6 მიზეზი, რატომ არ კითხულობენ თქვენს ბლოგს

სექტემბერი 29, 2021

6 მიზეზი, რატომ არ კითხულობენ თქვენს ბლოგს

მართალია, 2019 წელს ბიზნესების 91% იყენებდა კონტენტ მარკეტინგს, თუმცა ყველა მათგანს კარგი შედეგი ნამდვილად არ ჰქონია. თუ თქვენი ბლოგიდან მოზიდული ტრაფიკით იმედგაცრუებული ხართ, არ ინერვიულოთ, ერთადერთი ნამდვილად არ ხართ.

მართალია, 2019 წელს ბიზნესების 91% იყენებდა კონტენტ მარკეტინგს, თუმცა ყველა მათგანს კარგი შედეგი ნამდვილად არ ჰქონია. თუ თქვენი ბლოგიდან მოზიდული ტრაფიკით იმედგაცრუება მიიღეთ, არ ინერვიულოთ, ერთადერთი ნამდვილად არ ხართ.

ბევრ ბიზნესს საკმაოდ მცდარი შეხედულება და უსაზღვროდ დიდი მოლოდინები აქვს, როდესაც საქმე ბლოგებს ეხება. მათ სჯერათ, რომ თითოეული ბლოგი ვირუსულად გავრცელდება. თუმცა, თუ რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ კვლავ მცირე ოდენობით იღებთ ნახვებს, მაშინ დროა, რაიმე შეცვალოთ.

ბლოგის მართვისას უამრავი შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი და თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შეცდომებიდან რომელიმეს მაინც უშვებთ, მაშინ დაბალი ნახვების მაჩვენებელის მიზეზსაც გაიგებთ. სტატიაში მიმოვიხილავთ ექვს გავრცელებულ შეცდომას, რომელიც ბლოგის მართვისას შეიძლება დაუშვათ.

  1. ბლოგს არ აქვს რელევანტური ფოკუსი

მოგეხსნებათ, რომ Digitalnews.ge-ზე ჩვენ ციფრული მარკეტინგის თითოეული მიმართულების შესახებ ვწერთ და ვცდილობთ, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საჭირო და ღირებული ინფორმაცია მივაწოდოთ. რას იფიქრებდით, თუ ერთ დღესაც შემოხვიდოდით ჩვენს საიტზე და აქ საუკეთესო სტატია დაგხვდებოდათ ძაღლების შესახებ?

მიუხედავად თქვენი დამოკიდებულებისა და სიმპათიისა ძაღლების მიმართ, ალბათ მაინც გაოცებული ან სულ მცირე გაკვირვებული დარჩებოდით - თქვენ ხომ აქ ციფრული მარკეტინგის შესასწავლად შემოხვედით და არა ძაღლების მოვლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

მთავარი იდეა ის არის, რომ თუ ჩვენ სტატიების წერას შემთხვევითობის პრინციპით დავიწყებდით ან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებდით, ჩვენი სტატიები თანმიმდევრულობას დაკარგავდა და ამასთან ერთად, ლოიალურ მკითხველებსაც. 

თუ თქვენი ბლოგი სასურველ ტრაფიკს ვერ იღებს, მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად სთავაზობს ჩემი ბლოგი ადამიანებს იმ კონტენტს, რომელიც მათ რეალურად სჭირდებათ? შესაძლოა ერთი სტატია/ბლოგი ვირუსულად გავრცელდეს და საიტზე დიდი ოდენობით მნახველები მოიზიდოს, თუმცა ის მათ შენარჩუნებაში ვეღარ დაგეხმარებათ. თქვენი ბლოგის მთავარი მიზანი კონკრეტული მიმართულებით დახელოვნება და სპეციალიზება უნდა იყოს. განსაზღვრეთ, რომელია ეს მიმართულება და სრულად ორიენტირდით მასზე.

  1. კონტენტი არ არის საკმარისად კარგი

სამწუხაროდ, 15 წუთში ბლოგის მომზადების და შემდეგ Google-ის საძიებო სისტემებში მოწინავე რეიტინგების დაკავების პერიოდი დიდი ხანია დასრულდა. უამრავი მაღალი ხარისხის მქონე წყაროებისა და კონტენტ მასალის ფონზე, დღეს მკითხველებს აღარ სურთ, საკუთარი დრო გაურკვეველ ბლოგებს დაუთმონ.

თუ თქვენი ბლოგის ორიენტირი უკვე შერჩეული გაქვთ, მაშინ დროა კონტენტის ხარისხზე დაიწყოთ ფიქრი. აწვდის თქვენი ბლოგი რაიმე ღირებულებას აუდიტორიას, თუ უბრალოდ იმ ინფორმაციას მოიცავს, რასაც ნებისმიერ ადგილას ისწავლიდნენ? თავად თქვენ გამოიწერდით საკუთარ ბლოგს თუ დროის კარგვად მიიჩნევდით?

უხარისხო ბლოგები მომხმარებელს ძალიან სწრაფად აფრთხობს - მიეცით მკითხველს რაიმე ღირებული. თუ ყოველდღიურად ვერ ახერხებთ ხარისხიანი კონტენტის შეთავაზებას, მაშინ გადაერთეთ ყოველკვირეულ კალენდარზე. უმჯობესია კვირაში ერთი ხარისხიანი კონტენტი აწარმოოთ, ვიდრე შვიდი უხარისხო.

თუ ბლოგს სწორად მართავთ, მაშინ მასში ჩადებული დრო და ფულადი ინვესტიცია ნამდვილად ღირს ამად. კონტენტ მარკეტინგი ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით 62%-ით იაფია და სამჯერ მეტ ლიდსაც აგენერირებს. აწარმოეთ ხარისხიანი კონტენტი, განვითარდით ერთი მიმართულებით და დააკვირდით გამომწერების ზრდას.

  1. არ ითვალისწინებთ SEO-ს (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია)

დღეს უკვე Google აღარ ტყუვდება სტატიაში არსებული ქივორდებით ისე, როგორც ადრე. უშინაარსო, თუმცა სტრატეგიული ქივორდებით სავსე ბლოგი გუგლის საძიებო შედეგების სათავეში ვეღარ ხვდება. დღეს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. სოციალური მედია პოსტები შესაძლოა მომენტალურად მაღალი ტრაფიკით გამოირჩეოდნენ, თუმცა გრძელვადიანი, მუდმივი ტრაფიკი მხოლო საძიებო შედეგებში მაღალი რეიტინგით მოდის. თქვენი ბლოგისა და საიტის SEO-ს გასაუმჯობესებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეგიძლიათ.

დაიწყეთ ქივორდების სათაურებში და ქვესათაურებში შეტანით და არა მარტო, ისინი ტექსტებშიც უნდა შეიტანოთ. თუ ვინმე ეცდება მოძებნოს „ბლოგის ტრაფიკის გაზრდის გზები“ საძიებო სისტემაში, მაშინ „10 გზა ბლოგის ტრაფიკის გასაზრდელად“ როგორც წესი, საკმაოდ მაღალ რეიტინგს დაიმსახურებს, ვიდრე სტატია „ბლოგერის მოგზაურობა აღმოჩენისა და ზრდისკენ მიმავალ გზაზე.“ მართალია, პირველი სათაური არ არის კრეატიული, თუმცა საძიებო სისტემას ეცოდინება, რომ ის მკითხველისთვის დამხმარე და გამოსადეგია. წერეთ თქვენი კონტენტი ხალხისთვის, მაგრამ Google-ც არ დაგავიწყდეთ.

ამის შემდეგ შეგიძლიათ, ბლოგზე ტრაფიკი სოციალური მედიის საშუალებით და საიტის ლინკების დახმარებითაც გაზარდოთ. თუ მაღალხარისხიან ბლოგებს აქვეყნებთ, ადამიანებს ბუნებრივადაც მოუნდებათ მათი გაზიარება, თუმცა უფრო მეტი ხილვადობისთვის, შეგიძლიათ ის ინფლუენსერებსაც გააზიარებინოთ. თუ ეს ბლოგი მათთვისაც საინტერესო იქნება და მათი აუდიტორიისთვისაც, შესაძლოა, მათ სამომავლო ბლოგში თქვენი კომპანიაც მონიშნონ.

  1. კონტენტი საკუთარი თავის გაყიდვაზეა ორიენტირებული

ეს უხეშად ჟღერს, თუმცა ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტებაა: არავის ადარდებს თქვენი პროდუქტი თუ კომპანია. მართალია, თქვენ შეიძლება აღფრთოვანებული იყოთ ახალი სერვისითა თუ ზრდის ტემპით, თუმცა არა სხვები. სხვები ზედმეტად დაკავებულები არიან საკუთარი პრობლემების მოგვარებით და საჭიროებების დაკმაყოფილებით.

ბევრი ბლოგია ისეთი კონტენტით დატვირთული, რომელიც აშკარად საკუთარი თავის გაყიდვაზეა ორიენტირებული და სხვის დახმარებას მიზნად არ ისახავს. არავინ გამოიწერს ისეთ ბლოგს, სადაც მუდმივად ისეთ სტატიებს შეხვდება, რომლებიც მუდამ საკუთარი თავისა და პროდუქტის ქებაში არიან. ადამიანები ბლოგებს გასახალისებლად და ინფორმაციის მისაღებად კითხულობენ, არა რეკლამების სანახავად.

„კი მაგრამ, ბლოგის მიზანი ხომ გაყიდვების გენერირებაა?“

რასაკვირველია! თუმცა ბლოგის მართვა გრძელვადიანი სტრატეგიაა. თქვენს ბლოგებს უნდა ჰქონდეს მოწოდება ქმედებისკენ (Call to Action), მაგრამ ის არ უნდა იყოს „იყიდე, იყიდე ახლავე!“

ნაცვლად ამისა, აწარმოეთ რელევანტური და ღირებული კონტენტი თქვენი აუდიტორიისთვის. შემდეგ მოუწოდეთ მათ თქვენი ბლოგის გამოწერისკენ, რათა მეტი რჩევები და სიახლეები მიიღონ. მას შემდეგ, რაც მომხმარებლის მეილს მოიპოვებთ, შეგიძლიათ, პირდაპირი შეტყობინება გაუგზავნოთ და ჰკითხოთ, აქვს თუ არა რაიმე შეკითხვა თქვენი პროდუქტის შესახებ ან დაინტერესდება თუ არა მისი საცდელი ვერსიით.

ბლოგის მკითხველთა უმრავლესობა შეიძლება არ გახდეს თქვენი მომხმარებელი, თუმცა განაგრძეთ გამოსადეგი კონტენტის წერა და ისინი მათ საჭირო არხებში გააზიარებენ, გაავრცელებენ და ვინ იცის, იქნებ მომხმარებელიც კი მოგიყვანოთ. მიმართეთ თქვენი ბლოგი განათლებისკენ, არა გაყიდვებისკენ და თქვენი გაყიდვებიც გაიზრდება.

  1. თქვენი კალენდარი არ არის რეგულარული

დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა ახალი სტატიის ყოველდღიურად გამოქვეყნება სოციალური მედია არხების ფონზე, თუმცა თქვენი მკითხველი თქვენს ხმას რეგულარულად უნდა ისმენდეს. გახსოვდეთ, კონტენტ მარკეტინგი სტრატეგიაა, რაც ბევრ დაგეგმარებასთან არის დაკავშირებული. თუ თქვენი ბლოგის მიზანი მკითხველების ძაბრის ბოლომდე მიყვანაა, მაშინ თქვენი კონტენტ სტრატეგიის ნაწილი თანმიმდივრულ და მუდმივ გამოქვეყნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ძალიან მარტივად შეიძლება მომხმარებელს დაავიწყდეს თქვენ შესახებ, თუ თქვენგან სამი თვის განმავლობაში არაფერი სმენია. შემდეგ კი, როდესაც ის თქვენს სტატიას დაინახავს შესაძლოა ის სპამადაც კი ჩათვალოს.

ეცადეთ, თქვენი კონტენტი წინასწარ დაგეგმოთ. შეადგინეთ კალენდარი და დაგეგმეთ 1-3 კვირის გამოსაქვეყნებელი მასალა წინასწარ. ამგვარად, თქვენს მკითხველებს იმედებს არ გაუცრუებთ, რადგან კონტენტ მასალა ყოველთვის მზად გექნებათ.

  1. თქვენი კონტენტის გარეკლამება არ ხდება ეფექტურად

მართალია, რეკლამირება ყველასათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის განსაკუთრებით მნიშველოვანია ახალი ბლოგისთვის. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხარისხიანია თქვენი კონტენტი, თუ მას სათანადოდ ვერ გაავრცელებთ, ის შესაბამის გავლენას ვერ იქონიებს აუდიტორიაზე.

თქვენი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია არ უნდა მთავრდებოდეს გამოქვეყნების ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ. რეალურად, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. დაუთმეთ შემდეგი კვირა თქვენი სტატიების სოციალურ მედია არხებში პოსტვას, გაუგზავნეთ ის მეილით თქვენს გამომწერებს და პირადად გაუზიარეთ რელევანტური კონტენტი ინფლუენსერებს, ვინც შესაძლოა, დაინტერესებული იყოს თქვენი სტატიით.

არავინ დაუდგება გვერდში თქვენს ბლოგს ისე, როგორც თავად თქვენ. ამიტომ დარწმუნდით, რომ მისთვის დროსა და ენერგიას არ იშურებთ და ყველაფერს აკეთებთ სასურველი წარმატების მისაღწევად. არ არის საჭირო ეს სრულგანაკვეთიან სამუშაოდ აქციოთ. მარკეტოლოგების 81% ტრაფიკის ზრდას სოციალური მედიისთვის კვირაში 6 საათის დათმობითაც ახერხებს.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ბლოგი? ბლოგის სარგებელი ბიზნესისა და მარკეტინგისთვის

როგორ შევქმნათ ხარისხიანი ბლოგი? რჩევები დამწყები ბლოგერებისთვის

მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

 

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი