media-4

რა სარგებელი მოაქვს SMS მარკეტინგს

  • 30 მაი 2022
  • სმს მარკეტინგი
რა სარგებელი მოაქვს SMS მარკეტინგს

SMS მარკეტინგი ბევრი მარკეტოლოგისთვის მიმალული მარგალიტია და შეიძლება, რომ ის მისტიკურ ინსტრუმენტადაც ჩავთვალოთ. მისტიუკურია ის თუ არა, მობილურ სამყაროში ბიზნესის ცნობადობის გავრცელებაში, ნამდვილად უდიდეს როლს თამაშობს. რეალურად, ტექსტურ შეტყობინებებს ხომ თითოეული ადამიანი ყოველდღიურად იყენებს. 

SMS მარკეტინგისგან მიღებული ბენეფიტები, მას ერთ-ერთ სასურველ და ძლევამოსილ ხელსაწყოდ აქცევს სარეკლამო სამყაროში. შესაბამისად, ის ბიზნესებისთვისაც შესანიშნავ არჩევანია. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ახალი მომხმარებლის მოზიდვა სურთ.

 

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს SMS მარკეტინგს?

მეილთან შედარებით, გახსნის მაღალი მაჩვენებელი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რაც სმს მარკეტინგს ახასიათებს, მისი გახსნის მაჩვენებელია და ის 98%-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი ყველა სხვა სარეკლამო ინსტრუმენტისას აჭარბებს. მეილების წაშლა ძალიან მარტივია და შესაძლოა ხშირად სპამებშიც მოხვდნენ, რის გამოც მომხმარებლის ყურადღების მიღმა დარჩნენ. თუმცა, მობილური მოწყობილობებისა და მესიჯების პოპულარობიდან გამომდინარე, ტექსტური შეტყობინება ძალიან იშვიათად რჩება უყურადღებოდ.

რენტაბელურობა

მომხმარებლისთვის ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ძვირი ნამდვილად არ ჯდება. ხარჯები ადამიანთა დიდ ჯგუფთან დაკავშირების დროსაც კი, პრობლემას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით სხვა მარკეტინგულ ხელსაწყოებთან შედარებით, ის საგრძნობლად იაფია. ახლადშექმნილი ბიზნესებისთვის, რომლებიც დაბალი ხარჯებით ცდილობენ მომხმარებლებთან დაკავშირებას, ეს ძალიან კარგი და გონივრული არჩევანი შეიძლება იყოს.

მობილურზე მორგებული

დღესდღეობით, ბიზნესის მობილურ მოწყობილობებზე თავსებადობა და მორგება, საკმაოდ დიდი პლიუსია. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს მობილურს ყოველდღიურად შოპინგისა და სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად. ასეთი პოტენციალი კი ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.

ფართო დემოგრაფიული აუდიტორია

ვინაიდან, მობილური მომხმარებლების რიცხვი უსაზღვროდ დიდია, მათი დემოგრაფიული მახასიათებლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ნაცვლად იმისა, რომ ერთ კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფზე კონცენტრირდეთ, SMS მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, რომ გაცილებით ფართო აუდიტორიას მისწვდეთ. მისი დახმარებით, შეგიძლიათ მსოფლიოს გარშემო ნებისმიერი ტიპის ადამიანს აცნობოთ თქვენი ბრენდის შესახებ, მთავარია, მას მობილური ჰქონდეს.

მუშაობს სხვა მარკეტინგულ ხელსაწყოებთან ერთადაც

არ არის აუცილებელი, რომ სმს მარკეტინგი ცალკეულ სტრატეგიად აირჩიოთ და სხვები უგულვებელჰყოთ. მისი გამოყენება სხვა მარკეტინგულ სტრატეგიებთან ერთადაც შეგიძლიათ. გამოიყენეთ SMS მარკეტინგი, რათა უფრო მეტი ადამიანი დააინტერესოთ თქვენი სოციალური მედია არხებით. შეგიძლიათ, რაიმე ფასდაკლება შესთავაზოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ვებ-გვერდიდან პროდუქციას შეიძენენ.

სწრაფი მიწოდება

როდესაც საქმე SMS-ებს ეხება, ლოდინზე საუბარიც კი ზედმეტია. გაგზავნის ღილაკზე თითის დაჭერით, შეგიძლიათ გარანტირებულად ჩათვალოთ, რომ თქვენი მომხმარებელი შეტყობინებას მომენტალურად მიიღებს.

სმს მარკეტინგის გამოყენების შემთხვევაში, თითქმის გამორიცხულია შეხვდეთ რაიმე სახის სირთულეს, რომელიც პროცესს გააჭინაურებს. მაგალითად, ვერ შეხვდებით მარკეტინგულ მასალებს, რომელთა დაბეჭვდასაც ელოდებით, ან დიზაინებს, რომლებიც ჯერ კიდევ დასასრულებელია.

ერთადერთი რამ, რაც გჭირდებათ, ტექსტის შედგენა და მისი მომხმარებლებთან გაგზავნაა. რადგან უკვე ვიცით, რომ მეილებთან შედარებით მათი გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, შეგიძლიათ დარწმუნებულიც იყოთ, რომ მომხმარებელი თქვენს მნიშვნელოვან მესიჯს ძალიან სწრაფად და მარტივად წაიკითხავს.

მომხმარებელთა მაღალი ჩართულობა

SMS მარკეტინგი არ არის უბრალოდ გამარტივებული გზა მომხმარებელთან დასაკვშირებლად და ჩართულობის გასაზრდელად. ის მომხმარებელს ბრენდთან უფრო აახლოვებს. ბიზნესი უფრო მეტად ხდება მომხმარებელთა ცხოვრების ნაწილი. ის აღარ არის უბრალოდ „მაღაზია, სადაც ზოგჯერ შევივლით ხოლმე“, ის უკვე ჩვენს მობილურებშია და მუდმივად გვახსენებს თავს.

მოქნილი და პერსონალიზებადი

SMS შეტყობინებების მოქნილობა და ადაპტაცია, მისი ერთ-ერთი უნიკალური სარგებელია. თქვენ შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებები ნებისმიერ მესიჯს მოარგოთ. შესაძლოა გამოაცხადოთ ფასდაკლება, დროებითი აქციები, დააჯილდოვოთ ლოიალური მომხმარებლები, გაარეკლამოთ ახალი პროდუქტი, გააზიაროთ სიახლეები და სხვა... ეს შესანიშნავი ხელსაწყოა როგორც დიდი, ასევე მცირე ბიზნესისთვის.

ალბათ, გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგექმნათ იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს SMS მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის. შეიძლება ის ისეთი ტრენდული არ არის, როგორც სოციალური მედია, მაგრამ შედეგების კუთხით ჯანსაღ კონკურენციასაც უწევს მას. უამრავ სარგებელთან ერთად, SMS - მარკეტინგის ხარჯიანობაც საკმაოდ დაბალია, ამიტომ მარტივად შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მოსინჯვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორია SMS მარკეტინგის მომავალი

SMS მარკეტინგის 40 სტატისტიკა, ტრენდები და მახასიათებლები

SMS მარკეტინგის ტოპ 10 სტრატეგია