რას ნიშნავს რემარკეტინგი ფეისბუქზე

ფეისბუქის ads manager ხშირად შეიძლება, ლაბირინთის განცდას ტოვებდეს და მარკეტოლოგებს უჭირდეთ სწორი მიმართულების არჩევა.
ფეისბუქს აქვს პერსონალიზაციის უამრავი ფუნქცია, რომელიც ერთი შეხედვით ხაზს უსვამს მის სირთულეს.
თუ ერთ შეცდომასაც დაუშვებთ, ამან შეიძლება მთელი კამპანიაც შეიწიროს და თქვენ ამოწურავთ ბიუჯეტს ისე, რომ მაქსიმალურ შედეგებს ვერ მიიღებთ.
მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლოთ მისი ნავიგაცია, რადგან ფეისბუქ რემარკეტინგი არის რემარკეტინგის ოქროს სტანდარტი.
თუ თქვენ გაერკვევით თუ, როგორ გამოიყენოთ სწორად ფეისბუქ რემარკეტინგი, მაშინ თქვენ შეძლებთ მაქსიმალური კონვერტაციების მიღებას.
ფეისბუქზე საუკეთესო ტაქტიკების აღმოჩენას თან ახლავს ბევრი მცდელობა და შეცდომები.
ამ გზამკვლევში ჩვენ ვისაუბრებთ ფეისუქ რემარკეტინგის ყველა ფუნქციასა და შესაძლებლობებზე.
Facebook Remarketing: როგორც შენი საიდუმლო იარაღი
ფეისბუქი არის საუკეთესო პლატფორმა რემარკეტინგისთვის.
თუ სკეპტიკურად უყურებთ ამ საკითხს და მიგაჩნიათ, რომ ფეისბუქ რეკლამები არ მუშაობს, გეტყვით რომ:
2020 წლის მონაცემებით, ფეისბუქს ყოველთვიურად 2.7 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ამ ეტაპზე, ფეისბუქი რჩება ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედიად. მას ჰყავს ყველაზე მეტი მოხმარებელი სხვა პლატფორმებთან შედარებით.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ ადგილას აუცილებლად უნდა „მოხვდეთ“, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.
როცა საქმე რემარკეტინგს ეხება ფეისბუქზე მომხმარებლების რაოდენობა ამ პლატფორმას ძალიან ღირებულს ხდის.
მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის.
გსმენიათ ტერმინის "banner blindness" შესახებ? ეს არის ვებ გამოყენების ფენომენი, რა დროსაც ადამიანები ცნობიერად თუ არაცნობიერად უგულებელყოფენ სარეკლამო ბანერებს. ადამიანები სპეციალურად კონკრეტულ ნაბიჯებსაც კი დგამენ იმისთვის, რომ ინტერნეტში სარეკლამო ბანერები აღარ შეხვდეთ.
როდესაც მომხმარებელი ქვეცნობიერად ბლოკავს რეკლამებს, საიტებზე ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:
ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფეისბუქ რემარკეტინგი დისპლეი რემარკეტინგთან შედარებით ბევრად უკეთ მუშაობს.
ფეისბუქზე მომხმარებლები თქვენს რეკლამას პირდაპირ „news feeds“-ზე ხედავენ.
როდესაც ვებ-გვერდებზე დისპლეი რეკლამები ჩნდება, მომხმარებლები ყურადღებას არც აქცევენ ან პირდაპირ ბლოკავენ ad-blocking ინსტრუმენტით.
იმისათვის, რომ ადამიანები დიდი რაოდენობით რეკლამებს გაუმკლავდნენ, მათ აქტიურად დაიწყეს ad blockers გამოყენება თავიანთ მოწყობილობებზე.
მიზეზები, თუ რატომ ბლოკავენ ადამიანები რეკლამებს:
- ისინი ყოველდღიურად ძალიან ბევრ რეკლამას ნახულობენ
- მათ აღიზიანებთ არარელევანტური რეკლამები
მაგრამ ფეისბუქზე ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ AdBlocker არ მუშაობს.
რატომ? იმიტომ, რომ ფეისბუქი რეკლამებს ბანერებში არ სვამს. მას პირდაპირ თქვენს კედელზე გამოაქვს ისინი, როგორც სხვა დანარჩენი კონტენტი.
რაც ნიშნავს, რომ ყველა თქვენი რეკლამა რეალურად მიაღწევს სამიზნე აუდიტორიამდე.
უკვე იცით, რატომ არის ფეისბუქი საუკეთესო ადგილი რემარკეტინგისთვის. ახლა გავიგოთ, ხართ თუ არა იმ ეტაპზე რომ რემარკეტინგი თქვენი კომპანიისთვისაც იყოს საჭირო.
Facebook Remarketing: არის თუ არა სწორი არჩევანი?
ფეისბუქ რემარკეტინგი ეფექტური სტრატეგიაა, მაგრამ როდის უნდა გამოიყენოთ ის?
ფეისბუქ რემარკეტინგის მაგიურობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ეფექტურად „მისდევთ“ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ესტუმრნენ თქვენს საიტს, ან გამოხატეს რაიმე სახის ინტერაქცია თქვენი ფეისბუქ გვერდის/რეკლამის მიმართ. ეს საშუალებას გაძლევთ, უფრო კონკრეტული მესიჯები მიაწოდოთ აუდიტორიას, რადგან მათ უკვე აქვთ ინფორმაცია თქვენი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.
თუ თქვენ აპირებთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის მომხმარებლებად გარდაქმნას, დროა მიმართოთ ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანიას. მაგრამ როდის დგება ამის გაკეთების სწორი მომენტი?
თუ თქვენი ბრენდი ახალია და ჯერ არ ჰყავს თქვენს საიტს საკმარისი რაოდენობის ვიზიტორები, რემარკეტინგის კამპანია ეფექტური ვერ იქნება.
ასეთ დროს, სჯობს, დაიწყოთ ცნობადობის ამაღლების კამპანია და გაავრცელოთ ხმა თქვენი ბიზნესის შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კამპანია დაიწყებს ტრაფიკის გენერირებას თქვენი საიტისთვის, შემდეგ უკვე სწორი იქნება მიმართოთ რემარკეტინგს.
ფეისბუქ მომხმარებლების 17%-ზე მეტი მოიხმარს სოციალურ ქსელს იმისთვის, რომ ბრენდები და კომპანიები აღმოაჩინოს.
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მესიჯებს მიაწვდით ადამიანებს, რომლებიც უკვე ესტუმრნენ თქვენს საიტს, ან თქვენი რემარკეტინგის სიაში მოხვდნენ, ისინი ხომ მუდმივად ნახავენ თქვენი კომპანიის შესახებ რეკლამებს.
ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანიით თქვენ შეგიძლიათ აღრიცხოთ, როგორც თქვენი საიტის ვიზიტორები, ასევე თქვენი ფეისბუქ აუდიტორია. ეს გაძლევთ კიდევ უფრო ფართო reach-ის მიღების შესაძლებლობას ვიდრე სხვა ნებისმიერი პლატფორმა.
ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანია, იგივე რეთარგეთინგ კამპანია, მოქმედებს სტრატეგიის მიხედვით, რომელიც აჩვენებს რეკლამებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად უკვე ესტუმრნენ თქვენს საიტს.
თქვენს საიტზე Facebook Pixel -ის ჩაშენებით, თქვენ უშვებთ რეკლამას, რომელიც კონკრეტულ მომხმარებლებზეა გათვლილი.
ეს პერსონალიზებული რეკლამები ისეა შექმნილი, რომ მომხმარებლებს ლენდინგ გვერდებზე ამისამართებს და პირდაპირ მარკეტინგულ „funnel”-ში უშვებს.
მოდით, უფრო დეტალურად ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შესრულება ფეისბუქის პერსონალიზებული აუდიტორიებით.
Facebook Remarketing: პერსონალიზებული აუდიტორიები (Custom audiences)
ამჟამად ფეისბუქი გთავაზობთ მრავალი სახის რემარკეტინგის პარამეტრებს, რომლებიც მორგებულია პერსონალიზებულ აუდიტორიებზე.
პერსონალიზებული აუდიტორიები გვაძლევენ შესაძლებლობას, შევქმნათ თარგეთირებული რეკლამები კონკრეტული აუდიტორიისთვის, ჩვენს მიზნებზე დაყრდნობით.
მაგალითად, თუ გსურთ, რომ რეკლამა გაუშვათ საიტის ვიზიტორებისთვის, სწორედ ასეთი აუდიტორია შეგიძლიათ შექმნათ.
რეალურად, პერსონალიზებული აუდიტორია წარმოადგენს ფეისბუქ რემარკეტინგის მნიშვნელოვან ელემენტს.
ფეისბუქი გთავაზობთ რემარკეტინგის ოთხ მთავარ ფორმას:
- საიტის ვიზიტორები
- მომხმარებლების სია
- აქტიურობა აპლიკაციაში
- ოფლაინ აქტიურობა
დამატებით არსებობს სხვა ფაქტორები, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ, გაუშვათ რემარკეტინგ რეკლამები, მაგალითად: ლიდ ფორმები, ინსტაგრამ ანგარიშები, შოპინგი, ფეისბუქ ივენთები და ა.შ.
არჩევანი მუდმივად იზრდება, მაგრამ ეს ოთხი მთავარი ფორმა მაინც ყველაზე გავრცელებულია.
გთავაზობთ ფეისბუქზე რემარკეტინგის 4 ძირითადი აუდიტორიის მოკლე მიმოხილვას:
- მომხმარებლების სია: ატვირთეთ თქვენი მომხმარებლის იმეილების სია და ფეისბუქი იპოვის ამ სიის მიხედვით შესაბამის მომხმარებლებს.
- საიტის ტრაფიკი: შექმენით საიტის ვიზიტორების აუდიტორია.
- აპლიკაციის აქტიურობა: ადამიანები, რომლებიც თქვენს აპლიკაციასთან ინტერაქციაში შევიდნენ.
- ოფლაინ აქტიურობა: ადამიანების სია, რომლების ესტუმრნენ თქვენს მაღაზიას ან გაგესაუბრნენ ტელეფონის საშუალებით.
ყველა ამ აუდიტორიას ერთი და იგივე მიზანი აქვს, უბრალოდ სხვადასხვა გზით მიდიან ამ მიზნებამდე. თქვენ კი ყველა მათგანის უკან მობრუნება გსურთ.
დამატებით, თქვენ შეგიძლიათ თარგეთირება ჩართულობების (engagement) მიხედვით. ჩართულობა შეიძლება გამოხატული იყო ფეისბუქ ან ინსტაგრამ მოწონებებით, საიტზე სტუმრობით, აპლიკაციის დაინსტალირებით და სატელეფონო ზარითაც.
ყველა ეს განსხვავებული ვარიანტი ერთ მიზანს ემსახურება, მომხმარებლების უკან საიტზე დაბრუნებასა და მათ კონვერტაციას.
ასე რომ, თუ ვინმე თქვენს ფეიქბუქ ივენთთან ინტერაქციაში შევა, მოიწონებს თქვენს პოსტს, ესტუმრება თქვენს ინსტაგრამ ანგარიშს და ა.შ., თქვენ ყველა მათგანის რეთარგეთირება შეგიძლიათ.
ფეისბუქ პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ, ეს ყველაფერი მიიღოთ ისე დეტალურად, კონკრეტულად და დახვეწილად, როგორც თქვენ გსურთ.
თუ გირჩევნიათ, რომ ყველაფერი მარტივი იყოს და დეტალებში არ ჩახვიდეთ, ასეც შეგიძლიათ მოიქცეთ.
როგორ ვმართოთ ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანია?
თუ თქვენ მზად ხართ, დაიწყოთ ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანია, სწორ ადგილას მოხვდით.
გაგაცნობთ, როგორ შეგიძლიათ შექმნათ ორი რემარკეტინგ კამპანია რამდენიმე წუთში.
საიტის ვიზიტორების რემარკეტინგი ფეისბუქზე
საიტის ვიზიტორების რემარკეტინგი ფეისბუქზე ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფეისბუქ რემარკეტინგში.
ის მუშაობს ზუსტად იმ პრინციპით, როგორც დისპლეი რეკლამები. თქვენ შეგიძლიათ თარგეთირება იმის მიხედვით, თუ როგორ ინტერაქციაში შემოვიდნენ მომხმარებლები თქვენს საიტთან.
მაგრამ დისპლეი რეკლამებისგან განსხვავებით, თქვენ ამ რეკლამებს უფრო ბუნებრივი გზით, ფეისბუქ ფიდზე აჩვენებთ მომხმარებლებს.
დასაწყისისთვის გახსენით Facebook Business Manager და ჩამოშალეთ აუდიტორიების სექცია:
შემდეგ, “Create Audience”-ზე დაკლიკებისას მონიშნეთ “Custom Audience”:
აირჩიეთ “Website Traffic”, როგორც თქვენი პერსონალიზებული აუდიტორია:
თუ გსურთ, რომ სიმარტივე შეინარჩუნოთ, ფეისბუქი გთავაზობთ სტანდარტული რემარკეტინგის პარამეტრებს:
ეს საბაზისო პარამეტრები თარგეთირებას გაუკეთებს თქვენი საიტის ვიზიტორებს 30 დღის განმავლობაში.
თუ ამ ფუნქციას გამოიყენებთ, ფეისბუქი ავტომატურად შექმნის ამ სიას, როგორც თქვენს აუდიტორიას.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უფრო პერსონალიზირებულ და დეტალურ სეგმენტაციაშიც ჩახვიდეთ.
დააკლიკეთ “All website visitors” მეტი არჩევანისთვის:
ახლა შეგიძლიათ, აირჩიოთ აუდიტორია, რომელიც თქვენს საიტზე კონკრეტულ გვერდებს ესტუმრა ამ შეარჩიოთ ისინი საიტზე გატარებული დროის მიხედვით.
მაგალითად, ვთქვათ, რომ რემარკეტინგის კამპანია გაუშვით ყველა ადამიანზე, ვინც თქვენს საიტს ესტუმრა. ეს შესაძლოა, საუკეთესო არჩევანი არ იყოს, რადგან მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც არ დაინტერესებულან თქვენი ბრენდით.
თუ საუკეთესო შედეგის მიღება გინდათ, უნდა მიწვდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც დაიტერესდნენ თქვენ პროდუქტით და მზად არიან შეიძინონ თქვენგან.
არ ღირს იმ ადამიანების რეთარგეთინგის სიაში მოხვედრა, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ თქვენს საიტზე ან მაშინვე დატოვეს ის, ეს დროის და ფულის ტყუილი ხარჯვა იქნება.
პირიქით, უფრო პერსონალიზებული გახადეთ თქვენი აუდიტორიები და გაუშვით რეთარგეთინგ რეკლამები ისეთ მომხმარებლებზე, რომლებმაც დაათვალიერეს პროდუქტები და დაინტერესდნენ ფასით:
ადამიანები, რომლებიც თქვენი პროდუქტების გვერდებს ეწვევიან, დიდი ალბათობით ნამდვილად დაინტერესებულები არიან შეძენით.
თქვენ უბრალოდ ამის გააზრებაში უნდა დაეხმაროთ.
ამ პროცესის დახვეწა კი შეგიძლიათ სიხშირის საზომების დამატებით:
ეს ყველაფერი გეუბნებათ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მიგვანიშნებს:
ადამიანები, რომლებიც პროდუქტებისა და ფასების გვევრდებს ესტუმრნენ, სერიოზულად დაიტერესებულები არიან თქვენთან შეძენით, თანაც რამდენჯერმე შეამოწმეს სასურველი პროდუქტი.
სოციალური ჩართულობის რემარკეტინგი
სოციალური ჩართულობის რემარკეტინგი შესანიშნავი გზაა, რომ უკან დაიბრუნოთ ისეთი ტრაფიკი, რომელიც უკვე იცნობს თქვენს ბრენდს.
თუ გსურთ, რომ თავიდან აირიდოთ ტიპიური მომხმარებლის მოგზაურობა (buyer’s journey) და გაყიდვების წრე (sales cycle)?
ეს ამისთვის შესანიშნავი გზაა.
სოციალური მედია კარგი ხელსაწყოა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ფეისბუქის განახლებული ჩართულობის სტილის (engagement-style) აუდიტორიები საშუალებას გაძლევთ, რემარკეტინგის კამპანია მიმართოთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ესტუმრნენ თქვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.
დასაწყისისთვის, შექმენით კიდევ ერთი ახალი პერსონალიზებული აუდიტორია და რემარკეტინგი ჩართულობაზე (engagement) დაფუძნებით გაუშვით.
სწორედ თქვენ უნდა გადაწვიტოთ რომელი მიდგომაა თქვენთვის საუკეთესო.
მაგალითად, ხშირად მართავთ ფეისბუქ ივენთებს? თუ არა, მაშინ ივენთებზე ინტერაქციის მიხედვით რემარკეტინგის კამპანიას აზრი არ აქვს.
გაქვთ ინსტაგრამ ანგარიში თქვენი ბიზნესისთვის? თუ არა, გამოტოვეთ ეს ნაწილი. (მაგრამ შექმენით ინსტაგრამ ანგარიშიც)
თუ დასაწყისისთვის არ იცით, რითი დაიწყოთ აირჩიეთ “Facebook Page”.
შემდეგ უკვე შეგიძლიათ, განსაზღვროთ, რა ფუნქციების მიხედვით მოხდება აუდიტორიის თარგეთირება.
ეს ყველაფერია, რაც რემარკეტინგის აუდიტორიების შექმნასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ.
ანალიზი გაუკეთეთ ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანიას
მას შემდეგ, რაც გაუშვებთ კამპანიას, აუცილებელია მისი ოპტიზიმაცია და ანალიზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა დარწმუნდეთ, რომ ბიუჯეტს ტყუილად არ ხარჯავთ, ან არასწორ აუდიტორიას არ აჩვენებთ რეკლამას.
თუ თქვენ სწორ საზომებს არ იყენებთ, ვერ მიიღებთ სწორ პასუხებს და ნათელ სურათსაც ვერ დაინახავთ.
მაგრამ რომელ საზომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენი რემარკეტინგ კამაპნიის წარმატება გაზომოთ?
ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც საზომების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ და ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენი მიზანი.
თუმცა, გთავაზობთ რამდენიმე KPI-ს, რომლებიც ფეისბუქ რემარკეტინგის კამპანიისას უნდა გამოიყენოთ:
Cost-per-click (CPC) – რა გიჯდებათ რეკლამაზე ერთი კლიკი;
Frequency – რამდენჯერ მოხდა რეკლამის ჩვენება;
Relevance Diagnostics – რამდენად რელევანტურია თქვენი რეკლამა აუდიტორიისთვის;
Conversions – რამდენი ტრანზაქცია განხორციელდა;
Conversion Value – ჯამში რა ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა;
გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ისეთ ადამიანებს აჩვენებთ რეკლამას, რომლებიც უკევ იცნობენ თქვენს პროდუქტს, კონვერტაციები მნიშვნელოვანი საზომი უნდა იყოს თქვენი რემარკეტინგ კამპანიისთვის.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საზომებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. CPC, Frequency და Relevance Diagnostics, ყველა მათგანი დაგეხმარებათ სხვადასხვა მნიშველოვანი საკითხის აღმოჩენაში.
შესაძლოა, თქვენი სიხშირის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყოს და ამისათვის საჭიროა გააფართოვოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია.
მუდმივად უნდა დააკვირდეთ და ექსპერტიმენტები ჩაატაროთ, კამპანიის რომელი ფოტო, ვიდეო თუ ტექსტი მუშაობს უკეთესად.
მუდმივი დაკვირვების შედეგად მალევე აღმოაჩენთ, რა ზრდის კონვერტაციებს თქვენი კომპანიისთვის.
დასკვნა
ფეისბუქ რემარკეტინგი შესაძლოა, ყოველთვის სახალისო პროცესი არ იყოს. ის შეიძლება, იყოს შრომატევადი, მოითხოვდეს დიდ დროს, მოსაწყენიც კი გახდეს, მაგრამ როგორც კი ნახავთ, რომ კონვერტაციების მაჩვენებელი გეზრდებათ, მაშინვე პოზიტიურად შეიცვლება თქვენი განწყობაც.
ფეისბუქის მრავალფეროვანი, პერსონალიზებული აუდიტორიები შესანიშნავი ინსტრუმენტია ნებისმიერი ბიზნესისთვის გაყიდვების გასაზრდელად. ასობით ფაქტორზე დაყრდნობით შეგიძლიათ, რემარკეტინგისთვის აუდიტორიები შექმნათ.
ასევე, რემარკეტინგის კამპანია იდეალური არჩევანია დაკარგული გაყიდვების დაბრუნებისთვისაც.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა არის Facebook Pixel და როგორ ჩავაშენოთ ის ჩვენს ვებ-გვერდზე?
რა უნდა ვიცოდეთ ფეისბუქის სარეკლამო ძაბრზე?
ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის სტრუქტურა 2021 წლისთვის - გზამკვლევი