media-4

სტრატეგიები წარმატებული ციფრული მედია გაყიდვებისთვის

  • 19 მაი 2021
  • მედია გაყიდვები
სტრატეგიები წარმატებული ციფრული მედია გაყიდვებისთვის

იმისათვის, რომ გაყიდვებში წარმატებას მიაღწიოთ, საჭიროა ყველა ციფრულ არხს შორის დაიჭიროთ ბალანსი და გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა, მიიღოთ წვდომა საკონტაქტო ინფორმაციებზე და აქციოთ ლიდები მომხმარებლებად.

გაზომეთ ციფრული მედია გაყიდვების წარმატება

ციფრული მედია გაყიდვებისთვის არაერთი არხი არსებობს, ამიტომ საჭიროა იმის შეფასება, თუ რომელია თქვენი პროდუქტისთვის საუკეთესო. ისევე როგორც ცხოვრებაში, გვიწევს სხვადასხვა ცდების ჩატარება, სანამ ჩვენთვის საუკეთესოსა და შესაფერისს არ ვიპოვით. ციფრული მედიის ერთი ნაკლი გახლავთ ის, რომ რაც გუშინ ეფექტური იყო, დღეს შეიძლება სულ აღარ მუშაობდეს, ამიტომ კამპანიების დახვეწა და მათი მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, კარგი ის არის, რომ ციფრული მედია აქტივობების შეფასება შესაძლებელია. საბანერო რეკლამას იყენებთ, Google Adwords, თუ უბრალოდ ვებ ტრაფიკის მონიტორინგს ახორციელებთ, თითოეული კამპანიის შედეგების გაზომვა აუცილებლად უნდა შეძლოთ.

წარმატების უმრავი საზომი არსებობს. მაგალითად, თქვენ შესაძლოა, ახალ კამპანიას იწყებდეთ პროდუქტის გამოშვებასთან დაკავშირებით, რომელიც Google Adwords, სოციალურ მედიას, ბანერებს, საიტებს, პროფესიულ ჟურნალებსა და იმეილ მარკეტინგს აერთიანებს. ამ კამპანიის თითოეული კომპონენტის შედეგების შეფასება ცალკეულადაც შეგეძლებათ. ასევე გაიგებთ, თუ როგორი ტრაფიკი მოაქვს ბანერულ რეკლამებს საიტისთვის, საიდან მოდიან ლიდები. მომხმარებელთა თრექინგი თითოეული დამაკავშირებელი კლიკით არის შესაძლებელი.

თქვენ ვერ შეძლებთ ციფრული კამპანიის მართვას მისი შეფასების გარეშე. გახსოვდეთ, ციფრული მარკეტინგული პროგრამები მუდმივად ვითარდება, ამიტომ თქვენი კამპანიებისა და ტაქტიკების ცვლილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იპოვეთ საკუთარი რითმი

ნებისმიერ მარკეტინგულ პროგრამაში საჭიროა თქვენი საკუთარი და დამახასიათებელი რითმი გქონდეთ. მაგალითად, დააწესეთ კონკრეტული განრიგი მეილების გასაგზავნად, რათა მომხმარებელი შესაბამის დროს ელოდებოდეს თქვენს ყოველკვირეულ ან ყოველთვიურ განახლებებს. დარწმუნდით, რომ სოციალურ მედია არხებსაც განრიგის მიხედვით ამდიდრებთ კონტენტით. თუ ბლოგ-პოსტებს იყენებთ კონტენტ მარკეტინგისთვის, მაშინ ეცადეთ ყოველკვირეულად ერთი ან ორი ბლოგი მაინც გამოაქვეყნოთ. დააწესეთ გარკვეული რეჟიმი, რომელიც თქვენს ციფრულ მარკეტინგულ პროგრამას კალაპოტში ჩააყენებს.

ამ ყველაფერისთვის შესაძლოა ექსპერიმენტების ჩატარებაც მოგიწიოთ. მაგალითად, შეცვალოთ სხვადასხვა ცვლადები, როგორიც არის იმეილ კამპანიის სიხშირე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი მთავარია, თანმიმდევრულობა შეინარჩუნოთ. არ უნდა მოელოდეთ ლიდების უსაზღვრო რაოდენობას, თუ მათ მხოლოდ ახალი პროდუქტის გამოშვებისას უკავშირდებით. მთავარია, მომხმარებელს საჭირო დროს დაუკავშირდეთ - მაშინ, როდესაც ისინი შესაძენად არიან მზად. ციფრულ მედიაში კი ამისთვის საუკეთესო გზას თქვენი რითმის პოვნა და სისტემატურად თავის შეხსენება წარმოადგენს.

დამატებით საჭიროა გაყიდვებისთვისაც შექმნათ ასეთივე თანმიმდევრული პროცესი. შექმენით საკუთარი პროგრამა პოტენციური მომხმარებლების მოსაძიებლად, რომელიც ლიდებს პირველივე ეტაპიდან გაუძღვება გაყიდვებში ციკლში. დააწესეთ განრიგი ახალი მეილების გასაგზავნად, შექმენით მიზნობრივ აქტივობათა სია და გაწერეთ დროები, თუ როდის მიაწვდით მომხმარებელს კონკრეტულ მესიჯს.

გამოსცადეთ, გამოსცადეთ ახლიდან და იპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი

ამ ყველაფერის გარდა, აუცილებელია, რომ ციფრული მარკეტინგის ტენდენციებსაც აუბათ ფეხი. ის მუდმივად იცვლება და მასთან ერთად საჭიროა თქვენი გაყიდვების სტრატეგიაც შეიცვალოს პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში.

თქვენი საუკეთსო თავდაცვის საშუალება ციფრული მედიის ასეთი ცვლილებების მიმართ, ინფორმირებულობა და მოქნილობა იქნება. განაგრძეთ თქვენი ტაქტიკებისა და მიდგომების გამოცდა, ექსპერიმენტები და მაქსიმალურად დახვეწეთ ისინი.

ბევრი კომპანიის მარკეტინგული დეპარტამენტი უზომოდ დატვირთულია და შეიძლება ციფრული მედია გაყიდვებისთვის დრო არ რჩებოდეთ. ამიტომ, უამრავი კომპანია მიმართავს აუთსორსინგს. მედია გაყიდვების პროფესიონალ წარმომადგენლებს კი შეუძლიათ უზრუნველყონ პროგრამის ეფექტურობა და თანმიმდევრულობა, აითვისონ ლიდები ადრეულ ეტაპებზე და მიიყვანონ ისინი საბოლოო შესყიდვამდე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სოციალური მედიის ინტეგრაცია გაყიდვების პროცესში

10 გზა ახალი შეთავაზების გარეკლამებისთვის

ონლაინ რეკლამირების გზამკვლევი