Apple iOS 14-ის გავლენა Facebook რეკლამაზე

მარტი 14, 2021

Apple iOS 14-ის გავლენა Facebook რეკლამაზე

ეს გავლენა გავრცელდება ყველა იმ ბიზნესზე, რომელიც რეკლამას მობილურ მოწყობილობებზე ქმნის

მოგეხსენებათ, რომ Apple-მა უკვე iOS 14 გამოუშვა და ამასთან ერთად განაცხადა, რომ ის გავლენას მოახდენდა ისეთი ხელსაწყოების ფუნქციონალზე, როგორიც მაგალითად Facebook pixel-ია. ეს გავლენა კი გავრცელდება ყველა იმ ბიზნესზე, რომელიც რეკლამას მობილურ მოწყობილობებზე ქმნის და მათზეც, ვინც კონვერტაციის ხელსაწყოებს მისი ვებ-გვერდისთვის იყენებს.

აღნიშული პროცედურები კომპანიის შინაგანაწესსა და უსაფრთხოებასაც ეხება. მათი მოთხოვნით, App Store-ში არსებულ ყველა აპლიკაციას მოეთხოვება, რომ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ამგვარი პოლიტიკის ფარგლებში გარკვეულ მონაცემთა შეგროვება და გაზიარება შეზღუდული იქნება მანამ, სანამ ხალხი iOS 14 სისტემაზე არ გადაერთვება. იმასთან ერთად, რომ ბევრი ადამიანი უარს იტყვის iOS 14 მოწყობილობაზე გადასვლაზე, რეკლამირების პერსონალიზაცია და მისი შედეგების წარმოდგენაც გარკვეულწილად შეზღუდული გახდება როგორც აპლიკაციის, ასევე ვებ კონვერტაციის შემთხვევებისთვისაც.

თუმცა, ამავდროულად Facebook მაქსიმალურად ეცდება გარკვეული ალტერნატივების შემოღებას, რაც კომპანიებს შეფერხების ნაცვლად, ხელს შეუწყობს ეფექტური კამპანიების მართვაში. ამასთან დაკავშირებით კი ისინი პერიოდულ განახლებებსაც შემოგვთავაზებენ.

მოსამზადებელი ეტაპები

ფეისბუქის Aggregated Event Measurement ისეთი მოვლენების შეფასების საშუალებას იძლევა, რომლებიც რეალურად iOS 14-ზე იმართება. იმისათვის, რომ თქვენი კამპანიები ფეისბუქზე არ შეფერხდეს და არ დაზარალდეს, წინასწარ რამდენიმე მოსამზადებელი პროცედურის გავლა შეგიძლიათ.

მობილური აპლიკაციისთვის:

  • განაახლეთ პროგრამა ფეისბუქის SDK iOS 14 1 ვერსიისთვის. ეს დაგეხმარებათ iOS 14-ის მომხმარებლებისთვის კვლავ აწარმოოთ პერსონალიზებული რეკლამების მიწოდება და აპლიკაციებიდან კონვერტაციის ანალიტიკაც მიიღოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია ფეისბუქის Event Manager-დან, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამისათვის ადმინის სტატუსიც დაგჭირდებათ. ამ ეტაპზე ფეისბუქის SDK iOS 14 8.1 ვერსიას Apple-ის SKAdNetwork API-ის მხარდაჭერა გააჩნია. სწორედ ის იძლევა ანალიტიკური შეფასების შესაძლებლობას. თუ ჯერ არ გაქვთ SDK ბოლო ვერსია, მაშინ სჯობს, მის ჩამოტვირთვაზე იზრუნოთ.
  • დეტალურად შეისწავლეთ, თუ როგორ გამოიყენება ფეისბუქის SDK აპლიკაცია, API და MMP პლატფორმები, რათა გაიგოთ, თუ როგორ მიაწვდინოთ ხმა iOS 14 მომხმარებლებს და შეაფასოთ თქვენი შედეგები.

ბიზნეს ვებ-გვერდისთვის:

  • ამჟამად თითოეული დომენისთვის თქვენი პიქსელი სავარაუდოდ კონვერტაციის მაქსიმუმ რვა შემთხვევაზეა მორგებული. თუმცა, Facebook-ის განახლების თანახმად, ისინი თავად განსაზღვრავენ მაქსიმალურ ოდენობას თქვენი ვებ-გვერდისა და აქტივობების მიხედვით, რაც, რა თქმა უნდა, რელევანტური იქნება თქვენი ბიზნესისთვის. ყველა სხვა გატარებული ღონისძიება კამპანიის ფარგლებში არა აქტიურად გამოცხადდება. ამიტომაც, თქვენი პრიორიტეტების მართვას და განსაზღვრას Event Manager-ის საშუალებით შეძლებთ. რეკლამის შექმნისას კონვერტაციის ღონისძიებებიდან თქვენ ამჟამინდელი რვიდან მხოლოდ ერთი ფუნქციის არჩევის შესაძლებლობა გექნებათ.

რეკლამათა ჯგუფი, რომელიც პიქსელური კონვერტაციისთვის იყო განსაზღვრული, სრულიად გაუქმდება, ვინაიდან, ის ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამ შეზღუდვებამდე კი უმჯობესია, თუ წინასწარ გადახედავთ თქვენს საქმიანობას და შესაბამის ცვლილებებს შეიტანთ კამპანიის ან შეფასების სტრატეგიებში. გარდა ამისა, იმის განსაზღვრაც მოგიწევთ, თუ რამდენად დაგჭირდებათ ისეთი ამოცანების დაწესება, როგორიცაა ლენდინგ გვერდის ნახვები ან კლიკები.

 

მიწოდების ახალი სტატუსები

Ads Manager-ში გამოყოფილი მიწოდების გრაფა არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ თქვენი სარეკლამო კამპანიის სტატუსი, რეკლამები ან მათ შესახებ ინფორმაცია შეამოწმოთ და მიიღოთ ინფორმაცია არსებული ხარვეზების შესახებ. იმისათვის, რომ ამიერიდან ამოქმედებული შეზღუდვების არსი კარგად გავაანალიზოთ, საჭიროა Ads Manager-ში არსებულ ახალ მიწოდების სტატუსებსაც გავეცნოთ.

ისინი ექსკლუზიურად iOS 14 წარმოებული სააპლიკაციო კამპანიებს ეხება:

  • განახლებული ლიმიტები: თითოეული აპლიკაციისთვის iOS 14 შექმნილი კამპანიების რაოდენობა ცხრამდე იქნება შეზღუდული. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სააპლიკაციო კამპანიას გათიშავთ, იმისათვის, რომ ის თქვენს ლიმიტირებულ ოდენობაში აქტიური სტატუსით აღარ მოიაზრებოდეს, პროგრამას ზუსტად 72 საათი სჭირდება. ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ კამპანიის გათიშვასთან ერთად, თქვენ მასთან დაკავშირებულ ყველა რეკლამასაც თიშავთ.
  • დაყოვნების ლიმიტები: როგორც უკვე იცით, თითოეული აპლიკაციის კამპანიების რაოდენობა ცხრამდე არის შეზღუდული. როდესაც ამ ლიმიტს მიაღწევთ და შემდგომ კამპანიას ჩაუშვებთ, მას ამოქმედებამდე გარკვეული დრო დასჭირდება. ლიმიტის გადაჭარბება შესაძლებელი არ არის, შესაბამისად თუ ახალი კამპანიის დაწყება გსურთ, მაშინ არსებულის გამორთვა და 72 საათით მოცდა მოგიწევთ.

ქვემოთ განხილული სტატუსები მხოლოდ ვებ-გვერდის კამპანიებს ეხება:

  • უგულვებელყოფილი ღონისძიებები: როდესაც ვებ-გვერდისთვის ისეთი კონვერტაციის ღონისძიების ოპტიმიზაციას ცდილობთ, რომელიც თქვენი დომენისთვის გამოყოფოლი რვა პრიორიტეტული ფუნქციიდან არ აგირჩევიათ, თქვენი კამპანიისთვის აწყობილი რეკლამები ავტომატურად გამოირთვება. მისი ჩართვა კი ხელახლა შეუძლებელია.

 

კამპანიის საწარმოებლად ახალი რეკლამების შექმნა და Events Manager-ში თქვენ მიერ მითითებული რვა პრიორიტეტული ფუნქციიდან ერთ-ერთის არჩევა მოგიწევთ. თუ იგივე ან მსგავსი რეკლამების გამოყენება გსურთ ახალი კამპანიისთვის, მაშინ შეგიძლიათ ბოლო კამპანიის რეკლამების დუბლირება, ახალი კამპანიისთვის ვებ-გვერდის კონვერსიის ფუნქციის მითითება და შედეგად, ახალი კამპანიის გაშვება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეკლამები უბრალოდ შაბლონია, მაშინ მათი დუბლიერების საჭიროებაც არ არსებობს. შეგიძლიათ, მხოლოდ კონვერსიის ნაწილი შეცვალოთ და ახალი კამპანიაც გამოაქვეყნოთ. გარდა ამისა, თქვენ მიერ შერჩეული რვა პრიორიტეტული კამპანიის შეცვლაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

 

  • სტრუქტურული ხარვეზები: როდესაც თქვენი რეკლამისა და ფეისბუქ პიქსელის დამაკავშირებელი დომენი არ მოიძებნება, თქვენი რეკლამა ავტომატურად ითიშება. ამის გამოსასწორებლად ორი გზა გაქვთ: შეცვალოთ რეკლამის დეტალები ან პიქსელების წყვილი Events Manager-დან. რეკლამის ხელახლა ჩასართველად კი შეგიძლიათ ახალი დომენი აირჩიოთ.

შემდეგი სტატუსი შესაძლოა მიეკუთვნებოდეს როგორც ვებ-გვერდზე, ასევე iOS 14 აპლიკაციებზე არსებულ კონვერსიის კამპანიებს.

  • განახლებული კამპანია: როდესაც თქვენი გუნდის წევრი ან მენეჯერი Events Manager-დან ცვლის კონვერსიის კამპანიას ან პარტნიორული აპლიკაციიდან ახალი კონვერსიის სქემას აპორტირებს, შესაძლოა თქვენი სარეკლამო კამპანია გარკვეული დროით დაპაუზდეს, ვინაიდან განახლებისთვის 72 საათი არის საჭირო. განახლების დასრულებისას კი კვლავ შეგიძლიათ თქვენი კამპანიის გაგრძელება. გაითვალისწინეთ, რომ შეჩერებული კამპანიები ავტომატურად არ გრძელდება.

 

შეზღუდვები ანგარიშების წარმოებისას

Apple-ის ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ბიზნესები შეზღუდულნი იქნებიან იმ კამპანიების შესრულების შეფასებასა და გაზომვაში, რომლებიც iOS 14- ზე იქნება წარმოებული. iOS 14 -ის არსებული კამპანიების ანგარიშების წარმოებისას მონაცემები Apple-ის SKAdNetwork API სისტემას უნდა ემყარებოდეს.

მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებს ასევე ვებ-გვერდის კონვერსიის გარკვეულ მახასიათებლებზეც. მიმდინარე შეზღუდვების განხორციელება Ads Manager, Ads Reporting და Ads Insights API პლატფორმებზე განიხილება.

კერძოდ კი ეს შეზღუდვებია:

  • დაყოვნებული რეპორტინგი: რეპორტინგს მხარდაჭერა რეალურ დროში აღარ ექნება და მონაცემებიც შესაძლოა, სამი დღის დაგვიანებით მიიღოთ. iOS 14 სააპლიკაციო კამპანიების შემთხვევაში, კონვერსიის შედეგები და გატარებული ღონისძიების ანგარიში იმ დროში იქნება წარმოდგენილი, რა დროც SKAdNetwork API-ს დასჭირდება ფეისბუქისთვის მისაწოდებლად. რაც შეეხება ვებ-კონვერსიის ღონისძიებებს, ისინი მაშინ იქნება გადმოცემული, როდესაც რეალურად კონვერსია იჩენს თავს.

 

  • სავარაუდო შედეგები: iOS 14 აპლიკაციების კამპანიის შედეგები კამპანიის საერთო დონეზე ფეისბუქისთვის SKAdNetwork API-ის მიერ იქნება მიწოდებული. სტატისტიკური მოდელირება კი შესაძლოა რეკლამირების დონეზე და რეკლამათა ჯგუფისათვის იქნას გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კამპანია მხოლოდ ერთი რეკლამის ან რეკლამათა ჯგუფისაგან იქნება შემდგარი. ვებ კონვერსიის შემთხვევაში სტატისტიკური მოდელირება შესაძლოა იმ კონვერსიებისთვის იყოს გამოყენებული, რომლებიც iOS 14-დან იქნება მიღებული.

 

  • როგორც აპლიკაციისთვის, ასევე ვებ-გვერდის კონვერსიისთვის, მიწოდების სეგმენტებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, რეგიონი და ადგილმდებარეობა, აღარ ექნება მხარდაჭერა.

 

  • ცვლილებები ანგარიშის მიკუთვნების ფანჯარასთან (დროის მონაკვეთთან) დაკავშირებით: მას შემდეგ, რაც Apple -მა iOS 14- ის მოთხოვნები დააწესა, ფესიბუქის სარეკლამო კამპანიის მიკუთვნების ფანჯარა ყველა აქტიური და ახალი კამპანიისთვის, მართული იქნება რეკლამის და არა ანგარიშის დონეზე. ახალი სარეკლამო კამპანიის პარამეტრები უკვე კამპანიის მოდელირების დროსაც შეგეძლებათ. ამგვარი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ კონვერსიის საზომები როგორც რეკლამისთვის, ასევე კამპანიის ოპტიმიზაციისთვის, ერთნაირი იყოს. აღნიშნული მიზნად რეკლამების ანალიზის დროს მოქნილობის გაზრდას ისახავს. გარდა ამისა, ყველა სარეკლამო კამპანიის პარამეტრები საწყის ეტაპზე განისაზღვრება 7 დღიანი კლიკებით.

სამომავლოდ 28 დღიანი კლიკების და ნახვების, 7 დღიანი ნახვების ფუნქციას, აქტიური კამპანიებისთვის მხარდაჭერა აღარ ექნება. მიუხედავად ამისა, არააქტიური კამპანიები კვლავ ისარგებლებენ რეპორტინგის პირველადი მახასიათებლებით და ამასთანავე, ისტორიული მონაცემები, რომელთა მხარდაჭერაც განახლების შემდეგ შეწყვეტილი იქნება, კვლავ შეინახება ფეისბუქის Ads Insights API-ს მეშვეობით.

აღნიშნული ცვლილებების გატარების შემდეგ, თქვენ კვლავ შეგეძლებათ კლიკების 7 დღიანი მოდელის შეცვლა იმ მოდელებით, რომლებიც განახლების შემდეგ იქნება წარმოდგენილი. ეს კი არ ეხება iOS 14 სააპლიკაციო კამპანიებს. ატრიბუციის ახალი მოდელების ფარგლებში მხარდაჭერა ექნება შემდეგ პარამეტრებს:

  • 1-დღიანი კლიკი
  • 7-დღიანი კლიკი (საწყისი პარამეტრი Apple მოთხოვნების შემდეგ)
  • 1-დღიანი კლიკი და 1-დღიანი ნახვები
  • 7-დღიანი კლიკი და 1-დღიანი ნახვები

მანამ, სანამ აქამდე არსებული მოდელები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, გაუქმდება, მოსამზადებლად რამდენიმე ქმედების განახორციელება შეგიძლიათ: 

  • გამოიყენეთ შედარებითი ფანჯრის (comparing windows) ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ, რეკლამასთან ასოცირებული კონვერსიები ძველ მოდელთან შეადაროთ და უკეთ გათვალოთ სამომავლო ცვლილებები კონვერსიის რეპორტინგისას.
  • გაიტანეთ ყველა ისტორიული მონაცემები 28 და 7 დღიანი მოდელებისთვის. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ისტორიული მონაცემები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება Ads Insights API-ს საშუალებით, ცვლილებების შედმგომაც.
  • როდესაც Apple ცვლილები შევა ძალაში, ყველა ავტომატურად დადგენილი წესი და მოდელი 7-დღიანი კლიკის პარამეტრებზე შეიცვლება. თუ აღნიშნულ პარამატრებს ახლავე შეცვლით, სამომავლოდ თავიდან აირიდებთ ამით გამოწვეულ მოულოდნელ და უსიამოვნო ცვლილებებს.

გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე ცვლილებები შესაძლოა ნებისმიერ დროს იქნას განხორციელებული. მარკეტერების უკეთ მოსამზადებლად კი ფეისბუქმა გადაწყვიტა, რომ თავად გადავიდეს 7-დღიანი კლიკისა და 1-დღიანი ნახვების პარამეტრებზე მანამ, სანამ ამას Apple-ის ახალი პოლიტიკა მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პარამეტრების შემდგომი ცვლილება მხოლოდ ცვლილების დანერგვის შემდეგ განხორციელებულ კამპანიებზე იმოქმედებს. მას არ ექნება არანაირი გავლენა ცვლილებამდე არსებულ რეკლამათა ოპტიმიზიაციასა და რეპორტინგზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

ეფილიეიტ მარკეტინგი