მასობრივი SMS მარკეტინგი

დღესდღეობით მსოფლიოში უფრო მეტი მობილური ტელეფონია, ვიდრე ადამიანი, რაც მას კომუნიკაციისთვის ყველაზე გამოყენებად მოწყობილობად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად სმარტფონის მომხმარებელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, SMS მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგას.
სტატისტიკები მასობრივი SMS მარკეტინგის შესახებ
SMS კამპანიების ეფექტურობა და მისი შესრულების სტატისტიკა ციფრული მარკეტინგის სხვა არხებთან შედარებით კვლავ ყველაზე შთამბეჭდავია. ეს მოიცავს:
- შეტყობინების გახსნის სიხშირე 98%
- SMS-ების 90% იხსნება მიღებიდან 3 წუთის განმავლობაში
- SMS შეტყობინების გახსნის მაჩვენებელი ხუთჯერ აღემატება ელექტრონული ფოსტისას
- საშუალოდ, SMS-ზე გამოხმაურებისთვის საჭირო დრო 90 წამია
რას ეწოდება მასობრივი SMS მარკეტინგი?
მასობრივი SMS მარკეტინგი არის ციფრული მობილური მარკეტინგის არხი, რომელსაც ნებისმიერი კომპანია და ბრენდი იყენებს დიდი რაოდენობით მესიჯების გასაგზავნად. აღსანიშნავია, რომ ეს მესიჯები იგზავნება მოწყობილობაზე, რომელსაც ადამიანი დღეში დაახლოებით ოთხმოცჯერ მაინც ამოწმებს.
აუდიტორიამდე მესიჯის ასეთი სწრაფი მიწოდების შესაძლებლობა არის ზუსტად ის, რისი დამსახურებითაც SMS შეტყობინებებმა დროს გაუძლო, მიუხედავად ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებისა.
რატომ ვიყენებთ SMS მარკეტინგს?
SMS მარკეტინგი საკმაოდ ეფექტური და ძლიერია, როდესაც უფრო ფართო მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. ამაზე ცალსახად მეტყველებს მისი მახასიათებლები:
- უკავშირდება ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით: SMS მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს, დავუკავშირდეთ და გავზარდოთ ჩვენი აუდიტორიის ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით, თანაც ნაკლები დანახარჯებით.
- ჩართულობა წამებში: თქვენი მესიჯი სულ რამდენიმე წამში მიეწოდება მომხმარებელს და ამავე დროში იხსნება მიღებული შეტყობინებაც. სხვა არხებისგან განსხვავებით, თქვენ დარწმუნებულები იქნებით, რომ მესიჯები შეტყობინებებში შეუმჩნეველი არ დარჩება.
- ერგება ყველანაირ ბიზნესს: მისი გამოყენება ნებისმიერი მოცულობის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული ტურისტული სააგენტოებიდან, დამთავრებული ბანკებით.
- სრულფასოვანი მიწოდება: როდესაც სხვა არხებით აგზავნით შეტყობინებას, მაგალითად ელ-ფოსტით, შეიძლება ის არ მიწვდეს ყველა მომხმარებელს და დაიკარგოს, მაგრამ მობილურის შემთხვევაში, ამის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.
- სხვა არხებთან ინტეგრაცია საუკეთესო საშუალებაა: როდესაც SMS მარკეტინგი სხვა არხებთან არის ინტეგრირებული, განსაკუთრებით იმეილ მარკეტინგთან, ის ყველაზე ეფექტური და ძლიერი ხდება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეს ელექტრონული ფოსტა, ამიტომაც ძალიან ეფექტურია, თუ SMS შეტყობინებით ამცნობთ მომხმარებელს, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე საინტერესო სიახლე ელოდებათ.
გახსოვდეთ, რომ მომხმარებელთან კონტაქტის დროს ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ მზად თქვენთან კომუნიკაციისთვის.
მასობრივი SMS მარკეტინგის რჩევები თქვენი კამპანიისთვის
- გამოიყენეთ მაქსიმუმ 160 სიმბოლო: როგორც იცით, SMS შეტყობინებით მაქსიმუმ 160 სიმბოლო იგზავნება. შესაბამისად, უნდა ეცადოთ, რომ მისი საშუალებით, მეტად ღირებული და ლაკონური ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს.
- დროული გზავნილები: ეცადეთ, რომ მომხმარებელი ელოდოს თქვენგან მომდევნო შეტყობინებას, საინტერესო სიახლეებს ან ფასდაკლებებს. აგზავნეთ შეტყობინებები ისე, რომ მათ უბიძგოთ სწრაფი რეაგირებისკენ.
- დაყავით თქვენი აუდიტორია: SMS კამპანიის წამოწყებისას, აუცილებელია დაყოფილი გყავდეთ თვენი აუდიტორია დემოგრაფიული, ან სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. ამით თქვენ დარწმუნდებით, რომ შეტყობინება მისდის საჭირო ადამიანს და მაქსიმალურად მორგებულია მასზე.
- პერსონალიზაცია: ეცადეთ, რომ გამოიყენოთ მომხმარებლის სახელები, რათა მეტად გაზარდოთ ჩართულობა. ზოგადი სმს შეტყობინებების გაგზავნის ნაცვლად, გამოიყენეთ მოდიფიცირებული შეტყობინებები, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია თითოეულ მომხმარებელზე. ასევე, გამოიყენეთ თქვენი ბრენდის სახელი მეტი ჩართულობისათვის.
- გაანალიზეთ და დახვეწეთ წინა კამპანიები: გამოყავით დრო წინა კამპანიების გასაანალიზებლად. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, როდის არის საუკეთესო დრო შეტყობინებების გასაგზავნად.
როგორ ბიზნესებს შეუძლიათ SMS მარკეტინგის გამოყენება?
SMS მარკეტინგის გამოყენება ნებისმიერი სახისა და მოცულობის ბიზნესს შეუძლია, ნებისმიერი მიზნით. ის შესაძლოა, კომბინირებული იყოს A2P (Application to Person) SMS-თან ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ უსაფრხოების შეტყობინებების ან შეხსენებების გაგზავნა უფრო ეფექტური მომსახურებისთვის.
ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საკუთარ ბაზასთან კომუნიკაციას ამყარებს, შეუძლია მარტივად გამოიყენოს SMS მისი სარეკლამო მიზნებისთვისაც. ახლა რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ იმ ინდუსტრიებიდან, რომლებიც SMS მარკეტინგს იყენებენ, როგორც მთლიანი მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტს.
ელექტრონული კომერცია
SMS-ის გამოყენება საკმაოდ ეფექტური და გამოსადეგია მარკეტინგული არხების გაძლიერებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის, განსაკუთრებით კი ელექტრონული კომერციისათვის. ეს გარანტიაა, რომ შეთავაზებებს, რომლებიც კეთდება სადღესასწაულო პერიოდებში, აუცილებლად ნახავს თქვენი აუდიტორია. ასევე SMS შეტყობინებას შეგიძლიათ, დაურთოთ თქვენი ვებ-გვერდის ბმული, რათა პირდაპირ შეძლონ სასურველი პროდუქტის შერჩევა.
სავაჭრო მაღაზიები
გარდა ელექტრონული კომერციის შემოსავლების ზრდისა, SMS მარკეტინგი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოხმარებლის მაღაზიამდე მისაყვანადაც და ისეთი შესყიდვის განსახორციელებლად, რომელიც სრულიად მორგებულია სპეციფიკურ მომხმარებელზე.
ტელეკომუნიკაციები
დარწმუნდით, რომ მომხმარებლებმა იციან სპეციალური შეთავაზებების შესახებ, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ. SMS შეტყობინებები კარგი საშუალებაა ჯვარედინი გაყიდვებისა და დამატებითი შემოსავლების გენერირებისათვის.
საბანკო ინსტიტუტები
გამოიყენეთ SMS ჯვარედინი გაყიდვებისთვის და გაუგზავნეთ თქვენს მომხმარებელს ისეთი შეთავაზებები, რომლითაც ისინი სავარაუდოდ დაინტერესდებიან.
თქვენი აუდიტორიის დაყოფა ასაკის მიხედვით ეფექტური საშუალებაა, რათა იცოდეთ, როდის შეიძლება იყოს ესა თუ ის მომხმარებელი, სხვადასხვა ეტაპზე კონკრეტული პროდუქტით დაინტერესებული, მაგალითად სესხით ან იპოთეკით.
SMS-ის მრავალფეროვნებაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენება ყველა სახის ბიზნესს შეუძლია. დარწმუნდით, რომ მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
მასობრივი SMS მარკეტინგის 3 სტრატეგია 2021 წლისათვის
მასობრივი SMS მარკეტინგის 8 სარგებელი
15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს