media-4

რატომ უნდა გავარეკლამოთ ბიზნესი ონლაინ

  • 12 მარ 2021
  • მედია გაყიდვები
რატომ უნდა გავარეკლამოთ ბიზნესი ონლაინ

დიდ დროს ატარებს თქვენი აუდიტორია ონლაინ სივრცეში?

თუ ამ კითხვაზე თავდაჯერებით შეგიძლიათ დადებითი პასუხის გაცემა, მაშინ აშკარაა, რომ თქვენს ბიზნესს ონლაინ რეკლამირებით სარგებლობა შეუძლია.

თუ ჯერ არ იცით, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და რამდენ დროს ატარებენ ისინი ონლაინ სივრცეში, მაშინ ერთი ნაბიჯით უკან დახევა და მარკეტინგული კვლევის ჩატარება მოგიწევთ. შესაძლოა, თაობების მარკეტინგული გამოკვლევა დასაწყისისთვის კარგი იდეა აღმოჩნდეს.

რასაკვირველია, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ პოტენციური მომხმარებლები ონლაინ სირცეში არიან და ამით ბიზნესს შეუძლია სარგებლის მიღება, საკმარისი არ არის. საჭიროა ონლაინ მარკეტინგის ცნება უფრო სიღრმისეულად გამოიკვლიოთ.

რა სარგებლის მოტანა შეუძლია ჩემთვის ონლაინ რეკლამირებას?

  1. ონლაინ რეკლამირება არის სწრაფი, მოქნილი და გაზომვადი

ონლაინ რეკლამირების გამოყენებასთან ერთად, შეგიძლიათ, მისი საოცარი მახასიათებლებისგანაც მიიღოთ სარგებელი. იმ მახასიათებლებისგან, რომელიც ციფრული მარკეტინგის გამოყენებასთან ერთად მოდის. ეს შეიძლება მოიცავდეს მომენტალურ წვდომას, მარტივ განახლებასა და რედაქტირებას თქვენი რეკლამისთვის და პროცესების მონიტორინგს.

რაიმე ღონისძიებას გეგმავთ ახალი მომსახურების გარეკლამებისთვის? ნაცვლად ამ რეკლამის 6 კვირით ადრე ადგილობრივ გაზეთში განთავსებისა და შემდეგ რამდენიმე კვირის ან თვის ლოდინისა, იმისათვის, რომ შედეგები გაიგოთ, შექმეით ონლაინ რეკლამირების კამპანია სულ რამდენიმე საათში.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მომენტალურად შეძლებთ რეკლამის მონიტორინგს, როგორ მუშაობს, რამდენი ადამიანი ეცნობა მას, რომელი არხებიდან ეცნობიან, როდის გადადიან რეკლამაზე... ამგვარი ინფორმაციის საშუალებით უკვე მარტივად შეძლებთ რეკლამის ოპტიმიზაციას და მაქსიმალური შედეგების მიღებას.

  1. მოიზიდეთ ტრაფიკი თქვენს ვებ-გვერდზე და გაზარდეთ კონვერსიები

ვინაიდან თქვენი ვებ-გვერდი ონლაინ არსებობისთვის, ხილვადობისთვის შექმნილი ჰაბია, ალბათ ლოგიკურია, რომ მისთვის ტრაფიკის მოზიდვასაც ეცდებით.

როდესაც ყველაფერი შესრულდება, რჩება მხოლოდ რიცხვები: ონლაინ რეკლამას შეუძლია თქვენი ვებ-გვერდისთვის ტრაფიკი სხვადასხვა წყაროებიდან მოიზიდოს. როდესაც საიტზე არსებული ტრაფიკი გეზრდებათ, თქვენ ზრდით პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის შანსებსაც (დარწმუნდით, რომ თქვენი საიტი სწორად არის აწყობილი და შეუძლია მნახველების ლიდებად გარდაქმნა).

  1. გაზარდეთ ბრენდის ცნობადობა და სანდოობა

ონლაინ რეკლამების განთავსება საშუალებას გაძლევთ, თქვენი ბრენდი პოტენციურ მომხმარებლებს წარუდგინოთ, არა აქვს მნიშვნელობა თუ კონკრეტულად სად იმყოფებიან ისინი, მთავარია ეს ონლაინ სივრცე იყოს. მას შემდეგ, რაც პოტენციური მომხმარებლები შეიტყობენ თქვენ შესახებ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემდეგ ისინი აუცილებლად დაგიკავშირდებიან.

გარდა ამისა, ონლაინ რეკლამირება ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ თქვენი ბიზნესის ლეგიტიმურობას და შესაბამისად, ამაღლებს თქვენს სანდოობასაც.

  1. გაარეკლამეთ კონკრეტულად თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის

როდესაც რეკლამას ონლაინ სივრცეში ქმნით, შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი მესიჯი კონკრეტულ აუდიტორიას მოარგოთ ან შექმნათ რამდენიმე მესიჯი სეგმენტირებული აუდიტორიისთვის.

იფიქრეთ ამაზე: შესაძლოა თქვენ უსაფრთხოების სისტემებს ყიდით. თქვენი პროდუქტი ისევე გამოსადეგი იქნება ოჯახებისთვის, როგორც ბიზნესებისთვის, თუმცა ისინი განსხვავებულ სარგებელს მიიღებენ. ბიზნესის მფლობელს არ სჭირდება სისტემა, რომელიც ავტოფარეხის კარებს დისტანციურად გაუღებს და ანალოგიურად, სახლის მფლობელს არ აინტერესებს საათობრივი მონიტორინგის სისტემა თანამშრომლების გასაკონტროლებლად. რეკლამირება ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც თითოეული ადამიანის საჭიროებებზე კონკრეტულად საუბრობთ და არ იყენებთ რაიმე ზოგად მესიჯებს.

სწორედ აქ ერთვება თამაშში სეგმენტირება. როგორც უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელმა, თქვენ ორი რეკლამა უნდა შექმნათ განსხვავებული მესიჯებით: ერთი, რომელიც ბიზნესებზე იქნება მორგებული, ხოლო მეორე სახლის მფლობელებზე. ამგვარად რეკლამირება გაცილებით რენტაბელურია.

კვლევების თანახმად, რეთარგეთირებისას გამოყენებული რეკლამები 1000%-ით მეტ ადამიანს უბიძგებს პროდუქტის მოძებნისკენ, ვიდრე სტანდარტული რეკლამა. ონლაინ მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, თქვენი სამიზნე აუდიტორია სეგმენტებად დაყოთ და რეკლამირებით მაქსიმალური შედეგები მიიღოთ, რაც შეიძლება მინიმალურ ფასად.

  1. მიწვდით მილენიალებს

უდავოა, რომ ამ თაობის შემდეგ (რომელიც მოიცავს ადამიანებს, დაბადებულს 1981-2000 წლებში) ტექნოლოგიის თითოეულ სფეროში უამრავი რამ შეიცვალა. მილენიალების თაობას ყველა თანამედროვე პლატფორმასა თუ ხელსაწყოზე ჰქონდათ წვდომა. ისინი არ მიიჩნევენ მყისიერ შედეგებს, შესანიშნავ მომსახურებასა და კონკურენტულ ფასებს ბიზნესის უპირატესობად, ეს მათი მოლოდინებია.

აღნიშნული თაობა საოცრად დიდი პოტენციალის მქონეა, როდესაც საქმე მსყიდველობით ძალას ეხება. ამიტომაც, თუ გსურთ მათი ყურადღების მიქცევა, მათთან დაკავშირების გზებიც უნდა ეძიოთ. ამისათვის იდეალური გზა ისეთ ადგილას რეკლამირებაა, სადაც ისინი ყველაზე მეტ დროს ატარებენ - ონლაინ.

  1. გამოიყენეთ რეთარგეთირების რეკლამები პოტენციური მომხმარებლებისთვის

რეთარგეთირების რეკლამების საშუალებით, შეგიძლიათ ადამიანებს მათი ონლაინ აქტივობის მიხედვით მისწვდეთ, მაგალითად მათ, ვინც თქვენი საიტი მოინახულა. საძიებო სისტემების მარკეტოლოგთა 46%-ს სჯერა, რომ რეთარგეთირება მარკეტინგული ტექნოლოგიებიდან, ყველაზე დაუფასებელი მეთოდია.

გახსოვთ გასული კვირის მანძილზე, რამდენჯერ შეხვედით ტანსაცმლის მაღაზიის საიტზე კოლექციის დასათვალიერებლად? გახსოვთ, რამდენჯერ შეგხვდათ ამ კოლექციის რეკლამა სხვადასხვა საიტზე? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პროდუქტი რეალურად ამაზონიდან გამოიწერეთ, ეს რეკლამა მაინც თან დაგყვებათ.

რატომ? იმიტომ, რომ რეთარგეთირების სამიზნე გახდით. ეს კომპანიები აღნიშნულ მეთოდს მიმართავენ, რადგან იციან, რომ რეთარგეთირების რეკლამას 70%-იანი შანსი აქვს, პოტენციური მომხმარებელი რეალურ მომხმარებლად აქციოს. თქვენც შეგიძლიათ მისი გამოყენება, რათა მომხმარებელს თქვენი დავიწყების საშუალება არ მისცეთ.

  1. შეხვდით პოტენციურ მომხმარებლებს იქ, სადაც ისინი იმყოფებიან

ყველაფერი შეიცვალა. როგორც ჩანს, ახლა ყველა ონლაინ სივრცეშია და როგორც წესი, მომხმარებელი პროდუქტის შეძენამდე გარკვეულ კვლევასაც ატარებს. შესაძლოა, მათ უკვე გამოიკვლიეს ბაზარი და მზად არიან გადაწყვეტილების მისაღებად. სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მიდით მათთან, დაუახლოვდით, მიაწოდეთ ინფორმაცია რეკლამის დახმარებით და გაუადვილეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

მაგალითად, თქვენ შექმენით ბლოგი, რომელიც თქვენი მომსახურების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხობს. თქვენ შეგიძლიათ, ამ ბლოგ-პოსტზე მორგებული რეკლამა შექმნათ და მომხმარებელს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. ზოგიერთი მომხმარებელი შესაძლოა მზად იყოს შემდეგი ნაბიჯისთვის და თქვენთან კონსულტაციაც დანიშნოს. მათთვის განსხვავებული რეკლამის შექმნა შეგიძლიათ. ისეთის, რომელიც აუცილებლობის და დროში შეზღდულობის ეფექტს ქმნის და უბიძგებს მომხმარებელს სწრაფი მოქმედებისკენ.

  1. შეამცირეთ მარკეტინგული ხარჯები

როდესაც ონაინ რეკლამირებას ეწევით, თქვენს სარეკლამო ბიუჯეტზე სრული კონტროლი გაქვთ. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სარეკლამო კამპანიები გაცილებით იაფია, ვიდრე რადიო, სატელევიზიო ან ბეჭვდური რეკლამები. გარდა ამისა, შეგიძლიათ კონკრეტულად აირჩიოთ ის თანხები, რისი დახარჯვაც გსურთ. უკმაყოფილო ხართ არსებული ბიუჯეტის განაწილებით? შეგიძლიათ ის მომენტალურად შეცვალოთ. ასევე შეგიძლიათ, აკონტროლოთ რეკლამის ხანგრძლივობა და ვადებიც, დააპაუზოთ რეკლამა ან სულაც შეწყვიტოთ კამპანია.

  1. თქვენი კონკურენტები ამას აკეთებენ

მესმის, ყველას იმას გვასწავლიდნენ, რომ არ გაგვეკეთებინა რაიმე მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვები აკეთებდნენ, მაგრამ გამონაკლისები აქაც არსებობს. თუ თქვენი კონკურენტები ახერხებენ თქვენი აუდიტორიის ჩართულობის ამაღლებას და მოზიდვას, ისინი შესაბამისად ბაზრის წილსაც ითვისებენ და იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შესაძლოა თქვენი ყოფილიყვნენ. პოტენციურ მომხმარებელს არასდროს ეცოდინება თქვენი სახელი, თუ მას სწორ ადგილას არ წარუდგენთ.

ეს ჯეკპოტის მოგებაზე ოცნებას ჰგავს ბილეთის ყიდვის გარეშე: არავინ მოვა თქვენთან საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ არ იციან თქვენ შესახებ. ამიტომ, დაუკავშირდით მათ და აჩვენეთ რისი შეთავაზება შეგიძლიათ. დაამახსოვრეთ მათ თავი მომსახურებით, შესთავაზეთ ღირებული ინფორმაცია და უბიძგეთ მათ სასურველი ქმედებისკენ.

დაიწყეთ დაგეგმარება დღესვე

კამათი არ სჭირდება იმას, რომ ონლაინ რეკლამირება რენტაბელური, ეფექტური და დამაჯერებელი მეთოდია თქვენი ბიზნესის რეკლამირებისთვის, მისი ცნობადობის გაზრდისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვისთვის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში

7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის

ონლაინ რეკლამირების 6 საუკეთესო სტრატეგია