media-4

10 გზა ახალი შეთავაზების გარეკლამებისთვის

  • 22 მარ 2021
  • მედია გაყიდვები
10 გზა ახალი შეთავაზების გარეკლამებისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად კარგია თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, თუ მას სათანადოდ არ გაარეკლამებთ, ის "შორს ვერ გაფრინდება". გამოიყენეთ ეს ნაცადი და გავრცელებული ტექნიკები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენმა სამიზნე აუდიტორიამ იცის თქვენი პროდუქტების ან მომსახურების არსებობის შესახებ.

#1 გაუკეთეთ არსებულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები

თქვენი ძირითადი და არსებული მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ახალ პროდუქტს ყველაზე დიდი ალბათობით შეიძენენ, ამიტომ აგრძნობინეთ მათ თავი ღირებულად. დანიშნეთ მათთან პირისპირ შეხვედრები და გააცანით თქვენი სიახლე და ჰკითხეთ მათ აზრი მის შესახებ.

#2 გაავრცელებინეთ მომხმარებელს ინფორმაცია

Word-of-mouth მარკეტინგი რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, ამიტომ ეცადეთ მომხმარებლებმა ეს თქვენთვის გააკეთონ. შესთავაზეთ მათ ბენეფიტები, როგორიც არის ფასდაკლება თქვენი შეთავაზებით სარგებლობისთვის, რათა მომხმარებელმა ახალი პროდუქტი პოტენციურ კლიენტს გააცნოს.

#3 მოიწვიეთ მომხმარებლები

გამოიყენეთ არსებული პროდუქტები ან მომსახურება მომხმარებლის მოსაზიდად. გაეცით უფასო სატესტო ვერსიები, უფასო ნიმუშები ან ფასდაკლების ვაუჩერები, როდესაც მომხმარებელი არსებულ პროდუქციას შეიძენს.

#4 გამოიყენეთ სპეციალური შეთავაზებები

კონკრეტულ ფასად შესთავაზეთ მომხმარებელს დამატებითი პროდუქტი ერთი ერთეულის შეძენისას. ყოველთვიურად შეამოწმეთ თვენი ზღვრული დანახარჯები და მკაცრად განსაზღვრეთ ამ აქციის ხანგრძლივობა, სანამ სპეციალურ ფასს დააანონსებდეთ. ნუ მისცემთ თავს ზარალის საშუალებას.

#5 ყურადღება გაამახვილეთ სარგებელზე

შექმენით სპეციალური სია, რომელიც ახალი პროდუქტის სარგებელს წარმოაჩენს. თუ შესაძლებელია, განაახლეთ თქვენი საიტი და განათავსეთ მის თავში ბანერი, რომელიც ახალ შეთავაზებას გაარეკლამებს.

#6 დაიხმარეთ თანამშრომლები

სთხოვეთ თქვენს დასაქმებულებს, რომ გაავრცელონ სიტყვა ახალი პროდუქტის შესახებ. მოუყევით მათ მოკლედ ახალი შეთავაზების სარგებლის შესახებ და სთხოვეთ თითოეულ მათგანს, უბიძგეთ, რომ მის შესახებ მომხმარებლებთან და პოტენციურ კლიენტებთან ისაუბრონ. გახსოვდეთ, ეს არ ეხებათ მხოლოდ გაყიდვების წარმომადგენლებს. სოციალური მედია ქსელები ამისთვის შესაძლოა იდეალური საშუალება აღმოჩნდეს.

#7 გაავრცელეთ სიახლეები თქვენს ქსელში

გამოიყენეთ მომხმარებელთა არსებული ბაზა და უამბეთ ყელას თქვენი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ (თუმცა დარწმუნდით, რომ მონაცემთა გამოყენების წესებს იცავთ). დაამატეთ მოკლე აღწერა ყოველდღიურ მეილებსაც.

#8 შეიძინეთ მეგობრები

ეფილიეიტ მარკეტინგი ისეთ ბიზნესებთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელთა პროდუქტები და მომსახურება, მსგავს აუდიტორიას იზიდავს. შეთანხმდით ახალი შეთავაზების გარეკლამებაზე. თუ შესაძლებელია, გააერთიანეთ თქვენი ძალები კონკურენტებთან საბრძოლველად.

#9 უფასო არხები

მაქსიმალურად გამოიყენეთ უფასო რეკლამირება. შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის არსებობის შესახებ, მომხმარებელს აცნოთ მისი ისეთ ადგილას განთავსებით, როგორიც არის yell.ge, სადაც თქვენი ბიზნესი და პროდუქტი კონკრეტულ კატეგორიაში მოხვდება. თანაც სრულიად უფასოდ.

#10 ეძიეთ ყურადღება

ეცადეთ, რომ თქვენი შეთავაზება რომელიმე გამომცემლობაში ან პრესაში მოხვდეს. მოძებნეთ ისეთი ჟურნლაები ან გაზეთები, რომლებსაც თქვენი აუდიტორია ყველაზე მეტად შეიძენდა. შექმენით პრეს რელიზი, რომელიც მკითხველებს თქვენს სარგებელს დაანახებს. არ დაგავიწყდეთ მასში ვიზუალური კონტენტის დართვაც.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეფილიეიტ მარკეტინგი: რას მოიცავს  და რითი ვიწყებთ ?

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში

ონლაინ რეკლამირების 6 საუკეთესო სტრატეგია