media-4

SMS მარკეტინგის მარტივი მაგალითები

  • 01 ნოე 2021
  • სმს მარკეტინგი
SMS მარკეტინგის მარტივი მაგალითები

დღევანდელ ციფრულ სამყაროში მარკეტინგული მეთოდები მუდმივად იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება, მისი გამოყენების ზრდა და ჩვენი მობილურზე დამოკიდებულების მატება - SMS მარკეტინგის პოპულარიზაციის წინაპირობა გახდა. SMS მარკეტინგი ეფექტური გზაა მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად. იმის გათვალისწინებით, რომ სატელეფონო მესიჯების 90% მიღებიდან 90 წამის განმავლობაში იხსნება, შეგიძლიათ გარანტია გქონდეთ, რომ მომხმარებელი თქვენს მესიჯს წაიკითხავს. გარდა ამისა, იმეილ მარკეტინგსა და სხვა ტაქტიკებთან შედარებით, SMS მარკეტინგი უფრო მაღალი ჩართულობითაც ხასიათდება, რადგან ტექსტური შეტყობინებები უფრო სწრაფად იკითხება და სპამადაც ნაკლებად აღიქმება.

მიუხედავად იმისა, რომ SMS მარკეტინგი არაერთი დადებითი მახასიათებლებით გამოირჩევა, ყოველთვის მარტივი არ არის იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა შევიტანოთ თითოეულ მესიჯში.

  1. გაარეკლამეთ სპეციალური ღონისძიებები SMS მარკეტინგის საშუალებით

სარფიანი შეთავაზება ყველას მოსწონს. განსაკუთრებით ეფექტურია შეთავაზებები სადღესასწაულო სეზონებზე, დაბადების დღეებზე და გამორჩეულ, სპეციალურ ივენთებზე. ასეთი სარეკლამო მესიჯების გაგზავნა საკმაოდ რენტაბელური და ეფექტურია, თანაც მათი პერსონალიზაციაც მარტივადაა შესაძლებელი. ვის არ მოეწონება ფასდაკლების მიღება ან ერთი ნივთის შეძენის შემთხვევაში მეორე უფასო ნივთის მიღება მის რჩეულ მაღაზიაში, თანაც საკუთარ დაბადების დღეზე?

  1. შექმენით დაუყოვნებლობის შეგრძნება

სარეკლამო მესიჯის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებისთვის კონკრეტული ვადის დაწესება საკმაოდ ეფექტური გზაა. თუ მომხმარებელმა იცის, რომ შეთავაზება ორ დღეში მთავრდება და ამის შემდეგ ვეღარ შეძლებს სასურველი პროდუქტის მიღებას, მას უფრო მეტი სტიმული ეძლევა, რომ პროდუქტის შესყიდვა აღარ გადადოს.

ყოველთვის დაურთეთ შეტყობინებას ბმული შესაბამისი გვერდისთვის, სადაც მომხმარებელს პროდუქტის შეძენა შეეძლება. ეს თქვენთვის სასურველი საბოლოო შედეგის დადგომის შანსებს საგრძნობლად ზრდის.

  1. შეაგროვეთ უკუკავშირი თქვენი სერვისის შესახებ

უკუკავშირის შეგროვება მომხმარებლისგან გაცილებით მარტივია SMS მარკეტინგის დახმარებით. მომხმარებლები იმეილ შეტყობინებას ხშირად არ ეხმაურებიან და საკუთარ შეფასებას არ აგზავნიან, თუმცა SMS-ის სახით ეს შესაძლოა, გაცილებით სწრაფი იყოს და საკუთარი აზრის დაფიქსირებაზეც უფრო მარტივად დაგთანხმდეთ მომხმარებელი.

ეცადეთ, კითხვები რაც შეიძლება მოკლე და კონკრეტული იყოს. მოითხოვეთ პასუხები მარტივი ფორმატით, მაგალითად „აკრიფეთ 1 თანხმობის ნიშნად ან 2 უარყოფისთვის.“ 

  1. მიაწოდეთ მომხმარებელს რელევანტური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მომხმარებელი ყოველთვის დააფასებს ისეთი შეტყობინების მიღებას, რომელიც მას რაიმეს მოგვარებაში ეხმარება ან რაიმეს უმარტივებს. ასევე, გახადეთ ხელმისაწვდომი დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც.

  1. ჩამოაყალიბეთ ურთიერთობა მომხმარებელთან

მართალია, სპეციალური შეთავაზებებებისა და შეხსენებების გაგზავნა ჩართულობის ასამაღლებლად ეფექტური საშუალებაა, თუმცა ამის გარდა მომხმარებლის უკეთ გაცნობას და ურთიერთობის გაღრმავებასაც უნდა ეცადოთ. პერიოდულად შეამოწმეთ მათთან, სჭირდებათ თუ არა რაიმეში დახმარება, დმატებითი ინფორმაცია ან მომსახურება. ეს მათ აჩვენებს, რომ თქვენ მათთან გრძელვადიანი კავშირის დამყარება გსურთ და მათზე ზრუნავთ. SMS მარკეტინგის საშუალებით ურთიერთობის გამყარება გაცილებით მარტივია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

SMS მარკეტინგის 40 სტატისტიკა, ტრენდები და მახასიათებლები

SMS მარკეტინგი: მაგალითები და რჩევები 2021 წლისათვის

სმს მარკეტინგი 2021 წელს