რას მოიცავს კარიერა სარეკლამო გაყიდვებში?

თებერვალი 26, 2021

რას მოიცავს კარიერა სარეკლამო გაყიდვებში?

სარეკლამო გაყიდვების კარიერა არა ნაკლებ საინტერესო და მიმზიდველია.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვებ-გვერდზე დასაქმების გრაფას ხსნით, ალბათ, ძირითად შემთხვევებში ენთუზიაზმით სავსე განაცხადები გხვდებათ, სადაც კომპანიები თავისკენ გიხმობენ.

სარეკლამო გაყიდვებში თითქოს ისეთი ადამიანები იწყებენ მუშაობას, რომლებმაც არ იცოდნენ რეალურად რისი კეთება სურდათ ან უბრალოდ სასურველი სამუშაო ვერ მიიღეს და სხვა გზა არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, სარეკლამო გაყიდვების კარიერა არა ნაკლებ საინტერესო და მიმზიდველია.

სარეკლამო გაყიდვები ძირითადად სარეკლამო სივრცის სხვადასხვა კომპანიებისთვის მიყიდვას მოიცავს. მომხმარებელი შეიძლება იყოს გამომცემლობა, ჟურნალ-გაზეთი, ტელევიზია ან სულაც ონალინ სივრცე. ნებისმიერი სივრცე, სადაც რეკლამას ხედავთ, სარეკლამო აგენტის გაყიდულია, იქნება ეს Vogue-ის ჟურნალის ყდა, საბანერე რეკლამა თუ რეკლამა თქვენს რჩეულ ვებ-გვერდზე.

რამდენად ჰგავს ერთმანეთს სარეკლამო გაყიდვებისა და სარეკლამო ინდუსტრიის კარიერა?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც სარეკლამო გაყიდვებთან მიმართებით უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ესეც „გაყიდვებია“. რა თქმა უნდა, არ უნდა მოელოდეთ, რომ სარეკლამო გაყიდვების კარიერა სატელევიზიო პროდიუსერობამდე ან სარეკლამო ქოფირაითერობამდე მიგიყვანთ.

რასაკვირველია, შეიძლება გაგიმართლოთ, თუმცა თუ კარიერის აწყობა ჟურნალისტიკაში ან სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიაში გსურთ, სჯობს ამ მიმართულებით ეცადოთ გამოცდილების დაგროვება. სარეკლამო გაყიდვების სფეროში მუშაობენ ის ადამიანები, ვისთვისაც გაყიდვები სიამოვნებასთან ასოცირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ მედია სივრცისადმი ინტერესი ძალიან გამოსადეგი ფაქტორი იქნება მედია გაყიდვებისთვის, თუმცა მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც შეთანხმების მიღწევა, მიზნების შესრულება და ფულის შოვნა უნდა იყოს.

როგორ მოვხვდეთ მედია გაყიდვებში?

მედია გაყიდვებში მოხვედრისას საწყისი ეტაპები ხშირად შესაძლოა, მოსაბეზრებელიც კი აღმოჩნდეს. თუმცა, სარეკლამო გაყიდვების გუნდი უმეტესწილად, ახალგაზრდა და დინამიური ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რაც დღის განმავლობაში მეტ ხალისსა და ენერგიულობასაც მოგიტანთ. გარდა ამისა, საკომისიოებისა და ბონუსების სახით, შესაძლოა, სოლიდიური თანხებიც გამოიმუშავოთ.

დასაწყისისთვის მედია გაყიდვების საქმიანობა ძირითადად სატელეფონო გაყიდვებს მოიცავს. უპირველესად, ეს პროცესი შესაფერისი ადამიანებისა და ორგანიზაციების აღმოჩენით იწყება. ისეთი ადამიანების, ვინც სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრაზე და გარიგებებზეა პასუხისმგებელი. შედგომ უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მიაღწევთ მასთან სასურველ გარიგებას, მათი სარეკლამო საჭიროებების განხილვისა და დარწმუნების საფუძველზე.

კარიერის შემდგომ ეტაპებზე შესაძლოა, ექაუნთ მენეჯერის (Account Manager) პოზიციაც დაიკავოთ და პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებთან პირისპირ შეხვედრებიც მოგიწიოთ, ან სულაც მათთან ერთად ლანჩიც. ამ ყველაფერს კი მათი სარეკლამო საჭიროებების გამოსავლენად და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად გააკეთებთ. ეს პოზიცია უფრო მეტად სტრატეგიული დანიშნულებისაა. ასევე შესაძლოა, რომ გაყიდვების მსხვილი კამპანიების გაძღოლაც დაგევალოთ, ნაცვლად იმისა, რომ სარეკლამო სივრცეები პოტენციურ მომხმარებლებს მიჰყიდოთ.

როგორი კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეს მედია გაყიდვების წარმომადგენელს?

ისევე, როგორც გაყიდვების სხვა კარიერაში, მედია გაყიდვებიც მიზნებზე და ვადებზეა ორიენტირებული. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები მეტწილად მეგობრულები, ენერგიულები, თავდაჯერებულები, მტკიცეები, გამძლეები და მშრომელები არიან.

მედია გაყიდვების პროფესიონალები სრულად უნდა იცნობდნენ მათ ბაზარს და შეეძლოთ გაყიდვების მონაცემების სრულყოფილად გააზრება და მათი გამოყენება საკუთარ პრეზენტაციებში. იდეალური იქნება, თუ ეფექტური მოლაპარაკების ნიჭიც გექნებათ, ვინაიდან, სარეკლამო სივრცისა და დროის ხელშეუხებელი ბუნებიდან გამომდინარე, მათი ფასები ძალზედ მოქნილი შეიძლება იყოს.

ადამაინებს შეუძლიათ, მათი კარიერა მედია სააგენტოებში დაიწყონ. ისეთ სააგენტოებში, რომლებიც სარეკლამო სივრცეს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს სთავაზობენ. ასევე შესაძლებელია, რომელიმე მედია ორგანიზაციის მედია გაყიდვების დეპარტამენტით დაწყებაც.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერა სარეკლამო გაყიდვებში ისეთი ადამიანებისთვის არის იდეალური, ვისაც გაყიდვები ამოტივირებს, სიამოვნებას ანიჭებს, მუშაობს დიდი ზეწოლის ქვეშ და ასევე სოლიდური საკომისიოებიც იზიდავს.