სმს მარკეტინგი 2021 წელს

SMS - ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ხელსაწყოა მარკეტინგულ არსენალში, ვინაიდან მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ ის ძალზედ ეფექტურია. მიუხედავად ამისა, გარკვეულ გამოწვევებს მაინც ვაწყდებით.
რამდენად დიდი ადგილი უკავია SMS-ს ბიზნეს სამყაროში?
B2C არხებისთვის გამოყენებული ტექსტური შეტყობინებების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იმატებს. Juniper კვლევების თანახმად, ბიზნესების მიერ გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებებს რიცხვმა 2020 წლისთვის 2.7 ტრილიონს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 10 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია. ბრენდები მას არაერთი დანიშნულებით იყენებენ, იქნება ეს მარკეტინგული მესიჯი, მომხმარებელთა მხარდაჭერა თუ სხვა.
რა განაპირობებს SMS მარკეტინგის ზრდას?
პანდემიის არსებობამ უდაოდ დააჩქარა SMS მარკეტინგის ათვისება და გავრცელება. ამაზე მეტყველებს, თუნდაც ქლაუდ კომუნიკაციების სერვის პროვაიდერის - Infobip-ის მაგალითი, რომელიც 2020 წლის მარტსა და აპრილში, თებერვალთან შედარებით 8.5% და 20% პროცენტიან ზრდას აფიქსირებს. 2020 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის, რომელსაც Exponea უძღვებოდა, შედეგად დადგინდა, რომ საცალო ვაჭრობის სფეროში მარკეტოლოგების 51% SMS მარკეტინგში ინვესტიციების გაზრდას აპირებდნენ. ეს მონაცემები ივნისის თვისათვის 56 პროცენტამდე გაიზადა.
SMS მარკეტინგის გამოწვევები
ვინაიდან SMS მარკეტინგულ მესიჯებს ადამიანები უფრო ხშირად ხსნიან და ნახულობენ ვიდრე ელექტრონულ ფოსტას, მისი შეტყობინებების გაუქმების, იგივე გამოწერის გაუქმების მაჩვენებელიც შედარებით მაღალია. SMS ასევე ფედერალური კანონითაც რეგულირდება, შესაბამისად ბრენდები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბრენდის უსაფრთხოების საკითხებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოკლე გაზიარებად კოდებს იყენებენ.
როგორ უნდა მოვემზადოთ 2021 წლის SMS მარკეტინგისთვის?
პირველ რიგში, მარკეტოლოგებმა საკუთარ SMS მარკეტინგის სტრატეგიას უნდა გადახედონ და გააანალიზონ, მათ შორის გაგზავნილი მესიჯების ტიპებიც უნდა შეამოწმონ. ასევე მათი გაგზავნის სიხშირე და მოცულობა და გამოკვეთონ ის მეთოდები, ის ტაქტიკები, რომლებიც მათი მარკეტინგული აქტივობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ასევე დაგაინტერსებთ:
15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს
ტოპ 3 პროგნოზი 2021 წლის SMS ინდუსტრიის ტენდენციებთან დაკავშირებით