ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

ნოემბერი 06, 2020

ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

იყო დრო, როდესაც კონტენტს მარკეტინგის წარმატების გაზომვა დიდი გამოწვევას წარმოადგენდა

იყო დრო, როდესაც კონტენტ მარკეტინგის წარმატების გაზომვა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ეს სფერო დაშვებებსა და ბუნდოვან დასკვნებზე იყო აგებული.

ციფრული სამყაროს დაბადებასთან ერთად კონტენტ მარკეტინგის ბევრი ასპექტი გახდა გაზომვადი და დათვლადი. თუმცა გაჩნდა ახალი გამოწვევა, ძალიან ბევრი დეტალის გაზომვა გახდა შესაძლებელი და რთულია, განსაზღვრო, რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები.

კონტენტ მარკეტინგის ექსპერტების გამოკითხვის შედეგად, თუ რომელია ციფრული მარკეტინგის ტოპ საზომები, პასუხები სხვადასხვაგვარი მივიღეთ.

გთავაზოვთ ტოპ 13 საზომს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, თქვენი ციფრული მარკეტინგული კამპანია წარმატებული გახადოთ.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა საზომი ყველა ბიზნესისთვის ერთნაირად გამოსადეგი ვერ იქნება. თქვენი ბრენდისა და ბიზნესისთვის თავად უნდა განსაზღვროთ, რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე რელევანტური.

 

1. გამოიწვიეთ ინტერაქცია

გამოიწვიო ჩართულობა და კომუნიკაცია, იდეალური ხერხია ბრენდის გაძლიერებისთვის. რეგისტრაციებისა და გამოწერების გაზრდა კი შემოსავლების გაზრდისთვის. 

– დუგ კესლერი, Velocity-ის თანადამფუძნებელი.

 

2. მოიპოვეთ ლიდები

ორიენტირებულები იყავით მარკეტინგულად კვალიფიციურ ლიდებზე (MQL), გაყიდვებისთვის კვალიფიციურ ლიდებზე (SQL)  და შემოსავლებზე! მოწონებები, კომენტარები და გაზიარებები შესანიშნავია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, მაგრამ გახსოვდეთ შემდეგი შეკითხვა: აკმაყოფილებს თქვენი კონტენტი  MQL-ისა და SQL-ის მოთხოვნებს?

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების ლიდებად კონვერტირება გაყიდვების გუნდის პრეროგატივაა, თუ თქვენ არ ქმნით შესაბამის კონტენს, შედეგად არასწორი ტიპის ლიდებს მოიზიდავთ და გაყიდვებს ნამდვილად არ ექნებათ წარმატების შანსი.

– ვივეკა ვონ როსენი, Vengreso-ს უფროსი დამკვირვებელი ოფიცერი (visibility officer)

 

3. გაზომეთ აუდიტორიის რეაქციები

  1. პირდაპირ პასუხობს კონტენტი მყიდველის კითხვებს და ინტერესებს?
  2. იყენებენ თქვენი გაყიდვების აგენტები კონტენტს იმისთვის, რომ ინფორმაცია მიაწოდონ მყიდველებს პროდუქტის უნიკალურობაზე? და რა პრობლემას უგვარებს ის მათ?
  3. დგამენ შემდგომ ნაბიჯებს პოტენციური მყიდველები თქვენი კონტენტის ნახვის შემდეგ?

– ადელ რეველა, Buyer Persona Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

4. შეამოწმეთ ცნობადობა და გაყიდვები

თუ არავინ იცის თქვენი ბრენდის შესახებ, ძალიან გაგიჭირდებათ პროდუქტის გაყიდვა.

თუ თქვენ ცუდ პროდუქტს ყიდით, მარკეტინგმა რაც არ უნდა გააკეთოს დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ გაყიდვებს.

– კრისტოფ ტრაპი, The Authentic Storytelling Project-ის უფროსი მარკეტინგის მენეჯერი

 

5. ყველაფერი დაიწყეთ და დაამთავრეთ სიტყვა გაყიდვებით

გაყიდვები, გაყიდვები და გაყიდვები. ეს სამი ერთი და იგივე სიტყვაა, მაგრამ თუ თქვენ აღმოაჩენთ ისეთ საზომ ერთეულებს, რომლებიც გაყიდვებში დაგეხმარებათ, მაშინ ყოველთვის შეძლებთ მზარდი გაყიდვების შენარჩუნებას.

ყველა მარკეტოლოგის საქმეა, აუდიტორიისთვის შექმნას გაყიდვებისკენ მიმავალი სწორი ბილიკი. ისინი ამას რელევანტური კონტენტის შექმნით აკეთებენ. ხარისხიანი კონტენტი იწვევს ჩართულობას და უღვივებს ადამიანებს სურვილს, რომ ბრენდის შესახებ მეტი გაიგონ. თუ კონტენტ მარკეტოლოგი შეძლებს, რომ თავისი კონტენტით მკითხველს ყიდვისკენ უბიძგოს, მაშინ ასეთი ადამიანი თავისი კომპანიისთვის ფასდაუდებელი გახდება. 

– ემი ბალიეტი, Killer Visual Strategies-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

6. არ შეხვიდეთ შეცდომაში

  1. გამომწერების გამომუშავება
  2. ბიზნეს მიზნების ატრიბუცია (მაგ. ლიდები, შესაძლებლობები, შემოსავლები)
  3. მომხმარებლის ლოიალობის გაზრდა, შენარჩუნება და დაცვა.

რატომ მაინც და მაინც ეს საზომები? რადგან ყველა დანარჩენმა საზომმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, როდესაც ბიზნესის შედეგების დათვლას ეხება საქმე. 

– დენის შიაო, Attention Retention-ის მარკეტინგის კონსულტანტი

 

7. ვინ? რამდენად? როგორ?

გაზომეთ ვინ ეცნობა კონტენტს, რამდენად ხშირად და როგორ იქცევიან გაცნობის შემდეგ. თუ თქვენ შესაბამისი აუდიტორიის მოზიდვას ახერხებთ, ისინი უკან ბრუნდებიან და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამენ, ესეიგი თქვენ თქვენს საქმეს კარგად ასრულებთ.   

– კრის ვაითი, Capital One-ის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი.

 

8. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული

მომხმარებლის აღქმა, მომხმარებლის ჩართულობა, მომხმარებლის გავლენა.. გრძნობთ თემის მნიშვნელობას?

– კეისი მკნაითი, The Content Advisory-ის ვიცე პრეზიდენტი სტრატეგიისა და კონსულტაციის მიმართულებით.

 

9. დაითვალეთ რეფერალები

რამდენად ხშირად იყენებენ ადამიანები თქვენს კონტენტს რეფერენსად? არ ვგულისხმობ თქვენი კონტრიბუტორების ან პარტნიორების მხრიდან თქვენი კონტენტის გაზიარებას, ვგულისხმობ რეალური მკითხველებისგან გულწრფელ მოწონებას და ნაცნობებისთვის გაზიარებას, როგორც საჭირო და გამოსადეგი ინფორმაცია.  

– ალენკა ბესტერი, Zavarovalnica Triglav-ის ციფრული კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი

 

10. ტრაფიკი

  1. ორგანული ტრაფიკი. თქვენი კონტენტი უნდა იყოს ტრაფიკის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა. თუ ორგანული ტრაფიკის რაოდენობა არ შეადგენს ვიზიტორების მინიმუმ ნახევარს, მაშინ უნდა იზრუნოთ თქვენი კონტენტისა და SEO-ს გაუმჯობესებაზე. ეს ნიშნავს ნიშნავს, რომ თქვენ არ პასუხობთ აუდიტორიის მოთხოვნებს ან საძიებო სისტემები ვერ ახერხებენ თქვენს პოვნას.
  2. კამპანიის ტრაფიკი. თუ თქვენ არ იყენებთ Google Analytics ტრაფიკის მონიტორინგისთვის, მაშინ თქვენ ძალიან ბევრ მონაცემს ტოვებთ ყურადღების მიღმა.
  3. გამომუშავებადი მედია. (earned media) ვინ იყენებს თქვენს კონტენტს და რას წერენ ამასთან დაკავშირებით? ინდუსტრიის ინფლუენსერები აქცევენ ყურადღებას თქვენს კონტენტს და უბიძგებენ ადამიანებს მისი წაკითხვისკენ? თუ თქვენ არ აკონტროლებთ კომერციულ მედიას მაშინ არ გეცოდინებათ რა ძალისხმევა გჭირდებათ ამ საკითხის გასაუმჯობესებლად.

– ბრაიან პიპერი, University of Rochester-ის ციფრული კონტენტ სტრატეგი

 

11. გამოიმუშავეთ ჩართულობა

ვიდეოში, პოსტში, კონტენტში ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი ერთეული მომხმარებლის ჩართულობაა. ვიზიტორებისა და ნახვების ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ ჩართულობა უნდა გამოიმუშავოთ.

– ჯენიფერ ჯორდანი, Babbel-ის ვიცე პრეზინდენტი და კონკრენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი

ფოკუსირდით სამ მნიშვნელოვან ელემენტზე

  1. Reach. ნახულობს თუ არა თქვენს კონტენტს სწორედ თქვენი აუდიტორია? აჩვენებთ სწორი მარკეტინგული არხების საშუალებით? პასუხობს თქვენი აუდიტორიის საჭიროებებს თქვენი კონტენტი?
  2. Engagement. ხარჯავენ დროს თქვენი კონტენტის წაკითხვაში/ყურებაში/მოსმენაში? უზიარებენ მეგობრებს ან თანამშრომლებს? საუბრობენ ერთმანეთში თქვენს კონტენტზე ან კომენტარების სახით გიბრუნებენ უკუკავშირს? დგამენ შემგომ ნაბიჯებს კონტენტის გაცნობის შემდეგ?
  3. Sentiment. ვინმეს ანაღვლებს თქვენი კონტენტი? ნერვიულობენ იმაზე, რომ შეიძლება თქვენგან იმეილი ვერ მიიღონ?

– ერიკა ჰელდი Erika Heald Marketing Consulting-ის დამფუძნებელი

 

12. გამოეხმაურეთ რეზონანსებს

ჯეი აკუნსო საუბრობს resonance-over-reach საზომზე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია, რაზეც უნდა ვორიენტირდეთ. წარმოქმნის თქვენი კონტენტი რეზონანსს აუდიტორიაში? თუ კი, მაშინ ასე გააგრძელეთ.

– ლინდსი ჰოთმირი, Lindsay Hotmire Creative-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

13. გაზომეთ ყველაფერი

მაკრო საუბრები, მიკრო საუბრები, ჩართულობები. კონტენტის ყველა დეტალს უნდა გააჩნდეს KPI, რომელიც განახებთ მიზანი შესრულდა თუ არა.

– პაქსტონ გრეი, 97th Floor-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

გასაგებია, რომ ძლიან ბევრი დეტალია გაზომვადი, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენი მიზანია, აღმოაჩინოთ თქვენს კომპანიაზე მორგებული საზომები. ასეთი გზით შეძლებთ, დაანახოთ ხელმძღვანელობას რა მუშაობს და რა შესწორებებია საჭირო კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რას ეწოდება კონტენტ მარკეტინგი?

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

ეფილიეიტ მარკეტინგი