ონლაინ რეკლამირების 9 ყველაზე გავრცელებული სახეობა

თებერვალი 15, 2021

ონლაინ რეკლამირების 9 ყველაზე გავრცელებული სახეობა

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ასევე ვითარდება ინტერნეტზე მორგებული რეკლამირების სახეობებიც და შესაძლებლებლობებიც.

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ასევე ვითარდება ინტერნეტზე მორგებული რეკლამირების სახეობებიც და შესაძლებლებლობებიც.

დღესდღეობით, ონლაინ რეკლამირების არაერთი სახეობა არსებობს, რომლის ინტეგრირებაც თქვენი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში შეგიძლიათ. ვინაიდან, ციფრული რეკლამირება ონლაინ სივრცეში მუდმივ ცვლილებებს განიცდის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენც უახლეს ტენდენციებს, ტექნიკებსა და სტრატეგიებს აუწყოთ ფეხი. რეკლამირების თითოეული სახეობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას 360 გრადუსიანი კამპანიის ფორმირებისთვის, ან სულაც ცალ-ცალკე.

თუ გსურთ, რომ უფრო მეტი შეიტყოთ რეკლამირების სხვადასხვა სახეობებზე და ასევე სარეკლამო კამპანიებზე, მაშინ განაგრძეთ კითხვა.

ონლაინ რეკლამირების ტიპები

#1: შიდა რეკლამირება

ეს ტერმინი მეტწილად არატრადიციულ ონლაინ რეკლამირებასთან არის დაკავშირებული. ის იყენებს სტრატეგიას, რომლის მთავარი მიზანიც ბანერის ფორმატის მსგავსი რეკლამებისა და დასპონსორებული კონტენტის საშუალებით, მომხმარებლის ნდობის მოპოვება და მათთვის პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზებაა. ძალიან ბევრი ხელსაწყო არსებობს მის გამოსაყენებლად, თუმცა ყველაზე მარტივ გზას, ალბათ ბლოგის შექმნა წარმოადგენს. თქვენს ბლოგში ისაუბრეთ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მიაწოდეთ ხალხს ღირებული და საინტერესო ინფორმაცია. ამის შემდეგ, SEO-ს, იმეილ მარკეტინგისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ, მომხმარებელს შესაფერისი კონტენტი შესთავაზოთ. ამგვარი ფორმატის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ღირებულია თითოეული მხარისთვის.

#2: SEM (საძიებო სისტემების მარკეტინგი)

კამპანიის ფარგლებში, მთავარი დანიშნულება ბრენდის ცნობადობის ამაღლებაა ძალიან მცირე დროში. ყველაფერი, რაც ამას სჭირება, არის რეკლამა სათაური, აღწერა და CTA ( მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკი. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ქივორდების გამოყენება. საიტის ხარისხისა და CPC (cost-per-click) სისტემის გათვალისწინებით, თქვენი რეკლამა გამოუჩნდება მომხმარებელს მაშინ, როდესაც ის თქვენ მიერ შერჩეული ქივორდის ძიებას დაიწყებს.

#3: ვიზუალური რეკლამირება

ვიზუალური რეკლამები სახელიდან გამომდინარეც ნათლად ჩანს, რომ შეიცავს სურათებსა და ვიდეოებს. მათი განთავსება კი შესაბამის საიტებზე ხდება. ასევე შესაძლებელია განთავსება ბლოგებსა და ჟურნალებშიც. რეკლამის შეძენა შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე პლატფორმების მეშვეობით, მაგალითად Google Adwords. სარეკლამო ხარჯი ანგარიშდება CPC ან CPM მეთოდებით.

#4: მობილური რეკლამირება

მიუხედავად იმისა, რომ მობილური რეკლამირების ბევრი ცალკეული ტიპიც არსებობს, რეკომენდებულია, რომ ყველა თქვენი რეკლამა ოპტიმიზირებული იყოს მობილურ პლატფორმებზეც ან ჰქონდეს ისეთი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ფორმატი ავტომატურად მოერგება გამოყენებულ მოწყობილობას და მის ეკრანს. დღესდღეობით, ყველას აქვს მობილური ან ტაბლეტი, რომელსაც გამუდმებით იყენებს. ყველაზე ხშირად, სწორედ მას იყენებენ ინტერნეტის მოხმარებისთვის. ჯერ კიდევ 2016 წელს, Google-მა განაცხადა, რომ მობილურიდან შემოსულმა ტრაფიკმა საგრძნობლად გადააჭარბა პერსონალური კომპიუტერიდან შემოსულ ტრაფიკს. შესაბამისად, თუ ჯერ არ დაგიწყიათ მობილურ ოპტიმიზაციაზე ზრუნვა, დროა! თქვენ არა მარტო გაზრდილ რიჩს (მიღწევადობას) და მომხმარებელთა ინტერაქციას მიიღებთ, არამედ საგრძნობლად გააუმჯობესებთ თვენს SEO-ს და უკეთ წარმოჩნდებით გუგლის მობილური ალგორითმის წინაშე.

#5: სოციალური რეკლამები

სოციალური მედია ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მუდმივად უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა არხებით, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და აზრებს. ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის და პოტენციური მომხმარებლების მოძიებისთვის სარეკლამო კამპანიების შექმნა ამ პლატფორმებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პლატფორმების დეტალური სეგმენტაციის შესაძლებლობა კი მას იდეალურს ხდის ახალი პროდუქტის/მომსახურების გარეკლამებისთვის, თანაც ძალიან სპეციფიკური ჯგუფისთვის. კონვერსიების გაზრდა იქნება თქვენი მიზანი თუ ბრენდირებული სტრატეგიის შემუშავება, სოციალური რეკლამები შესანიშნავი არჩევანია.

#6: რეთარგეთირება და რემარკეტინგი

თავის შეხსენება ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც უკვე მოინახულეს თქვენი საიტი ან გამოთქვეს რაიმე სახის ინტერესი კომპანიის მიმართ, საკმაოდ სოლიდური სტრატეგიაა კონვერსიების ასამაღლებლად. რემარკეტინგის საშუალებით, თქვენი სარეკლამო ბანერი ნებისმიერ საიტზე წარუდგება იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს ინტერესი თქვენ მიმართ. ასეთი ტიპის რეკლამები ეფექტურია როგორც გაყიდვების გასაზრდელად, ასევე ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლადაც. რეკლამის შესყიდვა შესაძლებელია საძიებო სისტემების სარეკლამო ხელსაწყოებიდან, როგორიც არის Google Adwords. რეკლამის ფასი ძირითადად CPC-ის მიხედვით იზომება.

#7: იმეილ მარკეტინგი

მარკეტინგის ეს ფორმატი ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში მისი პოტენციალი კიდევ განახლდა. კამპანიის ფარგლებში, იმეილ მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონვერსიის მაჩვენებლებით ხასიათდება. სხვადასხვა ავტომატიზაციის ხელსაწყოების დახმარებით, შეგიძლიათ საგრძნობლად გაზარდოთ თქვენი კონვერსია. გარდა ამისა, თუ ფიქრობთ, რომ ახალი მომხმარებლის მოზიდვა 7-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე არსებულის შენარჩუნება, მაშინ იმეილ მარკეტინგი თქვენთვისაც იდეალური იქნება.

#8: ციფრული ნიშნები

შესაძლოა, სახელი არც ისე გავრცელებული იყოს, თუმცა ის ეტაპობრივად ჩნდება მომხმარებლების წინ და სულ მალე ყოველდღიური მოვლენაც იქნება. ციფრული ნიშნები ტრადიციული გარე რეკლამირების ტექნოლოგიურ ევოლუციას წარმოადგენს. ისინი გამოყენებულია ბილბორდებზე, სატელეფონო ჯიხურებსა და სხვადასხვა გარე რეკლამებზე, სივრცეებზე/სტენდებზე, რომლებსაც ეკრანი გააჩნიათ. ამგვარ რეკლამირებას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება, დღის ყველაზე გადატვირთულ მონაკვეთებშიც კი.

#9: ვიდეო მარკეტინგი

ვიდეო კონტენტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გასართობი საშუალებაა მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ვიდეოს გამოყენება თქვენი სარეკლამო კამპანიისთვის იდეალური სტრატეგია იქნება. ასევე შესაძლებელია იუთუბერებთან თანამშრომლობაც და ისეთი ვიდეოების შექმნა, სადაც ისინი თქვენს პროდუქტს მიმოიხილავენ. იფიქრეთ ასევე ორიგინალური ვიდეოს შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს ორგანულ პოზიციებს საძიებო სისტემებში. ამგვარი ვიდეოების გაზიარებით კი შეძლებთ საიტზე უფრო მეტი ტრაფიკი მოიზიდოთ და გაზარდოთ თქვენი ვირუსულობის შანსები. როდესაც ვიდეოებზე ვსაუბრობთ, პოტენციალი და შესაძლებლობები უსაზღვროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მალე ონლაინ კონტენტის 80% ვიდეოზე იქნება დაფუძნებული.

შეჯამება

ჩამოთვლილი მეთოდები წარმოადგენს ონლაინ რეკლამირების სახეობებს, რომლებიც ახლა არსებობს. თუმცა, რამდენიმე წელიწადში ისინი შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს ან გამრავლდეს. თუმცა, ერთი რამ, რაც დღესავით ნათელია, არის ის, რომ ინტერნეტისა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ონლაინ რეკლამირების პოტენციალი კიდევ უფრო იზრდება. ამიტომაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად აუწყობთ ფეხს ამ ცვლილებებს.

გახსოვდეთ, როდესაც საქმე კომპანიის სარეკლამო სტრატეგიის შემუშვებას ეხება, დეტალური დაგეგმარება აუცილებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რეკლამირების რომელ ფორმატს გამოიყენებთ და რომელს არა. ასევე უნდა განსაზღვროთ ბიუჯეტი თითოეული ფორმატისთვის და ნუ დაგავიწყდებათ იმ კამპანიების ანალიზიც, რომელიც სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაძლოა, კამპანიის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთ პლატფორმაზე ვერ იღებთ სასურველ შედეგებს, ხოლო მეორე პლატფორმაზე პირიქით, მოლოდინებს გადააჭარბოთ. ანალიზის საფუძველზე, თქვენ შეძლებთ, რომ მეტი ბიუჯეტი უკვე მეორე პლატფორმაზე გადაანაწილოთ და უფრო მაღალი შედეგებიც მიიღოთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი საქმე პროფესიონალ მარკეტოლოგებს მიანდოთ, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ბიუჯეტი და რესურსები, მაქსიმალურად და ოპტიმალურად გამოიყენონ.

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ონლაინ რეკლამირების 6 საუკეთესო სტრატეგია

რა არის ინტერნეტ რეკლამირება? - განმარტებები და რჩევები

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში