკდინი, ტიკტოკი, პინტერესტი.

YouTube არის ნომერ პირველი სოციალური მედია, რომელიც ვიდეო კონტენტს აწარმოებს.

სოციალური მედიის გამოყენება გაყიდვებისთვის

ონლაინ რეკლამირება და მარკეტინგი უნდა აკეთებდეს შემდეგს:

  • ეხმარებოდეს პოტენცურ მომხმარებელს თქვენი პროდუქტის პოვნაში;
  • აფართოვებდეს პოტენციური მომხმარებლების რაოდენობას;
  • მიუთითებდეს, თუ რას ფიქრობენ თქვენი მომხმარებლები თქვენზე და თქვენს პროდუქტზე.
  • გატყობინებდეთ, თუ როგორ მოიხმარენ თქვენს პროდუქტს თქვენი მომხმარებლები.

სოციალური მედია საშუალებას გაძლევთ ესაუბროთ თქვენს მომხმარებლებს ინტერაქციულ პროცესში. ასეთი საუბარი უნდა ემსახურებოდეს თქვენი მომხმარებლების გაცნობას, მათი საჭიროებებისა და პრობლემების გაგებას და არა მხოლოდ მეტი გაყიდვების მოპოვებას ან შემოსავლის გაზრდას.

სოციალურ მედიაში ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელთან პირისპირ საუბრობთ.

სანამ სოციალურ მედია კამპანიას დაიწყებთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი საბაზისო შესრულების მაჩვენებლები/მიზნები, რომ შემდგომ ეფექტურად გაზომოთ შედეგები. როგორც მინიმუმ, თქვენ უნდა შეძლოთ, შეადაროთ თქვენი ბიზნესის მდგომარეობა სოციალურ მედია კამპანიამდე და კამპანიის შემდეგ.

  • Market Reach- რამდენი ახალი მომხმარებელი გყავთ სოციალური მედიის დამსახურებით? თუ თქვენ ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები მოგემატნენ, გამოდის, რომ თქვენი კამპანია ახერხებს ახალი მომხმარებლების მოზიდვას.
  • Frequency- რამდენად ხშირად ყიდულობენ თქვენს პროდუქტს? თუ თქვენი ყოველთვიური ტრანზაქციები/ონლაინ შესყიდვების რაოდენობა გაიზარდა, ნიშნავს, რომ თქვენმა მცდელობებმა შედეგები გამოიღო. სოციალური მედია ასევე გეხმარებათ თქვენი პროდუქტის ახლებურად დანახვაში, თუ მომხმარებლებს ყურადღებით მოუსმენთ და დააკვირდებით. გამოიყენეთ ასეთი აღმოჩენები, რომ მიაგნოთ პრობლემებს და გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი.
  • Yield- რამდენს ხარჯავენ მომხმარებლები თითო ვიზიტზე? თუ მომხმარებლის ვიზიტი უფრო ძვირი გიჯდებათ, ვიდრე მისგან მიღებული შემოსავალი, დროა, ანალიზი გაუკეთოთ თქვენს კამპანიას.

სოციალური მედიის მოქმედების ძირითადი კომპონენტები

  1. ციფრული მარკეტინგული გეგმა

სანამ დაიწყებთ სოციალურ მედია კამპანიას, უნდა შეიმუშავოთ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ონლაის საქმიანობის ყველა ასპექტს: საიტი, იმეილი, ონლაინ რეკლამირება და თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული მიზნები:

  • ვებ ტრაფიკი- ვისი შემოყვანა გსურთ თქვენს საიტზე? რა ხდის თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს უნიკალურს? რამდენი მომხმარებელის შემოყვანა გახდის კამპანიას წარმატებულს? 
  • კონვერტაცია- რამდენი ვიზიტორის ქცევა გსურთ მომხმარებლად? რამდენჯერ უნდა ესტუმროს ადამიანი საიტს, რომ გახდეს ბრენდის მომხმარებელი?
  • ბრენდის გაუმჯობესება- რა გსურთ, რომ ვიზიტორებმა თქვენი კომპანიის შესახებ გაიგონ? თქვენი ონლაინ არსებობა შეესაბამება თქვენს ფიზიკურ არსებობას? გასაგები, საინტერესო და კოორდინირებული კონტენტი გაქვთ?
  • ვიზიტორთან/მომხმარებელთან კომუნიკაცია- როგორ შედიხართ ინტერაქციაში ონლაინ ვიზიტორებთან? თქვენი საიტი პასიურია თუ ის აქტიურად ჩართულია ვიზიტორებთან? უფრო ღრმად აცნობს საიტს და ამოტივირებს ადამიანებს, რომ ხელმეორედ ესტუმრონ?
  1. საიტის და მარკეტინგის სტრატეგია

არ აქვს მნიშვნელობა, მარტივ WordPress საიტს ქმნით, თუ კომპლექსური პლატფორმის დიზაინს- კონტენტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი რეალური ტესტირება, საიტი ეფექტურია თუ არა, ვიზიტორების მოზიდვით შეიძლება.

ადამიანებს თქვენი საიტის აღმოჩენა რამდენიმე გზით შეუძლიათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, რომ საიტის ტრაფიკი გაზარდოთ, სანამ სოციალური მედიის კამპანიას ჩაუშვებთ:

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)- დააოპტიმიზირეთ თქვენი საიტი, რომ საძიებო სისტემაში, რელევანტური საკვანძო სიტყვების გამოყენებისას თქვენი ვებ-გვერდი ტოპ პოზიციებზე გამოჩნდეს, ანუ დაეხმარეთ თქვენს საიტს Google-ში მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
  • საძიებო სისტემის მარკეტინგი (SEM)Google-სთვის ფულის გადახდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, საძიებო შედეგების გვერდზე თქვენი ვებ-გვერდი პირველი გამოაჩინოთ.
  • იმეილ კამპანიები- პერსონალიზირებული შეთავაზებების, საინტერესო ახალი ამბების იმეილებით გაგზავნის საშუალებით შეგიძლიათ, გაზარდოთ საიტის ტრაფიკი. 2013 წელს Coursera-ს კვლევის მიხედვით იმეილ მარკეტინგის საშუალებით ბრენდებს მომხმარებლის რაოდენობა 700%-ზე მეტით გაეზარდათ.
  • ეფილიეიტ მარკეტინგი- თქვენი პროდუქტის პრომოცია ხდება მესამე მხარის მიერ, მსგავსად ტრადიციული რეფერალური მარკეტინგისა. თქვენ ეფილიეიტს უხდით საკომისიოს, რის სანაცვლოდაც ზრდით თქვენი საიტის ტრაფიკს. მაგალითად, Amazon Associates Program უხდის საკომისიოს საიტის მფლობელებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ამაზონის პროდუქტებს თავიანთ საიტებზე.
  • ბლოგი- ბლოგი არის საინტერესო, რელევანტური სტატიების ერთობლიობა, რომელიც მკითხველებს ინტერაქციისა და დაკომენტარების საშუალებას აძლევს. ბლოგის მიზანი შეიძლება იყოს გართობა და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

სოციალური მედია კამპანიის განხორციელების ნაბიჯები

  1. აირჩიეთ თქვენთვის რელევანტური პლატფორმა
    ერთ პლატფორმაზე ოპერირებთ თუ რამდენიმეზე, დიდი ყურადღება დაუთმეთ, თუ რა სახის კონტენტს მოითხოვს კონკრეტული სოციალური ქსელი. შეისწავლეთ ყველა მათგანი, დააკვირდით, როგორი პოსტებია პოპულარული, რა ვიზუალურ კომპონენტებს ენიჭება უპირატესობა. შეისწავლეთ რეკლამირების მექანიზმი ყველა მათგანზე და შემდეგ გააქტიურეთ თქვენი ბრენდი სოციალურ მედიაში.
  2. შექმენით უნიკალური ლენდინგ გვერდი
    ციფრულ სამყაროში პირველი შთაბეჭდილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. თქვენი ციფრული იმიჯი უნდა იყოს თქვენი სასურველი მომხმარებლის სარკე.

იფიქრეთ იმაზე, თუ რა სახის ინფორმაცია დააინტერესებს იდეალურ მომხმარებელს. გახსოვდეთ, რომ ყველა სოციალური არხი განსხვავებულია. ლინკდინი კარგია პროფესიული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ინსტაგრამი ვიზუალური მხარისა და ყოველდღიური საქმიანობების საჩვენებლად და ა.შ. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ყურადღებას მიიქცევთ, დაწრმუნდით, რომ შემდეგ ეტაპზე, მომხმარებლები უფრო დააინტერესოთ, სწორედ ამიტომ საჭიროა რელევანტური, საინტერესო და უნიკალური მთავარი-ლენდინგ გვერდის შექმნა.

  1. ინტერაქციაში შედით თქვენს ვიზიტორებთან
    სოციალური მედია საიტები არ არის ბილბორდები ან პრინტ რეკლამები. იმისთვის, რომ ეფექტურები იყოთ, მუდმივად უნდა უკავშირდებოდეთ მომხმარებლებს და გამომწერებს.

თქვენ არ ხართ შეზღუდულები ვიდეოების, ფოტოების, ლინკებისა და სტატიების გამოქვეყნებაში, რომლებიც თქვენს მიმდევრებს დააინტერესებთ. ყოველთვის გამოყავით დრო, რომ უპასუხოთ ყველანაირ უკუკავშირს, კომენტარს თუ მესიჯს.

შეჯამება

სოციალური მედია მარკეტინგის გავლენა შესაძლოა საწყის ეტაპზევე ვერ იგრძნოთ და შედეგები ვერ დაინახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ თქვენ იქნებით თანმიმდევრულები და საინტერესოები, ძლიერი ბრენდის იმიჯი თქვენი კომპანიის განუყოფელი ნაწილი გახდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

რას ეწოდება სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი