რატომ ბლოგი? ბლოგის სარგებელი ბიზნესისა და მარკეტინგისთვის

მაისი 11, 2021

რატომ ბლოგი? ბლოგის სარგებელი ბიზნესისა და მარკეტინგისთვის

ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რატომ უნდა მართვდეს ბიზნესი ბლოგს, რა სარგებლის მომტანი იქნება ეს მისთვის. 

რას ეწოდება ბიზნეს ბლოგი?

ბიზნეს ბლოგის მართვა არის მარკეტინგული ტაქტიკა, რომელიც ბიზნესის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება ონლაინ სივრცეში. ბიზნეს ბლოგიც ერთ-ერთი მარკეტინგული არხია (ისევე როგორც სოციალური მედია, იმეილ მარკეტინგი...), რომელიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რატომ უნდა მართავდეს ბიზნესი ბლოგს, რა სარგებლის მომტანი იქნება ეს მისთვის. 

ბიზნეს ბლოგის მართვის სარგებელი მარკეტინგისთვის

1) გეხმარებათ ვებ ტრაფიკის მოზიდვაში

თუკი საიტს ფლობთ, რთული დასაჯერებელია, რომ მეტი ტრაფიკის - მნახველების მოზიდვა არ გსურდეთ.

იფიქრეთ, როგორ პოულობს ხალხი თქვენს ვებ-გვერდს:

  • შეიძლება, მათ პირდაპირ თქვენი სახელი ჩაწერონ საძიებო ველში, თუმცა ასეთი ადამიანები უკვე მიეკუთვნებიან თვენს აუდიტორიას. მათ იციან ვინ ხართ და თვალსაც გადევნებენ. ეს ვერ დაგეხმარებათ მეტი ტრაფიკის მოზიდვაში.
  • შესაძლოა, ტრაფიკისთვის თანხაც გადაიხადოთ და მეილების სია შეისყიდოთ (არ გირჩევდით!) და იმედი იქონიოთ, რომ ზოგიერთი მათგანი მაინც გადავა თქვენს მეილზე. ეს მეთოდი ძვირადღირებულიც არის და გარკვეულწილად არალეგალურიც.
  • შესაძლოა, ტრაფიკისთვის თანხის გადახდა ასევე რეკლამების სახით, რომელიც ლეგალურია, თუმცა იაფი არც ეს არის. გარდა ამისა, ბიუჯეტის ამოწურვასთან ერთად, თქვენი ტრაფიკიც შეწყდება.

მაშინ როგორ შეიძლება ტრაფიკის გაზრდა? მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოგის, სოციალური მედიისა და საძიებო სისტემების მართვით. აი როგორ მუშაობს ეს.

დაფიქრდით, რამდენი გვერდი არსებობს თქვენს საიტზე. ალბათ, არც თუ ისე ბევრი. დაფიქრდით, ასევე რამდენად ხშირად ანახლებთ ამ გვერდებს. ალბათ, არც თუ ისე ხშირად. მართალია?

ბლოგის მართვას ამ პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია.

ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ბლოგს წერთ, თქვენს საიტს ახალ ინდექსირებულ გვერდს მატებთ, რაც დამატებით შესაძლებლობას ნიშნავს, გამოჩნდეთ საძიებო სისტემებში და გაზარდოთ საიტის ორგანული ტრაფიკი. SEO-ს სარგებელზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია Google-ისა და სხვა საძიებო სისტემებისთვის, რომ თქვენი საიტი აქტიურია და შემოწმებას საჭიროებს.

ბლოგის მართვა გეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი თვალსაჩინოება სოციალურ მედიაშიც. ყოველი ბლოგის შექმნით, თქვენ ქმნით შესაძლებლობას ადამიანებისთვის, რომ გააზიარონ თქვენი ბლოგი სხვადასხვა პლატფორმაზე. იქნება ეს Twitter, LinkedIn, Facebook თუ Pinterest.

გარდა ამისა, ბლოგ კონტენტი თქვენს სოციალურ მედია აქტივობასაც უწყობს ხელს. ნაცვლად სოციალური მენეჯერისთვის ახალი და ორიგინალური კონტენტის მოთხოვნისა, შეგიძლიათ მარტივად გადააზიაროთ თქვენი ბლოგ-პოსტი. ამით თქვენს მიღწევადობასაც გაზრდით და საიტზე ახალ მნახველებსაც მოიზიდავთ. ამ ორს შორის კავშირი საკმაოდ სიმბიოზურია.

მივიღეთ ბლოგის პირველი სარგებელი - ბლოგი ზრდის საიტის ტრაფიკს და ეფექტურად მუშაობს საძიებო სისტემებსა და სოციალურ მედიებთან ერთად.

2) გვეხმარება, გარდავქმნათ ტრაფიკი ლიდებად

ახლა, როდესაც უკვე მოიზიდეთ დამატებითი ტრაფიკი თქვენს საიტზე, საჭიროა ისინი ლიდებად აქციოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველი ახალი ბლოგი დამატებით ინდექსირებული გვერდია და ამასთანავე, ახალი შესაძლებლობაც ლიდების გენერირებისთვის. ეს საკმაოდ მარტივად მუშაობს: უბრალოდ დაამატეთ მოწოდება ქმედებისკენ თითოეული ბლოგის დასასრლს.

ხშირად ასეთ მოწოდებებს მივყავართ უფასო ელექტრონულ წიგნამდე, უფასო გამოცემამდე, ვებინარამდე ან საცდელ ვერსიამდე. ეს შეიძლება, ნებისმიერი სახის კონტენტი იყოს, რომლისთვისაც მომხმარებელი ინფორმაციის გაცვლას ისურვებს. მოდით, ეს პროცესი მაქსიმალურად ცხადი გავხადოთ:

  • მნახველი შემოდის საიტზე
  • ის ხედავს მოწოდებას ქმედებისკენ (უფასო შეთავაზების სანაცვლოდ)
  • ის იღებს ამ მოწოდებას და გადადის ლენდინგ გვერდზე, რომელიც სპეციალურ შესავსებ ფორმას შეიცავს.
  • მნახველი ავსებს ფორმას, ადასტურებს ინფორმაციას და იღებს უფასო შეთავაზებას.

თითქმის ყველა ბლოგს უნდა ჰქონდეს ასეთი მოწოდება მის დასასრულს. სწორედ ამ გზით გარდავქმნით ტრაფიკს ლიდებად, რომლებზეც შემდეგ გაყიდვების გუნდი ზრუნავს.

3) ბლოგი ამყარებს რეპუტაციას

საუკეთესო ბიზნეს ბლოგი პასუხობს იმ ძირითად შეკითხვებს, რომლებიც მათ ლიდებს აქვთ. თუ მუდმივად ისეთ კონტენტს სთავაზობთ მომხმარებელს, რომელიც მათთვის გამოსადეგია, ეს აუცილებლად გაქცევთ ავტორიტეტულად მათ თვალში, რაც საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა გაყიდვების გასაზრდელად.

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ საგანმანათლებლო ბლოგის გავლენა დაბნეულ მომხმარებელზე, რომელიც ყველა კითხვაზე იღებს პასუხს? ან რამდენ ლიდს მოიზიდავს დამატებით გაყიდვების წარმომადგენელი, თუ მომხმარებელი ამ ბლოგ-პოსტს აღმოაჩენს?

ავტორიტეტის, რეპუტაციის ჩამოყალიბება ნამდვილად არ არის ისეთი მტკიცე და გაზომვადი, როგორიც ტრაფიკისა და ლიდების მოპოვება, თუმცა საკმაოდ ეფექტური და გამოსადეგია. შეაფასეთ ის ისევე, როგორც გაყიდვების შესაძლებლობებს აფასებთ. იფიქრეთ ამგვარად:

  • თუ პოტენციური მომხმარებელი მის კითხვაზე პასუხს თქვენს ბლოგში ამოიკითხავს, დიდი შანსია, რომ პროდუქტის შესაძენად ის თქვენ მოგმართავთ და უფრო ენდობა თქვენს სათქმელს, რადგან მას თქვენ უკვე დაეხმარეთ მანამ, სანამ რეალურად დაინტერესდებოდა პროდუქტის შეძენით.
  • ადამიანი, რომელიც თქვენს ბლოგს წაიკითხავს, უფრო მეტად გაერკვევა ბიზნესის საქმიანობაში, ინდუსტრიაში და გაყიდვების პროცესიც მასთან უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე სრულიად უცხო ადამიანთან.
  • გაყიდვების წარმომადგენლებს, რომლებიც ისეთ კონკრეტულ საკითხს აწყდებიან, რომელსაც სიღრმისეული ახსნა და დოკუმენტირებული ფორმა სჭირდება, მარტივად შეუძლიათ, არქივიდან ბლოგ-პოსტი მოიძიონ. ეს არა მხოლოდ გაყიდვების პროცესს უწყობს ხელს, არამედ გაყიდვების წარმომადგენელსაც უფრო გამოსადეგ და დამხმარე პიროვნებად წარმოაჩენს.

4) ბლოგს გრძელვადიანი შედეგები მოაქვს

იცით რა იქნებოდა შესანიშნავი? თუ ეს ყველაფერი ტრაფიკისა და ლიდების გაზრდაში დაგვეხმარებოდა:

  • მოგზაურობა ჰავაიზე
  • სიარული სპორტ დარბაზში 
  • ძილი

თუმცა, რეალურად ამ ყველაფერში ბლოგის მართვა გვეხმარება და უმეტესწილად, საძიებო სისტემების საშუალებით. აი რას ვგულისხმობთ:

დავუშვათ, დაჯექით სამუშაოდ, ერთი საათის შემდეგ ბლოგი დაწერეთ და გამოაქვეყნეთ კიდეც. დავუშვათ, რომ ეს ბლოგი 100 ნახვას აგროვებს და 10 ლიდს იზიდავს. მეორე დღეს თქვენ დამატებით 50 ნახვას და 5 ლიდს იღებთ, როდესაც უფრო მეტი ადამიანი აღმოაჩენს ბლოგს სოციალურ მედია არხების საშუალებით. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ეს მაჩვენებლები იყინება და თქვენც 150 ნახვითა და 15 ლიდით ასრულებთ ყველაფერს.

თუმცა, ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა.

ეს ბლოგ-პოსტი ახლა საძიებო სისტემებში იბრძვის რეიტინგის მოსაპოვებლად. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში, შესაძლოა ტრაფიკისა და ლიდების მოძიება ამავე ბლოგზე. 

და მაშინ, როდესაც თქვენს მაღვიძარას აჩერებთ, ან უბრალოდ ჰავაიზე სერფინგით ხართ დაკავებული, თქვენი ბლოგი ტრაფიკსა და ლიდებს იზიდვას. ძალისხმევა, რომელიც გუშინ ჩადეთ საქმეში, დროთა განმავლობაში ათასობით ნახვასა და ლიდში კონვერტირდება.

ბლოგის მონეტიზაცია არაერთი კრეატიული გზით არის შესაძლებელი. ბიზნეს მოდელები, როგორიცაა მაგალითად ეფილიეიტ მარკეტინგი, გულისხმობს, რომ ნებისმიერ საკითხზე ბლოგის შექმნით შეგიძლიათ ფულის გამომუშავება. ეფილიეიტ მარკეტინგის უამრავი პროგრამა არსებობს, საიდანაც სარგებლის მიღება შეგიძლიათ.

როდესაც საქმე ბლოგს ეხება უნდა აღვნიშოთ, რომ გაყიდვების უმრავლესობა უფრო ძველი პოსტებიდან მოდის.

სინამდვილეში, 70% ტრაფიკისა, მიმდინარე თვეში მოდის იმ ბლოგებიდან, რომლებიც ჯერ სულ არ გამოქვეყნებულა. ეს ტრაფიკი ძველ ბლოგ-პოსტებს მოაქვს. იგივე პრინციპი მოქმედებს ლიდებზეც.

შეიძლება ყველა ბლოგ-პოსტი ასეთი ტიპის არ იყოს, მაგრამ რაც უფრო „მარადმწვანე“ ბლოგებს შექმნით, მით მეტი იქნება სარგებელიც. დაახლოებით ერთი ბლოგი ათი პოსტიდან სწორედ ასეთია, რაც გარკვეულწილად ბიზნეს ბლოგის მასშტაბებზეც საუბრობს.

შესაძლოა, შედეგები მყისიერად ვერ დაინახოთ, თუმცა დროთა განმავლობაში ნამდვილად შეძლებთ, შეამჩნიოთ ტრაფიკისა და ლიდების ზრდა, თანაც დამატებითი ინვესტიციის გარეშე - ამ ტრაფიკის გასაზრდელად და ლიდების დასაგენერირებლად შრომა უკვე გაწეული გექნებათ.

ბიზნეს ბლოგის დამატებითი სარგებელი

კიდევ არსებობს მიზეზები, რატომაც ბიზნესს ბლოგის მართვა შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ძირითადი სარგებლისგან ისინი საკმაოდ განსხვავებული და არც თუ ისე მასშტაბურია.

მაგალითად, ბლოგის გამოყენება შესაძლებელია დიდი კამპანიების გასატესტად, სანამ მასში მსხვილი ინვესტიცია ჩაიდება. ასევე შესაძლებელია, ბლოგის საშუალებით მყიდველის პერსონის უკეთ გააზრება. გარდა ამისა, ბლოგი ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გახდა პიარ აქტივობების წასახალისებლად - იქნება ეს პროდუქტის გამოშვება, თუ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. აშკარაა, რომ კომპანიაზე ორიენტირებული ინიციატივებით უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას შეძლებთ.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამყარებს ბლოგის პოზიციებს, თუმცა აღნიშნული სარგებელი მეორეხარისხოვანია.

თუ ახლა იწყებთ ბლოგის შექმნას ან უკვე არსებულის დახვეწას ცდილობთ, იმედია ეს სტატია სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

კონტენტ მეფინგი მომხმარებელთა მოგზაურობის საფუძველზე

მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

8 რჩევა, როგორ მიიტანოთ თქვენი მესიჯი აუდიტორიამდე