რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში

მარტი 11, 2021

რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში

ფეისბუქ რეკლამის ღირებულება ყველა კომპანიისთვის შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან ფეისბუქი თავად ბრენდებს აძლევს საშუალებას განსაზღვრონ თავიანთი ბიუჯეტი.

ფეისბუქ რეკლამის ღირებულება ყველა კომპანიისთვის შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან ფეისბუქი თავად ბრენდებს აძლევს საშუალებას, განსაზღვრონ თავიანთი ბიუჯეტი.

თქვენ შეგიძლიათ, გადაიხადოთ რეკლამაში რამდენიც გინდათ და გაუშვათ იმდენი ხნით რამდენი ხნითაც გსურთ, მაგრამ მაინც საინტერესოა ზოგადად ფეისბუქ რეკლამის ღირებულება.

ამ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ: რა ღირს რეკლამა და როგორ განვსაზღვროთ, რა ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ფეისბუქის სარეკლამო კამპანიაში.

არსებობს კომპანიები, რომლებმაც 4000 დოლარი გადაიხადეს რეკლამაში და 130000 დოლარი გამოიმუშავეს სანაცვლოდ.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველამ 4000$ უნდა დახარჯოს ფეისბუქ რეკლამაში.

როგორ მუშაობს ფეისბუქის რეკლამის ღირებულება?

ფეისბუქის მიხედვით, თქვენ რეკლამის განთავსება ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში შეგიძლიათ.

თუმცა, ეს პასუხი ბიზნესებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან ყველას აინტერესებს კონკრეტულად მათთვის რა არის ოპტიმალური ბიუჯეტი. ამის გასაგებად, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ როგორ მუშაობს ფეისბუქ რეკლამის ღირებულება.

ტექნიკურად, ფეისბუქი ფულს reach-ში გახდევინებთ. მაგალითად, თუ თქვენ რეკლამაში დახარჯავთ 5 დოლარს, შესაძლოა მიწვდეთ 500 ან მეტ ადამიანს. 

ანგარიშის ამ ფორმატს მოიხსენიებენ როგორც “Cost per Thousand Impressions,” ან CPM (ღირებულება ყოველ 1000 ნახვაზე). ფეისბუქის CPM ღირებულება იზრდება კონკურენციის ზრდასთან ერთად. ყოველ ჯერზე, როდესაც რეკლამას უშვებთ ფეისბუქზე, ჩნდება თქვენი რეკლამის შესაბამისი CPM და როგორც ხედავთ CPM იცვლება რეკლამის მიხედვით.  

რატომ არის ფეისბუქ CPM ღირებულება ცვლადი?

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც განსაზღვრავს ფეისბუქ რეკლამის ღირებულებას.

განვიხილოთ ეს ფაქტორები და შემდეგ ვისაუბრებთ, როგორ დაადგინოთ თქვენთვის რელევანტური თვიური ბიუჯეტი.

#1 რეკლამის რელევანტურობა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რელევანტურობა.

ბიზნესებს, რომლებსაც ყველაზე რელევანტური რეკლამები აქვთ, ფეისბუქი აჯილდოვებს CPM-ის დაბალი ღირებულებით.

როგორც ხედავთ, ფეისბუქი ზომავს რეკლამებს ხარისხის, ჩართულობისა და კონვერტაციების მიხედვით. ამის მიზანი კი ფეისბუქ მომხმარებლებისთვის საუკეთესო რეკლამების ჩვენებაა. ამ გზით ის უზრუნველყოფს ადამიანების უფრო დიდ ხანს გაჩერებას პლატფორმაზე.

#2 აუდიტორიის ზომა

თქვენი აუდიტორიის ზომა ასევე გავლენას იქონიებს თქვენი რეკლამის ღირებულებაზე.

ზოგადად, რაც უფრო ფართოა აუდიტორია, რეკლამის ფასიც უფრო დაბალია. შესაბამისად, რაც უფრო, ვიწროა აუდიტორია, რეკლამის ღირებულებაც იზრდება.

მაგალითად, თქვენ გაქვთ ძალიან ნიშური ბიზნესი და თქვენი სამიზნე აუდიტორია 1000 კაცისგან შედგება. აუდიტორიის სიმცირის გამო თქვენ ძალიან ლიმიტირებული reach გექნებათ, რადგან შესაძლოა თქვენი პოტენციური მომხმარებლები ყოველდღიურად არც იყენებენ ფეისბუქს და თუ იყენებენ, მაშინ ძალიან მცირე ხნით. თუმცა, არსებობს სხვა ათასობით ბიზნესი, რომელსაც ასევე უნდა იგივე აუდიტორიამდე ხმის მიწვდენა.

გამომდინარე აქედან, რატომ მოგანიჭებთ თქვენ ფეისბუქი უპირატესობას და რატომ მოგცემთ მეტ reach-ს? იმიტომ, რომ მეტს იხდით.

მეორე მხრივ, თუ რეკლამის განმთავსებელი 1 მილიონ მომხმარებელზე უშვებს რეკალამას, მას არ ექნება ხმის მიწვდენის პრობლემა, შესაბამისად საერთო ჯამში უფრო დაბალი CPM ღირებულება გამოუვა.

#3 რეკლამის კონკურენტუნარიანობა

არსებობენ უფრო კონკურენტუნარიანი აუდიტორიებიც. მაგალითად, აღმასრულებელი დირექტორების აუდიტორიის reach შესაძლოა უფრო მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის.

განსხვავებულ აუდიტორიებს განსხვავებული დონის კონკურენცია აქვთ, თქვენზეა დამოკიდებული, რომ შეარჩიოთ თქვენთვის რელევანტური აუდიტორია სასურველი reach-ის მისაღებად.

რა თანხის გადახდაა რეკომენდირებული ფეისბუქ რეკლამაში?

ზოგადად, რაც უფრო მეტს გადაიხდით, უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენთ ხმას. შესაბამისად შემოსავლების ზრდის შანსიც უფრო იმატებს.

ასე რომ, თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება ცოტასა და შედარებით მეტი ბიუჯეტის გამოყოფას შორის, ჩვენი რჩევა იქნება ოდნავ მეტი გადაიხადოთ, თუ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ.

არის რამდენიმე ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ფეისბუქის რეკლამის ღირებულების განსაზღვრაში.

#1 იციან ადამიანებმა თქვენი ბიზნესის არსებობის შესახებ?

თუ არავინ იცის თქვენ შესახებ, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, რომ ფეისბუქის საშუალებით გაყიდვები დააგენერიროთ.

ადამიანები ყიდულობენ მათთვის ნაცნობი და სანდო ბიზნესისგან და თუ ისინი არ გიცნობენ და არ გენდობიან, მოგიწევთ გამოყოთ ხარჯები იმისთვის, რომ ეს საკითხი მოაგვაროთ.

ფეისბუქით გაყიდვების გენერერირების ერთ-ერთი ეფექტური გზა რეთარგეთინგის რეკლამებია, რა დროსაც თქვენ ისეთ ადამიანებს ანახებთ რეკლამას, რომლებიც უკვე ესტუმრნენ თქვენს საიტს, ან გამოხატეს რაიმე სახის ინტერაქცია თქვენს ფეისბუქ/ინსტაგრამ, გვერდზე.

#2 რა სახის მედიას იყენებთ?

ფეისბუქის რეკლამის 4 პოპულარული ტიპი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ:

  • top-of-funnel video ads - ცნობადობის გასაზრდელად
  • newsfeed ads - კონტენტისთვის ტრაფიკის მოსაზიდად
  • newsfeed ads - ლიდების მოსაპოვებლად
  • carousel ads - კონვერსიის გასაზრდელად

საიდუმლო არ არის, რომ ფეისბუქის საყვარელი კონტენტის ტიპი ვიდეოა. ვიდეო კონტენტს ყველაზე დაბალი CPM და კონვერტაციის ღირებულება აქვს. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეისბუქ ვიდეო რეკლამას ყველაზე მაღალი reach და ყველაზე დაბალი ფასი აქვს.

თუ ვერ აწარმოებთ ვიდეოებს, არ ინერვიულოთ. კარგი ხარისხის სურათებით და გრაფიკული გამოსახულებებით მაინც შეგიძლიათ თქვენს მიზანს მიაღწიოთ.

#3 რა ღირს თქვენი პროდუქტი თუ სერვისი?

რაც უფრო ძვირია პროდუქტი, ადამიანებს უფრო მეტი დაბრკოლება ექმნებათ მის შეძენისას. თუ თქვენი პროდუქტი ღირს 1,000 დოლარი, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ 500 დოლარის დახარჯვით 25 გაყიდვას დააგენერირებთ.  მოკლედ რომ ვთქვათ, რეკლამის ფასი ყოველთვის თანხვედრაში უნდა მოდიოდეს პროდუქტის ფასთან, იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგები მიიღოთ. თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ თქვენი გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი და ჩათვალოთ ეს რიცხვი თქვენი რეკლამის მინიმალურ ბიუჯეტად.

#4 რა რაოდენობის ინვესტიციის ჩადების საშუალება გაქვთ?

რამდენი რეკომენდაციაც არ უნდა მოგცეთ, ან წარმოდგენა შეგიქმნათ, რომ ფეისბუქ რეკლამა თქვენს ბიზნესს ააყვავებს, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, არსებობს შანსები, რომ თქვენი კამპანია კარგად არ იმუშავებს და თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს. 

თქვენ იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ შესაძლოა დაკარგოთ ფული ფეისბუქ რეკლამაში ინვესტირებით.  ამიტომ, მაქსიმალურად დარწმუნდით, რომ სწორ რეკლამას აკეთებთ სწორი აუდიტორიისთვის.

რა ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ფეისბუქ რეკლამაში, იმისთვის, რომ ვნახოთ იმუშავებს თუ არა ის ჩვენი ბიზნესისთვის?

ფეისბუქის მიხედვით, ეს თანხა ნებისმიერი რაოდენობის შეიძლება იყოს, მაგრამ ბიუჯეტის დადგენა ბიზნესს არ შეცვლის. თქვენ უნდა მიწვდეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, გააგებინოთ თქვენი ბიზნესის შესახებ და დაარწმუნოთ თქვენი პროდუქტის/სერვისის საჭიროებაში.

მას შემდეგ, რაც დაიწყებთ ფეისბუქ რეკლამების გამოყენებას და გააანალიზებთ მათ შედეგებს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფეისბუქის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა რეთარგეთინგი და მსგავი აუდიტორიების შექმნა.

ზოგადად, დაახლოებით 6 თვე მაინც არის საჭირო, რათა შექმნათ სწორი ფეისბუქ რეკლამის კამპანია და მიიღოთ რეალური შედეგები. თუმცა, აუცილებელი არ არის, თქვენს ძალისხმევას ეს კონკრეტული ვადა დასჭირდეს, ვინაიდან ფეისბუქ რეკლამის წარმატება ხშირ ტესტირებას მოითხოვს და შესაძლოა სწორ გასაღებს მალევე მიაგნოთ. ყოველ შემთხვევაში, 1 დღეში ვერც კამპანიები იქმნება და ვერც ბიზნესი შენდება. კვირების განმავლობაში შეძლებთ, დაინახოთ რა შედეგებისკენ მიდიხართ ფეისბუქ რეკლამების დახმარებით.

შეჯამება

გახსოვდეთ, ფეისბუქს ფულს უხდით reach-ში. რაც უფრო მეტი ადამიანისთვის გინდათ ხმის მიწვდენა, მით უფრო მეტი უნდა გადაიხადოთ.

ფეისბუქ რეკლამის ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: რეკლამის რელევანტურობა, აუდიტორიის ზომა, კონკურენტუნარიანობა და ა.შ.

ბიუჯეტის შემუშავებისას კი უნდა გაითვალისწინოთ: რამდენად გიცნობენ ბაზარზე, რა არის თქვენი ფასი და რა ინვესტიციის განხორციელების საშუალება გაქვთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

ეფილიეიტ მარკეტინგი