media-4

მასობრივი SMS მარკეტინგის 3 სტრატეგია 2021 წლისათვის

  • 28 თებ 2021
  • სმს მარკეტინგი
მასობრივი SMS მარკეტინგის 3 სტრატეგია 2021 წლისათვის

სიახლეს ნადმვილად არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მასობრივი SMS სტრატეგია მსოფლიოს გარშემო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მარკეტინგული საშუალებაა. მსოფლიოს გარშემო მილიონობით და მილიარდობით მობილურის მომხმარებელია, რაც ნათლად წარმოაჩენს ამ სფეროს პოტენციალს.

მობილურის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოს გარშემო და SMS -იც თავის მხრივ, ინარჩუნებს მის პოზიციებსა და მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისათვის SMS მარკეტინგის გამოყენება საკმაოდ ხელმისაწვდომი და სახარბიელოც არის. აღნიშულ სტრატეგიას კრახი თითქმის არასდროს არ განუცდია.

    1. შეღავათების შეთავაზება

SMS მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კომპონენტი მისი უკუგებაა ინვესტიციაზე (ROI), რაც ბიზნესებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომაც, ბიზნესები ცდილობენ ისეთი შთამბეჭდავი შეთავაზებების შექმნას, რომელზეც მომხმარებელს უარის თქმა გაუჭირდება. SMS მარკეტინგისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა, ბრენდის მესიჯები რაც შეიძლება ეფექტურად შეადგინოთ.

ყველა ადამიანს უყვარს, როდესაც თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად გრძნობს, ამიტომაც ეცადეთ, რომ თქვენს მომხმარებელში სწორედ ეს განცდა გააჩინოთ და აგრძნობინეთ, რამდენად ღირებულნი არიან ისინი თქვენთვის. გაუგზავნეთ მათ ექსკლუზიური შეტყობინებები, აჩუქეთ ფასდაკლების კოდები მათ დაბადების დღეებსა თუ განსაკუთრებულ თარიღებში.

    2. შეხსენებები შეხვედრისთვის

ისეთ ბიზნესში, სადაც მომხმარებელთან უშუალო შეხვედრები გიწევთ, მცირედი შეხსენებებიც კი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და თქვენს მომხმარებელს მეტად პოზიტიურად განაწყობს თქვენ მიმართ. ამასთანავე, თქვენც გეხმარებათ ორგანიზებულობის შენარჩუნებაში.

    3. გამოიყენეთ მოწოდებები ქმედებისკენ - CTA (Call to Action)

CTA გეხმარებათ, თქვენი მომხმარებელი მუდმივად ჩართული ამყოფოთ მიმდინარე პროცესებში. ის იოლი აღსაქმელია და არა ერთი სიკეთის მოტანა შეუძლია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

  1. დააწექით ღილაკს - ზოგჯერ იმაზე მეტი ინფორმაცია გაქვთ გასაზიარებელი მომხმარებლისთვის, ვიდრე ეს SMS-ისთვის გამოყოფილ სივრცეში ეტევა. შესაბამისად, ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება სპეციალური ღილაკი, რომელსაც მომხმარებელი ამ ინფორმაციამდე მიჰყავს.
  2. გააგზავნეთ SMS რომ მოიგოთ... - უამრავი მომხმარებელი იქნება იმით დაინტრესებული, რომ რაიმე პრიზი მოიგოს. ეს ცალსახად აუმჯობესებს მომხმარებელთა ჩართულობას და ამავდროულად, ეფექტური საშუალებაა საკუთარი ბიზნესის არსებობის შეხსენებისათვის.
  3. შეიძინეთ ახლავე - ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მაცდური მოწოდებაა თქვენი ბიზნეს საქმიანობის წახალისებისთვის. ის გაცილებით უადვილებს მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტის შეძენას.

 

შენიშვნა* - მოერიდეთ გრძელი ტექსტების შექმნას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ის თქვენს მომხმარებელს დააფრთხობს და შემდგომი კომუნიკაციის შესაძლებლობასაც დაკარგავთ. გადადით მთავარ სათქმელზე, შექმენით მარტივი და გასაგები მესიჯი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მასობრივი SMS მარკეტინგი

15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს

მასობრივი SMS მარკეტინგის 8 სარგებელი