ონლაინ რეკლამირების 7 სახეობა

მას შემდეგ, რაც პირველად ჩვენი ეკრანების ზედა ნაწილში სტატიკური სურათები გამოჩნდა, ონლაინ რეკლამირება საგრძნობლად განვითარდა. დღესდღეობით, ონლაინ რეკლამირება არაერთი სახეობა არსებობს, რომელსაც ყველა მარკეტოლოგი იყენებს - სტატიაში შვიდ ყველაზე გავრცელებულ ტიპებზე ვისაუბრებთ.
- ვიზუალური (Display) რეკლამები
ონლაინ რეკლამირების საწყისი სახე - ეს არის ვიზუალური რეკლამა, რომელიც მესამე პირის საიტებზე გვხვდება (ძირითადად დაკავშირებულია თქვენს კონტენტსა და მომსახურებაზე).
ვიზუალური რეკლამები საბანერო რეკლამებიდან მომდინარეობს, თუმცა ის დღეს სხვადასხვა სახით გვხვდება:
- სტატიკური გამოსახულება - ეს არის სტანდარტული ბანერი ან კვადრატული რეკლამა, რომლის განთავსებაც კონტენტთან ერთად ხდება.
- ტექსტი - ტექსტური რეკლამები იქმნება ალგორითმის მიერ, რომელიც მათ რელევანტურ კონტენტთან აკავშირებს.
- დინამიური ბანერი - საიტზე არსებული ბანერი, რომელსაც სტატიკურისგან განსხვავებით მოძრავი ელემენტების დართვის საშუალებაც აქვს.
- ფონი - ამგვარი რეკლამები ჩნდება ვებ-გვერდზე, ავსებს მთლიანად და ცვლის მის უკანა ფონს.
- Popup რეკლამა - საიტზე შესვლისას ხშირად შეგვხვედრია განცალკევებულ ფანჯარაში არსებული რეკლამა კონტენტთან ერთად; ეს ახლად გახსნილი ფანჯარა საიტის მნახველს სრულ რეკლამას უჩვენებს.
- Flash - ეს არის მოძრავი რეკლამა, რომელიც სხვადასხვა მნახველს სხვადასხვა კონტენტს უჩვენებს.
- ვიდეო - მოკლე ვიდეო რეკლამები, რომლებიც ავტომატურად ირთვება ან მომხმარებელს აძლევს მისი ჩართვის საშუალებას.
ვიზუალური რეკლამები ძირითადად, საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუ პირდაპირ საიტის მფლობელს დაუკავშირდებით, ნახავთ, რომ მათი განაკვეთები განსხვავებულია, მაგრამ თუკი მარკეტინგულ საიტს გამოიყენებთ, ისინი სტანდარტულ, საწყის განაკვეთებს შემოგთავაზებენ.
ზოგიერთი კონტრაგენტი, როგორიც არის Google Display Network, საშუალებას გვაძლევს, რეკლამა დემოგრაფიის, გეოგრაფიის ან ქცევითი მახასიათებლების მიხედვით გავფილტროთ - რაც გვეხმარება შევარჩიოთ ისეთი სამიზნე აუდიტორია, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაინტერესებული ჩვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით.
- სოციალური მედია რეკლამები
ვიზუალური რეკლამების მსგავსად, სოციალური მედია რეკლამებიც შესაძლოა იყოს რამდენიმე სახის, დაწყებული მარტივი ბანერებიდან, დამთავრებული ვიდეო რეკლამით. თანაც, ის არა მარტო ეფექტური, არამედ ეფექტიანიცაა.
სოციალურ მედია რეკლამირებას ის ფაქტორიც გამოარჩევს, რომ შეგიძლიათ, სამიზნე აუდიტორია მაქსიმალური სიზუსტით გასნაზღვროთ. მაგალითად, ფეისბუქის თარგეთირების ფუნქციები მოიცავს ასაკს, რეგიონს, ინტერესებს, განათლებასა და სხვა მახასიათებლებს.
არსებობს ორი სახის სოციალური მედია რეკლამა:
- ორგანული - აყალიბებს ლოიალურობას და სამიზნე აუდიტორიიდან გაწვდით უკუკავშირს. Word-of-mouth-ის ახალი ფორმა.
- ფასიანი - დასპონსორებული პოსტები სპეციფიკურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.
საუკეთესო პლატფორმები თარგეთირებისთვის არის:
- LinkedIn - B2B გაყიდვებისთვის
- Facebook - ვიზუალური რეკლამისთვის და ძაბრის სათავის მარკეტინგისთვის
დამატებითი პლატფორმები საკმარისი ბიუჯეტის შემთხვევაში:
- Google+
- Tumblr
სოციალური მედია კამპანიების მომზადება შეგიძლიათ როგორც თავად, ასევე მარკეტინგული სააგენტოების დახმარებით.
SEM - ფასიანი ონლაინ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის დამყარებულია საკვანძო სიტყვებზე (ქივორდებზე) - თქვენ და თქვენი მსგავსი ბიზნესები კონკრეტულ ქივორდებზე აყალიბებთ კონკურენციას საძიებო სისტემების მასშტაბით, რათა თქვენი ვებ-გვერდისთვის უფრო მაღალი ტრაფიკი და რეიტინგები მოიპოვოთ.
თითოეული SEM რეკლამა, რომელიც Google, Bing ან სხვა საძიებო სისტემებში გვხდება, არის ტექსტური რეკლამა და ისინი ძირითადად ზედა ან გვერდითა ნაწილში გვხდება.
ფასიანი რეკლამები შესაძლოა ემყარებოდეს PPC (Pay-per-click) - გადახდა თითო კლიკზე ან CPM (Cost-per-Thousand) - გადახდა ყოველ ათას ჩვენებაზე პრინციპს.
PPC
- თქვენ ირჩევთ ქივორდს, რომლის შედეგებიც საძიებო სისტემების სათავეში ჩნდება მისი ღირებულების გათვალისწინებით.
- ეს საუკეთსო პაკეტია, რადგან თანხას მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე გადავა.
- გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში მისი მონიტორინგი უმარტივესია.
CPM
- თქვენ თანხა ყოველ 1,000 ჩვენებაზე გეჭრებათ.
- მარტივად შეგიძლიათ, მიუთითოთ სასურველი ბიუჯეტი და გარანტირებულად მიიღოთ თქვენი რეკლამის ჩვენებები.
- თუმცა, ზედმეტი ხარჯის რისკიც არსებობს - თუ არავინ გადავა თქვენს რეკლამაზე, თანხაც ფუჭად იკარგება.
- გარდა ამისა, კამპანიის დასრულებამდე მისი შეფასება და შედეგების გაგება არ შეგიძლიათ.
საძიებო სისტემების მარკეტინგისგან უფასო სარგებლის მიღებაც შეგიძლიათ - რასაც თქვენი ვებ-გვერდის კონკრეტული ქივორდებით ოპტიმიზაცია სჭირდება. საძიებო სისტემები ორგანულ სიას რეიტინგებს მათი რელევანტურობის მიხედვით ანიჭებს, ამიტომ იზრუნეთ თქვენი SEO-ს გაუმჯობესებაზე, თუ გსურთ, რომ თქვენი გვერდი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს.
საძიებო სისტემების მარკეტინგისთვის საუკეთესო პლატფორმას Google Adwords წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დეტალურად თარგეთირებული კამპანიები მართოთ. ასევე შესანიშნავი პლატფორმაა Bing, სადაც კონკრეტულ ქივორდებზე უფრო მცირე კონკურენცია იქნება.
- შიდა რეკლამირება
შიდა რეკლამირების მაგალითს წარმოადგენს დასპონსორებული სია ბლოგ-პოსტის დასასრულს, Facebook-ის სიახლეების კედელზე თუ სხვა სოციალურ მედია არხში არსებული რეკლამა.
ამ სახის კონტენტი იმ პლატფორმასთანაა ინტეგრირებული, რომელზეც ის თავს იჩენს. თქვენი შიდა რეკლამების გამოქვეყნება შეგიძლიათ ისეთ ქსელებში, როგორიც არის Adblade, Adsonar, Outbrain და Taboola.
შიდა რეკლამირების რამდენიმე ტიპი არსებობს:
- Feed რეკლამები
- საძიებო რეკლამები
- სარეკომენდაციო ფრაგმენტები
- დარეკლამებული სიები
- რემარკეტინგი და რეთარგეთირება
საუკეთესო გზა ისეთ ადამიანებთან დასაკავშირებლად, რომლებმაც უკვე მოინახულეს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, არის რემარკეტინგი/რეთარგეთირება.
როდესაც მომხმარებელი თქვენს საიტზე შემოდის, ის ირჩევს, დაგიტოვოთ თუ არა თქვენ მონაცემები: სხვადასხვა საიტების თვალიერებისას მას თქვენი რეკლამები გამოუჩნდება პერიოდულად და შეახსენებს პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ.
ამ ფორმის რეკლამირება საკმაოდ ხელმისაწვდომია, თუ სწორად ხორციელდება და შესაძლოა, გაცილებით ეფექტურიც იყოს, ვიდრე PPC. ის ზრდის კონვერსიის მაჩვენებელს, ვინაიდან ისეთ ხალხს ახსენებს თავს, ვინც უკვე გიცნობთ და იცის ვინც ხართ.
კამპანიის შექმნა თავადაც შეგიძლიათ ფეისბუქის რემარკეტინგის, გუგლის რემარკეტინგის ან სხვა საშუალებებით. ასევე შესაძლებელია კონტრაგენტის დახმარებაც, რომელიც კამპანიას თქვენთვის გამართავს.
მართალია, YouTube ვიდეო რეკლამებში ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, თუმცა მის გარდა კიდევ არსებობს რამდენიმე განსხვავებული ფორმატი და კონტენტის ტიპი.
შესაძლოა, საგანამანათლებლო/ინფორმაციულ კონტენტს ეძებდეთ. შესაძლოა, how-to ვიდეოების საშუალებით გსურთ რაიმე ასწავლოთ. ეცადეთ მომხმარებლის ემოციურ მხარესაც შეეხოთ და ვიზუალური ამბავი შექმნათ.
რომელ კატეგორიასაც არ უნდა ირჩევდეთ, ვიდეო რეკლამა დაგეხმარებათ, მომენტალურად მიიქციოთ მომხმარებელთა ყურადღება და დააინტერესოთ ისინი.
ვიდეოს შექმნის შემდეგ, მისი გამოქვეყნება შეგიძლიათ სხვადასხვა არხზე:
- YouTube
- Vimeo
- Brightroll
- YuMe
- Huku
- Live Rail
იუთუბს ასევე გააჩნია „ვიდეომდე“ რეკლამა, რომელიც ვიდეოს დაწყებამდე ხვდება მომხმარებელს.
ვიზუალური რეკლამის მსგავსად, იმეილ მარკეტინგი ათობით წლის ისტორიას ითვლის. ონლაინ მარკეტინგის ეს სახეობა ძალიან იაფი, სწრაფი და ეფექტურია რეკლამირებისთვის.
ის შესანიშნავი საშუალებაა, ლოიალურობის ჩამოსაყალიბებლად და გაყიდვების გასაზრდელად. როდესაც იმეილ კამპანიის მენეჯერს იყენებთ მარკეტინგისთვის, რათა მესიჯები მოამზადოთ და გააგზავნოთ, მარტივად შეგიძლიათ, თქვენი კამპანიის შეფასება, მასზე დაკვირვება და ROI-ს გაანგარიშება.
იმეილ კამპანიის მენეჯერად შეიძლება გამოიყენოთ:
იმეილ მარკეტინგში წარმატების მისაღწევად აუცილებელია, თავდაპირველად ელექტრონული ფოსტების სია შეადგინოთ. ამის გაკეთება მარტივი ქვიზებით ან კითხვარებითაც შეგიძლიათ.
შემდეგ კი შეძლებთ, გააგზავნოთ მეილები, რომლებიც ორიენტირებული იქნება აქციებზე, ფასდაკლებებზე, პროდუქტის მახასიათებლებზე ან კონკრეტული სახის კონტენტზე. მეილების უმრავლესობა არის ლაკონური და პირდაპირ სათქმელს ამბობს. მოკლე მესიჯები საშუალებას გაძლევთ, ნათლად წარმოაჩინოთ თქვენი მესიჯი და გაზარდოთ კონვერსიის მაჩვენებლები.
უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, შეამოწმოთ თქვენი რეგიონის “Spam”-ების წესები.
ასევე დაგაინტერესებთ: