SMS მარკეტინგის 40 სტატისტიკა, ტრენდები და მახასიათებლები

საკუთარ ტელეფონებში შეტყობინებების, ტექსტებისა და შეხსენებების შემოწმება ბევრისთვის გაუცნობიერებელ, ინსტინქტურ ქმედებად იქცა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმარტფონები ადამიანების ცხოვრების უდიდესი ნაწილი გახდა.
სწორედ ამიტომ, სმს მარკეტინგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როდესაც ამდენი ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს თავის ტელეფონს, რატომ არ უნდა გავუგზავნოთ შეტყობინებები პროდუქტების, შეთავაზებების და ფასდაკლებების შესახებ?
იმეილ მარკეტინგის მსგავსად, კომპანიები იყენებენ სმს მარკეტინგის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ გაზარდონ კონვერტაციები და მიწვდნენ მეტ მომხმარებელს.
სტატიაში ვისაუბრებთ 40 სტატისტიკაზე, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სმს მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
თემები:
- სმს მარკეტინგი და მომხმარებლები
- სმს მარკეტინგის შედარება სხვა სტრატეგიებთან
- სმს მარკეტინგის ეფექტურობა
- სმს მარკეტინგის მომავალი
- როგორ გამოვიყენოთ სმს მარკეტინგის სტატისტიკები
სმს მარკეტინგი და მომხმარებლები
საიდუმლო არ არის, რომ სმს მარკეტინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე სამყაროში.
ტელეფონების ხშირი მოხმარებიდან გამომდინარე სმს მარკეტინგის ხილვადობა საკმაოდ მაღალია, ასევე სმს რეკლამებზე გამოხმაურებების მაჩვენებელიც საკმაოდ დიდია.
ამ სექციაში გაჩვენებთ, თუ როგორ იზრდება მომხმარებლების გამოხმაურების მაჩვენებელი სმს მარკეტინგზე:
- მილენიალების 72% დღეში 10-ზე მეტ სმს-ს აგზავნის, 31% კი 50-ზე მეტს.
- მილენიალების 83% სმს შეტყობინებას მიღებიდან 90 წამში ხსნის.
- მილენიალების 60%-ს ურჩევნია, მათთვის საინტერესო კომპანიებთან მიწერის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ კვირაში 5-ზე ნაკლები შეტყობინება მიიღონ მათგან.
- მილენიალები ამჯობინებენ, მიიღონ შეტყობინებები: ჩაწერის შესახებ შეხსენებები (62%), მიწოდების შეტყობინებები (59%) და გადასახადების შეხსენებები (48%) .
- მომხმარებლების 77%-ს პოზიტიური აღმა აქვს კომპანიების მიმართ, რომლებიც სმს მარკეტინგს იყენებენ.
- მომხმარებლების 31% კვლევას სმარტფონებით პასუხობს.
- სმარტფონების მომხმარებლების 62% ამოწმებს ტელეფონს გაღვიძებისთანავე. 75% გაღვიძებიდან 15 წუთის განმავლობაში.
- მილენიალების 75% ამჯობინებს, სმს შეტყობინებები მიიღოს პროდუქტის მიწოდების, პრომოციის და კვლევების შესახებ.
- მომხმარებლების 64% ამჯობინებს სმს შეტყობინებას ვიდრე ხმოვან ზარს მომსახურების მისაღებად.
- ონლაინ საცალო მოვაჭრეების 71% არ პასუხობს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ამ მოთხოვნებს.
სმს მარკეტინგის შედარება სხვა სტრატეგიებთან
მიუხედავად იმისა, რომ სმს მარკეტინგი ახალია ციფრული მარკეტინგის სამყაროში, სტატისტიკები აჩვენებს, რომ საერთოდ არ ჩამორჩება ის სხვა სტრატეგიებს.
სხვა მეთოდებთან შედარებით, როგორიცაა იმეილ მარკეტინგი, სმს მარკეტინგი უკეთესადაც კი მუშაობს.
ამ სექციაში გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს სმს მარკეტინგი სხვა ონლაინ მარკეტინგის მიდგომებთან შედარებით:
- სმს მარკეტინგის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 90%-ს შეადგენს, სამჯერ აღემატება იმეილ მარკეტინგის გახსნის მაჩვენებელს.
- იმეილს მხოლოდ 20%-იანი გახსნის მაჩვენებელი აქვს.
- სმს-ზე პასუხისთვის საჭიროა 90 წამი, როდესაც იმეილზე პასუხს სჭირდება 90 წუთი.
- მომხმარებლისთვის სმს-ის გაგზავნა იმის შესახებ, ნახეს თუ არა თქვენი შეტყობინება, 30%-ით ზრდის გახსნის მაჩვენებელს.
- თაღლითობის და მომსახურების გაწყვეტის შესახებ სმს შეტყობინების მიღებას ამჯობინებს 53%, როდესაც იმეილის მიღება ამასთან დაკავშირებით ურჩევნია 34%-ს.
- სმს აგენერირებს ექვსჯერ მეტ ჩართულობას იმეილ მარკეტინგთან შედარებით, როდესაც საქმე ეხება მონაცემების შეგროვებასა და ბრენდის ცნობადობას.
- ადრესატების 32% პასუხობს სმს შეთავაზებებს და 10-ჯერ მეტი სმს კუპონი იყიდება, ვიდრე ტრადიციული კუპონი.
- სმს მესიჯების 3%-ზე ნაკლები იგზავნება როგორც სპამი, მაშინ როდესაც იმეილის თითქმის 50% სპამში ხვდება.
- მიმღების 29% აკლიკებს სმს შეტყობინებაში გაგზავნილ ბმულს, როდესაც იმეილის CTR შეადგენს 2,5%-ს.
- ოფისში მომუშავე ადამიანი საშუალოდ 121 იმეილს იღებს დღეში, როდესაც სმს რეკლამები გაცილებით ნაკლებია.
სმს მარკეტინგის ეფექტურობა
ჩვენ ვისაუბრეთ, რამდენად რეზონანსულია სმს მარკეტინგი და როგორ სჯობნის ის სხვა ონლაინ მარკეტინგის მიდგომებს.
მაგრამ რამდენად ეფექტურია ის?
ამ სექციაში ვისაუბრებთ კონკრეტულ ციფრებზე, თუ როგორ ზრდის სმს მარკეტინგი წარმატებას:
21.Time Warner იყენებდა სმს შეტყობინებებს დაგვიანებული გადასახადების შესახსენებლად, რამაც შედეგები 49%-ით გააუმჯობესა. Kiehl-მა გაყიდვების 73%-იანი ზრდა ნახა სმს შეტყობინებების საშუალებით.
22.სმს პროგრამებს ძლიერი CTA მესიჯებით და თანმიმდევრულობით 23.3%-იანი კონვერტაციების მაჩვენებელი აქვთ.
23.სმს მარკეტინგის საშუალო გამოხმაურების მაჩვენებელია 45%.
24.მომხმარებლების 54% ყოველდღიურად იღებს სმს რეკლამებს და ამერიკაში 50% მაინც იღებს პირდაპირი გაყიდვების შეთავაზებებს.
25.ადრესატების 29% აკლიკებს შეტყობინებაში მითითებულ ბმულს და მათგან 47% ყიდულობს იმ ნივთს, რომელიც შესთავაზეს.
26.სმს-ზე დაფუძნებულ კვლევას მაღალი კონვერტაციის მაჩვენებელი აქვს. მომხმარებლების 31% პასუხობს ასეთი სახის ინიციატივას საშუალოდ მიღებიდან 5 წუთის განმავლობაში.
27.ბრიტანულმა ავტორბოლის წრემ Silverstone-მა გააგზავნა ტექსტური შეტყობინება 45,000 ადამიანთან ბილეთების შეძენის შეთავაზებით, ფორმულა 1-ის რბოლაზე დასასწრებად, შედეგად მათი ROI იყო 608%.
28.სმს მარკეტინგის კონვერტაციების მაჩვენებელი საშუალოდ 45%-ია.
29.სმს მარკეტინგის CTR (The click-through rate) არის დაახლოებით 19%.
30.ინტერაქციული კონტენტი აგენერირებს 70% კონვერტაციებს, სტატიკური კონტენტი კი 36%-ს.
სმს მარკეტინგის მომავალი
უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება სმარტფონების მომხმარებელი ან უბრალოდ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი სმს-ების მიღებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სმს მარკეტინგის აქტუალურობა არ დაიკარგება.
მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იცოდნენ მესიჯების გაგზავნის კანონები და რეგულაციები.
მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია მიმართავს სმს მარკეტინგს, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის მისი ეფექტურობის შესახებ.
ამ სექციაში ვისაუბრებთ სმს მარკეტინგის მომავლის სტატისტიკებსა და ზოგად ტრაექტორიაზე:
31.ბიზნესების დაახლოებით 60% გეგმავს, რომ გაზარდოს სმს მარკეტინგის ბიუჯეტი.
32.სმს მარკეტინგის ბაზარი მოსალოდნელია, რომ 2024 წლისთვის 83.03 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
33.მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც თანახმა არიან, რომ სმს რეკლამები მიიღონ, 37.2 მილიონს შეადგენს და სავარაუდოა, რომ რიცხვი გაიზრდება 48.7 მილიონამდე.
34.2020 წელს ბიზნესების 61%-მა გაზარდა სმს მარკეტინგის ბიუჯეტი.
35.მომხმარებლების 60.8%-ს სურს, რომ ბიზნესმა ტექსტური შეტყობინებებით დაუბრუნოს პასუხი მათი მომსახურების საკითხებზე.
36.გლობალური ციფრული მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ზომა 43.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა 2019 წლამდე. 2020 წლიდან 2027 წლამდე მობილური რეკლამების შემოსავალი 65.9 მილიარდს მიაღწევს.
37.B2B სმს მარკეტინგის გამოყენება 2015 წლიდან 2017 წლამდე 197%-ით გაიზარდა.
38.მობილურის მომხმარებლების რიცხვი 2024 წლისთვის 7 მილიარდს მიაღწევს.
39.ბრენდსა და მომხმარებლებს შორის ინტერაქციის 85% საუბრის გარეშე ხდება.
40.23%-ით მეტი ადამიანი დაეთანხმა სმს მესიჯების მიღებას 2020 წელს.
როგორ გამოვიყენოთ სმს მარკეტინგის სტატისტიკები
კომპანიებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება სმს მარკეტინგის და მასთან დაკავშირებული სხვადასვხა აპლიკაციის პოპულარობას.
დადასტურებულია, რომ ეს სტრატეგია ეფექტურია კონვერტაციებისა და ROI-ს გაზრიდისთვის.
სმარტფონების მომხმარებლების რიცხვი იზრდება, ეს კი ბრენდებისთვის ნიშნავს მომხმარებლების გაზრდის პოტენციალს.
ასევე დაგაინტერესებთ:
SMS მარკეტინგის ტოპ 10 სტრატეგია
15 ხერხი, რომელიც თქვენს SMS მარკეტინგის კამპანიას გააუმჯობესებს