როგორ გავხდეთ წარმატებული მედია გაყიდვებში პირველივე წელს?

თებერვალი 11, 2021

როგორ გავხდეთ წარმატებული მედია გაყიდვებში პირველივე წელს?

რამდენ ხანში შევძლებ სოლიდური თანხების გამომუშავებას?

როგორ შემიძლია გავხდე წარატებული მედია გაყიდვებში?

რამდენ ხანში შევძლებ სოლიდური თანხების გამომუშავებას?

რა დროის შემდეგ უნდა მქონდეს დაწინაურების იმედი?

ახალი კურსდამთავრებული იქნება, თუ პროფესიონალი, რომელსაც საქმიანობის შეცვლა და კარიერის დაწება მედია გაყიდვებში სურს, თითოეული მათგანს ამ სამ შეკითხვაზე პასუხი აინტერესებს. ყველას სურს, იცოდეს, თუ რამდენად შეუძლია წარმატების მიღწევა, ფულის შოვნა და კარიერული წინსვლა.

არაერთი წარმატებული კომპანიის გამოცდილების ხარჯზე, გვსურს, გაგიზიაროთ ის რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ მედია გაყიდვებში წარმატება თქვენი ბიზნესის ოპერირების პირველივე წელს მოიპოვოთ. ეს რჩევები კი გაყიდვების ყველა პოზიციისთვის ვალიდურია, არა მხოლოდ მედია გაყიდვებისთვის.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედია გაყიდვების სამყაროში

მართალია, ეს მარტივი სულაც არ იქნება, მაგრამ ძალიან მოგეწონებათ. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ უამრავ ბიზნესს დაეხმაროთ განვითარებაში და ამავდროულად, თქვენთვისაც სოლიდური თანხები გამოიმუშავოთ.

არ არსებობს გაყიდვებისათვის ბუნებრივად დაბადებული ადამიანი. გაყიდვების წარმატებულ წარმომადგენელს უბრალოდ დიდი დრო და ძალისხმევა აქვს დათმობილი საკუთარი პროფესიისთვის და ამას გამუდმებით იმეორებს, რათა უკეთეს შედეგებს მიაღწიოს და უფრო წარმატებული გახდეს.

B2B გაყიდვებში კომპანიის კულტურასაც დიდი მნიშვნელობა აქვს

Steve Jobs-ის აზრით, „იმისათვის, რომ საქმე დიდებულად აკეთოთ, უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ.“ სამსახურში პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და კმაყოფილება არის სწორედ ის, რაც საშუალო პროდუქტიულობას და შესაბამისად, ჩვენს შედეგებსაც აუმჯობესებს. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამსახური მოსწონთ, უფრო ოპტიმისტები და მოტივირებული არიან, სწავლობენ უფრო სწრაფად, უშვებენ ნაკლებ შეცდომებს და იღებენ უკეთეს გადაწყვეტილებებს.

იმედია, გაყიდვების კარიერას ისეთ კომპანიაში დაიწყებთ, რომელიც საკუთარ თანამშრომელზე ზრუნავს და მისი განვითარებით არის დაინტერესებული. ეს პროდუქტიულობას გაცილებით სწრაფად ზრდის და ამასთანავე, ამაღლებს თანამშრომლის კმაყოფილებასა და ბედნიერებას.

იდეალურ შემთხვევაში, კონტრაქტს ისეთ კომპანიასთან გააფორმებთ, რომელიც საკუთარ გუნდს გამოცდილებას უზიარებს და ეფექტური ტრენინგებითაც ამარაგებს, რაც ხელს უწყობს მათ მუდმივ განვითარებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ასეთ კომპანიას იპოვით, საბოლოოდ მაინც თქვენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებთ ამ ცოდნასა და რესურსებს. თქვენს წარმატებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ.

 

10 რჩევა, როგორ აიღოთ ხელში სადავეები და მიაღწიოთ წარმატებას თქვენს კარიერაში

  1. იშრომეთ სხვებზე მეტი. განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოცდილება არ გაქვთ.
  2. იყავით პირველი, ვინც ოფისში გამოცხადდება და ბოლო, ვინც მას დატოვებს.
  3. იკითხეთ და ისწავლეთ ყველაფერი თქვენი ინდუსტრიის შესახებ, ისევე როგორც მომხმარებელთა ინდუსტრიების შესახებ.
  4. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები, შეიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მათ და აღასრულეთ ის.
  5. გახსოვდეთ, რომ თქვენი არავის არაფერი მართებს. თქვენი წარმატება თქვენზეა დამოკიდებული.
  6. ეს სამუშაოა და არა სოციალური საათები. მართალია, თანამშრომლებთან ერთად ოფისში ხალისი შესანიშნავია, მაგრამ ეს წარმატებას ვერ მოგიტანთ.
  7. რაც უფრო მეტი შეხვედრა გექნებათ პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, მით უფრო წარმატებულიც იქნებით.
  8. პირისპირ შეხვედრები უკეთესია.
  9. სამუშაო საათებსი ნუ გაეხვევით არასაქმიან საუბრებში, ეს თქვენთვის დროის ფუჭი კარგვაა და წარმატების გზასაც გაშორებთ.
  10. იმხიარულეთ! წარმატების მიღწევაში უდიდესი ხალისია და ის შეზღუდული ნამდვილად არ არის.

დროა „აიკაპიწოთ მკლავები“, შეუდგეთ საქმეს და დაანახოთ ყველას თქვენი ფასი და შესაძლებლობები.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რა არის ინტერნეტ რეკლამირება? განმარტებები და რჩევები.