media-4

როგორ გავზარდოთ ჩვენი რეიტინგი საძიებო სისტემებში

  • 10 ოქტ 2021
  • SEO
როგორ გავზარდოთ ჩვენი რეიტინგი საძიებო სისტემებში

საძიებო სისტემებში რეიტინგის ამაღლება შესაძლოა რთული და დამაბნეველი ჩანდეს, თუმცა სწორი ინსტრუქციების გამოყენებით, ეს არც თუ ისე რთულია. რაიმეს შეცვლამდე საჭიროა პრობლემის იდენტიფიცირება, ხოლო შემდეგ მისი გადაჭრის გზებზე ფიქრი. იმის დადგენა, თუ რა იწვევს კონვერსიების დაცემას, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მომავალში ამის თავიდან აცილებაში.

#1 ეტაპი: განსაზღვრეთ პრობლემები

უპირველესად, საჭიროა განისაზღვროს პრობლემის წყარო და ის პრიორიტეტული გვერდები, რომლებსაც ყველაზე დაბალი შედეგიანობა ახასიათებთ. თუ მსხვილ საიტს ფლობთ, მაშინ თითოეულ გვერდზე ინდივიდუალური დაკვირვება დაგჭირდებათ. ასევ მოგიწევთ ტრაფიკზე გადახედვა და იმის დადგენა, თუ სად ეცემა მისი მაჩვენებელი. ეცადეთ ბმულები და გვერდები კატეგორიებად, ქვეკატეგორიებად დაყოთ და ცალკეულად დააკვირდეთ თითოეულ მათგანს. ზოგჯერ, შესაძლოა საიტი საერთო ჯამში ეფექტურად ფუნქციონირებდეს, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ნაწილში ჰქონდეს პრობლემები. შესაბამისად, სპეციფიკურ სექციებად დაყოფა მნიშვნელოვანი იქნება პრობლემის წყაროს აღმოჩენისთვის.

გამოიყენეთ Google Trends ქივორდებზე დასაკვირვებლად

გადადით თქვენი Google Trends-ის ანგარიშზე და დააკვირდით თქვენს ყველაზე აქტიურ ქივორდებსა და საკითხებს. თუ კონკრეტული ქივორდისთვის ძიების რაოდენობა იგივე დარჩა, თუმცა შემცირდა ტრაფიკი და რეიტინგი, მაშინ პრობლემა დიდი ალბათობით, საიტში იქნება. ანალოგიურად, რაიმე საკითხზე ტრაფიკის შეცირებისას, შესაძლოა კონტენტის შეცვლა იყოს საჭირო.

პრობლემის დიაგნოსტიკისთვის სწრაფი კითხვარების შედგენაც შეგიძლიათ. ამასთანავე, ეცადეთ ინფორმაციის მისაღებად თავად დაიწყოთ ძიება:

  1. მოძებნეთ თქვენი ტოპ ქივორდები. თუ თბილისში სახლების დასუფთავების სერვისი გაქვთ, შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვანი ქივორდი „სახლის დასუფთავება თბილისში“ იყოს. დააკვირდით რამდენად მაღალია თქვენი რეიტინგი და როგორაა ის შეცვლილი დროთა განმავლობაში.
  2. მოიძიეთ ბრენდის სახელი + ქივორდი. ასეთ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, მოძებნოთ: „კომპანიის სახელი“ + სახლების დასუფთავება თბილისში. თუ ასეთი ქივორდის მოძიებისას მაღალ რეიტინგს ვერ იღებთ, მაშინ შესაძლოა სერიოზული პრობლემა გქონდეთ - ასეთი შეიძლება იყოს საიტის ჯარიმა Google-ისგან.
  3. თქვენი გვერდიდან დააკოპიროთ რაიმე წინადადება (არა 10 სიტყვაზე მეტი). ნუ დაურთავთ ამ წინადადებას ბრჭყალებს (ციტატის ნიშანს), რათა ნახოთ Google თქვენს კონტენტს ირჩევს თუ არა საჩვენებელად.
  4. შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი კონტენტი ინდექსირებული. ამის გაკეთება ბმულის მოძიებით შეგიძლიათ. მაგალითად „“site:YourSite.com/services/housecleaningservices” . თუ შედეგი არ იძებნება, თქვენ მეტა რობოტების, txt-ის ან ინდექსირების პრობლემა გაქვთ.
  5. ჩაატარეთ საიტის დიაგნოსტიკა „crawling” (გადაქექვის) ხელსაწყოებით, როგორიც არის Screaming Frog, რათა მარტივად და სწრაფად აღმოაჩინოთ პრობლემები და დაზიანებული გვერდები.

#2 ეტაპი: ჩამოაყალიბეთ ვარაუდები საძიებო სისტემების პრობლემების შესახებ

ახლა, როდესაც უკვე გაქვთ გარკვეული წარმოდგენა თქვენი შესაძლო პრობლემების შესახებ, დროა გარკვეული თეორიები და შეხედულებებიც ჩამოაყალიბოთ. პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროთ, თუ როგორ სიტუაციაში ხართ. შესაძლოა თქვენი რეიტინგები გაზრდილი, ტრაფიკი დაცემული ან პირიქით იყოს.

თუ თქვენი რეიტინგი გაიზარდა, თუმცა ტრაფიკი შემცირდა, შესაძლოა ეს რამდენიმე ფაქტორისგან იყოს გამოწვეული, მაგალითად:

  • ძიების დაბალი მაჩვენებელი
  • საძიებო სისტემების ახალი მახასიათებლები
  • ბრენდის პრობლემები (PR ჩავარდნები)

Google-ის ალგორითმის ცვლილება შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი იყოს, რაც ადგილობრივი ძიების ვარდნას იწვევდეს და ის ისეთივე გავლენიანი აღარ იყოს, როგორც აქამდე. თუ ტრაფიკიც და რეიტინგიც ერთდროულად შემცირდა, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგით:

  1. ცვლილება მაძიებლის განზრახვაში. ადამიანები შესაძლოა წინასგან განსხვავებულ სერვისს ეძებდნენ.
  2. დაბალხარისხიანი ან დუბლირებული კონტენტი - თქვენი კონტენტი ვერ სთავაზობს მომხმარებელს სათანადო ღირებულებას.
  3. აგებთ ბრძოლას კონკურენტებთან. თუ ხედავთ, რომ თქვენი კონკურენტები მუდმივად გისწრებენ შედეგებით, დროა მათი ტაქტიკების გადმოღებაზე იფიქროთ.
  4. ტექნიკური ხარვეზები - თუ თქვენი კონტენტი არაა ინდექსირებული, საიტის სისწრაფე დაბალია, Google-ს თვალში მიმზიდველი არ გამოჩნდებით.
  5. ჩართულობის პრობლემები - ადამიანები შესაძლოა ნახულობდნენ თქვენს საიტს, მაგრამ ვერ ხედავდნენ იმას, რაც უნდათ და შესაბამისად, მალევე ტოვებდნენ საიტს.

#3 ეტაპი: შეიტანეთ ცვლილებები

პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაძლო ვარაუდების ჩამოყალიბების შემდეგ, უკვე დროა შესაბამისი ცვლილებებიც განახორციელოთ.

  1. ტექნიკუი & On-Page ხარვეზები: შესაძლოა, Google-ს ახალი მეთოდები აქვს ინდექსირებისა და ქროვლინგისთვის, ამიტომ შეისწავლეთ ისინი. ამან შეიძლება რამდენიმე კვირა წაგართვათ, ეს დამოკიდებულია პრობლემური გვერდების რაოდენობაზე.
  2. პრობლემური ლინკები და სპამები: ამ პრობლემის გამოსწორებას შესაძლოა თვეებიც კი დასჭირდეს, ამიტომ უმჯობესია, თუ თავიდანვე გაითვალისწინებთ რჩევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. შესაძლოა ალგორითმის განახლებისთვისაც მოგიწიოთ ლოდინი.
  3. სექციური გვერდების მნიშვნელოვანი ნაწილის განახლება: ვებ-გვერდის სექციური ნაწილის მცირე განახლება ეფექტური არ იქნება. საჭიროა მისი ძირითადი ნაწილი სრულად განაახლოთ. ზოგჯერ უკეთესია, თუ არსებულ ბმულებს წაშლით და მას ახლით ჩაანცვლებთ.

როგორ გამოვასწოროთ კონკრეტული, ნაკლებად ეფექტური გვერდების შედეგიანობა:

  1. დაამატეთ გვერდზე რაიმე სახის კონტენტი, ან განაახლეთ უკვე არსებული, განსაკუთრებით თუ იქ მოძველებული ინფორმაცია ინახება. ეს იდეალური გზაა რეიტინგების სწრაფად ამაღლებისთვის.
  2. ხელახლა გამოაქვეყნეთ კონტენტი. თუ შესანიშნავ კონტენტს ფლობთ, თუმცა ის წლების წინ გამოქვეყნდა და აქამდე არ განახლებულა, Google მას მაინც მოძველებულად და არარელევანტურად ჩათვლის.
  3. თუ ჯერ არ დაკავებულხართ ამით, დაიწყეთ SEO ოპტიმიზაცია და განაახლეთ თქვენი სამიზნე ქივორდები.
  4. განაახლეთ თქვენი გვერდის სათაურებიც. ეს კონტენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ადამიანებს პირველ რიგში, სათაური ხვდებათ და კონტენტის ნახვისაკენ მათ სწორედ ის უბიძგებს. დარწმუნდით, რომ სათაური ყურადღებას იქცევს და თქვენს ქივორდსაც შეიცავს.

მართალია, SEO არ არის ზუსტი მეცნირეა, თუმცა აღნიშნული რჩვები დაგეხმარებათ, გამოიკვლიოთ არსებული გვერდები და სწორი დიაგნოზიც დასვათ. აუცილებლად ადევნეთ თვალი ალგორითმის განახლებებს და SEO-ს ახალ ტრენდებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

10 რჩევა SEO - ს გაუმჯობესებისთვის 2021 წელს

SEO სტრატეგია დამწყები ბიზნესებისთვის

2021 წლის 12 SEO ტრენდი