media-4

SEO vs SEM – რა განსხვავებაა SEO და SEM შორის, რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის

  • 10 მარ 2021
  • SEO
SEO vs SEM – რა განსხვავებაა SEO და SEM შორის, რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის

როგორც მოგეხსენებათ, Google არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საძიებო სისტემა, რომელიც ბაზრის 92.42%-ს აკონტროლებს. ეს ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ტრაფიკი დააკონვერტირონ ლიდებად და გაყიდვებად SEO-სა და SEM-ის დახმარებით.

ყველამ ვიცით, რომ SEO და SEM მუშაობს, მაგრამ, რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის? თუ თქვენ ერთ-ერთის ან ორივეს დამწყები ხართ, არ ინერვიულოთ.

ამ სტატიაში ავხსნით, თუ რა არის SEO და SEM, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ეს საკითხი დავყავით 5 ნაწილად:

  1. ფლეისმენთი
  2. თარგეთინგი
  3. შედეგების დრო
  4. გრძელვადიანი ღირებულება
  5. CTR

დავიწყოთ განმარტებებით:

რა არის SEO?

SEO, იგივე Search Engine Optimization, ეს არის თქვენი საიტის ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც თქვენთვის რელევანტური საკვანძო სიტყვების ძიებისას იზრდება თქვენი ბიზნესის ხილვადობა.

რა არის SEM?

SEM, იგივე Search Engine Marketing, ხშირად მოიხსენიება, როგორც “pay per click”, არის საძიებო სისტემისთვის ფულის გადახდის პროცესი, რომლის შედეგადაც რელევანტური საკვანძო სიტყვების ძიებისას იზრდება თქვენი საიტის ხილვადობა.  

დიახ, ორივეს მიზანია თქვენი საიტის ხილვადობის გაზრდა საძიებო სისტემაში.

SEO vs SEM: რა აქვთ საერთო?

  • გეხმარებათ საიტის ტრაფიკის გაზრდაში;
  • იყენებთ საკვანძო სიტყვებს თარგეთირებისთვის;
  • მოითხოვს მუდმივ ოპტიმიზაციას.

საძიებო სისტემა მანქანა რომ იყოს, SEO იქნებოდა ელექტრო, ხოლო SEM საწვავზე მომუშავე მანქანა.

ორივე გეხმარებათ დანიშნულების ადგილამდე მისვლაში.

SEO vs SEM: რა განსხვავებაა?

  1. ფლეისმენთი (განთავსება)

SEM:

Search Engine Marketing, ცნობილი როგორც ფასიანი რეკლამა, ჩნდება ძიების შედეგების ორგანული სიის თავში/ბოლოში. მისი იდენტიფიცირება ხდება “AD” მარკით. ძიების რეზულტატში ერთი კომპანიის მხოლოდ ერთი რეკლამა შეიძლება შეგვხვდეს.

SEO:

SEO, ცნობილი როგორც ძიების ორგანული შედეგი საძიებო სისტემაში. Google ზღუდავს ორგანულ შედეგებს თითო კომპანიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი კომპანიის ორი სხვადახვა შედეგი არ გამოჩნდება ერთი საკვანძო სიტყვის/ფრაზის ძიების დროს.

  1. თარგეთირება

SEM:

გარდა საკვანძო სიტყვებისა, SEM საშუალებას გაძლევთ, თარგეთირება მოახდინოთ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • დღის მონაკვეთი
  • კვირის დღე
  • გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
  • ენა
  • მოწყობილობა

დამატებით, საძიებო სისტემის მარკეტინგისას, შეგიძლიათ გადაიხადოთ იმისათვის, რომ თქვენი რეკლამა გამოჩნდეს თითქმის სხვა ყველა საკვანძო სიტვის მოძებნისას, კონკურენციის მიუხედავად.

SEO:

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დროს, თარგეთირება მხოლოდ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ საკვანძო სიტყვების კონკურენცია, არავის სურს საჭირო დროს შესაბამისი reach-ის დაკარგვა.

  1. შედეგების დრო

SEM:

საძიებო სისტემის მარკეტინგის დროს შედეგები თქვენი რეკლამის დადასტურებისთანავე შეგიძლიათ დაინახოთ. როგორც წესი, ამას ერთ საათზე ნაკლები სჭირდება. ეს SEM-ს ძალიან მიმზიდველს ხდის იმათთვის, ვისაც ფულის გადახდა და მყისიერი შედეგების მიღება სურს.

SEO:

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დროს, წარმატება დამოკიდებულია თქვენი საიტის ავტორიტეტზე, საჭიროა 2-დან 12 თვემდე ვადა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგები დაინახოთ.

  1. გრძელვადიანი ღირებულება

SEM:

როგორც კი შეწყვეტთ SEM-ისთვის გადახდას, მაშინვე შეწყდება თქვენი კომპანიის ჩვენება google-ის ძიების რეზულტატებში. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იხდით თანხას.

SEO:

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისას შესაძლოა, გქონდეთ ან არ გქონდეთ ბექლინკების აწყობის ხარჯები იმისთვის, რომ ძებნის რეზულტატების რეიტინგში მოწინავე პოციზიები დაიკავოთ. SEO-ს შესრულების საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ ინარჩუნებთ რეიტინგს და საიტის ტრაფიკს ძალიან დაბალ ფასად.

  1. CTR

SEM:

Google Ads-ის საშუალო CTR (click through rate), ყველა ინდუსტრიაში არის 3.17%. ეს ნიშნავს, რომ 100 ადამიანიდან 3 დააკლიკებს თქვენს რეკლამას.

SEO:

ერთი ორგანული ძიების საშუალო CTR არის 31.75%. ეს ნიშნავს, რომ 100 ადამიანიდან 31 ადამიანი დააკლიკებს ნომერ პირველ ადგილას გამოჩენილ ძიების შედეგს. ფაქტობრივად, საძიებო შედეგის პირველ გვერდზე თუ მეცხრე ადგილას გამოჩნდება თქვენი საიტის ლინკი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი საშუალო CTR იქნება იგივე, რაც Google Ads-ს აქვს.

SEO vs SEM: რომელია უკეთესი ბიზნესისთვის?

ეს დამოკიდებულია ბიზნესზე. ბიზნესები, რომლებსაც ორივეს გამოყენება შეუძლიათ, ახერხებენ იყვნენ დომინანტები კონკურენტებთან შედარებით. მაგრამ, თუ მაინც ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ, პირველ რიგში ეს შეკითხვები დაუსვით საკუთარ თავს:

  • გაქვთ სარეკლამო ბიუჯეტი?

დიახსჯობს სცადოთ ორივე.

არა: სჯობს SEO აქციოთ მთავარ სტრატეგიად.

  • გჭირდებათ შედეგები დაუყოვნებლივ?

დიახსჯობს SEM აქციოთ მთავარ სტრატეგიად.

არა: სჯობს სცადოთ ორივე.

  • აქვს თქვენს ვებ-გვერდს მაღალი ავტორიტეტი?

დიახ: სჯობს სცადოთ ორივე. ასეთ დროს დიდი შანსი გაქვთ, რომ უკეთესი და სწრაფი SEO შედეგები მიიღოთ.

არა: სჯობს სცადოთ ორივე. ასეთ დროს SEO-ზე მუშაობით ნელ-ნელა მიიღებთ სასურველ შედეგებს და SEM-ის დახმარებით მყისიერ შედეგებსაც ნახავთ.

  • თქვენი შეძენის ციკლი მოკლეა თუ გრძელი?

მოკლე: SEM შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენთვის და სჯობს სცადოთ.

გრძელი: შესაძლოა, ძვირი დაგიჯდეთ რეკლამებით მომხმარებლების მოზიდვა. სოლიდური SEO სტრატეგიით კი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს ნახავთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად

რა არის CTR? როგორ შეუძლია მას გააუმჯობესოს რეკლამის შედეგები

გაზიარება