რა სახის კონტენტი უნდა შევქმნათ მომხმარებლის მოზიდვის სხვადასხვა საფეხურებზე ?

ივნისი 07, 2021

რა სახის კონტენტი უნდა შევქმნათ მომხმარებლის მოზიდვის სხვადასხვა საფეხურებზე ?

გსმენიათ აქამდე კონტენტ მეფინგის შესახებ?

გსმენიათ აქამდე კონტენტ მეფინგის შესახებ?

ეს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიისთვის.

კონტენტ მეფინგი არის პროცესი, როდესაც, იმდენად კარგად იცნობთ თქვენს აუდიტორიას, რომ მათი საიტზე მოგზაურობის პროცესში სწორ ადგილას სწორ კონტენტს ახვედრებთ და საბოლოოდ პროდუქტის შეძენამდე მიგყავთ.

მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა ადამიანი ყიდულობს პროდუქტს აღმოჩენისთანავე. ძირითადად, ჯერ საიტს სტუმრობენ, ფიქრობენ პროდუქტის შეძენაზე, ამასობაში რეთარგეთირებული რეკლამები ხვდებათ და შემდეგ ყიდულობენ.

საქმე იმაშია, რომ ხალხს დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყიდვის გადაწყვეტილება მიიღონ.

ტრადიციულად, კონტენტ მარკეტინგი top-of-funnel სტრატეგიას იყენებს. მაგრამ კონვერტაციების, შემოსავლების და ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე) -ის გაზომვა კონტენტ მარკეტინგისთვის რთული საკითხია.

ადამიანები ნახულობენ თქვენს კონტენტს და იგებენ თქვენ შესახებ. მაგრამ რთულია მათი დაიდენტიფიცირება, თუ ისინი თქვენი იმეილების სიას არ შემოუერთდებიან. შესაბამისად, თქვენ ვერ იგებთ ზუსტად რამდენმა ადამიანმა შეიძინა პროდუქტი თქვენი კონტენტიდან გამომდინარე.

იდეალური იქნებოდა კონტენტ მარკეტინგს ასეთი ადამიანების მოკვლევა რომ შეეძლოს, მაგრამ რეალურად ყიდვის ნამდვილი მიზეზი ხშირად უცნობია.

რა თქმა უნდა, მარკეტოლოგები მუდმივად მუშაობენ, რომ გაყიდვების რეალურ მიზეზებს მიაკვლიონ, რადგან რაც უფრო უკეთ იცნობთ თქვენს მომხმარებლებს, უფრო ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება შეგიძლიათ.

როდესაც კონტენტ მეფინგს აკეთებთ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მთელი აუდიტორია ერთი ადამიანია ინდივიდუალური სურვილებით, მიზნებით, პრობლემებითა და დემოგრაფიით. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენი კონტენტი გაცილებით ეფექტურ სამუშაოს შეასრულებს. ამის გაკეთება იდეალური მომხმარებლის პროფილის შექმნის გარეშე შეუძლებელია. ამის შემდეგ კი ნამდვილად შეგიძლიათ, უკეთესი გავლენა იქონიოთ შემოსავლებზე.

მომხმარებლების 55% და B2B მომხმარებლების 86% გადაიხდის მეტს უკეთესი გამოცდილების მიღების სანაცვლოდ. დაკვირვების შედეგად ადამიანების 89% წყვეტს კომპანიებთან თანამშრომლობას ცუდი/უხარისხო გამოცდილების მიღების შემდეგ.

ყიდვის გამოცდილებას რაც უფრო პოზიტიურს, მარტივს, შესაძლებელს გახდით დიდი შანსია რომ უბრალოდ შეგიყვარონ და როცა უყვარხართ ამის შესახებ მეგობრებსაც უყვებიან.

საქმე იმაშია, რომ მომხმარებლებს შესანიშნავი გამოცდილების მიღება სურთ და თქვენი კონტენტ მარკეტინგის ძალისხმევით ამის მიღება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა თქვენ გესმოდეთ ის გზა, რასაც ადამიანები ყიდვამდე გადიან.

არსებობს სამი საბაზისო ეტაპი:

  1. ცნობადობა
  2. განხილვა
  3. გადაწყვეტილება

ყველა ეს ეტაპი განსხვავებულ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიას საჭიროებს.

 

ცნობადობის ეტაპი

მომხმარებლის მოგზაურობის პირველი ეტაპი ცნობადობაა.

ისინი უბრალოდ შენი ბიზნესის შესახებ იგებენ, ყიდვისთვის ან თავისი იმეილის გაზიარებისთვის მზად არ არიან, მაგრამ თქვენი კონტენტის საშუალებით იგებენ ვინ ხართ.

რატომ არის ეს ეტაპი ღირებული თქვენი ბიზნესისთვის?

თუ ადამიანებმა არ იციან ვინ ხართ, ისინი თქვენი აუდიტორიის ნაწილი არ გახდებიან და უბრალოდ, თქვენგან არ იყიდიან. ადამიანებმა პირველ რიგში თქვენს შესახებ უნდა შეიტყონ და ამისთვის კონტენტ მარკეტინგი თქვენი პირველი მოკავშირეა.

მაგალითად, Google-ში მოძებნეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაწეროთ საუკეთესო ბლოგი. რა თქმა უნდა, ისეთ ბმულს დააკლიკებთ, რომელსაც თქვენთვის ნაცნობი საიტი გთავაზობთ და იმას, რომელიც მოწინავე პოზიციაზე შეგხვდებათ. ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია კარგი კონტენტ მარკეტინგი და კარგი SEO ერთად. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც თქვენს ლინკზე გადმოვლენ თქვენმა კონტენტმა უნდა გააგრძელოს მათი მოხიბვლა. 

დაუთმეთ ცოტა მეტი დრო კიდევ უფრო კარგი კონტენტის შექმნას.

რის მიხედვით იზომება კარგი კონტენტი?

ყურადღება მიაქციეთ ისეთ საზომ ერთეულებს როგორიცაა: მკითხველების რაოდენობა, გვერდების ნახვის რაოდენობა, ჩართულობა, საიტზე გატარებული დრო, სტატიების ნახვების რაოდენობა და ა.შ.

ეს საზომი ერთეულები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რამდენად რომ სწორ დეტალებს ითვალისწინებთ. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომელი ბლოგები არის ყველაზე პოპულარული და გაიმეოროთ ისინი, ასევე ნახოთ რომელი იყო ცუდი და გაერკვეთ რატომ.

მთავარი კი ის არის, რომ რაც უფრო მეტს აკვირდებით და ზომავთ თქვენს წარმატებებს და წარუმატებლობებს უფრო სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს  კონტენტ მარკეტინგი ცნობადობის ეტაპზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ SEO კონტენტ მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

სოციალური მედიის კონტენტი კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. სოციალური მედიის გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე თქვენი პოსტების ნახვების რაოდენობა შესაძლოა, საოცრად დიდი იყოს, თუნდაც მაშინ თუ კვირაში 3-4 ჯერ პოსტავთ.

ისეთი კომპანია, როგორიც Dove სოციალურ მედიას იყენებს ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად.

თუმცა გახსოვდეთ, ადამიანები სოციალურ ქსელში იმისთვის არ შედიან, რომ თქვენი ბრენდის შესახებ გაიგონ ან თქვენი პროდუქტი იყიდონ, ამიტომ იმისთვის, რომ თქვენი სათქმელი მიიტანოთ აუდიტორიამდე და დააინტერესოთ ისინი ნუ იქნებით მომაბეზრებლები. ადამიანების უმეტესობა სოციალურ მედიას გართობის მიზნით იყენებს. შესთავაზეთ თქვენც გასართობი კონტენტი და ადამიანები უფრო დააფასებენ თქვენს ბიზნესს.

Oreo კიდევ ერთი დიდი კომპანიაა, რომელიც სოციალურ მედიას იყენებს თავისი სათქმელის გასავრცელებლად და იქიდან გამომდინარე, რომ ის ყველასთვის ცნობილი კომპანიაა, მათ საშუალება აქვთ პოსტებით პირდაპირ ყიდვისკენ მოუწოდონ მომხმარებლებს.

პირველ რიგში, უნდა დაუმტკიცოთ თქვენს აუდიტორიას, რომ თქვენ მათზე ზრუნავთ. მხოლოდ მას შემდეგ რაც დარწმუნდებიან, რომ თქვენ გულწრფელად ზრუნავთ მათზე, ისინი დაიწყებენ თქვენს მოსმენას და ყურადღებას მიაქცევენ თქვენს შეთავაზებებს თუ ფასდაკლებებს.

პირველ რიგში თქვენი ბრენდის იმიჯზე უნდა იზრუნოთ და შემდეგ გაყიდვებზე.

 

განხილვის ეტაპი

მას შემდეგ რაც ადამიანები თქვენი ბრენდის შესახებ შეიტყობენ, ისინი თქვენგან იყიდიან პროდუქტს. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში. თუმცა რეალურად ასე მარტივად არ ხდება.

ჯერ ადამიანებმა თქვენ შესახებ უნდა გაიგონ, შემდეგ სჭირდებათ დრო რომ იფიქრონ/განიხილონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყიდონ.

კონტენტ მარკეტინგი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს განხილვის ეტაპზე. ცალსახაა, რომ იგივე სტრატეგია არ უნდა გამოიყენოთ, რასაც ცნობადობის ამაღლების დროს იყენებდით.

ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ახალი ამბების გამომწერებს, დაბრუნებული ვიზიტორების რიცხვს და ა.შ. თქვენ ისეთი კონტენტი უნდა შექმნათ, რომ მუდმივად მოიზიდოთ ისეთი ადამიანები, ვისაც თქვენი პროდუქტი აინტერესებს.

სანამ ადამიანები ფულს გადაგიხდიან, უნდა გენდობოდნენ. იმისთვის, რომ გენდობოდნენ თქვენი ახლობლები უნდა გახდნენ, ამ დროს კი ყურადღებას თქვენი ბრენდის იმიჯს და სასაუბრო ტონსაც კი აქცევენ.

ნებისმიერი ინფორმაცია გულწრფელად უნდა მიაწოდოთ და ადამიანებში ნდობას უნდა იწვევდეთ. თუ ასე არ ხდება, ადამიანები თქვენს ბიზნესს უყურადღებოდ დატოვებენ ან უინტერესოდ ჩათვლიან. 

მუდმივი სიახლეების გაგზავნა მომხმარებლებთან დაგეხმარებათ მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში. ისინი შესაძლოა, ჯერ მზად არ იყვნენ თქვენი პროდუქტის შესაძენად, მაგრამ თუ თავიანთი იმეილი გაგიზიარეს ისინი ნამდვილად განხილვის ეტაპზე არიან.  

თუ თქვენ განხილვის ეტაპზე თქვენს აუდიტორიასთან მუდმივ კონტაქტზე ხართ, მაშინ გადაწყვეტილების ეტაპამდე მისასვლელად ცოტა გაკლიათ.

მუდმივი კონტაქტის დროს თქვენი ბიზნესი ადამიანების გონებაში ილექება და როდესაც ისინი მზად იქნებიან პროდუქტის შესაძენად პირველი თქვენ გაახსენდებით.

რა თქმა უნდა, SEO არც განხილვის ეტაპზე უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი საკვანძო სიტყვები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც განხილვის ეტაპზე მყოფ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას.  

თუ ადამიანი დაინტერესებულია, რომ თქვენი კომპანიისგან იყიდოს პროდუქტი ის საძიებო სისტემაში ჩაწერს ფრაზას: „როგორ ვიყიდო ადიდასის ფეხსაცმელი“ და არა „როგორ ვიყიდო ფეხსაცმელი“.

 

გადაწყვეტილების ეტაპი

ეს ყველასთვის საყვარელი ეტაპია - ყიდვის ეტაპია. ადამიანები უკვე გენდობიან, გიცნობენ, ფიქრობენ თქვენზე. ასეთ დროს დიდი შანსია მომხმარებელმა თქვენგან პროდუქტი შეიძინოს.

გადაწყვეტილების ეტაპზე კონვერტაციის დროის ოპტიმიზაცია კონტენტ მარკეტინგის მთავარი საზრუნავია. არ დაგავიწყდეთ კიდევ უფრო კონკრეტული, შესაბამისი საკვანძო სიტყვების გამოყენება, ეს შეიძლება იყოს თქვენი ბრენდის სახელი, ან ისეთი ფრაზის, როგორიცაა, „როგორ შევქნმა ინტერნეტ მაღაზია“. წარმოიდგინეთ როდესაც ამ ფრაზას იყენებენ საძიებო სისტემაში და პირველივე შედეგს Shopify-ს აჩვენებს, ამ დროს ყველამ იცის რომ Shopify არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა, სადაც დამწყებები ქმნიან ონლაინ მაღაზიებს.

მას შემდეგ, რაც თქვენი სამიზნე აუდიტორია თქვენს საიტზე მოხვდება, აუცილებლად ქმედებაზე ორიენტირებული (call to action) მესიჯები უნდა დაახვედროთ და ისინი პირდაპირ ყიდვის „რიგში“ უნდა ჩააყენოთ.

თუმცა, გაითვალისწინეთ რომ call to action ყველა შემთხვევაში ვერ მუშაობს. თუ ადამიანები ცნობადობის ან განხილვის ეტაპზე არიან, მათთვის call to action კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება.

გამოიყენეთ თქვენი ბლოგი იმისთვის, რომ შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც სავსეა შესანიშნავი საკვანძო სიტყვებით და შემდეგ დაამატეთ call to action.

გახსოვდეთ, ამ ეტაპზე მყოფი ადამიანები მზად არიან იყიდონ პროდუქტი, რისთვისაც მათ თქვენგან მცირედი ბიძგი სჭირდებათ, ასე რომ, არ დაიშუროთ მათთვის შეთავაზებები და ფასდაკლებები.



ასევე დაგაინტერესებთ:

კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?