7 სოციალური მედია ხელსაწყო, რომელიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 01, 2021

7 სოციალური მედია ხელსაწყო, რომელიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

შორიდან შესაძლოა სოციალური მედიისთვის პოსტების შექმნა მარტივი ჩანდეს. თუმცა, მარკეტოლოგებმა კარგად იციან, რომ სოციალური მედია კონტენტის შექმნისა და რედაქტირების დროს იმაზე გაცილებით მეტი დეტალია, ვიდრე ეს თვალისთვისაა შესამჩნევი.

სოციალური მედიისთვის პოსტების შექმნა შესაძლოა შორიდან მარტივი ჩანდეს. თუმცა, მარკეტოლოგებმა კარგად იციან, რომ სოციალური მედიის კონტენტის შექმნისა და რედაქტირების დროს იმაზე გაცილებით მეტი დეტალია გასათვალისწინებელი, ვიდრე ეს თვალისთვისაა შესამჩნევი. ეს კი განსაკუთრებით ჭეშმარიტია დღევანდელ გარემოში.

სტატიაში იმ შესანიშნავ პლატფორმებს გაეცნობით, რომლებიც კონტენტის შექმნის პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ, იქნება ეს იდეალური სურათის არჩევა აზრის გადმოსაცემად, ჰეშთეგების შერჩევა თუ ტიკტოკისთვის ვიდეოს შექმნა.

  1. Canva

სოციალური მედია ხელსაწყოების სიის დაწყება Canva-ს გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელსაწყოა სოციალური მედია ვიზუალების შესაქმნელად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სრულიდ უფასოდ შევქმნათ მაღალი ხარისხის კონტენტი, გამოვიყენოთ შაბლონები და დიზაინის უამრავი ელემენტი.

პლატფორმის უფასო ვერსია ძალიან გამოსადეგი და მრავლისმომცველია, თუმცა ვისაც უფრო დახვეწილი და მრავალფუნქციური შესაძლებლობების მიღებაც სურს, შეუძლია $11.99-ის სანაცვლოდ ყოველთვიურად მიიღოს ეს შესანიშნავი სერვისი და ამასთან ერთად, ის დამატებით 5 ადამიანს გაუზიაროს. ის უფასოა საგანმანათლებლო და არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის.

  1. Crello

 

კანვას მსგავსად, Crello გრაფიკული დიზაინის ხელსაწყოა, რომელიც სოციალურ მედია მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს, შექმნან შესანიშნავი ვიზუალები - ეს ყველაფერი კი არ მოითხოვს დიზაინის საფუძვლიან ცოდნას.

Crello-ს უპირატესობა კანვასთან მიმართებით არის ის, რომ ის გვთავაზობს 30,000-ზე მეტ უფასო დიზაინის შაბლონს, 180 მილიონ ფოტოს, 32,000 ვიდეოსა და 15,000-მდე ილუსტრაციას.  მისი გამოყენება შესაძლებელია გუნდურადაც (შეგიძლიათ 10-მდე ადამიანი მოიწვიოთ). ისიც უფასოა მომხმარებლისთვის, თუმცა მისი პროფესიონალური ვერსიის შეძენა მომხმარებელს $9.99-ად შეუძლია.

  1. Hashtagify.me

Hashtagify.me არის უფასო ხელსაწყო, რომელიც ჰეშთეგების მოძიებასში გვეხმარება. ნებისმიერი ჰეშთეგის ძიებიას შეგიძლიათ, გაეცნოთ რამდენად პოპულარულია ის და რამდენად ხშირად გამოიყენება სოციალურ ქსელებში. უბრალოდ ჩაწერეთ სასურველი ტერმინი საძიებო ველში და გაეცანით მის შედეგიანობას. ამ ყველაფრის გამოყენებას შემდგომ თქვენს სოციალურ მედია სტრატეგიებში შეძლებთ. ასევე ნახავთ ტოპ ინფლუენსერებს, რომლებიც ამ ჰეშთეგებს იყენებენ.

  1. Prezi და Flipsack

Prezi საშუალებას გაძლევთ, შექმნათ გამორჩეული პრეზენტაციები, ჩაიწეროთ ვიდეო პრეზენტაციის მსვლელობისას და შექმნათ ინტერაქციული დიზაინები თუ გრაფები. კოვიდ პანდემიის შემდეგ სახლიდან პრეზენტაციების გაკეთება და კოლაბორაცია ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და ეს შესაძლებლობა პლატფორმამ მაქსიმალურად გამოიყენა.

პრეზის ინტეგრაცია შესაძლებელია Zoom, Microsoft Teams და Webdex-თან. გარდა ამისა, მას გააჩნია „შთაგონების“ სექციაც, სადაც სხვა ბრენდების მიერ შექმნილი უამრავი დიზაინისა და პრეზენტაციის ნახვას შეძლებთ. ინდივიდუალური სერვისის ღირებულება თვეში $3-დან იწყება.

თუ თქვენი PDF ნამუშევრებისა და ელექტრონული წიგნების ახალ დონეზე აყვანა გსურთ, მაშინ Flipsnack თქვენი ხელსაწყოების არსენალში აუცილებლად უნდა დაამატოთ. მობილური მნახველებისთვის შეგიძლიათ, თქვენი PDF ფაილი HTML5 ფორმატშიც გადაიყვანოთ და ელექტრონული წიგნი სრულად მორგებული გახადოთ მობილურზე.

  1. CapCut

არაერთი პლატფორმა არსებობს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად შექმნას ლამაზი სოციალური მედია ვიზუალები, თუმცა მათი უმრავლესობა არ არის ხელმისაწვდომი სმარტფონზე.

CapCut (აქამდე ცნობილი, როგორც ViaMaker) არის უფასო აპლიკაცია iOS და Android მომხამრებლისთვის, რომლის შემქმნელიც ყველასათვის ცნობილი პლატფორმა - TikTok-ია (ByteDance). მისი პოპულარობის მიზეზი მარტივი გამოყენების შესაძლებლობა და მუსიკების უზომოდ დიდი ბიბლიოთეკაა. ტიკტოკის მსგავსად, აპლიკაციას აქვს დახვეწილი ფილტრები, სტიკერები და ფონტები.

  1. PowToon

ვიდეო სოციალური მედია ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალებაა. თუმცა, პრობლემა გახლავთ ის, რომ კომპანიების უმრავლესობა საკმაოდ ძვირადღირებულ გარე რესურსებზეა დამოკიდებული მის შესაქმნელად. მიუხედავად დახარჯული ბიუჯეტისა, ეს ვიდეოები შესაძლოა აცდენილი იყოს ბიზნესის მესიჯს ან არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა PowToon, საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ინტერაქციული ვიდეოები, განსაკუთრებით კი საპრეზენტაციო მიზნებისთვის და ამისათვის არ არის საჭირო, ვიდეო ექსპერტი იყოთ. პლატფორმაზე უამრავი შაბლონის არჩევა და მისი თქვენს ბიზნესზე მორგებაც შეგიძლიათ. აქ შექმნილი ვიდეოს გაზიარება კი ნებისმიერ სოციალურ მედია პლატფორმაზეა შესაძლებელი. უფასო და ფასიანი ვერსიები ხელმისაწვდომია თვეში $19-$99 ფარგლებში.

  1. Animoto

Animoto კიდევ ერთი შესანიშნავი ვიდეო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მიმზიდველი ვიდეო რგოლები შევმქნათ. მისი დახმარეით შესაძლებელია, არსებული ვიდეოები და სურათები ვიდეო სლაიდშოუდ ვაქციოთ, თანაც საკმაოდ მცირედი ძალისხმევით. ამისათვის შეგიძლიათ, მათი ვიდეო რგოლი გამოიყენოთ ან ნულიდან ააწყოთ თქვენი საკუთარი. თუ მათი ბრენდინგი თქვენს ვიდეოებზე არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მათი უფასო ვერსიითაც ისარგებლოთ. სხვა ფასიანი სერვისები მერყეობს 28-69 ევრომდე, თქვენი ბიზნესის საჭიროებების მიხედვით, თუმცა წლიური სერვისით საკმო შეღავათსაც მიიღებთ.

ვიდეოს შექმნის შემდეგ შეგეძლებათ, ის ნებისმიერ ფორმატში და ხარისხში ჩამოტვირთოთ და გააზიაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. სოციალურ მედია მარკეტინგში ვიდეოს გამოყენების არაერთი გზა არსებობს, ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ და მოძებნეთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტები.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის

კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

 

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი