media-4

SMS მარკეტინგის ტოპ 10 სტრატეგია

  • 15 მარ 2021
  • სმს მარკეტინგი
SMS მარკეტინგის ტოპ 10 სტრატეგია

ადამიანები უამრავ დროს უთმობენ მობილური ტელეფონის დახმარებით შეტყობინებების გაგზავნასა და სოციალურ მედიაში სიახლეების გაცნობას. მობილური ტელეფონი არის მოწყობილობა, რომლის გარეშეც რთული წარმოსადგენია ადამიანთა ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ბიზნესის სტაბილური ზრდისა და განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია, ფლობდეთ უამრავ ინფორმაციას SMS მარკეტინგის შესახებ. ის დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური და ეფექტური გზაა სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.

მომხმარებელთა ქცევა მუდმივად ცვალებადია, ამიტომაც მარკეტინგულ სტრატეგიებს ყოველ ჯერზე სჭირდებათ განახლება. რადგანაც მობილური ტელეფონები მუდმივად ჩვენს ხელთაა, მისი გამოყენებით მომხმარებელთან კომუნიკაციაც საკმაოდ მარტივია.

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ სმს მარკეტინგის სტრატეგიასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს.

რა არის SMS მარკეტინგი?

მოკლე შეტყობინების სერვისს (SMS) აღწერა არ სჭირდება, თუმცა ზოგისთვის ის შესაძლოა დამაბნევლად ჟღერდეს.

SMS მარკეტინგი ნიშნავს ტრანზაქციული შეტყობინებების ან სარეკლამო კამპანიების გაგზავნას ტექსტური ფორმით. მსგავსი შეტყობინებები მომხმარებლებს უზრუნველყოფს დროზე დამოკიდებული შეთავაზებებითა და სიახლეებით. სმს მარკეტინგის წარმოება ნიშნავს მომხმარებელთან მუდმივ კომუნიკაციას. იგი გაძლევთ საშუალებას, გაზარდოთ გაყიდვების მაჩვენებელი.

რამდენად ეფექტურია SMS მარკეტინგი?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სმს მარკეტინგი სასარგებლოა ბიზნესისათვის:

  • მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობა სარგებლობს მობილური ტელეფონით. შედეგად, სმს შეტყობინებების საშუალებით უფრო ადვილია მომხმარებელთან კომუნიკაცია.
  • იმეილისგან განსხვავებით სმს შეტყობინებები არა სპამის ფოლდერში, არამედ უშუალოდ ინბოქსში ხვდება.
  • ელ-ფოსტისგან განსხვავებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებების წაკითხვის ალბათობა ბევრად მაღალია.
  • სმს შეტყობინებებს უკუკავშირის ბევრად მაღალი მაჩვენებელი აქვს.
  • გამოირჩევა მაღალი უკუგებითა და გახსნის მაჩვენებლით.
  • სმს შეტყობინებები არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას.
  • მისი მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელთან დროული კავშირის დამყარება.

არსებობს მოსაზრება, რომ 2021 წლისთვის სმარტფონთა მომხმარებლების რიცხვი 3.8 მილიარდს მიაღწევს. ამიტომ მსგავსი შანსის ხელიდან გაშვება წარმოუდგენელია.

სმს მარკეტინგთან დაკავშირებული ტოპ 10 სტრატეგია

მოსახლეობის დიდი ნაწილი მობილურ ტელეფონებს ყოველდღიურად საშუალოდ 5-6 საათს უთმობს. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ელ-კომერციის მზარდი განვითარების მაჩვენებელი.

წარმოგიდგენთ სმს მარკეტინგთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითად სტრატეგიას, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკაში.

1. სმს მარკეტინგული პროგრამები

სმს მარკეტინგული კამპანიის წარმოებისას შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადასხვა დამხმარე პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ თითოეული გამომწერის აქტივობა და გაუგზავნოთ მათ ავტომატური შეტყობინებები. 

მოცულობითი ტექსტების წერა არც მოსახერხებელია და არც ეფექტური. გარდა ამისა, შესაძლოა, გამოგრჩეთ ზოგიერთი მომხმარებელი ან დაუშვათ ტიპოლოგიური შეცდომა. გამოიყენეთ შესაბამისი დამხმარე პროგრამები, რათა შესანიშნავად ოპტიმიზირებული ტექსტებით შეძლოთ თითოეული მომხმარებელის ინფორმირება  და სწორი სიხშირის შენარჩუნება.

2. ითხოვეთ ნებართვა

ტექსტური შეტყობინების გაგზავნამდე აუცილებელია მოითხოვოთ ნებართვა ადრესატისგან. ნებართვის აღება კი შესაძლებელია მომხმარებლის მიერ მოკლე კოდური ან საკვანძო სიტყვის აკრეფით.

პატივი ეცით მომხმარებელთა ინტერესებს და გაგზავნეთ მხოლოდ ისეთი შეტყობინებები, რომელიც მათ ინტერესებში შედის. ასევე სწორად შეარჩიეთ სმს შეტყობინებების გაგზავნის სიხშირე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრენდის რეპუტაციაზე.

3. იცნობდეთ თქვენს მომხმარებლებს

ნებისმიერი ბიზნესის წარმოების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იცნობდეთ თქვენი პროდუქტის მომხმარებელს.

შეგიძლიათ, ისარგებლოთ Customer Relationship Management აპლიკაციით, რათა მოახდინოთ მომხმარებელთა ბაზის ანალიზი. გაითვალისწინეთ, მათი შესყიდვების ისტორია, დემოგრაფია და ინტერესები, რათა შეძლოთ სწორი შეტყობინების მიწოდება.

Salesforce გთავაზობთ მომხმარებელთა შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებასა და მონიტორინგს შესყიდვებთან დაკავშირებით.

ტექსტების სამართავად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ CRM-ის სხვადსხვა  ფუნქციები. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად არაეფექტური იქნება ვეგეტარიანელისთვის ხორცსა და რძის პროდუქტზე ფასდაკლების შესახებ ტექსტური შეტყობინების გაგზავნა! ამიტომ, უჯობესია წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია თქვენი სამიზნე აუდიტორიის ინტერესების შესახებ.

4. შექმენით მარტივი, მოკლე და სახალისო ტექსტები.

ლაკონური შეტყობინებები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე გრძელი და მოსაწყენი ტექსტები. იმისათვის, რომ უფრო საინტერესო იყოს თქვენი სმს შეტყობინება, გახადეთ ის მკაფიო და პირდაპირი.

მხოლოდ ერთი ჭკვიანურად შერჩეული წინადადებაც კი საკმარისია მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად. დარწმუნდით, რომ იგი ლაკონურია და არ შეიცავს დამაბნეველ სიტყვებს. მაგალითად, არ გამოიყენოთ ისეთი აბრევიატურა, რომლის არსიც შესაძლოა მხოლოდ მარკეტერს ესმოდეს.  

არ დაუშვათ გრამატიკული ან ტიპოლოგიური შეცდომები. სხვა შემთხვევაში მომხმარებლები არასერიოზულად მოეკიდებიან თქვენს შეთავაზებებს. ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილეთ ტრივიალური შეცდომები.

ასევე შეგიძლიათ, სმს შეტყობინებებს მისცეთ გამოკითხვის სახე, გამოიყენოთ ინტერაქციული ტექსტები, მიმები ან პრიზები. მაგალითად, სტარბაქსი მომხმარებლებს უგზავნის ქვიზებს შეტყობენიების სახით და აჯილდოვებს პირველ 100 სწორ პასუხს:

 

5. გამოიყენეთ შესავსები ფორმა

მარკეტინგული თვალსაზრისით შეუძლებელია სოციალური მედიის გავლენის უგულებელყოფა. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ ხელი შეუწყოთ მომხმარებლებს ისარგებლონ თქვენი ტექსტური მომსახურებით, გამოიყენეთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმა.

მაგალითად, თუ ფლობთ ფეისბუქ გვერდს, მიუთითეთ მასში კომპანიის საკონტაქტო ნომერი და “Opt-In” ღილაკი, რათა საშუალება მისცეთ მომხმარებლებს დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ თქვენს სმს კამპანიაში.

6. დროის ფაქტორი

თუ ფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თქვენ ცდებით. შეტყობინების ეფექტურობა დამოკიდებულია კონკრეტულ დროზე.

მისი შერჩევა კი საკმაოდ რთულია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, თუ როდის მოისურვებს მომხმარებელი თქვენგან შეტყობინების მიღებას.

7. გადაუდებლობა

დროებითი ფასდაკლებების შესახებ შეტყობინებების გაგაზავნისას შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი სახის მოწოდებები:

  • ძალაშია
  • იჩქარეთ
  • შეზღუდული რაოდენობა
  • მხოლოდ დღეს, და ა.შ

მოცემული მოწოდებების დახმარებით შეგიძლიათ, მომხმარებელში აღძრათ გადაუდებლობის შეგრძნება და შედეგად გაზარდოთ გაყიდვები.

8. ღირებული შეთავაზება

იმისათვის, რომ მომხმარებლები დაინტერესდნენ თქვენი ბიზნესით, მიიპყარით მათი ყურადღება ექსკლუზიური შეთავაზებებით, სასაჩუქრე კუპონებით და ღირებული ფასდაკლებებით.

9. სეგმენტაცია

სმს შეტყობინებების გაგზავნისას აუცილებელია, მომხმარებლები დაყოთ კატეგორიებად. მაგალითად, სამადლობელ ან მისასალმებელ ტექსტს უგზავნით იმ პირს, რომელმაც უკვე გაიარა რეგისტრაცია, ხოლო ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციას აწვდით თქვენს რეგულარულ მომხმარებლებსაც.

მნიშვნელოვანია, განასხვაოთ ახალბედა და ერთგული მყიდველები. მათთან სმს კომუნიკაცია განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. ახალბედა მომხმარებელს სჭირდება დეტალური ინფორმაცია ბრენდის ღირებულებებისა და პროდუქციის შესახებ. ერთგული მყიდველისთვის კი შენაძენზე ფასდაკლების შეთავაზება იქნება საჭირო. საბოლოო ჯამში, თითოეულ მომხმარებელთან კომუნიკაციისას უნდა გაითვალისწინოთ მათი გამოცდილება თქვენი ბრენდის მიმართ.

10. მრავალარხიანი მარკეტინგი

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ბიზნესის რეკლამირება ხორციელდება ერთზე მეტ არხზე. მისი დახმარებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა პლატფორმებიდან განახორციელონ შესყიდვა. ამიტომაც, თქვენ მიერ გაგაზავნილმა სმს შეტყობინებამ მომხმარებელი სხვადსხვა მარკეტინგულ პლატფორმაზე უნდა გადაამისამართოს.

 

სმს მარკეტინგის 2020 წლის ტენდენციები:

სანამ სმს მარკეტინგული კამპანიის წარმოებას დაიწყებდეთ, გაეცანით გასული წლის ყველა მნიშვნელოვან ტენდენციას და რაც შეიძლება სწრაფად მოემზადეთ 2021 წლისთვის:

  • ტექსტურ შეტყობინებებს აქვს 98% გახსნის მაჩვენებელი
  • ლიდების 85% უპირატესობას ანიჭებს ტექსტურ შეტყობინებებს მარკეტერებისგან მიღებულ სატელეფონო ზარებთან შედარებით.
  • სმს მარკეტინგი ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს, რადგან ადამიანებისთვის თითქმის წარმოუდგენელია მობილური ტელეფონის გარეშე არსებობა.
  • ახალგაზრდები დღეში საშუალოდ 50-ჯერ ამოწმებენ მობილურ ტელეფონს.
  • აბონენტთა მომსახურება სატელეფონო ზარებით დროის ფაქტორის გათვალისწნებით არ არის მომგებიანი მომხმარებლებისთვის.
  • სმს მარკეტინგის მეშვეობით კონვერსიის მაჩვენებელი 14%-ით იზრდება.
  • მოკლე ტექსტური შეტყობინებები ბევრად ეფექტურია.
  • მომხმარებელები განახლებების შესახებ ინფორმაციის მიღებას სმს შეტყობინებით ამჯობინებენ.
  • სმს ჩათბოტების დახმარებით მომხმარებელი ნებისმიერ დროს იღებს შესაბამის ინფორმაციას.

 

სმს მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებენ ისეთი წამყვანი ბრენდები როგორიცაა:

თითოეულ კომპანიას ინდივიდუალური სტრატეგია აქვს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება.

ჩვენ მიმოვიხილეთ სმს მარკეტინგთან დაკავშირებული თითქმის ყველა არსებითი ფაქტი, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაში არის შესაძლებელი. თანამედროვე მარკეტერების უმეტესობა სმს მარკეტინგული კამპანიების წარმოებით არიან დაკავებული. ასე რომ ჯერი თქვენზეა.

შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია, დაყავით ისინი კატეგორიებად, შექმენით ინტელექტუალური და ურთიერთსასარგებლო შეთავაზებები და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ მომხმარებელთა ინტერესები და ღირებულებები.

ახლა თქვენ უკვე მზად ხართ განახორციელოთ წარმატებული სმს მარკეტინგული კამპანია!

ასევე დაგაინტერესებთ:

მასობრივი SMS მარკეტინგი

ტოპ 3 პროგნოზი 2021 წლის SMS ინდუსტრიის ტენდენციებთან დაკავშირებით

15 ხერხი, რომელიც თქვენს სმს მარკეტინგულ კამპანიას გააუმჯობესებს