SMS მარკეტინგი: მაგალითები და რჩევები 2021 წლისათვის

იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხულ ადამიანთა 82% ადასტურებს მის მიერ ტექსტური შეტყობინებების გახსნას და შემოწმებას, შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ SMS მარკეტინგი შესანიშნავი არხი არ არის მომხმარებელთა მოსაზიდად. ვინაიდან ადამიანები საკუთარ მობილურებს სისტემატურად ამოწმებენ დღის განმავლობაში, ტექსტური შეტყობინებების წაკითხვის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.
თუ მარკეტინგულ სტრატეგიაში SMS მარკეტინგი ჯერ არ გქონიათ გათვალისწინებული, 2021 წელი ამისათვის საუკეთესო დროა.
რას ეწოდება SMS მარკეტინგი?
ეს არის მარკეტინგის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც მომხმარებლისთვის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას მოიცავს. ტექსტი შესაძლოა სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რაიმე აქციის დარეკლამება, მომხმარებლის მხარდაჭერა ან მათგან უკუკავშირის მიღება - ყველაფერი, რაც ბრენდის მარკეტინგული მიზნების შესრულებას ემსახურება. ძირითადად შემთხვევებში, მომხმარებელი შეტყობინებებს მაშინ იღებს, როდესაც ის კომპანიის მომსახურებით სარგებლობს, ქმნის ანგარიშს მის ვებ-გვერდზე ან რეგისტრირდება რეკლამიდან.
SMS მარკეტინგის სარგებელი
კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიაში SMS მარკეტინგის ჩართვას არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. მის წარმატებულ ინტეგრაციას ფასიან რეკლამებთან, მაგალითად, სოციალურ მედიასთან ან იმეილ მარკეტინგთან, უამრავი დადებითი თვისება გააჩნია:
- ორიენტირებულია მომხმარებელზე - SMS მარკეტინგული პროგრამები საშუალებას გაძლევთ, ტექსტური შეტყობინებები თითოეულ მომხმარებელს მოარგოთ და მეტად პერსონალური გახადოთ მათი სახელების დართვით ან შეკვეთის ნომრის მითითებით.
- მომხმარებელთან დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაკავშირებთ - სოციალურ მედიასა და ელექტრონულ ფოსტას სპეციფიკური დროის შუალედები აქვს, რა დროშიც მომხმარებლის ჩართულობა უფრო მაღალია, მაგრამ ტექსტური შეტყობინებები შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაუგზავნოთ და ისინი მყისვე შეამოწმებენ მას.
- სხვადასხვა გამოყენება - SMS მარკეტინგის დანიშნულებები 2021 წლისთვის კიდევ უფრო გაიზარდა - იქნება ეს შეხსენების შეტყობინება თუ მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება. მარტივად რომ ვთქვათ, SMS მარკეტინგის გამოყენება ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ, რაც თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური იქნება.
- ის დაუყოვნებელია - თქვენი ტექსტური შეტყობინებების მომხმარებლამდე მისასვლელად მხოლოდ თქვენ მიერ გაგზავნის ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. ამგვარად, მათ მყისიერად შეგიძლიათ აცნობოთ ფასდაკლებებისა თუ სხვადასხვა სიახლეების შესახებ.
- ინტერაქციულია - თქვენ საშუალება გაქვთ, არჩევანი ავტომატიზებულ მესიჯებსა და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ გაგზავნილ ინტერაქციულ მესიჯებს შორის გააკეთოთ. მხარდაჭერის გუნდს შეუძლია, ტექსტური შეტყობინებების სახით, მომხმარებელს დახმარება შესთავაზოს და რეალურ დროში ეკონტაქტოს კიდეც.
როგორ ვაქციოთ SMS მარკეტინგი 2021 წელს ჩვენს უპირატესობად
თუ 2021 წელს SMS მარკეტინგის დანერგვას გეგმავთ, მაშინ გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და მაგალითს, რომლებსაც კომპანიები წარმატებით იყენებენ.
გაარეკლამეთ ახალი აქცია
ბრენდების მიერ SMS მარკეტინგის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მიმდინარე აქციების დაანონსება და დარეკლამებაა. ისინი ტექსტური შეტყობინების საშუალებით სთხოვენ მომხმარებელს, ვებ-გვერდის ან მაღაზიის ბმულზე გადავიდნენ. SMS-ის გახსნის მაჩვენებელი 98% - ია, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში საშუალოდ 20%-ს შეადგენს. შესაბამისად, გაყიდვებისა და ახალი მომხმარებლის მოზიდვისთვის გაცილებით მაღალი შანსები გექნებათ.
ასეთი შეტყობინების მაგალითი შეიძლება იყოს: „დაემატა ახალი ზაფხულის კოლექცია, შეიძინეთ ახლავე და დაზოგეთ 75%.“ მარტივია, მაგრამ ეფექტური.
მიეცით მომხმარებლებს ფასდაკლების კოდები
კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ მომხმარებელს პროდუქტის შეძენისკენ უბიძგოთ, მათთვის ექსკლუზიური ფასდაკლების კოდების ჩუქებაა. ისინი შესაძლოა თქვენს გამომწერებს გაუგზავნოთ ერთჯერადად ან რეგულარულად. ეს შეიძლება იყოს როგორც კონკრეტულ პროდუქტზე, ასევე სრულ ასორტიმენტზე ფასდაკლება და ამ შეტყობინებებს შეგიძლიათ, პერიოდული შეხსენებებიც დაურთოთ.
გაგზავნეთ შეხსენებები
SMS მარკეტინგის მთავარი დანიშნულება მხოლოდ გაყიდვები არ უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მომხმარებლებს შეახსენოთ მათი გადახდების, ჩანიშნული შეხვედრების ან ჯავშნების შესახებ. მაგალითად, კომპანია Delta საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს, რომ ფრენისას გამოიწერონ მათი ტექსტური შეტყობინებები , შესაბამისად, კომპანია მათ შეახსენებს, თუ როდის გადაიდო ფრენა, გაუქმდა თუ არა ის, შეიცვალა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი.
მიიღეთ უკუკავშირი
მომხმარებლისთვის უკუკავშირის მოთხოვნამ ტექსტური შეტყობინებების გამოყენებით შესაძლოა გაცილებით უფრო მაღალი შედეგიანობა მოგიტანოთ, ვიდრე ელექტრონული ფოსტების გაგზავნის შემთხვევაში. კომპანია Lowe's ყოველთვის იყენებს SMS შეტყობინებებს, რათა მომხმარებელს შეაფასებინოს მიღებული მომსახურება მათი მიტანის სერვისისთვის. ეს მომხმარებლისთვისაც ძალიან მარტივია - რამდენიმე წამში ავსებს პატარა კითხვარს, რომლის გაგზავნაც ტექსტური შეტყობინებებითაც შეუძლია. მაგალითად: "შეაფასეთ 1-5 ქულამდე, თუ რამდენად კმაყოფილი ხართ მიტანის სერვისით?"
მოიწვიეთ მომხმარებლები სპეციალურ ღონისძიებებზე
გამოიყენეთ SMS მარკეტინგი იმისათვის, რომ თქვენს გამომწერებს აცნობოთ მათთან ახლოს გამართული ბრენდული ღონისძიებების შესახებ და მოიწვიეთ ისინი. ამ ტექნიკას ყოველთვის მიმართავს Pep Boys, როდესაც რაიმე პრომო შეთავაზებები და აქციები აქვს.
შესთავაზეთ მომსახურება
მიეცით მომხმარებელს დამატებით თქვენთან დასაკავშირებელი საშუალება, რომელიც მათთვის მოსახერხებელი იქნება და დიდი ალაბათობით, მომხმარებელი ყოველთვის გეყოლებათ. SMS მომხმარებელთა მხარდაჭერა შესანიშნავი საშუალებაა მათთან მომენტალური კომუნიკაციის დასამყარებლად. ამ მეთოდს კარგად იყენებს Sprint, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს აძლევს საკონტაქტო ნომერს, რომელზეც Sprint ტელეფონების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის დახმარება.
SMS მომსახურება კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მომხმარებელს აღარ უწევს ვებ-გვერდზე შესვლა და მხარდაჭერის გუნდთან ჩათიდან დაკავშირება. სწორედ ამიტომ, SMS მარკეტინგი არის სივრცე, სადაც 2021 წელს თქვენი ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოთ.
ასევე დაგაინტერესბთ:
15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს