მასობრივი SMS მარკეტინგის 8 სარგებელი

ამჟამად სმარტფონებს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანი მოიხმარს, ეს რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესები აქტიურად იყენებენ SMS შეტყობინებებს მომხარებელთან ურთიერთობისთვის. ის საშუალებას გვაძლევს, დავგეგმოთ და გავავრცელოთ ჩვენს მომხარებელზე მორგებული შეტყობინებები სხვადასხვა ტიპობრივი ჯგუფების მიხედვით. სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად SMS ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური გზაა.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, რატომ უნდა დაუთმოთ სმს მარკეტინგს დრო და ფული, წარმოგიდგენთ რვა ძირითად საშუალებას, რომლის მიღებაც შეუძლია თქვენს ბიზნესს SMS მარკეტინგისაგან.
- მყისიერი შედეგი
ელექტრონული ფოსტებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელს უყურადღებოდ დარჩეს, SMS შეტყობინების ნახვას სულ რაღაც 7 წამი სჭირდება. მთავარია, ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენი სმს რამოდენიმე წამში საჭირო ადრესატთან მოხვდება
- შეტყობინების გახსნის მაღალი მაჩვენებელი
მეილების 20 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, SMS შეტყობინებების გახსნის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. მართალია ეს იმას არ ნიშვნავს, რომ ყველა წაიკითხავს თქვენს შეტყობინებას, მაგრამ უფრო მეტი შანსია, თქვენმა მარკეტინგულმა მესიჯმა გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე, ძირითადად კომპანიები ცდილობენ, მთავარი სათქმელი შეტყობინების საწყის წინადადებებში თქვან, რადგან სწორედ ამ რამდენიმე სიტყვამ უნდა მიიქციოს სამიზნე აუდიტორიის ყურადღება.
- მორგებული კამპანიები
მასობრივი SMS კომუნიკაციები საშუალებას გაძლევთ, მიწვდეთ თქვენს სეგმენტირებულ აუდიტორიას, ცალკეულ ჯგუფებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს. პერსონალიზაცია SMS მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რა თქმა უნდა, შეტყობინებები უნდა განსხვავდებოდეს არსებული და პოტენციური მომხმარებლის მიხედვით. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ, შექმნათ შაბლონი მესიჯისთვის და ის ყოველ ჯერზე შეცვალოთ. უფრო დიდი შანსია, მეტი გამოხმაურება მიიღოთ შეტყობინებიდან, რომელიც პერსონალურად მიმართავს ადრესატს.
- კონვერტაციის შთამბეჭდავი მაჩვენებელი
მეილებზე გამოხმაურების მაჩვენებელი 6%-ია, მაშინ, როცა SMS შეტყობინებებისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 45%-ს შეადგენს. უმრავლესობა ამგვარ შეტყობინებებზე 90 წამში რეაგირებს, ელექტრონულ ფოსტაზე კი სტანდარტულად - 90 წუთში. SMS მარკეტინგის სტრატეგიით ნებისმიერ კამპანიაზე ყოველთვის უფრო მაღალ გამოხაურებას მიიღებთ, იქნება ეს სარეკლამო შეთავაზება თუ გამოკითხვა.
- მიწოდების შემცირებული ბარიერები
მარკეტინგული მეილები ხშირად დანიშნულების ადგილს ვერც აღწევენ გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, თუმცა SMS-ს მსგავსი რამ არ ახასიათებს. ამ შემთხვევაში დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტყობინება იდეალურ შემთხვევაში 100%-მდე ადრესატსაც მიწვდება.
- მინიმალური ძალისხმევა მომხმარებლისგან
SMS შეტყობინების მაქსიმალური მოცულობა 160 სიმბოლოა, ამიტომაც მარკეტერები იძულებულნი არიან, მოკლე და ლაკონური ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს. მოკლე მესიჯებით ისინი უკეთ იგებენ კამპანიის არსს და არ უწევთ უშველებელი ტექსტების კითხვა. სატელეფონო პროვაიდერები საკმაოდ მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობენ სმს გამოხმაურებისათვის. რაც უფრო ადვილი წასაკითხი იქნება თქვენი შეტყობინება, მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ მას გამოხმაურება მოჰყვეს.
- ნაკლები დანახარჯები
სხვა მარკეტინგულ არხებთან შედარებით, როგორებიცაა ტელევიზია, ბეჭდური მედია ან რადიო, SMS მარკეტინგი საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია. მას დაბალი დანახარჯები და ინვესტიციაზე მაღალი უკუგება ახასიათებს (ROI), განსაკუთრებით სხვა მარკეტინგულ სტრატეგიებთან შედარებით.
თქვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იმ ადამიანებს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს პროდუქტზე, ვისაც რეალური საჭიროება გააჩნია. ეს ზოგავს თქვენს დროსა და ლიდებზე დახარჯულ ფულს, ამასთანავე ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს იმიჯსაც.
SMS მარკეტინგის შესაძლებლობები უსაზღვროა ვინაიდან, მობილურის მომხარებელთა რიცხვი, ისევე როგორც შეტყობინებების გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მასობრივ SMS მარკეტინგს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესებისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს
ტოპ 3 პროგნოზი 2021 წლის SMS ინდუსტრიის ტენდენციებთან დაკავშირებით