ბლოგის 6 სარგებელი ბიზნესისთვის

ოქტომბერი 22, 2021

ბლოგის 6 სარგებელი ბიზნესისთვის

ყველა გამოცდილი მარკეტოლოგი დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბლოგი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მუდმივად გამოიყენებოდა ბიზნესის წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

თუ რაიმე ბიზნესს ფლობთ და მისთვის ბლოგს მართავთ, სტატიის განმავლობაში ისწავლით, როგორ მოახდინოთ მისი ოპტიმიზაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ბლოგს არ მართავთ, მაშინ გირჩევთ, მის შექმნაზე ფიქრი მალევე დაიწყოთ - ბლოგს ხომ ჩვენი ბიზნესისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს.

ყველა გამოცდილი მარკეტოლოგი დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბლოგი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მუდმივად გამოიყენებოდა ბიზნესის წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

თუმცა, საკმაოდ ხშირად ისმის შეკითხივაც: „რისთვის სჭირდება ჩემს ბიზნესს ბლოგი?“ - ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა, მოკლეც იყოს და ვრცელიც. დავიწყოთ მოკლე პასუხით: ბლოგს შეუძლია გაზარდოთ SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) შედეგები - კვლევების თანახმად, B2B მარკეტოლოგები, რომლებიც ბლოგებს აწარმოებენ, ყოველთვიურად 67%-ით მეტ ლიდებს აგენერირებენ.

რა სარგებელი მოაქვს ბლოგს კომპანიისთვის?

  1. ტრაფიკის ზრდა

ბლოგი შესანიშნავი საშუალებაა საიტზე ტრაფიკის გასაზრდელად და SEO ოპტიმიზაციისთვის. რაც უფრო მეტ ხარისხიან კონტენტს აწარმოებთ, მასში გამოყენებული ეფექტური და ნიშური ქივორდებით, მით უფრო იზრდება თქვენი რეიტინგი საძიებო სისტემებში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Google და მისი მსგავსი საძიებო სისტემები მარტივად იცნობენ თქვენს საიტს და მიიჩნევენ მას, როგორც მომხმარებლისთვის საინტერესო და გამოსადეგ წყაროს.

გარდა ამისა, ბლოგზე შესაძლოა ისეთ კონტენტსაც აწარმოებდეთ, რომლის გაზიარებაც მომხმარებელს საკუთარ მეგობრებთან, სხვადასხვა პლატფორმებზე მოუნდება. საერთო ჯამში, ბლოგი იდეალური გზაა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად.

  1. სანდოობა

გსურთ, გახდეთ სანდო ონლაინ წყარო? მაშინ დაიწყეთ გამოსადეგი, საგანმანათლებლო კონტენტის წარმოება. თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე წერა ამტკიცებს, რომ თქვენ ბიზნესზე გაცილებით მეტი ხართ. მსგავსი მიდგომა მომხმარებელს აჩვენებს, რომ ზრუნავთ მათ სურვილებზე, ინტერესებზე და გსურთ მათი დახმარება. ბლოგისთვის საინტერესო და ტრენდული თემატიკების მოძიებას სხვადასხვა პლატფორმებზე დაკვირვებითა და მათი შესწავლით შეძლებთ.

  1. გაზრდილი კონვერსიები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, B2B მარკეტერები, რომლებიც ბლოგებს იყენებენ, ყოველთვიურად 67%-ით მეტ ლიდებს აგენერირებენ. ლიდების მხრივ ეს საკმაოდ დიდი ზრდაა, რასაც საბოლოო ჯამში, გაზრდილ გაყიდვებამდეც მივყავართ.

ბლოგის მეშვეობით შეგიძლიათ, დიალოგები პირდაპირ წამოიწყოთ აუდიტორიასთან. გამოიყენეთ კომენტარების სექციისა და გაზიარების უპირატესობაც - დასვით კითხვები და გაზარდეთ ჩართულობა. ნუ მოერიდებით მომხმარებლისთვის პირდაპირი შეკითხვების დასმას - ეს მათ დაანახებს, რომ თქვენთვის მათი უკუკავშირი მნიშვნელოვანია. თქვენი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ჩართულობის მიღწევაა, ამას კი ვერ შეძლებთ, თუ დიალოგის წამოწყება მოგერიდებათ.

  1. სოციალური მედია

სოციალურ მედია არხებსა და ბლოგებს თქვენი საიტის ტრაფიკის გაზრდა იმაზე მეტად შეუძლია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. როდესაც ბლოგს მართავთ, შეგიძლიათ, თითოეული პოსტი თქვენს სოციალურ მედია არხებშიც გააზიაროთ.

თუ ეს შესანიშნავი კონტენტია და მან დიდი ოდენობით კლიკებიც დააგროვა, მომხმარებლები უფრო მეტად წაიკითხავენ ბლოგს და თუ ის მოეწონათ, დიდი შანსია, მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად თქვენს საიტზეც გადავიდნენ. რა თქმა უნდა, ეს თქვენი ბრენდის ცნობადობასაც წაადგება და ვინ იცის, იქნებ პროდუქტიც გაყიდოთ.

  1. იმეილ მარკეტინგი

ბლოგის კიდევ ერთი აშკარა სარგებელი გახლავთ ის, რომ მისი გაზიარება მეილების საშუალებითაც შეგიძლიათ. თქვენი ბლოგი შესანიშნავი დამატებითი კონტენტია და მისი ეფექტურად წერის შემთხვევაში შესაძლო, სამიზნე აუდიტორიის დიდი ნაწილისთვისაც გახდეს საინტერესო.

გარდა ამისა, თუ ბლოგის მართვასთან ერთად ცდილობთ, თქვენი მეილების ბაზაც შექმნათ, მაშინ თითოეულ ბლოგს დაურთეთ გამოწერის ფორმა, სადაც მომხმარებელთა მეილების შეგროვებას შეძლებთ.

  1. უფასო რეკლამირება

ბლოგი იდეალური საშუალებაა უფასო რეკლამირებისთვის. შექმენით მაღალი ხარისხის მქონე ბლოგი და გალინკეთ ის თქვენს ბრენდთან, იქნება ეს პროდუქტი თუ მომსახურება. მაგალითად, თუ თქვენ ბოლოდროინდელი სილამაზის ტრენდების შესახებ წერთ ბლოგს, რატომ არ უნდა გალინკოთ თქვენი უახლესი ტუჩსაცხი? ეს შესანიშნავი გზაა ბრენდის გარეკლამებისა და მისი ცნობადობის გაზრდისთვის, თანაც ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ.

ლაშა ხორგუაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:

6 მიზეზი, თუ რატომ არის ბლოგი მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის

როგორ შევქმნათ ხარისხიანი ბლოგი? რჩევები დამწყები ბლოგერებისთვის

6 მიზეზი, რატომ არ კითხულობენ თქვენს ბლოგს

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი