ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

მარტი 04, 2021

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაფერს რაც ინსტაგრამის დასპონსორებულ პოსტებზე უნდა იცოდეთ

ინსტაგრამს ყოველთვიურად 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 500 მილიონი ყოველდღიურად მოიხმარს მას და ისინი არა მხოლოდ თავიანთ მეგობრებთან არიან კომუნიკაციაში, არამედ აქტიურები არიან ბრენდებთან მიმართებაშიც. ინსტაგრამ მომხმარებლები ფეისბუქ მომხმარებლებთან შედარებით 10-ჯერ უფრო აქტიურები არიან ბრენდებთან კომუნიკაციის ნაწილში.

შედეგად, ბევრი ბრენდი და მარკეტოლოგი ცდილობს ახალი გზები მონახონ ინსტაგრამზე მიმდევრების გასაზრდელად. ამისათვის ბევრი მათგანი ინსტაგრამის დასპონსორებულ პოსტებს იყენებს.

ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაფერს, რაც ინსტაგრამის დასპონსორებულ პოსტებზე უნდა იცოდეთ:                                    

  • როგორ შევქნმათ ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტი?
  • როგორ მოვიზიდოთ სპონსორი ბრენდისთვის?
  • რა ღირს ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტი?

რა არის ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტი?

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტი არის კონტენტი, რომელიც შექმნა და გამოაქვეყნა ინფლუენსერმა თავის გვერდზე გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ.  ეს არის გზა, საიდანაც ინსტაგრამ ინფლუენსერები გაჩნდნენ მარკეტინგში და მართავენ ანგარიშს თავიანთი კარიერისთვის.

მას შემეგ, რაც ინფლუენსერ მარკეტინგი განვითარდა და დიდ წარმატებას მიაღწია, გაჩნდა კითხვები მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ინსტაგრამმა შექნმა branded content-ის ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ ინსტაგრამ ინფლუენსერები დაბრენდილ კონტენტს სპეციალურ თეგს აკრავენ, რომელიც მიმდევრებს ინფორმაცის აწვდის, რომ კონკრეტული პოსტი დასპონსორებულია.

როგორ გამოიყურება ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტი?

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტს აწერია: “paid partnership with [ბრენდის სახელი]” , რომელიც ჩანს მომხმარებლის სახელის ქვემოთ.

ასეთი სახის პარტნიორობა ბიზნეს პარტნიორებს მარტივად მისცემს წვდომას იმ პოსტებზე, რომლებზეც მონიშნულები არიან. ისინი ხედავენ თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდა კონკრეტული კონტენტი, იქნება ეს ფოტო, ვიდეო თუ სთორი. ისინი მარტივად ხედავენ reach-ის და engagement-ის მონაცემებს. ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი შეიძლება იმის განსაზღვრა, რომელი პარტნიორობაა ბრენდისთვის ყველაზე წარმატებული.

როგორ დავასპონსოროთ პოსტი ინსტაგრამზე?

პირველ რიგში, ინფლუენსერთან შეათანხმეთ ყველანაირი დეტალი. მათ შეგიძლიათ პირდაპირ თავიანთ ინსტაგრამ გვერდზე დაუკავშირდეთ. ზოგიერთს ანაზღაურების სანაცვლოდ სურს თანამშრომლობა, ზოგი კი დასპონსორებულ პოსტს უფასო პრდუქტის მიღების სანაცვლოდ ქმნის.

იმისათვის, რომ შექმნათ დასპონსორებული პოსტი, უნდა შეხვიდეთ თქვენი ანგარიშის “Settings”-ში და იპოვოთ “Business.” აქედან უნდა გადახვიდეთ “Brand content”-ზე და შემდეგ “Approved Business Partners”, სადაც დაამატებთ პოსტის შემქმნელის ანგარიშს, როგორც პარტნიორს.

ვიდეო

მას შემდეგ, რაც თქვენი პარტნიორი მოგნიშნავთ პოსტზე, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას კონტენტის დადასტურებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ პოსტი გამოჩნდება თქვენს Insights-ებში.

დასპონსორებული პოსტიდან თეგის მოხსნა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ასევე შეგიძლიათ, თავიდანვე არ დაადასტუროთ ინფლუენსერის მიერ შექმნილი კონტენტი.

როგორ შევქნათ დასპონსორებული პოსტი ინსტაგრამზე?

განვიხილოთ დასპონსორებული პოსტის შექმნა როგორც ბრენდის, ასევე ინსფლუენსერის მხრიდან.

პირველ რიგში ვნახოთ, როგორ შეუძლია ინფლუენსერს დასპონსორებული პოსტის შექმნა, რადგან ეს მათი მოვალეობაა.

დასაწყისისთვის, ინფლუენსერმა უნდა დაამატოს ბიზნესი მის ანგარიშში, როგორც „branded sponsorship“. ბიზნესმა კი თავის მხრივ ინფლუენსერი უნდა დაამატოს როგორც პარტნიორი თავის ანგარიშში.  

შემდეგ იწყება პოსტის შექმნა. ინფლუენსერმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომელი ბრენდისთვის ქმნის კონტენტს, ანუ რა არის ბრენდის მოთხოვნები, მითითებები და ა.შ. არაფერია ცუდი იმაში, რომ პირველი პოსტი თავად ბრენდმა მიაწოდოს ინფლუენსერს. 

დასპოსნსორებული კონტენტის ასატვირთად, იქნება ეს პოსტი, თუ სთორი, ინფლუენსერი უნდა შევიდეს “Advanced Settings,” და მონიშნოს “Tag Business Partner.” ბრენდის მონიშვნის შემდეგ კი დაელოდოს პარტნიორის მხრიდან პოსტის დადასტურებას.  

სთორის დადების შემთხვევაში, განსხვავება ისაა, რომ ბრენდი უნდა მონიშნოს Add Link-იდან.

როგორ მოვიპოვოთ დასპონსორებული პოსტები ინსტაგრამზე?

ძალიან ბევრი ადამიანის მიზანია, გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მოიზიდოს პოტენციური სპონსორები პლატფორმაზე ან ინდუსტრიაში. ასე რომ, თუ ეძებთ გზებს, რომ თქვენი პოსტები კომპანიებმა დაასპონსორონ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.

სანამ სპონსორებს იპოვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • შემოიკრიბეთ ბევრი აქტიური მიმდევარი ინსტაგრამზე. თქვენ არ გჭირდებათ ათობით მილიონი მიმდევარი. თქვენ გჭირდებათ ხარისხიანი, აქტიური ათასობის მიმდევარი იმისთვის, რომ პოტენციური სპონსორების ყურადღება მიიქციოთ. არც კი იფიქროთ მოწონებებისა და მიმდევრების ყიდვაზე. თქვენ გჭირდებათ მიმდევრები, რომლებიც აქტიურად იწონებენ და კომენტარებს უკეთებენ თქვენს კონტენტს.
  • იყავით ნიშურებისანამ მეგა ინფლუენსერები განსხვავებულ და მრავალფეროვან სპონსპორებთან თანამშრომლობენ, ნიშური, ერთ კონკრეტულ თემატიკაზე ორიენტირებული ინფლუენსერები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რადგან მიმდევრებში უფრი დიდი ნდობით სარგებლობენ და უფრო აქტიური, ჩართული აუდიტორია ყავთ.
  • გახადეთ თქვენი ანგარიში საჯარო (public)დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიში ღიაა და გაქვთ business ან creator account. ეს მოგცემთ საშუალებას, ანალიზი გაუკეთოთ თქვენს ანაგრიშს და სამომავლოდ მარტივად შექმნათ დასპონსორებული პოსტი თქვენი პარტნიორისთვის.

როგორ მივიქციოთ ყურადღება დასპონსორებული პოსტებისთვის?

მას შემდეგ, რაც თქვენი ინსტაგრამ ანგარიში მზად იქნება სპონსორების მოსაძიებლად, გჭირდებათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რომ მათი ყურადღების ცენტრში მოხვდეთ:

  • დაამყარეთ პირდაპირი კომუნიკაცია. ანახეთ, რომ გაქვთ სოლიდური ანგარიში და გყავთ აქტიური მიმდევრები. აუხსენით, რომ მოგწონთ მათი პროდუქტი და მზად ხართ კოლაბორაციისთვის. აუცილებლად მოუყევით თქვენი აუდიტორიის შესახებ, ვინ არიან, რა ინტერესები აქვთ და რა სარგებლის მიღება შეუძლია ბრენდს თქვენთან თანამშრომლობით.
  • მონიშნეთ ისინი პოსტებზე. მონიშნეთ ბრენდები ისეთ პოსტებში, სადაც მათ პროდუქტს აჩენთ. ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ მუშაობს, როდესაც ამას თქვენი აუდიტორიაც შეამჩნევს.
  • გამოიყენეთ ჰეშთეგები reach-ის გასაზრდელადბრენდები ვერ დაგასპონსორებენ, თუ არ შეგამჩნიეს. დააკვირდით იმ ჰეშთეგებს, რომლებსაც თქვენთვის სასურველი ბრენდები იყენებენ და მოიზიდეთ ისინი ამ ჰეშთეგების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს ჰეშთეგები თქვენი კონტენტის რელევანტური უნდა იყოს.
  • თქვენთან დაკონტაქტება გახადეთ მარტივიიყავით აქტიურები თქვენს პოსტებშიც და პირად მესიჯებშიც. თქვენი პროფილის Bio-ში შეიყვანეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტის ღირებულება

თუ გაინტერესებთ, რამდენი უნდა გადაახდევინოთ ბრენდს დასპონსორებული პოსტისთვის, ან რამდენის შემოთავაზებას უნდა ელოდოთ, იცოდეთ, რომ პასუხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

ღირებულება დამოკიდებულია ინფლუენსერის სტატუსზე, მიმდევების რაოდენობაზე, ხარისხსა და ინდუსტირაზე.

Influencer Agency-ის მიხედვით, დასპონსორებული პოსტების ღირებულება ასე გამოიყურება:  

  • $800-1500 for 25-50k followers
  • $1500-2000 for 50-100k followers
  • $2000-6000 for 100-150k followers
  • $6000-10000 for 250k-1m followers
  • $10000+ for 1M+ followers

თუმცა, უფრო ზუსტად რომ გაიგოთ რა დაგიჯდებათ, როგორც ბიზნესს ინფლუენსერთან თანამშრომლობა, სჯობს პირდაპირ ინფლუენსერებს  დაეკონტაქტოთ, ვინაიდან ანაზღაურება განსხვავებულია ქვეყნებისა და ინდუსტრიების მიხედვით.

დასკვნა

ინფლუენსერ მარკეტინგი ძალიან დიდ როლს თამაშობს სოციალური მედია მარკეტინგის სამყაროში. დროა ამისთვის კომპანიებმა შესაბამისი ბიუჯეტი გამოყონ, იპოვონ მათთვის რელევანტური ინფლუენსერი, რომელსაც ბრენდისთვის საჭირო აუდიტორია ჰყავს და თანამშრომლობა დაიწყონ მათთან.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი