საუკეთესო დრო სოციალურ მედიაში დასაპოსტად

მარტი 14, 2021

საუკეთესო დრო სოციალურ მედიაში დასაპოსტად

ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ მაქსიმალური ჩართულობა მიიღოთ სოციალურ მედიაში დაპოსტვის სწორი დროის შერჩევაა.

სწორი დროის შერჩევა სოციალურ მედიაში დაპოსტვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მაღალი ჩართულობის მისაღებად. 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ Instagram-ზე, Facebook-სა და LinkedIn-ზე დაპოსტვის საუკეთესო დროებზე, რომელიც 200,000 მომხმარებლის კვლევის საფუძველზე დადგინდა.  

ასევე, მოგიყვებით გზებზე, თუ როგორ უნდა დაადგინოთ, დაპოსტვის რომელი დროა ყველაზე შესაფერისი თქვენი აუდიტორიისთვის.

რას ნიშნავს საუკეთესო დროს დაპოსტვა?

საუკეთესო დრო ნიშნავს დღის იმ მონაკვეთს, როდესაც თქვენი მიმდევრების ყველაზე დიდი რაოდენობა აქტიურია ონლაინ.

რამდენი აქტიური მიმდევარია დღის კონკრეტულ მონაკვეთში ონლაინ დამოკიდებულია ორ ფაქტორზე:

  • ადგილმდებარეობა და დროის სარტყელი
  • თქვენი აუდიტორიის ცხოვრების სტილი

ახლა განვიხილოთ ზოგადად საუკეთესო დროები პლატფორმების მიხედვით.

საუკეთესო დრო ინსტაგრამზე დასაპოსტად

  • საუკეთესო დღე: ოთხშაბათი
  • ყველაზე ცუდი დღე: კვირა
  • საუკეთესო დრო: ოთხშაბათი დილის 11:00 საათი და პარასკევი დილის 10:00-დან 11:00 საათამდე.

კიდევ უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ინსტაგრამზე ყველაზე მაღალი ჩართულობის მაჩვენებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეები დილის 9:00-დან, შუადღის 16:00 საათამდე.

საღამოს 9 საათის შემდეგ დილის 6 საათამდე სოციალური ქსელის მოხმარება იკლებს.

ინსტაგრამის მოხმარება იკლებს ასევე ვიქენდებზეც.

 

საუკეთესო დრო ფეისბუქზე დასაპოსტად

  • საუკეთესო დღე: ოთხშაბათი
  • ყველაზე ცუდი დღე: კვირა
  • საუკეთესო დრო: ოთხშაბათი დილის 11:00 საათიდან შუადღის 13:00-14:00 საათამდე.

ფეისბუქზე დაპოსტვის საუკეთესო დროები საკმაოდ ახლოსაა ინსტაგრამის დროებთან. ორივე პლატფორმაზე ოთხშაბათი დილის 11:00 საათის პერიოდი საუკეთესო დროდ ითვლება.

ფეისბუქზე სამშაბათიდან ხუთშაბათამდე დილის 8:00-დან შუადღის 15:00 საათამდე შუალედი რეკომენდირებულ დროდ მიიჩნევა. ინსტაგრამის მსგავსად, ფეისბუქის მოხმარებაც ეცემა ვიქენდებზე. ამიტომ, თუ ვიქენდების თემაზე პოსტს არ აქვეყნებთ, სჯობს ისინი კვირის დღეებში გამოაქვეყნოთ.

ასევე, ეცადეთ, არ დაპოსტოთ საღამოს 17:00 საათის შემდეგ დილის 7:00 საათამდე, ამ დროს ყველაზე დაბალი ჩართულობის მაჩვენებელი ფიქსირდება.

 

საუკეთესო დრო ლინკდინზე დასაპოსტად

  • საუკეთესო დღე: ოთხშაბათი და პარასკევი
  • ყველაზე ცუდი დღე: კვირა
  • საუკეთესო დრო: ოთხშაბათს დილის 8:00-დან 10:00-მდე და შუადღის 12:00 საათზე. სამშაბათს დილის 9:00-ზე და შუადღის 13:00-14:00-ზე და პარასკევს დილის 9:00 საათზე.

LinkedIn ცნობილია, როგორც ბიზნეს პროფესიონალების პლატფორმა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩართულობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სამუშაო დღეებშია.  

ძირითადად, საუკეთესო დროებია დილის 8:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე. რეკომენდირებული დღეებია სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ორშაბათი სამუშაო დღეებს შორის ყველაზე ნაკლებ აქტიურია.

როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენთვის საუკეთესო დაპოსტვის დრო სოციალურ მედიაში

რასაკვირველია, უკეთესია, თუ საკუთარი მონაცემები გექნებათ ოპტიმალური დროის შესახებ, რომელიც დაყრდნობილი იქნება თქვენს აუდიტორიაზე და რომლის შესახებაც თქვენი ბიზნეს გვერდის სტატისტიკიდან შეიტყობთ. 

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ თქვენი სტატისტიკა, რომ ნახოთ როდის არიან თქვენი მომხმარებლები აქტიურები:

  1. Facebook-ზე სიღრმისეულად გაეცანით თქვენს აუდიტორიას;
  2. ინსტაგრამზე დააკლიკეთ აუდიტორიის ინსაითებს, შემდეგ გადადით “When Your Followers are on Instagram” და აირჩიეთ დღე და საათი (Day & Hour.) და თქვენ მიიღებთ თქვენზე მორგებულ დიაგრამას დღის და საათის მიხედვით, თუ როდის არიან მიმდევრები ონალინ.

დასკვნა

იმის ცოდნა, თუ ზოგადად როდის არის საუკეთესო დრო სოციალურ მედიებში დაპოსტვისთვის, ნამდვილად დაგემხარებათ ჩართულობის გაზრდაში.

თუმცა, არ დაგავიწყდეთ განსაზღვროთ, თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო დრო. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, დაპოსტეთ სხვადასხვა დროს, ტესტირებებზე და აუდიტორიის კვლევებზე დაყრდნობით კიდევ უფრო გააუმჯობესებთ თქვენს შედეგს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური