რატომ უნდა დავიქირავოთ კომპანია ან ცალკეული კადრი სოციალური მედიისთვის?

აპრილი 12, 2021

რატომ უნდა დავიქირავოთ კომპანია ან ცალკეული კადრი სოციალური მედიისთვის?

სანამ აუთსორსინგს დაიქირავებდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს, ვინაიდან ეს ზოგჯერ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

სოციალური მედია ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და გამოსადეგი მიმართულებაა. ის ერთდროულად გვეხმარება მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სახელის მოხვეჭასა და ბაზართან დაკავშირებაში. თუმცა, რამდენადაც გამოსადეგი შეიძლება იყოს სოციალური მედია, იმდენადვე დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ამიტომაც, ხშირად ბიზნესები სოციალურ მედია აუთსორსინგსაც მიმართავენ და მეტად გამოცდილ გუნდს ანდობენ საკუთარი არხების მართვას.

მიუხედავად ამისა, სანამ კომპანიას დაიქირავებდეთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს, ვინაიდან ეს გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული.

გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომაა სასურველი გამოცდილი სააგენტოს ან მენეჯერის დაქირავება:

  1. დატკბით მათი პროფესიონალიზმით

აუთსორსინგის გამოყენებისას, ბუნებრივია ,თქვენ გსურთ, რომ საქმეში პროფესიონალები ჩართოთ და მათი ცოდნა თქვენი ბიზნესის სასიკეთოდ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სოციალური მედია თქვენი ძალისხმევითაც მართოთ, თუმცა საკითხავია, რამდენად გაქვთ ამის დრო.

ამასთანავე, ბიზნესისთვის სოციალური მედიის გამოყენება ძალიან გასხვავდება მისი პერსონალური მოხმარებისგან. სოციალური მედიის ექსპერტები კი გაწაფულები არიან ამ საქმეში და შეუძლიათ:

  • იპოვონ სწორი პლატფორმა თქვენი ბიზნესისთვის;
  • გამოიკვლიონ და შექმნან თქვენი აუდიტორიისთვის რელევანტური კონტენტი;
  • იყვნენ მუდმივად განახლების, პროგნოზირებისა და ტრენდების კვლევის პროცესში;
  • გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება და გაზარდონ თქვენი სოციალური მედიის ჩართულობა.

  1. შეიმსუბუქეთ განრიგი

ბიზნესების უმეტესობას მიაჩნია, რომ თუ ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით გააკეთებენ, ისინი უამრავ ფულსა და ხარჯებს დაზოგავენ, იქნება ეს სამუშაო ძალისა თუ სხვა ოპერაციული ხარჯები. მაგრამ სინამდვილეში, სცენარი ხანდახან საპირისპიროდ ვითარდება.

სოციალურ მედიაში ჩართულობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და თუ მას თქვენი დროის უმეტეს ნაწილს დაუთმობთ, მაშინ ბიზნესის სხვა მნიშვნელოვან ნაწილებს საკმაოდ დააზარალებთ. თუმცა, თუ სოციალურ მედიას უარყოფთ, ამ შემთხვევაში უკვე სასწორზე ბრენდის იმიჯი და პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვი დადგება.

თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ თქვენ აუთსორსინგის საშუალებით სოციალურ მედია ექსპერტს დაიქირავებთ და საქმეს მათ პროფესიონალიზმს მიანდობთ, ამით ყველანაირ უსიამოვნებას აირიდებთ თავიდან და გაცილებით მშვიდად გააგრძელებთ ბიზნესის მართვას.

  1. აწარმოეთ კონტენტი მუდმივად და თანმიმდევრულად

სოციალურ მედიაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კონტენტის მუდმივი წარმოება და ამით მომხმარებლების გახალისება, მათი შთაგონება. ამის საშუალებით, თქვენ საკუთარი ბრენდის იმიჯსაც ამყარებთ და ამავდროულად, სამიზნე აუდიტორიაში აუმჯობესებთ თქვენს სტატუსს.

რასაკვირველია, ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც თქვენი მომხმარებლის გულს მოიგებს, საკმაოდ რთულია. თუმცა ამ საქმის პროფესიაონალისთვის მინდობას ბევრი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია, მათ შორის:

  • კვლევებზე და ცოდნაზე დამყარებული კონტენტი;
  • რელევანტური კონტენტის გაზიარება ინფლუენსერებისა და ბრენდების მიერ;
  • სწორად გადმოცემული მესიჯები.
  1. რენტაბელობა

როდესაც სოციალურ მედიას თავად უძღვებით, შესაძლოა ბევრ პლატფორმას, სარეკლამო შესაძლებლობებსა და საჭირო ხელსაწყოებს არ იცნობდეთ. ამიტომაც, მოგიწევთ სხვადასხვა პროგრამების საცდელი ვერსიების გამოყენება და შეცდომების დაშვება იმის გასარკვევად, თუ რა მუშაობს ყველაზე კარგად თქვენი ბიზნესისთვის. მართალია, გამოცდილების მისაღებად ეს საუკეთესო გზაა, თუმცა საწყის ეტაპებზე თქვენს ფინანსებზე ეს გავლენას იქონიებს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ამ საქმისთვის სოციალურ მედია ექსპერტს ქირაობთ. თქვენ ყველა ამ საცდელი ვერსიებისა და ტესტირების პროცესის გამოტოვება შეგიძლიათ და შესაბამისად, არასასურველ ინვესტიციებსაც ირიდებთ თავიდან.

შეიძლება მაინც ფიქრობდეთ, რომ სოციალური მედია მენეჯერის დაქირავება ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული და მართალიც იქნებით, თუმცა, ეს თქვენი ბიზნესის მასშტაბსა და საჭიროებებზეც არის დამოკიდებული. სააგენტოებისა და ფრილანსერების უმეტესობა თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებსა და საფასო პოლიტიკას გთავაზობთ. ამიტომაც იმის განსაზღვრა, თუ რა სჭირდება თქვენს სოციალურ მედიას, საგრძნობ თანხებსაც დაგაზოგინებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის სტრუქტურა 2021 წლისთვის - გზამკვლევი

საუკეთესო დრო სოციალურ მედიაში დასაპოსტად

რა ღირს ფეისბუქ რეკლამა 2021 წელს და რამდენი უნდა დავხარჯოთ ფეისბუქ რეკლამაში

 

ეფილიეიტ მარკეტინგი