კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

თებერვალი 20, 2021

კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონტენტ მარკეტინგისთვის იდეები აღარ გქონიათ?

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონტენტ მარკეტინგისთვის იდეები აღარ გქონიათ?

თქვენ მარტო არ ხართ.

კონტენტ მარკეტინგში მთავარია ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც მნახველებს მოიზიდავს და მათ მომხმარებლებად გადააქცევს.

თუმცა, არსებობს ერთი დაბრკოლება: კონტენტ მარკეტინგის წარმოება შესაძლოა, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

Zazzle Media-ს კვლევების თანახმად, კომპანიების 60%-ს უჭირს კონტენტის მუდმივი წარმოება, ხოლო 65%-ისთვის ძალიან რთულია ხარისხიანი კონტენტის შექმნა.

 

კონტენტ მარკეტინგის კამპანიების მართვის ფარგლებში, როდესაც დღიდან დღემდე ახალ კონტენტს ქმნით, რა თქმა უნდა, რთულია გამუდმებით ახალი იდეების მოფიქრება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ B2C და B2B კონტენტ მარკეტინგისათვის შესანიშნავ მაგალითებს, რომლებიც იმედი გვაქვს, თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

ეს მაგალითები დაგეხმარებათ, ახალი და კრეატიული გადმოსახედიდან შეხედოთ თქვენს ბიზნესს და შექმნათ საკუთარი შთამაგონებელი კონტენტი.

სტატიაში წარმოდგენილი თემები:

მაგალითები ბლოგისათვის

სოციალური მედია მარკეტინგის მაგალითები

კონტენტ მარკეტინგის აპრობირებული მეთოდები

ვიზუალური კონტენტ მარკეტინგის მაგალითები

ვიდეო მარკეტინგი

ელექტრონული წიგნებისა და სხვა რესურსების მაგალითები

კონტენტ მარკეტინგის სხვა საშუალებები

 

მაგალითები ბლოგისათვის

კონტენტ მარკეტინგზე ფიქრისას პირველი, რაც თავში მოგვდის ბლოგია.

ბლოგები გეხმარებათ, რომ სასარგებლო და გამოსადეგი ინფორმაციის საშუალებით მოიზიდოთ ახალ-ახალი ვიზიტორები, ასევე ახალისებს თქვენს სოციალურ მედიასა და SEO-ს. წარმოგიდგენთ რამდენიმე კომპანიის მაგალითს, რომლებიც კონტენტ მარკეტინგის ამ მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.

  1. Buffer

Buffer მისი კონტენტ მარკეტინგის გამო ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია.

კომპანია საკუთარ პლატფორმაზე მომხმარებელს სთავაზობდა ბლოგერობას, წერდა დღეში რამდენჯერმე და აქვეყნებდა რამდენიმე სტატიასაც. რეალურად, ეს მეთოდი Buffer-ს პირველი 100,000 მომხმარებლის მოზიდვაში დაეხმარა.

საკუთარ ბლოგზე ისინი ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც სხვებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ, ანუ ინფლუენსერებზე, შედეგად კი მაღალ ხარისხიან, გაზიარებად კონტენტს ქმნიდნენ.

მათ ამჟამად უკვე ოთხი ბლოგი აქვთ, რომლებსაც ძირითადად იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში ახორციელებენ.

შედეგი სახეზეა, Buffer საკმაოდ ცნობილი და სანდო ბრენდია, რომელსაც 400,000-ზე მეტი მომხმარებელი  და მილიონებით გამომწერი ჰყავს სხვადასხვა სოციალურ მედია არხებში.

  1. Hubspot

როდესაც საუბარი კონტენტ მარკეტინგის სწორ გამოყენებაზე მიდგება, Hubspot ასეთი კომპანიების სიაში ყოველთვის შეგვხვდება. განვითარების სტრატეგიის უფასო საშუალების შექმნის გარდა, ის კონტენტ მარკეტინგს იყენებდა რამდენიმე დანიშნულებით:

  • წერდა სიღრმისეულ ბლოგ პოსტებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც მისი მნახველების ინტერესის სფეროს მიეკუთვნებოდა.
  •  საკუთარ ბლოგებს განახლებულ კონტენტს ელექტრონული წიგნების სახით ამატებდა.
  • შექმნა საგანმანათლებლო კონტენტ ჰაბი (რომელსაც ყოველთვიურად 321,000 მნახველი ჰყავს) მისი სასერთიფიკაციო და პარტნიორული პროგრამების წასახალისებლად.
  • ქმნიდა ვიდეოებს Facebook - ისთვის და იყენებდა LinkedIn-ს ამ ვიდეოებზე ნახვების გასაზრდელად.

 

ფაქტია, ამ სტრატეგიის გამოყენებით Hubspot დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

  1. Rip Curl

ისინი საკუთარ თავს გვაცნობენ, როგორც „სერფერ კომპანიას“, საკუთარ ძალისხმევას ძიების პროცესს უძღვნიან და წარმოგვიდგენენ მათ პლატფორმას - “The Search”.

ისინი წერენ სერფერების ისტორიებს საუკეთესო ტალღების ძიების პროცესში და გვიზიარებენ მათი ცხოვრების სტილს, არაჩვეულებრივ სურათებსა და ისტორიებს, რომლებსაც თავად სერფერები მოგვითხრობენ.

Youtube არხის 100,000 გამომწერი და  Facebook-ის 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ცხადყოფს, თუ რამდენად შესანიშნავი შედეგის მოტანა შეუძლია კონტენტისა და სამიზნე აუდიტორიის შესაბამისობას.

 

სოციალური მედია მარკეტინგის მაგალითები

შესაძლოა, თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ სოციალური მედია ჩართულობა ირიბად ახდენს გავლენას თქვენს რეიტინგზე საძიებო სისტემებში, რასაც შემდგომში ლიდების გენერირებამდე მივყავართ. ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრი კომპანია სოციალურ მედიაზეა ორიენტირებული.

  1. GE

თუ B2B მარკეტინგისათვის შთაგონების წყაროს ეძებთ, GE დასაწყებად საუკეთესო ადგილია. ჩვენ არ გვაქვს საუბარი ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე ან მტვერსასტურებზე, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ამ კომპანიის სხვა საქმიანობაზე: ქარის ტურბინებზე, რეაქტიულ ძრავებსა და ლოკომოტივებზე.

GE ისეთი ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული, რომელსაც ბევრი ძალიან მოსაწყენად ჩათვლიდა. თუმცა, ისინი ამ ყველაფერს აცოცხლებენ და მათი ინსტაგრამის კონტენტ მარკეტინგის კამპანიაც სწორედ ამას მოწმობს.

 

მათ საკუთარი კამპანია გააერთიანეს ინფლუენსერ მარკეტინგთან, აიყვანეს ექვსი ინსტაგრამ ინფლუენსერი და რამდენიმე ფანი, რათა მათ კამპანიაში - #GEInstaWalk მიეღოთ მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში ისინი მიდიოდნენ სამშენებლო ობიექტებზე, იღებდნენ სურათებს და ტვირთავდნენ მათ შესაბამისი ჰეშთეგებით. შედეგი კი გასაოცარი იყო.

  • 8 მილიონი ნახვა ინსტაგრამის გვერდზე
  • 3 მილიონი უნიკალური ჩვენება თითო ტურზე
  • 3,000 ახალი გამომწერი

და ეს ყველაფერი, ფასიანი რეკლამების გარეშე.

  1. Glossier

Glossier ჩვენს სიაში წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელიც მომხმარებელზე მორგებულ კონტენტს აწარმოებს საკუთარი ბრედნის ცნობადობის გასაზრდელად.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მაგალითს, სადაც Glossier - მა მათი პოსტი გააზიარა ინსტაგრამის გვერდზე.

ისინი ასევე საკუთარ ვებგვერდზე წარმოგვიდგენენ უახლეს კონტენტს ინსტაგრამიდან, რაც მომხმარებლის მოზიდვის კიდევ ერთი გზაა. მათი 1 მილიონი გამომწერი მოწმობს, რომ ისინი კონტენტს ნამდვილად სწორად ქმნიან.

  1. Intrepid Travel

მცირე ჯგუფები, დიდი თავგადასავლები და მოგზაურობა - ეს ის ყველაფერია, რასაც Intrepid Travel-ისგან უნდა ელოდეთ. მხარდაჭერისათვის, ისინი კონტენტ ჰაბს - The Journal იყენებენ.

ამ ჟურნალში თქვენ შეხვდებით რეალური მოგზაურების ისტორიებს, მათ გამოცდილებას, რაც კომპანიას ეხმარება აუდიტორიასთან კიდევ უფრო დაახლოვებაში.

მათი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის მორიგი დამახიასიათებელი ნიშანი Facebook გვერდზე შთამაგონებელი სამოგზაურო სურათების გამოქვეყნებაა, თანაც მოგზაურების საკუთარ კონტენტან ერთად.

 

ამ ყველაფერმა კი კომპანიას დაახლოებით ნახევარი მილიონი გამომწერი შესძინა და ძლიერი სოციალური მედიის ჩამოყალიბების საშუალებაც მისცა.

  1. Superdrug

ჩვენი მორიგი კომპანია მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად იყენებს როგორც ტრადიციულ ვებ-მედიას, ასევე სოციალურ მედიას.

Superdrug-ის მიზანი იყო, აემაღლებინა ცოდნა სხეულის სურათების შესახებ. ამის გასაკეთებლად მათ მოიწვიეს 18 გრაფიკული დიზაინერი, რომლებსაც დაევალათ მოდელის სურათის დამუშავება Photoshop-ში ისე, რომ მოდელი მათი ქვეყნის სილამაზის სტანდარტებთან ყოფილიყო შესაბამისობაში.

კომპანიამ მისი შედეგები Buzzfeed - სა და Huffington - ზე გამოაქვეყნა, რასაც მოჰყვა შემდეგი:

  • მოიცვა საერთაშორისო სიახლეები და ისეთი გამოცემები, როგორებიც არიან New York Times, The Telegraph და Business Insider
  • დაიმსახურა სელებრითების მოწონება (სოფია ვერგარას მსგავსად)
  • მიიღო 3 მილიონი ნახვა და 1 მილიონი გაზიარება

დამატებით, კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე 1 მილიონი ნახვა დაუგროვდა, თანაც მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში.

 

კონტენტ მარტკეტინგის აპრობირებული მეთოდები

მომდევნო ნაწილში უკვე წარმოგიდგენთ კონტეტნ მარკეტინგის ისეთ მაგალითებს, რომლებსაც სოციალურ მედიაში რეკლამირება არ დასჭირვებიათ.

  1. John Deere

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კონტენტ მარკეტინგის სფეროსთან შეხება ჰქონია, ალბათ გაგონილიც ექნება The Furrow-ს შესახებ, რომელიც კონტნეტ მარკეტინგის უპირველეს მაგალითად არის მიჩნეული.

პირველად ის 1895 წელს ჯონ დირის მიერ იქნა გამოქვეყნებული. მისი მიზანი იყო, დახმარებოდა კომპანიის მომხმარებლებს პრობლემების გადაჭრაში საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

ეს იდეა ალბათ ნაცნობია თქვენთვისაც.

გასაოცარი ის არის, რომ მას შემდეგ 120 წელზე მეტი გავიდა და ეს გამოცემა კვლავ ტრიალებს სოციალურ სივრცეში.

  1. AARP

წარმოგიდგენთ კონტენტ მარკეტინგის კიდევ ერთ სანიმუშო მაგალითს, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საკუთარი აუდიტორიისთვის საჭირო კონტენტის მიწოდება.

The AARP ჟურნალმა არა ერთი ჯილდო მოიპოვა ხარისხიანი კონტენტის, დიზაინისა და ფოტოგრაფიისთვის, თუმცა მათი წარმატების უკან რაიმე მისტიური გარემოება ნამდვილად არ დგას. ისინი უბრალოდ უსმენენ საკუთარ აუდიტორიას, რომლებიც მათთან წერილებს გზავნიან, ესაუბრებიამ სოციალურ მედიაში და შემდეგ იყენებენ ამ ინფორმაციას მათი სტატიის თემების შერჩევისას.

ეს ჟურნალი ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოცემას წარმოადგენს, რომელიც 22 მილიონ საცხოვრებელ ადგილს მიეწოდება. ამასთანავე, მათი 37 მილიონი მკითხველიდან, ნახევარს მაინც აქვს წაკითხული ბოლო სამი გამოშვება.

 

ვიზუალური კონტენტ მარკეტინგის მაგალითები

სურათები სოციალური მედიის მამოძრავებელი ძალაა. საკონსულტაციო ჯგუფის Stone Temple - ის კვლევები აჩვენებს, რომ ტვიტებს, რომლებსაც სურათები აქვს მიბმული, გაზიარების 65%-ით მაღალი პოტენციალი აქვს.

ხოლო Jeff Bullas-ის დასკვნით, იმ ბლოგპოსტებს, რომლებიც სურათებს შეიცავენ, 94%-ით მეტი ნახვები აქვს. მიმდინარე სექციაში განხილული მაგალითებით ვნახავთ, თუ როგორ იყენებენ კომპანიები ვიზუალურ კონტენტს მათი ბრენდის გასაძლიერებლად.

  1. Zomato

Zomato მობილური აპლიკაციაა, რომელიც 24 ქვეყნის რესტორნებს ეძებს. კომპანია იუმორით გაჯერებულ მარკეტინგს ეწევა. კერძოდ კი, ის ქმნის და აზიარებს სურათებს კულტურების შესახებ. წარმოდგენილ მაგალითში კი ოსკარზე ნომინირებული აქციია გაშარჟებული.

მათი კონტენტი უბრალო, კრეატიული და გასართობია, რაც ამტკიცებს, რომ მინიმალისტური მიდგომა საკმაოდ ეფექტურია. ეს მიდგომა აშკარად მუშაობს, რადგან ამ კომპანიას 1.3 მილიონი გამომწერი ჰყავს ტვიტერზე და იგივე რაოდენობით Facebook-ზე, გარდა ამისა, მათი აპლიკაცია ასობით ათასჯერ არის გადმოწერილი.

  1. Shutterstock

Shutterstock ვიზუალური გამოსახულების ბიზნესში თავის გამოცდილებას იყენებს ისეთი წყაროს შესაქმნელად, რომელსაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ეს წყარო - კრეატიული ტრენდებია. ხალხს უყვარს გამოსადეგი ინფორმაცია/მონაცემები, ამიტომაც მათი კონტენტი დიდი მოწონებით სარგებლობს.

წინა წლის ინფოგრაფიკამ მათ ათასობით გაზიარება და 6 მილიარდზე მეტი ნახვა მოუტანა. წელს კი მათ საკუთარი კონტენტი უფრო სახალისო გახადეს და სურათების გარდა, უკვე ვიდეო და მუსიკაც შემოიტანეს მათ არსენალში. ძალიან მალე, მათ უკვე 10,000 გაზიარება მოიპოვეს.

  1. Rolex

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იკონური ბრენდი იყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ კონტენტ მარკეტინგი თქვენ არ გჭრიდებათ.

ამის ნათელი მაგალითი როლექსია, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს თავისი ბრენდის ხარისხსა და მარადიულობას ამ შესანიშნავი ფოტოგრაფიით, რომელიც კვლავ მათ ხარისხზე მეტყველებს.

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ როგორ უყვართ ის ფანებს. როლექსს ინსტაგრამზე 7 მილიონი, ხოლო ფეისბუქზე 6.6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ვიდეო მარკეტინგის მაგალითები

ვიდეო მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბრენდის ცნობადობის, ლიდებისა და გაყიდვების გასაზრდელად, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი კონტენტ მარკეტინგის მაგალითების უმრავლესობა ვიდეოებს შეიცავს.

  1. Blendtec

დავიწყოთ Blendtec-ით, რომლის ვირუსული ვიდეოებიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს მოსაწყენი ინდუსტრია, მთავარია მიხვდეთ, რა იზიდავს თქვენს აუდიტორიას.

ბლენდერი შეიძლება საინტერესოდ სულაც არ ჟღერდეს, თუმცა ის ბევრად უფრო სახალისო ხდება, როცა მასში უცნაურ საგნებს ათავსებ.

Will it Blend - ვიდეომ შეიძლება ითქვას, რომ კომპანია საკმაოდ ცნობადი გახადა და მისი გაყიდვები სამ წელიწადში 700%-ით გაზარდა.

 

დღესდღობით, Blendtec-ის იუთუბ არხს 885,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და კამპანიაც ეფექტურად განაგრძობს მუშაობას, ვინაიდან რეგულარულად ეშვება ვიდეოები, რომლებიც ასი ათასობით ნახვას მაინც აგროვებს.

 

  1. Hootsuite

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისას არასდროს გაწყენთ, თუ რაიმე მიმდინარე ტრენდს გამოიყენებთ - ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პოპულარული თემა სამეფო კარის თამაშები იყო.

კომპანიამ სწორედ ის გამოიყენა საკუთარი ამბის გადმოსაცემად. მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, სახელად - სოციალური სამეფო კარის თამაშები (Game of Social Thrones).

ამ ვიდეოს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს და კომპანიის ყველაზე წარმატებული კონტენტის მაგალითია.

  1. Zendesk

აქვე გვაქვს კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი ბიზნეს სამყაროსთვის. Zendesk-მა ისეთ რამეს მოკიდა ხელი, რასაც შეეძლო მათ რეპუტაციაზე ცუდად ემოქმედა, თუმცა მათ ერთდროულად წარმოაჩინეს ბრენდის ხასიათიც და ღირებულებებიც.

როდესაც მომხმარებელს რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობთ, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც იმ დროისათვის სხვა ალტერნატივებსაც ეძებს. მას შემდეგ, რაც  კომპანიამ გაიგო, რომ ხალხი Zendesk-ის  ალტერნატივას ეძებდა, მათ „მიიტაცეს“ კონკრეტული ქივორდები და მის გარშემო პატარა ვებგვერდიც შექმნეს, ვიდეოსთან ერთად.

  1. Old Spice

ბრენდის კვალობაზე, რომელიც 1937 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე, Old Spice საკუთარ პოზიციას კვლავ მყარად ინარჩუნებს.

თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა.

დაახლოებით ცხრა წლის წინ, ბრენდი თავის პოზიციებს ნელ-ნელა უთმობდა მის კონკურენტებს, სანამ ერთ ადამიანს გენიალური იდეა არ მოუვიდა აზრად: საჭირო იყო ვინმე ახალი, ახალგაზრდა და სიმპათიური. 

 

და ამან იმუშავა.

ვიდეო სერიების საშუალებით, სადაც ბრენდი საკუთარ სახელს ზოგჯერ სულაც არ აჩენდა და ბევრგან იუმორსაც ურთავდა, Old Spice-მა საკუთარი იმიჯი უკვე ახალ თაობასაც მოარგო.

 

საწყისმა რეკლამამ 55 მილიონი ნახვა დააგროვა და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბრენდმა მსგავსი მიდგომის გამოყენება სხვა ვიდეოებისთვისაც გადაწყვიტა. მათი სამიზნე აუდიტორია კი ძირითადად თინეიჯერი ბიჭები და მათი დედები არიან.

  1. JetBlue

JetBlue მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელსაც კრეატიული კონტენტის არასდროს შეშინებია. რეალურად, როგორც სხვები, ისინიც იყენებენ ვიდეოებს საკუთარი აუდიტორიის შთაგონებისა და ბრენდის ღირებულებების წარმოსაჩენად.

მათი უახლესი კამპანიის - “Reach Across the Aisle” ფარგლებში ხალხს მოუწოდებდა ეპოვნათ რაიმე, რაც მათ აერთიანებდათ, ეჩვენებინათ ჩვილებთან ერთად ფრენის სიტუაციები და წარმოედგინათ ფრენისას არსებული ქცევის უცნაური წესები.

მათი ვიდეოების ნახვები ათეულობით ათასიდან - მილიონამდე მერყეობს, ხოლო ბრენდის აღქმა კი ხალხის თვალში საკმაოდ პოზიტიურია.

 

ელექტრონული წინგები და სხვა რესურსები

 

როგორც Hubspot-ის მაგალითზე ვნახეთ, ელექტრონული წიგნები და სხვა რესურსები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. ამიტომაც კიდევ რამდენიმე მსგავსი ტიპის კონტენტს წარმოგიდგენთ.

 

  1. LinkedIn

LinkedIn-ზე უკეთ ვერავინ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ის ეფექტურად. სწორედ ამიტომ იგებს მომხმარებლის გულს მისი მიდგომა, მისივე ელექტრონული წიგნების მიმართ.

მათი ლენდინგ გვერდი ერგება სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის სურვილებს, აწვდის მათ რელევანტურ რჩევებს და უზიარებს საჭირო მატერიალებს.

ისინი განაგრძობენ საქმიანობას აღნიშნული სტრატეგიით და კიდევ ამატებენ მარკეტინგულ გზამკვლევებს, რაც ამ მიდგომის აშკარა ეფექტურობაზე მეტყველებს.

 

  1. Simply Business

B2B ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონტენტით Simply Business ხასიათდება. ის ბრიტანეთის სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც გამოსადეგი რჩევებითა და გზამკვლევებით იწონებს თავს.

ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ „მოსაწყენი სფეროებიც“ კი შესაძლებელია საინტერესო გახადო აუდიტორიისთვის. მათი საგანამანათლებლო კონტენტი ათასობით გაზიარებას  აგროვებს და ამასთან ერთად სახელსაც აძლიერებეს.

 

კონტენტ მარკეტინგის სხვა მაგალითები

სტატიის მიწურულს, წარმოგიდგენთ დამატებით მაგალითებს ბიზნეს სამყაროდან, რომლებიც მცირედით განსხვავებული იქნება აქამდე განხილული კონტენტისგან.

 

  1. Coca-Cola

კოკა-კოლას ერთ-ერთი კამპანიის - გაუზიარე კოკა-კოლა, მთავარი მიზანი პერსონალიზაცია იყო. მათ თავისი ეტიკეტისთვის აარჩიეს ავსტრალიის 150 ყველაზე გავრცელებული სახელი და თავიანთ ბოთლებზე დაიტანეს. კამპანიის ფარგლებში ისინი მოუწოდებდნენ მომხმარებლებს, რომ კოკა-კოლა კონკრეტული სახელის მქონე ადამიანისთვის გაეზიარებინათ.

კამპანია საკმაოდ ვირუსული აღმოჩნდა, რამაც მათ ზაფხულის განმავლობაში 250 მილიონი ერთეულის გაყიდვები მოუტანა. ეს იგივე იყო, რომ ავსტრალიაში თითოეულ ადამიანს 10 ბოთლი შეეძინა. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ  შემდგომში ეს კამპანია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც გავრცელდა.

 

  1. Grant Thornton

მონაცემთა ანალიტიკა ზოგიერთი  სფეროს მსგავსად, შეიძლება მშრალი და მოსაწყენი იყოს, თუმცა Grant Thornton-ის მიერ ჩაშვებული კამპანიაზე - Access Granted,  ამას ნამდვილად ვერავინ იტყვის.

კამპანიის ფარგლებში, Tony Awards დაჯილდოების დროს, მათ გამოიყენეს კულისებს მიღმა მყოფი ადამიანები და საკუთარ მომხმარებელს ექსკლუზიური კონტენტი შესთავაზეს როგორც იუთუბზე, ასევე ტვიტერზე. საბოლოო ჯამში, ამან ტვიტერზე 3.7 მილიონი რეაქცია დაიმსახურა, გაიზარდა ფეისბუქის მიღწევადობა და ამასთანავე, კომპანიამ საკუთარ მოლოდინებს 115%-ით გადააჭარბა.

 

  1. Charmin

კომპანიის ამგვარი კონტენტ მარკეტინგი იდეალურია მისი მომხმარებლებისთვის. ბრენდი ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორით მის სატელევიზიო რეკლამებში.  არანაკლები იუმორით არის გაჯერებული მათი აპლიკაციაც - Sit or Squat.

აპლიკაციის მიზანია, დაეხმაროს ხალხს სუფთა აბაზანის პოვნაში მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ, ამიტომაც აპლიკაცია საკმაოდ პრაქტიკულია. ამ დროისათვის, აპლიკაცია 100,000 ჯერ არის გადმოწერილი და თუკი ვინმემ ის ერთხელ უკვე გამოიყენა, ის მუმდივად განაგრძობს მის გამოყენებას.

 

  1. Burberry

Burberry - ის ყველაზე შთამბეჭდავი კამპანია კონტენტ მარკეტინგისათვის - Burberry Kisses გახდა, რომელიც მობილური ტექნოლოგიის საშუალებით ერთმანეთთან აკავშირებდა ადამიანებს.

აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებელს შეეძლო საკუთარი ტუჩების ეკრანზე დადებით, ციფრული კოცნა გაეგზავნა მისთვის სასურველი ადამიანისთვის. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევდა Google Maps-ისა და Google Street ხედვის მეშვეობით, თვალი ედევნებინათ საკუთარი ციფრული კოცნის მოგზაურობისთვის.  

 

  1. Buzzstream

Buzzstream კონტენტის რამდენიმე ტიპს იყენებდა იმისათვის, რომ მომხმარებლის გონებაში წარმოჩენილიყო, როგორც ინდუსტრიის ლიდერი.

მათი ცხრა თვიანი კამპანია საოცრად წარმატებული გამოდგა, რამაც მათ ახალი რეგისტრაციების რეკორდული მაჩვენებელი მოუტანა.

 

  1. Lush

Lush მის აუდიტორიამდე მისაღწევად კონტენტ მარკეტინგის არა ერთ ტექნიკას იყენებს, ამიტომაც რთულია, რომ ის რომელიმე ერთ კატეგორიას მივაკუთვნოთ.

უცნაური სახელებისა და ყველასათვის ნაცნობი ეთიკური ღირებულებების ხარჯზე, მათ მთავარი სამიზნე აუდიტორია უკვე მოკრებილი ჰყავთ.

თუმცა, ყველაფერი აქ არ მთავრდება. პროდუქტის დამზადების ვიდეოები კადრს მიღმა ვრცელდება და ამავდროულად, სოციალური მედიაში, კომპანია მათ მომხმარებელს სთხოვს, რომ განათავსონ თავიანთი პროდუქტის ფოტო რაიმე „ჰეშთეგით“. მომხმარებლის მოსაზიდად ინსტაგრამი მათი მთავარი პლატფორმაა, რომელსაც უკვე 4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ეს კონტენტ მარკეტინგის ის მაგალითები იყო, რომლებიც ვიმედოვნებთ, რომ ახალი იდეების მოფიქრებაში და მრავალფეროვნების შემოტანაში დაგეხმარებათ.

ერთი რამ, რაც კარგად უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ აუდიტორიის მოზიდვას აზრი არ აქვს, თუ არ შეგვიძლია ისინი მომხმარებლებად ვაქციოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

კონტენტ მეფინგი მომხმარებელთა მოგზაურობის საფუძველზე

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

რას ეწოდება კონტენტ მარკეტინგი?

ეფილიეიტ მარკეტინგი