რას ეწოდება სოციალური მედია მარკეტინგი

მარტი 05, 2021

რას ეწოდება სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი გეხმარებათ, დაუკავშირდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას სხვადასხვა სოციალური მედია ქსელებით

სოციალური მედია მარკეტინგი გეხმარებათ, დაუკავშირდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას სხვადასხვა სოციალური მედია ქსელებით და ამგვარად, ხელი შეუწყოს თქვენი ბრენდის განვითარებას, გაყიდვებისა და ონლაინ ტრაფიკის გაზრდას. ეს მოიცავს თითქმის ყვენალაირ აქტივობას, დაწყებული კონტენტის წარმოებით, დამთავრებული სოციალური მედია ანალიტიკითა და სარეკლამო კამპანიების მართვით.

ძირითად სოციალურ მედია პლატფორმებს ყველასათვის კარგად ნაცნობი - Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, Pinterest, Youtube და Snapchat წარმოადგენს.

რამდენადაც დიდი და მრავალფეროვანია სოციალური მედია პლატფორმების რიცხვი, იმდენადვე დიდია ისეთი პროგრამების ხელსაწყოების რიცხვიც, რომლებიც ბიზნესებს ამ პლატფორმების მართვაში ეხმარება. მაგალითად, ისეთივე პროგრამები, როგორიც არის Buffer და კიდევ ბევრი სხვა.

სოციალური მედია მარკეტინგის მოკლე მიმოხილვა

თავდაპირველად, სოციალური მედია მარკეტინგი მხოლოდ და მხოლოდ გამომცემლობას მოიცავდა. ბიზნესები საკუთარ კონტენტს აქვეყნებდნენ, რათა ამით პოტენციური მომხმარებლები მოეზიდათ, თუმცა, სოციალური მედია ახლა გაცილებით დახვეწილია და საგრძნობლად გასცდა გამომცემლობის ფარგლებს.

დღესდღეობით, ბიზნესები სოციალურ მედიას უამრავი დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, ისეთ კომპანიას, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ საუბრობს მის ბრენდზე ხალხი, შეუძლია სოციალურ მედიაში არსებულ დიალოგებს და გამოხმაურებებს დააკვირდეს. ბიზნესს, რომელსაც სურს გაიგოს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მისი სოციალური მედია, შესაძლებლობა აქვს, რომ გაანალიზოს ჩართულობა, მიღწევადობა და სოციალური მედიიდან შემოსული გაყიდვების სტატისტიკა. ხოლო იმ ბრენდებს, რომლებსაც სპეციფიკურ აუდიტორიასთან სურთ დაკავშირება, შეუძლიათ მიზანმიმართული სარეკლამო კამპანია მართონ.

ამ ყველაფრის ერთობლიობას კი სოციალური მედია მენეჯმენტი ეწოდება.

 

სოციალური მედია მარკეტინგის ხუთი ძირითადი საყრდენი

  1. სტრატეგია

რა თქმა უნდა, სანამ პირველ ნაბიჯებს გადადგამთ და თქვენს კონტენტს სოციალურ მედიაში გამოაქვეყნებთ, აუცილებელია, წინასწარ უფრო დიდ სურათსაც შეხედოთ და განსაზღვროთ, რას რა შედეგი მოჰყვება - ანუ შეიმუშავოთ სტრატეგია.

 

რა არის თქვენი მიზანი?

როგორ შეუძლია სოციალურ მედიას, რომ თქვენი ბიზნესის მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ? ზოგიერთი ბიზნესი სოციალურ მედიას მისი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებეს, როდესაც სხვები ამას საიტის ტრაფიკისა და გაყიდვების გასაზრდელად იყენებენ. სოციალური მედიის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ, გაზარდოთ საკუთარი ბრენდის ჩართულობა, ჩამოაყალიბოთ გარკვეული ჯგუფის სოციუმები და გამოიყენოთ ის მათ დასახმარებლადაც.

 

რომელ პლატფორმებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია?

ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი პლატფორმები უკვე ჩამოვთვალეთ. მართალია, კიდევ არსებობს რამდენიმე შედარებით ახალი პლატფორმა, რომელიც ნელ-ნელა იხვეჭს სახელს, თუმცა დასაწყისისთვის აჯობებს რამდენიმე მათგანი აირჩიოთ და ამ სიაში ისეთი პლატფორმები მოაქციოთ, რომლებსაც ფიქრობთ, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია შეიძლება იყენებდეს.

 

რა სახის კონტენტი უნდა ვაწარმოოთ?

როგორი კონტენტი მოეწონება თქვენს აუდიტორიას? სურათები ურჩევნიათ, ვიდეოები თუ სხვა რამ? ან იქნებ გასართობი და საგანამანათლებლო კონტენტის ხილვა სურთ? დასაწყისისთვის შეგიძლიათ ბრენდის მარკეტინგული პერსონა შექმნათ, რომელიც ამ კითხვების პასუხების მოძებნაში დაგეხმარებათ. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მუდამ ამ პერსონაზე უნდა დარჩეთ მორგებული, მისი შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ, გამომდინარე თქვენი ამოცანებისა და მიზნებისა.

 

  1. დაგეგმვა და გამოქვეყნება

მცირე ბიზნესებისთვის სოციალური მედია მარკეტინგი, უპირველესად გულისხმობს მათ მუდმივ აქტიურობას სოციალურ ქსელში. დღესდღეობით, სოციალურ მედიას სამ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ იყოთ იქ, სადაც თქვენი მომხმარებელია, თქვენი წარმატების შანსებს გაცილებით აუმჯობესებს.

გამოქვეყნება სოციალური მედიაში ისეთი მარტივია, როგორიც ბლოგების გაზიარება, სურათებისა თუ ვიდეოების ატვირთვა, რეალურად ამას თქვენი პირადი ანგარიშიდან მუდმივად აკეთებთ. არც ამ კონტენტის ატვირთვაა განსხვავებული. უბრალოდ, საჭიროა, რომ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი გქონდეთ და კონტენტი სპონტანურად არ გამოაქვეყნოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენი კონტენტის გავრცელების მაქსიმიზაციისთვის, ის სულ მცირე ძალიან კარგი მაინც უნდა იყოს, ქვეყნდებოდეს სწორ დროს, გონივრული სიხშირით.

ნურც ამ პროცესში იგრძნობთ თავს მარტოდ. არა ერთი საშუალება არსებობს სოციალური მედიის განრიგის შესადგენად. თქვენ მხოლოდ იმის მითითება გჭირდებათ, თუ რა დროს, რა კონტენტი გამოქვეყნდეს და პროგრამა ამას დამატებითი ჩარევის გარეშეც უზრუნველყოფს. ამგვარად, თქვენ დაზოგავთ დროსა და ძალისხმევას და არც კონტენტის გამოქვეყნება დაგავიწყდებათ.

 

  1. მოსმენა და ჩართულობა

სოციალურ მედიაში გამომწერების ზრდასთან ერთად, სავარაუდოა, რომ თქვენი კონვერსიის მაჩვენებელიც გაიზრდება. ამასთანავე, უფრო მეტი ადამიანი დაგიტოვებთ კომენტარებს, მონიშნავს თქვენს პოსტს სოციალურ მედიაში ან სულაც, პირად შეტყობინებას გამოგიგზავნით.

შესაძლოა ხალხმა თქვენს ბრენდზე ისე ილაპარაკოს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდეთ. ამიტომაც, საჭიროა, რომ სოციალურ მედიას მუდმივად ადევნოთ თვალყური. შესაძლოა, ვინმეს თქვენი დახმარება სჭირდებოდეს ან უბრალოდ რაიმე პოზიტიურ შეფასებას წააწყდეთ და გული გაიხაროთ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, თავად შეამოწმოთ შეტყობინებები და გაეცნოთ მომხმარებელთა პოსტებს, თუმცა ეს ყველაზე ეფექტური გზა ნამდვილად არ გახლავთ, ვინაიდან, ეს შეტყობინებები არ მოიცავს ისეთ პოსტებს, სადაც თქვენი სოციალური მედია პროფილი არ არის მონიშნული. სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ, სოციალური მედია მონიტორინგის ხელსაწყოები გამოიყენოთ, რომელიც ამგვარ ინფორმაციას გამონაკლისების გარეშე მოგაწვდით და თქვენც არაფერი გამოგრჩებათ.

 

  1. ანალიტიკა

თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს კონტენტის გამოქვეყნება თუ სოციალურ მედიაში ჩართულობა, ყოველთვის დაგჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ეს პროცესი. უკავშირდებით თუ არა უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე გასულ თვეს? რამდენი დადებითი შეფასება დაიმსახურეთ ამ თვეში ან რამდენმა ადამიანმა მონიშნა თქვენი ბრენდი საკუთარ პოსტზე?

საკუთრივ სოციალური მედია პლატფორმები ამაზე მწირ ინფორმაციას გვაწვდიან, თუმცა, ჩვენთვის, მწირი საკამარისი არ არის. სოციალური მედია ანალიტიკისთვის არა ერთი პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ. მათი დახმარებით, შეგეძლებათ გაიგოთ, რამდენად ეფექტურია თქვენი კამპანიები სხვადასხვა პლატფორმებზე, რისი შეცვლაა საჭირო ან რისი დატოვება შეიძლება.

 

  1. რეკლამირება

თუ კი თქვენი სოციალური მედიის ბიუჯეტისათვის დამატებითი წყაროები გამოგიჩნდათ, მისი ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი რეკლამა იქნება. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, იმაზე მეტ ხალხს მიწვდეთ, ვიდრე ეს თქვენი გამომწერების ოდენობით არის განსაზღვრული.

სოციალური მედია რეკლამირების პლატფორმები დღეს იმდენად დახვეწილია, რომ შეგიძლიათ კონკრეტულად მიუთითოთ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლისთვისაც გსრუთ რეკლამის ჩვენება. სამიზნე აუდიტორიების შექმნა შეგიძლიათ დემოგრაფიული, გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, მათი ინტერესებისა და ქცევების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სარეკლამო კამპანიას მართავთ ერთდროულად, მაშინ უკეთესი შედეგისა და მეტი მოქნილობისათვის, უმჯობესი იქნება თუ რაიმე სპეციალურ პლატფორმას გამოიყენებთ, რომელიც თქვენი პროცესების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ.

სოციალური მედია პლატფორმები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. წარმოიდგინეთ, დასაწყისში Facebook-ით მხოლოდ ტექსტების გამოქვეყნება იყო შესაძლებელი. ახლა კი ნახეთ, კონტენტის რამდენად ფართო არჩევანი აქვს მომხმარებელს - სურათები, ვიდეოები, ლაივ ვიდეობი, სთორები და ა.შ.  სოციალურ მედია პლატფორმებთან ერთად, ასევე ვითარდება სოციალური მედია მარკეტინგი და მისი სამართავი საშუალებებიც, ამიტომ საჭიროა, რომ მუდმივად ადევნოთ თვალი სიახლეებს და არ ჩამორჩეთ განვითარების ტემპს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები