როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

მარტი 03, 2021

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

თუ ნერვიულობთ ამ საკითხზე და არ იცით საიდან დაიწყოთ, თქვენ მარტო არ ხართ.

თუ ნერვიულობთ ამ საკითხზე და არ იცით საიდან დაიწყოთ, თქვენ მარტო არ ხართ.

სოციალური მედია ისეთი მარტივი არ არის, როგორც ადრე იყო.

სწორი არხების არჩევით დაწყებული, კონტენტ სტრატეგიის შემუშავებით დამთავრებული, მარკეტოლოგებს ყველაფერზე ცალკეულად სჭირდებათ ფიქრი.

სწორედ ამიტომ, შევქმენით გზამკვლევი, თუ როგორ შეგიძლიათ სწორად შეიმუშავოთ სოციალური მედია მაკრეტინგის გეგმა.

ლაკონური სტრატეგია დაეხმარება თქვენს ბრენდს, გააზრებულად მიყვეს მიზნებს .

  1. დასახეთ მნიშვნელოვანი მარკეტინგული მიზნები
  2. შეისწავლეთ სამიზნე აუდიტორია
  3. დაადგინეთ ყველაზე საჭირო საზომები
  4. ჩაატარეთ კონკურენტების ანალიზი
  5. შექმენით ჩართულობის გამომწვევი კონტენტი
  6. გახადეთ თაიმლაინი ტოპ პრიორიტეტი
  7. დააკვირდით შედეგებს და გაუკეთეთ ოპტიმიზაცია
  8. კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს გუნდთან მიზნებზე, გამოწვევებსა და გამარჯვებებზე.

 

  1. დასახეთ მნიშვნელოვანი მარკეტინგული მიზნები

პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ, რისი მიღება გსურთ სოციალური მედიისგან.

ეს შეიძლება იყოს მეტი შემოსავალი, მეტი reach ახალი გამომწერებისგან ან სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მედიის მიზნები რეალისტური იყოს. დასაწყისისთვის, რეკომენდებულია უფრო მცირე მიზნები დასახოთ და ნახოთ, როგორ უმკლავდებით კონკრეტულ გამოწვევებს.

ბრენდის ცნობადობის გაზრდა. ავთენტური და გრძელვადიანი ბრენდის ცნობადობის მოპოვებას საპრომოციო მესიჯებით ვერ შეძლებთ. ორიენტირდით კონტენტზე და ხაზი გაუსვით თქვენი ბრენდის ადამიანურობასა და ღირებულებებს.

ლიდების და გაყიდვების გენერირებამომხმარებლები შემთხვევით არ იყიდიან თქვენს პროდუქტს. თქვენ მუდმივად უნდა მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია პროდუქტთან და პრომოციებთან დაკავშირებით.

ბრენდის აუდიტორიის გაზრდაახალი მიმდევრების მოზიდვა ნიშნავს, რომ თქვენ იპოვეთ გზა, გააცნოთ თქვენი ბრენდი ახალ ადამიანებს.

აუდიტორიის ზრდა ასევე ნიშნავს თქვენი ბრენდის შესახებ ახალი ინფორმაციების აღმოჩენას. სოციალურ არხებში ყოფნა შეუძლებელია მონიტორნიგისა და მოსმენის გარეშე, თუ სად ახსენებენ თქვენს ბრენდს, რას ამბობენ თქვენზე, რა ჰეშთეგებს იყენებენ თქვენთან მიმართებით და ა.შ.

ჩართულობის გაზრდა. იპოვეთ გზა, რომ თქვენი მიმდევრების ყურადღება მიიქციოთ. ეს ნიშნავს, რომ მესიჯების და კონტენტის შექმნის მუდმივ ექსერიმენტებს უნდა ატარებდეთ.

ხანდანხან ისეთი მარტივი რამ, როგორიც უბრალოდ მომხმარებლისთვის კითხვის დასმაა, ზრდის ჩართულობის მაჩვენებელს.

საიტის ტრაფიკის გაზრდათუ თქვენ ორიენტირებული ხართ ლიდების გენერირებასა და საიტის ტრაფიკის გაზრდაზე, სოციალური მედია ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. საპრომოციო პოსტებისა და სოციალური მედიის რეკლამების დახმარებით შეგიძლიათ, თვალყური ადევნოთ კლიკებს, კონვერტაციებს და უკეთესად განსაზღვროთ სოციალური მედიისგან მიღებული ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე).

ამ მიზნების კომბინაცია დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რომელი სოციალური ქსელია თქვენთვის ყველაზე მისაღები.

  1. შეისწავლეთ სამიზნე აუდიტორია

ვარაუდებზე დაყრდნობით მუშაობა საშიში ნაბიჯია მარკეტილოგებისთვის.

დემოგრაფული მონაცემებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის ხელსაწყოების დახმარებით ვარაუდების მაქსიმალურად შემცირება შეგიძლიათ.

თუ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი აუდიტორიის შესახებ, განსაზღვრავს თუ როგორი სოციალური მედია სტრატეგია უნდა შეიმუშავოთ.

მაგალითად, ავიღოთ სოციალური მედიის დემოგრაფია. ეს ინფორმაცია განსაზღვრავს, თუ რომელი ქსელები უნდა გამოიყენოთ თქვენი ბრენდისთვის და როგორი ტიპის კონტენტი უნდა გამოაქვეყნოთ.

  • Facebook და YouTube ორივე რეკლამის საუკეთესო ადგილია მათი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებიდან გამომდინარე.
  • ინსტაგრამის მომხმარებლების უმეტესობა არის თაობა Z, რაც ნიშნავს, რომ სახალისო, თვალისმომჭრელი კონტენტის წარმოება გჭირდებათ. 
  • ქალები საგრძნობლად აჭარბებენ კაცებს პინტერესტზე, რაც ხნის იმ ფაქტს, რომ ამ პლატფორმას შეკვეთების ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი აქვს. 
  • LinkedIn-ის მომხმარებლები საქმიანი აუდიტორიაა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული ინდუსტრიის კონტენტზე.  

ხედავთ ალბათ, როგორი განსხვავებული აუდიტორია ჰყავს ყველა პლატფორმას და შესაბამისად, როგორი განსხვავებული კონტენტი სჭირდება თითოეულს.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი არხი იძლევა დემოგრაფიულ ინფორმაციას, აუცილებელია, უფრო სიღრმისეულად იცნობდეთ თქვენს მომხმარებლებს.

 

  1. დაადგინეთ ყველაზე საჭირო საზომი ერთეულები

არ აქვს მნიშვნელობა, რას ყიდით, თქვენი სოციალური მედიის სტრატეგია მონაცემებზე დაყრდნობით უნდა შეადგინოთ.

ეს ნიშნავს, რომ უნდა ორიენტირდეთ თქვენთვის საჭირო სოციალური მედიის საზომებზე.

 

საზომები, რომლებსაც მარკეტოლოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ:

  • Reach. უნიკალური მომხმარებებლების რაოდენობა, ვინც თქვენი პოსტი ნახა. ეს საზომი გაჩვენებთ, თუ რამდენად გავრცელდა თქვენი პოსტი, რეალურად ხვდება თუ არა ის მომხმარებლების ფიდზე. Reach-ის თრექინგი უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც სოციალურ მედიას მართავთ.
  • Clicks. კლიკების რაოდენობა თქვენს კონტენტზე. ლინკის კლიკები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ აღწევენ მომხმარებლები მარკეტინგულ ძაბრში (Funnel). კლიკების თრექინგით თქვენ გაიგებთ, თუ რა უბიძგებს მომხმარებლებს შეძენისკენ.
  • Engagement. სოციალური ინტერაქციის ჯამური რაოდენობა გაყოფილი შთაბეჭდილებებზე (impressions). ჩართულობის დროს ხედავთ, თუ ვინ შემოვიდა ინტერაქციაში თქვენს კონტენტთან და reach-ის რაოდენობასთან მიმართებით რამდენად მისაღები ციფრი მიიღეთ.
  • Hashtag performance. რომელი ჰეშთეგია ყველაზე გამოყენებადი თქვენი მხირდან და რომელი ჰეშთეგები გამოიყენეს სხვებმა თქვენი ბრენდის აღსაწერად? ან რომელმა ჰეშთეგებმა გამოიწვიეს ყველაზე მაღალი ჩართულობა? ამ კითხვებზე ერთი და იგივე პასუხების შემთხვევაში მიხვდებით, რომ თქვენი კონტენტი კარგად მუშაობს.  
  • Organic and paid likes: სტანდარტული მოწონებების დათვლის მიღმა ეს ინტერაქციები მიეკუთვნება ფასიან და ორგანულ კონტენტს. მაგალითად, ფეისბუქისთვის გაცილებით რთულია ორგანული ჩართულობის მოპოვება და სწორედ ამიტომ, ბრენდები ფეისბუქ რეკლამას მიმართავენ. თუმცა, ინსტაგრამზე ორგანული მოწონებების დაგროვება უფრო მარტივია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე სხვადასხვა სახის ინვესტიციებია საჭირო.  
  • Sentiment. ეს არის საზომი, თუ როგორ რეაგირებენ მომხმარებლები თქვენს კონტენტზე. არის თუ არა თქვენი კამპანია ვინმესთვის შეურაცხმყოფელი? რა სენტიმენტებს იწვევს ადამიანებში თქვენი კონტენტი? ყოველთვის უმჯობესია, თუ უფრო დაწვრილებით შეისწავლით, რას ლაპარაკობენ ადამიანები თქვენი ბრენდის შესახებ.

ეფექტური სოციალური მედიის სტრატეგია რიცხვებზეა დაფუძნებული.

  1. ჩაატარეთ კონკურენტების ანალიზი

სანამ კონტენტის შექმნას დაიწყებთ, წარმოდგენა უნდა გქონდეთ, თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები.

სანამ ზოგიერთი ბრენდი კონკურენტების ანალიზის ხელსაწყოებს იყენებს, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ, შეაფასოთ კონკურენტების საქმიანობა სოციალურ ქსელში მათზე დაკვირვებით. 

ამით უკეთ გაიგებთ, თუ როგორი სტრატეგია უნდა შეიმუშავოთ. მიზანი არ არის კონკურენტების იდეების დაკოპირება ან მოპარვა, თქვენ უნდა ნახოთ, რა მუშაობს მათთვის კარგად და რა არა, შემდეგ კი შესაბამისი კამპანიები შექმნათ.

იგივე ინდუსტრია, განსხვავებული სტრატეგიები

მაგალითისთვის, განვიხილოთ ორი მსგავსი ბრენდი, რომლებსაც სოციალური მედიის მართვის განსხვავებული მიდგომები აქვთ და ორივე თავის მხრივ წარმატებულია.

Casper რეგულარულად ქმნის მსუბუქი შინაარსის პოსტებს, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის კომფორტსა და მყუდროებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრენდი დიდ საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ მათი სოციალური მედიის ანგარიში კორპორატიულ ანგარიშს არ დაემსგავსოს.

Purple უფრო იუმორისტულ და მიმების მსგავს პოსტებს აქვეყნებს. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი აერთიანებს იუმორისტულ კონტენტს და „ტრადიციულ“ საპრომოციო პოსტებს, რომლებსაც ინფლუენსერები ქმნიან.

აზრი ის არის, რომ ბრენდებს ძალიან დიდი არჩევანი აქვთ, თუ როგორ მართონ თავიანთი სოციალური მედია და გამოარჩიონ თავი კონკურენტებისგან.

რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ, ვინ არიან თქვენი კონკურენტები სანამ კონტენტის შექმნას დაიწყებთ. სწორედ ამიტომ, ანალიზის გაკეთება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია.

როგორ აღმოვაჩინოთ კონკურენტები?

ყველაზე მარტივი გზა კონკურენტების აღმოსაჩენად არის Google-ის საძიებო სისტემა. მოძებნეთ თქვენთვის ყველაზე რელევანტური საკვანძო სიტყვებით, ფრაზებითა და ინდუსტრიის ტერმინებით.  

შემდეგ ნახეთ, ვინ არის აქტიური სოციალურ მედიაში. ნახეთ, რა სახის კონტენტს პოსტავენ ფეისბუქზე, ინსტაგრამზე თუ სხვა სოციალურ ქსელში და ამაზე დაყრდნობით ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს სტრატეგიას .

  1. შექმენით ჩართულობის გამომწვევი კონტენტი

თქვენი სოციალური მედია სტრატეგია ორიენტირებულია კონტენტზე, ამიტომ თქვენ საკმაოდ კარგი წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმაზე, თუ რას აქვეყნებთ და როგორ უკავშირდება ის თქვენი ბრენდის მიზნებს. ასევე, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კონტენტს შესაბამის სოციალურ ქსელში ქმნით.

მაგრამ მაინც, როგორ გამოიყურება ჩართულობის გამომწვევი კონტენტი? გთავაზობთ რამდენიმე პრინციპს, რაც ამის გაგებაში დაგეხმარებათ:

 

კონტენტის თემები

დიდი გამოწვევაა ვიზუალური კონტენტის ყოველდღიურად შექმნა და გამოქვეყნება.  Venngage-ის მონაცემების მიხედვით, მარკეტოლოგების მესამედისთვის პრობლემას წარმოადგენს დამაჯერებელი, ყურადღების მიმქცევი ვიზუალების შექმნა.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოანია შექმნათ კონტენტის თემა და ვიზუალური ეფექტის მოსახდენად მიყვეთ ამ თემის გარშემო პოსტების წარმოებას.

ინსტაგრამი უდაოდ ყველაზე კარგი არხია კონტენტის თემის გამოსაყენებლად. მაგალითად, Postmates თავის ინსტაგრამ გვერდს თანმიმდევრულად მართავს, შერჩეული აქვს ფერადი თემა,  რაც ესთეტიურად სასიამოვნოს ხდის მის გვერდს.

კონტენტის თემის გამოყენება ამარტივებს კონტენტის კალენდრის შექმნას. მაგალითად, თქვენ აზიარებთ მიმებს, პროდუქტის ფოტოებსა და მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს, თითოეული შინაარსის პოსტს შეგიძლიათ კონკრეტული ფერი შეუსაბამოთ და თანმიმდევრულად გამოაქვეყნოთ ისინი.

მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ როგორ აკეთებს ამას Profitec.  

თუ თანმიმდევრულობა თქვენი სოციალური მედია სტრატეგიის პრობლემას წარმოადგენს, თემის შერჩევა ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი (UGC) და ინტერაქციული კონტენტი

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის გამოქვეყნება ამოტივირებს მომხმარებლებს, რომ თქვენთან  ინტერაქციაში შემოვიდნენ. იქნება ეს ჰეშთეგის გამოყენება თუ ფოტოს ატვირთვა, ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია ჩართულობის გასაზრდელად. 

ასევე, არასდროს გამოტოვოთ შანსი, რომ ინტერაქციაში შეხვიდეთ თქვენს მიმდევრებთან. თუნდაც, დაუსვათ მარტივი შეკითხვა ან ჩაატაროთ გამოკითხვა.

ისტორიები და სენსიტიური კონტენტი

ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც რაიმე ყურადღების მიღმა რჩებათ ან არაინფორმირებულები არიან. სწორედ ამიტომ, ძალიან კარგად მუშაობს ინსტაგრამის და ფეისბუქის სთორები. იყავით პირველები თქვენი მიმდევრების სთორის ფიდში და ამით მუდამ მათ გონებაში დარჩებით.

სთორი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან მომხმარებლებს აჩვენებთ, თუ რა ხდება კადრს მიღმა, აჩვენებთ თქვენი ბრენდის ადამიანურ სახეს, შეიძლება ითქვას რომ თქვენს პერსონალურ სივრცეში უშვებთ მათ. სთორის საშუალებით ადამიანებს აყურებინებთ ღონისძიებებს, ივენთებს ისე, რომ ისინი თავიანთი კომფორტის ზონიდან არ გამოდიან.

ვიდეო, როგორც სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი

სოციალურ მედიაში ვიდეოს ბუმი არ სრულდება. გრძელი და მოკლე ვიდეოების წარმოება აგრძელებს დომინანტობას სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე.

ძალიან დიდი ბრენდებიც კი მუდმივად აწარმოებენ რამდენიმე წამიან მიკრო ვიდეო რეკლამებს ფეისბუქისთვის, რომლებიც მილიონობით ნახვებს აგროვებს.

ბრენდებმა არ უნდა შეწყვიტონ ვიდეოების წარმოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უამრავი პლატფორმა თუ აპლიკაცია ამ პროცესს ძალიან ამარტივებს. 

  1. გახადეთ თაიმლაინი ტოპ პრიორიტეტი

ყოველთვის ვერ დაპოსტავთ ისეთ დროს როცა თქვენი მომხმარებლების უმეტესობა აქტიური იქნება, თუმცა შეგიძლიათ და მნიშვნელოვანიცაა, რომ თქვენს მიმდევრებს დროულად მიაწვდინოთ ხმა.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება? განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

დაპოსტეთ საუკეთესო დროს მეტი ჩართულობისთვის

მარტივი შეკითხვა: როდის არის თქვენი ბრენდი ხელმისაწვდომი, რომ ინტერაქციაში შევიდეს მომხმარებლებთან?

თქვენ შეიძლება ნახოთ სქემები, რის მიხედვითაც დაპოსტვის რეკომენდირებული დრო არის საღამო, მაგრამ თუ თქვენ ამ დროს არ ხართ აქტიურები, რომ მომხმარებლის შეკითხვებს უპასუხოთ, რა აზრი აქვს ასეთ დაპოსტვას?

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი სოციალური მედია მენეჯერები მუდამ მზად არიან, მომხმარებლებს გამოეხმაურონ. რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ დაპოსტვის საუკეთესო დროები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დაპოსტვის შემდეგ მყისიერი რეაგირებები კომენტარებზე, შეტყობინებებზე და ა.შ.

ამას კი შემდეგ საკითხამდე მივყავართ:

უპასუხეთ მომხმარებლის შეკითხვებს რაც შეიძლება სწრაფად

მომხმარებლები არა მარტო სწრაფ პასუხს ელიან ბრენდებისგან, არამედ ღირებული და ამომწურავი ინფორმაციის მიღებაც სურთ.

არასდროს არ უნდა დაივიწყოთ ნეთვორქინგის ეს მნიშნველოვანი ელემენტები.

სოციალური მედიის საშუალებით ბრენდი რეპუტაციას იმაღლებს მუდმივი აქტიურობითა და მზადყოფნით, დაეხმაროს მომხმარებლებს. სწორად ამიტომ, მომხმარებლებზე ზრუნვა სოციალურ ქსელში ძალიან მნიშვნელოვანია. 

იქნება ეს კომენტარებზე პასუხის გაცემა, თუ პირად შეტყობინებაში შეკითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, ბრენდებმა მომხმარებლები ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ.

კვლევის მიხედვით ბრენდებისგან პასუხის გაცემის საშუალო დრო არის 10 საათი. თუმცა, მომხმარებლების კვლევის მიხედვით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ ისინი პასუხს მიიღებენ 1 საათის განმავლობაში.

სოციალური მედიის ალგორითმი მუდმივად იცვლება და ორგანულ კონტენტს უფრო და უფრო უჭირს მეტი reach-ის დაგროვება, ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხმა მიაწვდინეთ, ნუ ალოდინებთ დიდხანს და ნუ დაკარგავთ შანსს, ისინი თქვენს მომხმარებლებად აქციოთ.

  1. შეაფასეთ რა მუშაობს კარგად, რა არა და როგორ შეიძლება გაუმჯობესება

ახლა უკვე წარმოდგენა უნდა გქონდეთ თუ რა არის სოციალური მედია სტრატეგია.

მნიშვნელოვანია, წლის განმავლობაში პროგრესთან ერთად ამ სტრატეგიის განახლება და ადაპტაცია.

მუდმივი ანალიზის გარეშე ვერასდროს გაიგებთ, როგორ იმუშავა კონკრეტულმა კამპანიამ. სოციალური მედიის აქტივობებზე დაკვირვება მოგცემთ საშუალებას, დაინახოთ სრული სურათი, თუ რა მუშაობს კარგად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ თქვენი ტოპ კონტენტი და შესაბამისად დაგეგმოდ შემდეგი კამპანია.

უდავოა, რომ სოციალური მედია ექსპერიმენტული და შეცდომებით სავსე სივრცეა. აქედან გამომდინარე, ის უფლებას გვაძლევს მუდმივად შევიტანოთ შესწორებები  ამა თუ იმ კამპანიაში და ვორიენტირდეთ საბოლოო შედეგზე.

მარკეტინგის ასეთ დინამიურ მიდგომას შესანიშნავი შედეგები მოყვება იმის ფონზეც კი, რომ სოციალური მედია მუდმივად იცვლება და ვითარდება.

  1. კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს გუნდთან მიზნებზე, გამოწვევებსა და შედეგებზე

კოლაბორაცია სოციალური მარკეტოლოგებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მარკეტოლოგები უფრო და უფრო სერიოზულად ეკიდებიან იმ საკითხს, რომ კამპანიის მიმდინარეობა და შედეგები გაუზიარონ როგორც გუნდის წევრებს, ასევე თავიანთ მენეჯერებს.

ინფორმაციის მიწოდების ყველაზე მარტივი გზა არის გაზიარებადი დაფების გამოყენება. ამის დახმარებით ყველა ჩართული იქნება სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებაში და შედეგებიც კიდევ უფრო გაგიუმჯობესდებათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

რას ეწოდება სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

ეფილიეიტ მარკეტინგი