რას ეწოდება კონტენტ მარკეტინგი?

თებერვალი 12, 2021

რას ეწოდება კონტენტ მარკეტინგი?

სასარგებლო კონტენტი თქვენი მარკეტინგის საფუძველი უნდა იყოს.

თქვენი მარკეტინგის საფუძველი სასარგებლო კონტენტი უნდა იყოს.

 

ტრადიციული მარკეტინგი ციფრულთან შედარებით დროდადრო უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება და როგორც პროგრესულად მოაზროვნე მარკეტერმა, უნდა იცოდეთ, რომ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციისთვის უკეთესი გზებიც არსებობს.

 

"კონტენტ მარკეტინგი სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც აუდიტორიისთვის სასარგებლო, ღირებული და მუდმივი კონტენტის შექმნასა და მიწოდებას ისახავს მიზნად."

 

თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების წარდგენის ნაცვლად, თქვენ პოტენციურ ან არსებულ მომხმარებელს აწვდით ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მათ პრობლემების გადაწყვეტაში.

 

კონტნეტ მარკეტინგს ყველა მოწინავე ბრენდი იყენებს

 

ყოველწლიური კვლევები აჩვენებს, რომ მარკეტერთა უმრავლესობა აქტიურად იყენებს კონტენტ მარკეტინგს, მაგალითად ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან P&G, Microsoft, SYSCO და John Deere. თუმცა, მას ასევე ეფექტურად იყენებენ მცირე ბიზნესები და მაღაზიებიც. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ის მუშაობს.

 

 

არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რატომაც იყენებენ კომპანიები კონტენტ მარკეტინგს:

  • გაზრდილი გაყიდვები
  • დაზოგილი დანახარჯები
  • ხარისხიანი და ერთგული მომხმარებლები

 

კონტენტი - მარკეტინგის აწმყო და მომავალი

 

დაბრუნდით უკან და კიდევ ერთხელ წაიკითხეთ კონტენტ მარკეტინგის განმარტება, თუმცა, ამჯერად "სასარგებლო" და "ღირებული" ამოაკელით. ეს არის განსხვავება ნამდვილ კონტენტ მარკეტიგნსა და იმ ზღვა ინფორმაციას შორის, რომლებსაც კომპანიები ყოველდღიურად გვაწვდიან, რათა "რაიმე მოგვყიდონ". ხშირად ეს ინფორმაცია არც თუ ისე საჭირო და ღირებულია. სწორედ ამის გამო იწვევს დღეს კონტენტ მარკეტინგი ასეთ ინტრიგასა და დაინტერესებას.

განურჩევლად იმისა, თუ რომელ მარკეტინგულ სტრატეგიას იყენებთ, კონტენტ მარკეტინგი აუცილებლად უნდა იყოს მისი ნაწილი და არა განცალკევებული რამ. ხარისხიანი კონტენტი მარკეტინგის ყველა ფორმის შემადგენელი ნაწილია:

 

  • სოციალური მედია მარკეტინგი: თქვენს სოციალურ მედია სტრატეგიამდე, კონტენტ მარკეტინგი დგას.
  • SEO: საძიებო სისტემები აჯილდოვებს მათ, ვინც მუდმივად ხარისხიან კონტენტს აქვეყნებს.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი): წარმატებული პიარ სტრატეგია ითვალისწინებს იმას, თუ რა სჭირდებათ მომხმარებლებს - და არა ბიზნესს.
  • PPC: PPC ასამუშავებლად, პირველ რიგში, დიდებული კონტენტია საჭირო.
  • Inbound მარკეტინგი: კონტენტი უმთავრესია ლიდებისა და დატვირთვის მისაღებად.
  • კონტენტ სტრატეგია: კონტენტის სტრატეგია მარკეტინგული სტრატეგიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

კონტენტ მარკეტინგის 25 შესანიშნავი მაგალითი

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი