რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

თებერვალი 13, 2021

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

თუ რა სახის კონტენტი უნდა შექმნათ დამოკიდებულია თქვენი აუდიტორიის საჭიროებებზე და და მათი მყიდველუნარიანობის ეტაპზე.

თუ რა სახის კონტენტი უნდა შექმნათ, დამოკიდებულია თქვენი აუდიტორიის საჭიროებებსა და მათი მყიდველუნარიანობის ეტაპზე. პირველ რიგში, უნდა მოახდინოთ თქვენი მყიდველის პერსონიფიკაცია, რომ დაადგინოთ რა არის თქვენი აუდიტორიის მიზნები, გამოწვევები თქვენს ბიზნესთან მიმართებით. თქვენი ონლაინ კონტენტი, როგორც მინიმუმ, მათ მიზნებსა და საჭიროებებს უნდა პასუხობდეს და ეხმარებოდეს გამოწვევების დაძლევაში.

შემდეგ უნდა იფიქროთ, ყველაზე მეტად როდის არიან მზად მყიდველები, თქვენი კონტენტის გასაცნობად და შესყიდვის განსახორციელებლად.

გთავაზობთ კონტენტის შექმნის რამდენიმე ვარიანტს, იმის გათვალისწინებით, თუ ყიდვის პროცესის რომელ ეტაპზეა მომხმარებელი  :

ცნობადობის ეტაპი

  • ბლოგები-შესანიშნავია თქვენი ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად ძლიერი SEO-ს და keyword-ების დახმარებით.
  • ინფოგრაფიკები - საკმაოდ გაზიარებადია, რაც ნიშნავს რომ სოციალურ მედიაში თქვენი პოვნის შანსი იზრდება.
  • მოკლე ვიდეოები - ასევე, ძალიან გაზიარებადია და თქვენი ბრენდის პოვნა მარტივადაა შესაძლებელი ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა Youtube, Facebook, Instagram, Tiktok.

განხილვის ეტაპი

  • ელექტრონული წიგნები (eBooks) - შესანიშნავია ლიდების მოსაპოვებლად. უფრო ინფორმაციულია, ვიდრე ბლოგები და ინფოგრაფიკები.  ელექტრონული წიგნების მოსაპოვებლად ადამიანები თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას გიცვლიან.
  • კვლევები - საკმაოდ ღირებული კონტენტია, რომელიც ასევე ძალიან კარგია ლიდების მოსაპოვებლად. კვლევის ანგარიშები და ინდუსტრიის შესახებ ახალი მონაცემები ცნობადობის ეტაპზეც კარგად მუშაობს, რადგან სხვა მედიები ასეთი სახის კონტენტს მუდმივად იყენებენ.
  • ვებინარები - ვიდეოებთან და ბლოგებთან შედარებით უფრო დეტალურ ინფორმაციას შეიცავს და უფრო ინტერაქციულია.

გადაწყეტილების ეტაპი

  • ანალიტიკური კონტენტი  - ვებ-გვერდებზე ანალიტიკური კონტენტი ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც შესყიდვის გადაწყვეტილების ეტაპზეა, ასეთი სახის კონტენტი დადებით გავლენას ახდენს ყიდვის გადაწყვეტილებაზე.
  • რეკომენდაციები  - იმ შემთხვევაში, თუ ანალიტიკური კონტენტი არ ამართლებს, მოკლე რეკომენდაციები შესაძლოა ალტერნატიული გზა იყოს B2C ბრენდებისთვის. თუ თქვენ გაქვთ ტანსაცმლის ბრენდი, შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ ადამიანების ფოტოები, რომლებიც თქვენი ბრენდის ტანისამოსში არიან გამოწყობილები და გამოიყენოთ შესაბამისი ჰეშთეგები.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რას ეწოდება კონტენტ მარკეტინგი?

ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

ეფილიეიტ მარკეტინგი