15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს

თუ თქვენი პროდუქტის პრომოციას ცდილობთ და გსურთ, რომ ის მსოფლიოს გააცნოთ, ის აუცილებლად ადამიანების მობილურებში უნდა მოახვედროთ. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები არიან. იქნება ეს მობილურის ბანერი, ვიდეო თამაშში რეკლამა თუ QR კოდი, მობილურით მომხმარებლებზე ხმის მიწვდენის მეთოდების დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს.
ერთ-ერთი ასეთი მეთოდი არის სმს მარკეტინგი. ეს არის დაბალფასიანი, მაღალ შედეგიანი მარკეტინგული ხერხი, რომელიც ტექსტობრივი საშუალებით მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ეს მეთოდი, დაწყებული მისი დაბალი ფასიდან, დამთავრებული იმ ფაქტით, რომ მესიჯებს ყველა კითხულობს.
SMS მარკეტინგის სწორად გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებლებთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარებაა შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისათვის, რომ სმს-ებზე გამოხმაურებების რეიტინგი მაღალი გქონდეთ:
- გაუკეთეთ წახალისებები
შესთავაზეთ კუპონები ტექსტების მეშვეობით მათ, ვინც თქვენი სმს-ების გამომწერი გახდება. ეს მომხმარებლებს თავს „ლოიალური კლუბის“ ნაწილად აგრძობინებს.
- გააგზავნეთ მოკლე და პოზიტიური შეტყობინებები
სმს-ების 90% 3 წუთში იკითხება და ძირითადად გამოყენებულია 160 სიმბოლო. დარწმუნდით, რომ თქვენი ტექსტი მომხმარებლებს დაამოტივირებს პოზიტიური გამოხმაურებისთვის.
- სმს-ში გამოყენებული უნდა იყოს მკაფიო „call-to-action“
სმს კამპანიას ამუშავებს ორი ფაქტორი: საკვანძო სიტყვა (keyword) და მოკლე კოდი (short code). თუ გსურთ, რომ მომხმარებლებმა თქვენს სმს კამპანიაში მონაწილეობა მიიღონ, დარწმუნდით, რომ ეს ორი ფაქტორი თქვენს მესიჯში არ ჩაიკარგება.
- გახადეთ შეტყობინება ინტერაქციული
დაამატეთ საიტის ან სოციალური მედიის ლინკები. ეს სხვადასხვა გვერდებზე გადასვლის შანსს გაზრდის.
- დაამოტივირეთ მომხმარებლები ტექსტის საშუალებით
მესიჯის საშუალებით თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ სოციალური მედიის ლინკების გაზიარება. საუკეთესო რეკლამა არის word of mouth და შეგიძლიათ, ტოპ რეფერალები დააჯილდოვოთ სპეციალური შეთავაზებით ან უფასო პროდუქტით.
- გააჩინეთ ლიმიტის შეგრძნება
შეთავაზების ვადის ამოწურვის თარიღის დამატებით მომხმარებლების საპასუხო რეაქცია ჩქარდება და შედეგი უფრო სწრაფად დგება.
- გაუკეთეთ ექსკლუზიური შეთავაზება კონკრეტულ მომხმარებლებს
თუ თქვენ VIP მომხმარებლებთან აგზავნით სმს-ს, დარწმუნდით, რომ ეს შეთავაზება მხოლოდ მათთვისაა, ეს მათ განსაკუთრებულობის შეგრძნებას გაუჩენს.
- გამოიყენეთ ტექსტები ანკესად თქვენი სოციალური მედიისთვის
სოციალურ მედიაში გაკეთებულ შეთავაზებას ხელი შეუწყვეთ სმს-ის საშუალებით და გააგზავნეთ ამ შეთავაზების ლინკები.
- დასვით შეკითხვა ან გააგზავნეთ კვლევები
ჰკითხეთ მომხმარებლებს აზრი პროდუქტის ან იდეის შესახებ. როდესაც გექნებათ პასუხები, აცნობეთ ამის შესახებ მათ ან დაპოსტეთ სოციალურ მედიაში.
- გააგზავნეთ სმს შეტყობინება იმეილის გაგზავნის პარალელურად
მომხმარებლები ორივე შემთხვევაში შეტყობინებას ტელეფონში იღებენ, ასეთ დროს გამოხმაურების მაჩვენებელი იზრდება.
- გააგზავნეთ ტექსტი სწორ დროს
ეცადეთ სმს ისეთ დროს გააგზავნოთ, რომ ადრესატები დაკავებულები არ იყვნენ - სამსახურამდე, სამსახურის შემდეგ ან ლანჩის დროს. ზოგადი წესის მიხედვით, სმს არ უნდა გააგზავნოთ დილით 9-მდე და საღამოს 9 საათის შემდეგ.
- ჰკითხეთ მომხმარებლებს თუ რას ანიჭებენ უპირატესობას
დაინტერესდით, როდის სურთ სმს-ის მიღება და რა სახის ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას. შემდეგ უკვე მოარგეთ თქვენი სმს სტრატეგია მათ სურვილებს.
- გაგზავნეთ პერსონალიზებული ტექსტი
მომხმარებლები ისეთ სმს-ებს პასუხობენ, რომლებიც პირადად მათ ეკუთვნით, ამიტომ მიმართეთ სახელით. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მომხმარებლებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
მსგავსად ყველა მარკეტინგული მეთოდისა, სმს მარკეტინგიც საჭიროებს დროის დათმობას, რომ გააუმჯობესოთ თქვენი უნარები. სმს-ები დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები თქვენს კომპანიას.
ასევე დაგაინტერესებთ:
მასობრივი SMS მარკეტინგის 8 სარგებელი
ტოპ 3 პროგნოზი 2021 წლის SMS ინდუსტრიის ტენდენციებთან დაკავშირებით