media-4

ტოპ 3 პროგნოზი 2021 წლის SMS ინდუსტრიის ტენდენციებთან დაკავშირებით

  • 26 თებ 2021
  • სმს მარკეტინგი
ტოპ 3 პროგნოზი 2021 წლის SMS ინდუსტრიის ტენდენციებთან დაკავშირებით

უამრავ წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2021 წლისთვის, sms ინდუსტრიის ტენდენცია სამი მნიშვნელოვანი ასპექტისგან იქნება განპირობებული. ეს სამი ასპექტია მომხმარებლის ქცევა, ციფრული ლანდშაფტის ტრანსფორმაცია და მობილური რეკლამირების დინამიკა. თითოეულ მათგანს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ.

მომხმარებლის ქცევა

მომხმარებელთა ქცევა გახდება ყველაზე კრიტიკული ნაწილი მარკეტინგული კვლევებისთვის, რაც ბრენდების მიერ მათი ყურადღების ცენტრში მოხვედრის გამწვავებული სურვილიდან გამომდინარეობს. ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად, მომხმარებლები უამრავი არჩევნის წინაშე დადგებიან. კომპანიებმა კი სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტი და შეიმუშავონ შესაბამისი სტრატეგიები.

მრავალფეროვანი სტრატეგიების შემუშავებისთვის ბრენდებს დასჭირდებათ SMS მარკეტინგული კამპანიების განხორციელება. ამის პარლელურად SMS ინდუსტრია უფრო გაიზრდება. იმის გამო, რომ უფასო საკომუნიკაციო პროგრამებს, როგორებიცაა WhatsApp და Telegram, უფრო აქტიურად იყენებენ ადამიანები, P2P (person to person) SMS კომუნიკაცია გარკვეულწილად თავის ხიბლს კარგავს.

მაგრამ SMS მაინც ინარჩუნებს თავის უპირატესობას კომუნიკაციის უფრო მაღალ დონეზე. ის არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას და სმარტფონის დახვეწილ მოდელს. იგი მომხმარებელთან კომუნიკაციის უფრო მოკრძალებული ფორმაა.

კომპანიებისთვის A2P (Application to Person) SMS კვლავ უპირატეს ვარიანტად დარჩება, რადგან მისი გამოყენება შედარებით იაფია და იძლევა რეალურ დროში კომუნიკაციის საშუალებას. თუმცა, იგი ინდუსტრიის ყველა სექტორში ეფექტური არ იქნება.

 

ციფრული ლანდშაფტის ტრანსფორმაცია

2021 წელს SMS ინდუსტრიაზე დიდი გავლენა ექნება ციფრულ ლანდშაფტს. კომუნიკაციის მუდმივად მზარდი ტექნოლოგები ავტომატურად შეცვლის ბიზნესის მუშაობის პრინციპებს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის ტექნოლოგია უფრო სწრაფი გახდება. მნიშვნელოვანია, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს თქვენს ბიზნესზე 2021 წელს შექმნილი ახალი საკომუნიკაციო საშუალებები.

სავაჭრო ბაზარზე მზარდი კონკურენციის გამო, მომხმარებელთა ყურადღების მიპრობა სულ უფრო გართულდება. ამის გამო, მარკეტინგულმა კამპანიებმა მეტი კრეატიულობა და მდგრადობა უნდა გამოიჩინონ. მომხმარებელთან კომუნიკაცია კი თქვენი საერთო ბიზნეს გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი გახდება.

ამ ფაქტების გამო, მარკეტერებს მოეთხოვებათ, ორიენტირდნენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევაზე და მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფილებაზე. თუ ამ სტრატეგიებს შეიმუშავებთ, თქვენი ბრენდი კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე.

 

მობილური რეკლამირების დინამიკა

2021 წლისთვის SMS ინდუსტრია უფრო მეტად იქნება დამოკიდებული მობილური რეკლამირების დინამიკაზე. პოტენციური კლიენტების ყურადღების მიპყრობის მიზნით, სარეკლამო კლიმატი უფრო მრავალფეროვანი გახდება, რაც გულისხმობს თითოეული ბრენდის მიერ განსხვავებული კონტენტის შექმნას. რაც უფრო მეტ პერსონალურობასა და სიმარტივეს გამოიჩენთ მომხმარებელთან კომუნიკაციისას, მით ეფექტური იქნება თქვენი მარკეტინგული კამპანია. მიმზიდველი კონტენტის შექმნის პროცესში თქვენი სტრატეგიები დაიხვეწება და ყოველ ჯერზე უკეთესს შედეგამდე მიგიყვანთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მასობრივი SMS მარკეტინგი

მასობრივი SMS მარკეტინგის 8 სარგებელი

15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს