სიახლეები Youtube SEO-სა და ვიდეოს სექციებში

ნოემბერი 29, 2021

სიახლეები Youtube SEO-სა და ვიდეოს სექციებში

YouTube ახლა უკვე ავტომატურად გენერირებად ვიდეოს სექციებს იყენებს, რაც საძიებო სისტემისთვის დამატებითი მეტა მონაცემებია

YouTube ახლა უკვე ავტომატურად გენერირებად ვიდეოს სექციებს იყენებს, რაც საძიებო სისტემისთვის დამატებითი მეტა მონაცემებია. ძიებისას აქამდე მხოლოდ მექანიკურად დაყოფილი სექციები გვხდებოდა.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განახლება იქნება თქვენთვის, თუ YouTube SEO ოპტიმიზაციაზე აქტიურად ზრუნავთ, რადგან ამ ცვლილებას შეუძლია, თქვენი ვიდეოს საძიებო რეიტინგზე მოახდინოს გავლენა.

რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა უნდა მოიმოქმედოთ?

რა იცვლება YouTube-ის საძიებო სისტემაში?

YouTube ავტომატურად დაიწყებს ინფორმაციის გამოყენებას და თქვენი ვიდეოს სექციებად დაყოფას. ეს ფუნქციონალი იუთუბის მობილურ ვერსიაზეც ვრცელდება. რა თქმა უნდა, ამ ფუნქციის გათიშვაც არის შესაძლებელი.

რა გავლენას მოახდენს ეს თქვენს ვიდეოებზე?

მარკეტოლოგებისა და ვიდეო კრეატორებისთვის მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ გამოჩნდება ვიდეოები YouTube-ის საძიებო შედეგებში.

ავტომატური სექციების დამატება თქვენი ვიდეოსთვის შესაძლოა დადებითი სარეიტინგო სიგნალი გახდეს. თუმცა, მანქანური სწავლება ამ მომენტისთვის იდეალური არ არის და შესაძლოა, YouTube-მა არასწორად განსაზღვროს, თუ რას ეხება ვიდეოს კონკრეტული სექცია.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კარგად დააკვირდეთ ავტომატურად გენერირებულ სექციებს. აღსანიშნავია, რომ მექანიკურად დაყოფილი ვიდეო სექციები პრიორიტეტული ხდება და ავტომატურად დაყოფილი სექციები ხელს არ შეგიშლით. მათთვის, ვინც სექციების დაყოფას ხელით არ ახორციელებს, რეკომენდებულია იუთუბის მიერ გენერირებული სექციების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში, ჩასწორება. ნებისმიერი სექცია, რომელიც არასწორად იქნა გენერირებული, შეგიძლიათ ჩაასწოროთ და მის ნაცვლად ახალი შექმნათ. იმ შემთხვევაში კი, თუ საერთოდ არ გსურთ სექციების გამოჩენა, უბრალოდ გააუქმეთ ეს ფუნქცია.

ავტომატური სექციების გაუქმება

YouTube საკუთარ კრეატორებს საშუალებას აძლევს, რომ ავტომატურად გენერირებული სექციები გააუქმონ მთლიანი არხისთვის ან ცალკეული ვიდეოსთვის. კონკრეტული ვიდეოსთვის, შეგიძლიათ ავტომატურად გენერირებადი სექციები მისი ატვირთვის დროს გათიშოთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნქციის გათიშვა არხისთვის გსურთ, მაშინ YouTube Studio-ს პარამეტრების სექციას უნდა ეწვიოთ. გადადით Upload Defaults და შემდეგ Advanced Settings.

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

10 საფეხური YouTube-ზე ვიდეო ოპტიმიაციისთვის

როგორ გავზარდოთ YouTube არხი

ვიდეო მარკეტინგი 2021 წელს