როგორ მოვიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები უფასოდ: 8 მეთოდი, რომელიც 2021 წელს უნდა გამოიყენოთ

მარტი 12, 2021

როგორ მოვიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები უფასოდ: 8 მეთოდი, რომელიც 2021 წელს უნდა გამოიყენოთ

გაინტერესებთ, როგორ მოიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები? ჩვენ არ ვისაუბრებთ მათ ყიდვაზე ან ბოტების გამოყენებაზე

გაინტერესებთ, როგორ მოიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები?

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვისაუბრებთ მათ ყიდვაზე ან ბოტების გამოყენებაზე. ასეთი მეთოდები უბრალოდ არ მუშაობს, მითუმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ის თქვენი გვერდისთვის რისკის შემცველია, რადგან შეიძლება ინსტაგრამმა მსგავსი ქმედებებისთვის დაგბლოკოთ.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ 8 დადასტურებულ მეთოდზე, რომლის საშუალებითაც რეალურ ინსტაგრამ მიმდევრებს მოიპოვებთ უფასოდ.

  1. ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პროფილს ინსტაგრამ ძიებისთვის
  2. შეადგინეთ საკვანძო სიტყვებით გამდიდრებული სათაურები
  3. გამოიყენეთ თქვენი ინსტაგრამ პოსტები ბლოგ პოსტებში
  4. ჩაატარეთ კონკურსები
  5. დაპოსტეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი (user generated)
  6. დაპოსტეთ სწორ დროს
  7. დაპოსტეთ ისეთი რამ, რაც მუშაობს
  8. გაარეკლამეთ თქვენი პოსტები

 

  1. ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პროფილს ინსტაგრამ ძიებისთვის

ისევე, როგორც google-ში, ადამიანები ინსტაგრამზეც იგივე პრინციპით წერენ საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვებს სასურველი კონტენტის მოსაძებნად.

ინსტაგრამის ძიებაში ჩნდება თქვენი ინსტაგრამ პროფილის ორი ველი. ეს ველებია მომხმარებლის სახელი (username) და სახელი (name).

ამიტომ, გირჩევთ მომხმარებლის სახელში და სახელში დაწეროთ მთავარი საკვანძო სიტყვა, რითაც ადამიანები მოგძებნიან. ეს გაზრდის შანსებს, რომ ინსტაგრამის საძიებო სისტემაში მარტივად გიპოვონ.

ინსტაგრამის მიხედვით, ძიების შედეგები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

ეს ფაქტორებია: ვისი მიმდევრები ხართ, ვისთან ხართ დაკავშირებული და რა სახის ფოტოები ან/და ვიდეოები მოგწონთ ინსტაგრამზე.

 

  1. შეადგინეთ საკვანძო სიტყვებით გამდიდრებული სათაურები

ინსტაგრამმა ახლახანს გამოაცხადა, რომ ინგლისურად მოსაუბრე 6 ქვეყანას შეუძლია ძიება საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით. ეს კონტენტის აღმოჩენისთვის ძალიან დიდი სიახლეა.

ადრე მხოლოდ ჰეშთეგებით და მომხმარებლის სახელებით შეგეძლოთ მოგეძიებინათ სასურველი კონტენტი. ახლა ძიების შედეგებში ჩანს პოსტებიც, რომლის საკვანძო სიტყვებსაც თქვენ გამოიყენებთ მოსაძებნად.

ინსტაგრამის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ძიების შედეგებში ასევე გათვალისწინებულია კონტენტის ტიპი და კონტენტის სათაურები.

ეს ნიშნავს, რომ ინსტაგრამი იყენებს საკვანძო სიტყვას, რომელიც თქვენ გამოიყენეთ თქვენს სათაურში, იმისთვის, რომ განსაზღვროს რელევანტურობა საძიებო სიტყვებსა და ძიების შედეგებს შორის.

 

  1. გამოიყენეთ თქვენი ინსტაგრამ პოსტები ბლოგ პოსტებში

ჩასვით ინსტაგრამის პოსტები თქვენს ბლოგში და დაურთეთ ლინკიც, რომელზე დაკლიკების შემთხვევაშიც მომხმარებელი აღმოჩნდება თქვენს ბიზნეს გვერდზე.

ინსტაგრამ პოსტების ბლოგ პოსტებში ჩამატებით თქვენს ინსტაგრამ პროფილზე გაზრდით ტრაფიკს და მოიპოვებთ მეტ მიმდევარს. თანაც ამის გაკეთება ძალიან მარტივია:

  1. შედით თქვენს ინსტაგრამ პროფილზე კომპიუტერით და დააკლიკეთ პოსტს რომლის ჩასმაც გსურთ ბლოგში.
  2. დააკლიკეთ სამ წერტილს და აირჩიეთ “Embed.”
  3. დააკოპირეთ მოცემული კოდი თქვენს საიტზე, სადაც გსურთ, რომ ინსტაგრამის პოსტი გამოჩნდეს.

    4. გამართეთ მეტი კონკურსი

ინსტაგრამ პროფილები, რომლებიც მართავენ კონკურსებს, 70%-ით სწრაფად იზრდებიან ვიდრე პროფილები, რომლებიც ამას არ აკეთებენ.

ამიტომ, თუ გსურთ, რომ სწრაფად გაზარდოთ ინსტაგრამ მიმდევრები, აუცილებლად ჩაატარეთ კონკურსები.

მკაფიოდ განმარტეთ კონკურსში მონაწილეობის პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის წესები. 

ერთ-ერთი გავრცელებული პირობაა მეგობრების მონიშვნა კომენტარებში და თქვენი გვერდის გამოწერა.

 

  1. დაპოსტეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, მიმოხილვა და ა.შ.

UGC (user generated content) ძლიერი ინსტრუმენტია, რადგან 10 ადამიანიდან 9 ონლაინ მომხმარებლებს უფრო ენდობა, ვიდრე ბრენდის მიერ შექმნილ კონტენტს. ეს არის word-of-mouth-ის თანამედროვე ვერსია.

როდესაც UGC-ს ქმნით ორი მნიშნველოვანი რამ ხდება:

როდესაც პოსტავთ მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს, ამ მომხმარებელს თქვენ თავს დაფასებულად აგრძნობინებთ და დიდი შანსია, რომ მან „გადაპოსტოს“ ან სთორიში გამოაქვეყნოს ეს კონტენტი.

ეს კი თქვენი ბრენდის უფასო რეკლამა გამოდის, რადგან ამ პოსტს მისი მიმდევრებიც ნახულობენ.

Coca-Cola-ს Share A Coke კამპანია ამ სტრატეგიის შესანიშნავი მაგალითია. Coca-Cola-მ საკუთარი სახელი ჩაანაცვლა ამერიკაში 250 ყველაზე პოპულარული სახელით. შედეგად მიიღეს 500,000 UGC კონტენტი.

 

  1. დაპოსტეთ საუკეთესო დროს

თუ რომელ დღეს და რომელ საათზე პოსტავთ, ძალიან დიდი გავლენას იქონიებს ჩართულობაზე და თქვენი ინსტაგრამ პროფილის ზრდაზე.

ამ დროს კი ჩნდება შეკითხვა, რომელია საუკეთესო დრო დასაპოსტად?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ჰკითხავთ.

HubSpot-ის მიხედვით, ინსტაგრამზე დასაპოსტად საუკეთესო დრო არის შუადღის 2-3 საათი. მეორეს მხრივ, Later-ის მიხედვით,დილის 9 დან 11-მდეა მიზანშეწონილი.

ამ დროს კი ჩდება მეორე შეკითხვა: სხვადასხვა წყაროები რატომ საუბრობენ სხვადასხვა დროებზე?

პასუხი კი ის არის, რომ ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.

საუკეთესო დროის განსაზღვრა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად: რა ტიპის ბიზნესი გაქვთ, რა ტიპის კონტენტს აწარმოებთ და ვინ არიან თქვენი მიმდევრები.

  1. შეადგინეთ დაპოსტვის გრაფიკი
  2. შეისწავლეთ თქვენი ანალიტიკა
  3. შეადგინეთ დაპოსტვის სხვადასხვა გრაფიკი
  4. შეისწავლეთ ანალიტიკა
  5. გაიმეორეთ ეს პროცესი მანამ სანამ თქვნთვის საუკეთესო დროს არ აღმოაჩენთ.
  1. დაპოსტეთ ისეთი რამ, რაც მუშაობს

თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ თითოეული პოსტის ანალიტიკა შეისწავლოთ.

ერთ-ერთი საზომია „Follows”, რომელიც გაძლევთ ინფორმაციას, თუ რამდენი მიმდევარი მოგემატათ კონკრეტული პოსტის დამსახურებით.

ეს ინფორმაცია გეხმარებათ, დაადგინოთ, თუ რა სახის პოსტები მუშაობს ყველაზე კარგად.

თუ გსურთ, რომ მიმდევრები მოგემატოთ, მიუბრუნდით თქვენს პოსტებს. ანალიზი გაუკეთეთ ტოპ პოსტებს და გამოკვეთეთ ფაქტორები, თუ რა მოეწონათ ამ პოსტებში ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს კონტენტის ტიპი, დიზაინი, ფერები და ა.შ.

 

  1. გაარეკლამეთ თქვენი პოსტები

როდესაც ინსტაგრამზე პოსტს არეკლამებთ, თქვენ ამაში, ბუნებრივია, ინსტაგრამს ფულს უხდით. ამით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი reach.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მიმდევრების მოპოვების უფასო გზებზე ვისაუბრებდით.

თუ თქვენ დაბუსტავთ ისეთ პოსტს, რომელმაც მანამდე კარგად იმუშავა, მიიღებთ მეტ reach-ს, რაც გამოიწვევს უფასო მიმდევრების გაზრდას.

ეს სტრატეგია დაგეხმარებათ, მიწვდეთ მეტ პოტენციურ მიმდევარს, გააცნოთ ადამიანებს თქვენი ბრენდი, გაზარდოთ reach და შესაბამისად მოიზიდოთ გამომწერებიც.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

საუკეთესო დრო სოციალურ მედიაში დასაპოსტად