media-4

10 რჩევა SEO - ს გაუმჯობესებისთვის 2021 წელს

  • 30 აპრ 2021
  • SEO
10 რჩევა SEO - ს გაუმჯობესებისთვის 2021 წელს

SEO მარკეტინგის ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც ვებ-გვერდს ეხმარება, იყოს თვალსაჩინო რელევანტურ საძიებო შედეგებში. თუ თქვენი საიტი საძიებო შედეგების პირველ გვერდზე არ ჩნდება, მაშინ რაღაცას არასწორად აკეთებთ და ეს სტატია სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თუ გსურთ, თქვენი ვებ-გვერდი გახდეს ნიმუში საძიებო სისტემებისა და მომხმარებლებისთვის და იყოს ნომერი პირველი საძიებო შედეგებში, მაშინ უმჯობესია, ჩვენს 10 რჩევას გაეცნოთ SEO-ს შესახებ.

მიმდინარე სტატიაში გაგაცნობთ შემდეგ საკითხებს:

  • ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია
  • მობილური ოპტიმიზაცია
  • Google EAT პრინციპი
  • გამორჩეული ფრაგმენტები
  • სურათის ოპტიმიზაცია
  • სემანტიკურად დაკავშირებული ქივორდები
  • ხარისხიანი ბმულების აგება
  • ადგილობრივი საძიებო შედეგები
  • გაუმჯობესებული მომხმარებელთა გამოცდილება
  • სქემის აღნიშვნა

რჩევა #1 ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია

წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა ის მიდგომები და მეთოდები, რითიც ხალხი ინფორმაციას ონლაინ სივრცეში ეძებს. თუ ჯერ არ გიმუშავიათ ხმოვანი ძიების ოპტმიზიაციაზე, მაშინ სწორედაც, რომ ამის დროა.

2021 წელს ხმოვანი ძიება განსაკუთრებით მოახდენს გავლენას საძიებო შედეგებზე. კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში 2022 წლისთვის ოჯახების 55% პროცენტს, სმარტ სპიკერი ექნება. ხმოვანი ოპტიმიზაციისთვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  • შეარჩიეთ გონივრული ქივორდები
  • ყოველთვის გახსოვდეთ, შექმნათ მყიდველის პერსონაზე დაფუძნებული კონტენტი
  • შექმენით ვებ-გვერდი, რომელიც უპასუხებს მომხმარებლის ხშირად დასმულ კითხვებს.

Forbes-ზე დაყრდნობით, ხმოვანი ძიება საგრძნობლად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ვინაიდან, მათი მოხმარებაც იზრდება, Google-ც მეტად ფოკუსირებული ხდება მასზე.

Google ხმოვანი ძიება იმ ვებ-გვერდებს გვიჩვენებს სათავეში, რომლებიც სწრაფად იტვირთება. ასეთი შემთხვევისთვის დარწმუნდით, რომ:

  • თქვენს ვებ-გვერდს გააჩნია ოპტიმიზირებული დიზაინი
  • ვებ-გვერდის სურათები ოპტმიზირებულია
  • ყოველთვის ირჩევთ გრძელ (რამდენიმე სიტყვიან) ქივორდებს
  • საიტი მინიმალურ დროში იტვირთება
  • თქვენი სერვერის გამოხმაურების დროც ძალიან დაბალია

რჩევა #2 მობილური ოპტიმიზაცია

მომხმარებლის დადებითი გამოცდილება თქვენს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფს იმას, რომ აუდიტორია მას მარტივად მოძებნის. მარკეტერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მოვარგოთ საიტი მობილურ მოწყობილობებსაც. ეს ცალსახად აუმჯობესებს ჩვენს რეიტინგს და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პრიორიტეტიც კი ენიჭება.

SEMRush ირწმუნება, რომ 2025 წლისთვის ინტერნეტ მომხმარებელთა 73% სწორედ მობილური მოწყობილობით გამოიყენებს ინტერნეტს.

ამ მხრივ Google-მაც გარკვეული ცვლილებები დანერგა, რომლის შემდეგაც მობილურ ოპტიმიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეიტინგებისთვის.

იმისათვის, რომ გამოსცადოთ თქვენი საიტი და მისი მორგებულობა მობილურ მოწყობილობაზე, შეგიძლიათ Google-ის უფასო ტესტი გაიაროთ თქვენი ვებ-გვერდისთვის.

რჩევა #3 Google EAT პრინციპი

Google-მა დაადასტურა, რომ კონტენტის ხარისხი არსებითი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საძიებო სისტემების რეიტინგის განსაზღვრისას.

მაგრამ რას ნიშნავს „ხარისხი“ გუგლისთვის?

მარტივად რომ ვთქვათ, კონტენტი, რომელიც გუგლის EAT (ცოდნა, ავტორიტეტი და სანდოობა) პრიცნიპს აკმაყოფილებს, უფრო მაღალ რეიტინგს მოიპოვებს. სწორედ ეს სამი კომპონენტი განსაზღვრავს, თუ რამდენად ხარისხიანი კონტენტი აქვს ვებ-გვერდს.

Google საკუთარ ალგორითმს იყენებს, რათა მომხმარებლამდე საუკეთესო შედეგები მიიტანოს.

მაგალითად, Google Panda არის ერთ-ერთი ცნობილი ალგორითმი, რომელიც ვებ-გვერდის რეიტინგს კონტენტის ხარისხის მიხედვით განსაზღვრავს. ის ინდექსიდან გამორიცხავს ისეთ საიტებს, რომლებიც დაბალხარისხიანი ან დუბლირებული კონტენტით ხასიათდებიან.

კიდევ ერთ მაგალითს RankBrain ალგორითმი წარმოადგენს. ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს აუდიტორიის მოთხოვნების ინტერპრეტირებისთვის.

მაგალითად, როდესაც თქვენ შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს ეძებთ, თქვენ ასევე მიიღებთ შედეგებს შოკოლადის ტრიუფელის რეცეპტისთვის.

Google Panda და RankBrain ვებ-გვერდების „გადასაქექად“ აგზავნიან „ობობებს“, რომლებიც ამოწმებენ რელევანტურ და მაღალხარისხიან საძიებო შედეგებს და ამის მიხედვით განათავსებენ საძიებო შედეგებს რიგითობის მიხედვით.

რჩევა #4 რჩეული ფრაგმენტები

Google პროგრამულად ირჩევს საუკეთესო საძიებო შედეგს და მას გვერდის სათავეში ათავსებს, რაც მას სხვა შედეგებისგან გამოარჩევს.

ასე გამოიყურება გუგლის გამორჩეული ფრაგმენტები:

Ahrefs კვლევის თანახმად, იმ საიტების 99%, რომლებიც რჩეულ ფრაგმენტებში ხვდებიან, უკვე არიან მოხვედრილები საძიებო შედეგების სისტემების პირველივე გვერდზე.

გამორჩეული ფრაგმენტებისთვის ოპტიმიზაციის მთავარი გზებია:

  • დააორგანიზეთ თქვენი კონტენტი სტრუქტურირებულად
  • დარწმუნდით, რომ ერთი სტატია რამდენიმე მსგავს კითხვას პასუხობს
  • იქონიეთ მიმზიდველი სურათები
  • შეეცადეთ პასუხები ცხრილის სახით გადმოსცეთ
  • შეიმუშავეთ მიზანმიმართული სათაურები ისეთი ფრაგმენტების საპასუხოდ, როგორიცაა მაგალითად - „არის წითელი ხორცი ჯანსაღი?"

შენიშვნა: თუ რჩეული ფრაგმენტების შექმნას აპირებთ, იფიქრეთ კითხვებზე დაფუძნებული კითხვების შექმნაზე, რელევანტურ ქივორდებთან ერთად. იდეებისთვის შეგიძლიათ, გუგლის „people also ask” ფუნქციაც გამოიყენოთ.

რჩევა #5 ვიზუალური ოპტიმიზაცია

SEMRush კვლევის თანახმად, ვიზუალური ოპტიმიზაცია ძალიან დიდ როლს ითამაშებს საძიებო სისტემაში. რაც ნიშნავს, რომ თუ სურათები თქვენს საიტზე არ არის ოპტიმიზირებული, მაშინ ამის გამოსწორებაზე უნდა დაიწყოთ მუშაობა.

გახსოვდეთ, რომ საჭიროა მაღალხარისხიანი სურათები, რელევანტური სურათებისა და შესაბამისი დასახელების გამოყენება.

შეიტანეთ ეს სურათები თქვენი საიტის რუქაზე. ეს საგრძნობლად გაუადვილებს საძიებო ალგორითმებს ინფორმაციის მიღებას. გარდა ამისა, alt თეგების გამოყენება დაეხმარება მათ სურათის კლასიფიკაციაში.

შენიშვა: როდესაც სურათის ჩატვირთვა არ ხერხდება, მომხმარებლის ეკრანზე სწორედ ალტ ტექსტი ჩნდება.

გუგლი მათ სურათის შინაარსის აღსაქმელად იყენებს.

ეფექტურად ოპტიმიზირებული და გამართული სურათი უზრუნველყოფს თქვენი საიტის მაღალ რეიტინგსა და მომხმარებლის ჩართულობას. გარდა ამისა, თქვენს ვებ-გვერდს შესაძლებლობა ეძლევა, გამოჩნდეს საძიებო სისტემების ვიზუალურ კარუსელში.

რჩევა #6 სემანტიკურად დაკავშირებული ქივორდები

სემანტიკურად დაკავშირებული ქივორდები უბრალოდ სიტყვათა ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

მაგალითად, ქივორდი „შოკოლადის ნამცხვარი“ შესაძლოა სემატიკურად დაკავშირებული იყოს შოკოლადის ან შოკოლადის ტრიუფელის რეცეპტთან.

სემანტიკურ ქივორდებს დიდი გავლენა აქვთ ვებ-გვერდის რეიტინგზე. ჩვენ მათ ვაკავშირებთ ძირითად ქივორდებთან, რითიც ვიღებთ გაზრდილ რელევანტური ტრაფიკს საძიებო სისტემების შედეგებიდან.

გსურთ გაიგოთ, როგორ შეარჩიოთ სწორი სემანტიკური ქივორდები?

  • ნუ შეარჩევთ მხოლოდ ერთ ცალკეულ ქივორდს. ნაცვლად ამისა, მოარგეთ კონტენტი უფრო მსხვილ კლასტერებს, საკითხებს.
  • მიმართეთ სტრუქტურიზებულ მონაცემებს და შეარჩიეთ თქვენი სემანტიკური ქივორდები.

ამის ალტერნატივა შეიძლება სპეციალური ქივორდების ხელსაწყოც კი გახდეს.

რჩევა #7 ხარისხიანი ბმულების აგება

თუკი მარკეტოლოგი წარმატებულ, გრძელვადიან SEO სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობს, მაშინ ხარისხიანი ბმულების იგნორირება დაუშვებელია.

განსაკუთრებით კი იმის გათვალისინებით, რომ Google-ის განცხადებით, ხარისხიანი ბმულების ჩაშენება რეიტინგის განმსაზღვრელ პირველ სამ კრიტერიუმში შედის.

ყოველთვის ამჯობინეთ ხარისხი რაოდენობას, ვინაიდან და რადგანაც, ხარისხიან ბმულებს, რომელიც თქვენს კონტენტს უკავშირდება, შეუძლია საგრძნობლად გააუმჯობესოს თქვენი კატეგორიის, პროდუქტის რეიტინგები საძიებო სისტემებში.

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ სტრატეგიას, რომელიც გაზრდის ბმულების რაოდენობას თქვენი ვებ-გვერდისთვის:

  • მოიზიდეთ ბექლინკები რელევანტური და ავტორიტეტული ვებ-გვერდებიდან.
  • გაარეკლამეთ თქვენი კონტენტი სოციალურ მედიაში რეგულარულად
  • დანერგეთ სტუმრების ბლოგინგის პრაქტიკა და ინფლუენსერ მარკეტინგი
  • მაქსიმალურად გამოიყენეთ სოციალური მედია პლატფორმების შესაძლებლობა
  • მიწვდით თქვენს სამიზნე აუდიტორიას ონლაინ ფორუმების საშუალებით
  • მოიზიდეთ სამიზნე აუდიტორია ღირებული კონტენტის შეთავაზებით

რჩევა #8 ადგილობრივი საძიებო შედეგები

ადგილობრივი SEO ორიენტირებულია ისეთ საიტებზე, რომლებიც საძიებო შედეგებში კონკრეტული ლოკაციის მიხედვით ხვდებიან. ადგილობრივი SEO ოპტიმიზიაცია დაგეხამრებათ გაზარდოთ საიტის ტრაფიკი და კონვერსიები, ვინაიდან სტრატეგია უფრო მეტად იქნება მორგებული ადგილობრივ აუდიტორიაზე.

სპეციფიკურ, კონკრეტულ ლოკაციაზე მყოფი აუდიტორიის თარგეთირებისთვის ეს იდეალურ სტრატეგიას წარმოადგენს.

გუგლის თანახმად, ადგილობრივი შედეგები დაფუძნებულია რელევანტურობასთან, დისტანციასა და ცნობადობასთან. ეს ფაქტორები ეხმარება გუგლს, განსაზღვროს საუკეთესო შედეგი მომხმარებლის ძიებისთვის.

სტატისტიკების თანახმად, ადგილობრივი საძიებო შედეგები მომავალში უფრო დიდ როლს ითამაშებს SEO სტრატეგიებში. თუკი რომელიმე კონკრეტულ ადგილას გსურთ პოზიციონირება და შესაბამის საძიებო შედეგებში გამოჩენა, პირველი ნაბიჯი რითიც უნდა დაიწყოთ, არის Google My Business  ანგარიშის შექმნა.

ასევე საყურადღებოა, რომ ეს პლატფორმა ძლიერი ბექლინკების მქონე პროფილსაც საჭიროებს.

რჩევა #9  მომხმარებლის გაუმჯობესებული გამოცდილება

ნავიგაციის გამარტივება ერთ-ერთი შესატყვისია მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. საიტის ნავიგაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საძიებო სისტემების რეიტინგში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მომხმარებელთა გამოცდილება (UX) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება Google რეიტინგის მოპოვებისას.

საძიებო სისტემებისა და მომხმარებლის გამოცდილების კავშირის კოცენფციის მარტივად აღსაქმელად წარმოიდგინეთ, რომ SEO ორიენტირებულია საძიებო სისტემებზე, ხოლო UX საიტის მნახველებზე. ორივე მათგანის უმთვრესი მიზანი და დანიშნულება მომხმარებლისთვის საუკეთესო შედეგების მიწოდებაა.

იმისათვის, რომ UX დიზაინი ეფექტურად გამოიყენოთ და საიტის SEO პერფორმანსი გაზარდოთ:

  • გაამარტივეთ საიტის ნავიგაცია
  • გააუმჯობესეთ UX დიზანი SEO-ზე მორგებული განლაგებებისთვის (სურათები, ვიდეოები, CTA  ღილაკები)
  • გაზარდეთ საიტის ჩატვირთვის სიჩქარე, მოარგეთ დიზაინი მობილურ მოწყობილობებს, ვინაიდან ტრაფიკის 50% დღესდღეობით, სწორედ მობილურიდან მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბალი ჩართულობა გარანტირებული გაქვთ.

რჩევა #10 სქემის აღნიშვნა

საძიებო სტატისტიკების მიხედვით, ქივორდების 36.6% პროცენტი სულ მცირე ერთ გამორჩეულ ფრაგმენტს მაინც გვიჩვენებს.

ბევრი მარკეტოლოგი ფიქრობს, რომ სქემების აღნიშვნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ჩვენი საიტი საძიებო სისტემების სათავეში მოავაქციოთ.

სქემები მიკრო მონაცემებს წარმოადგენს, რომელიც საიტის შემადგენელი ნაწილია და Google-ს ეხმარება მომხმარებელს, სასურველი და რელევანტური შედეგები დაუბრუნოს.

მარტივად რომ ვქვათ, სქემები უმეტესწილად ვებ-გვერდის კონტენტის აღწერისთვის გამოიყენება. სტრუქტურირებული მონაცემების დამატება თქვენს ვებ-გვერდზე საშუალებას გაძლევთ, მისი ხილვადობა საძიებო სისტემებში გაზარდოთ.

სქემების აღნიშვნის მაგალითებია:

  • რეიტინგები და მიმოხილვები
  • პროდუქტის ხელმისაწვდომობა
  • საიტის ბმულები

შეჯამება

ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიის უკვე გამოცდილი წევრი ხართ, თუ უბრალოდ ამბიციური და მიზანდასახული დამწყები, იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ უფრო მაღალი რეიტინგების მოპოვებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

2021 წლის 12 SEO ტრენდი

SEO vs SEM – რა განსხვავებაა SEO და SEM შორის, რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის

12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად