media-4

როგორ შევქმნათ ხარისხიანი ბლოგი? რჩევები დამწყები ბლოგერებისთვის

  • 13 მაი 2021
  • კონტენტ მარკეტინგი
როგორ შევქმნათ ხარისხიანი ბლოგი? რჩევები დამწყები ბლოგერებისთვის

არსებობს კარგი და შესანიშნავი ბლოგი და რადგან ამ სტატიას კითხულობთ, მაშინ შესაძლებლობა გაქვთ, შესანიშნავი ბლოგი შექმნათ. მდიდარი ლექსიკა და გამართული გრამატიკა ამ პროცესში მხოლოდ შუა გზამდე მიგიყვანთ.

სტატიაში თქვენ გაეცნობით იმ რჩევებს, რომლებიც ეფექტური და ხარისხიანი ბლოგის შექმნაში დაგეხმარებათ. ამიტომ, შემდეგში სანამ კომპიუტერს მიუჯდებით და ბლოგის წერას დაიწყებთ, აუცილებლად გადახედეთ ამ რჩევებს.

  1. სიმარტივე და ეფექტურობა

ცხოვრების განმავლობაში უამრავი ისტორია გექნებათ მოსმენილი, თუმცა დიდი ალბათობით, მხოლოდ ისინი გემახსოვრებათ, რომლებიც მარტივი და სწორხაზოვანი გზით გიამბეს.

მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სიმარტივე წარმოშობს გრძნობას, აძლიერებს აღქმას და ამავდროულად აქრობს პრეტენზიულობას. ბევრი დახვეწილი და მაღალფარდოვანი სიტყვების გამოყენება ჩვენს ბუნებრივობას და უშუალობას აზარალებს, განსაკუთრებით კი წერისას. ამიტომ, ეფექტური ბლოგის შექმნისას თქვენ პირველ რიგში გულწრფელი საკუთარ თავთან უნდა იყოთ.

  1. მიუდექით საკითხს უნიკალური კუთხით

ბლოგისთვის რომელი საკითხი ან თემაც არ უნდა შეარჩიოთ, დიდია ალბათობა, რომ მასზე ბლოგი უკვე შექმნილი იქნება. შესაძლოა, საკითხი საკმაოდ გავრცელებული იყოს, თუმცა ყოველთვის შეიძლება მისი განსხვავებული კუთხით დანახვა. როდესაც რაიმე განსხვავებული და უნიკალური კუთხით წარმოჩნდება, ის პატივისცემას და სიმპათიას ყოველთვის იმსახურებს.

  1. იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას

ეს ბლოგერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია. იმისათვის, რომ თქვენს მკითხველებში ინტრიგა დანერგოთ და მათი ინტერესი შეინარჩუნოთ, საჭიროა, უპირველესად იცოდეთ, თუ ვისთვის იწერება ეს ბლოგი. მათი კარგად გაცნობის შემდეგ უკვე გაცილებით მარტივად შეძლებთ, თქვენი წერის სტილი და ტონი მათ ინტერესებს, კულტურასა და მახასიათებლებს მოარგოთ.

მაგალითად, თუ თქვენი მკითხველები თინეიჯერები არიან, შეგიძლიათ, პოპ კულტურისთვის დამახასიათებელი ტერმინები ან ურბანული სლენგები გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, საჭიროებისამებრ. მაგრამ თუ თქვენს აუდიტორიას უფრო მომწიფებული ადამიანები მიეკუთვნებიან, შესაძლოა ფილოსოფიური ტონის გამოყენება იყოს უმჯობესი.

  1. აითვისეთ მკითხველი დასაწყისშივე

ბლოგის დასაწყისი არის ადგილი, რომლითაც მკითხველის დაინტერესება უნდა გამოიწვიოთ. თქვენი ორიენტირი მიმართული უნდა იყოს ადამიანში ფიქრის პროცესის წამოწყებისკენ. ამის გაკეთება კი კითხვების დასმით, ან რაიმე სცენარის შექმნით შეიძლება. სცენარის, რომელიც მათი წარმოსახვის გამოყენებას ემსახურება. ამის შემდეგ უკვე მარტივი ხდება მკითხველის ბლოგში ჩართვა.

ბლოგის საწყისი აბზაცი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი თითოეული ბლოგერისთვის, თუმცა გონიერი ბლოგერი ყოველთვის ახერხებს ამ წნეხის დაძლევას. ნუ შეშინდებით, დაიწყეთ წერა და მიაჯაჭვეთ მკითხველი თქვენს ბლოგს პირველივე წინადადებით.

  1. მოამზადეთ „შავი“ ტექსტები და დაარედაქტირეთ

ყოველ წამს ინტერნეტ სივრცეში ასობით ბლოგი იპოსტება და რატომ უნდა დაუთმოს მკითხველმა მისი ძვირფასი დრო მაინცდამაინც თქვენი ბლოგის კითხვას? ნუ გახდით მას მოსაწყენს გრძელი წინადადებებითა და აბზაცებით. ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა შავი ნამუშევრის შექმნაა, რომლის გადაკეთებასაც შეძლებთ. ასევე გახსოვდეთ, რომ იდიომებმა მკითხველი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. თქვენ მიერ გამოყენებული ფრაზები ზუსტი და გონივრული უნდა იყოს.

სანამ ბლოგს გამოაქვეყნებდეთ, გადაიკითხეთ ის რამდენიმეჯერ და დახვეწეთ.

ყოველი რედაქტირებისას თქვენ აუმჯობესებთ საკუთარ წერის ნიჭს, ტექნიკებს და იაზრებთ, თუ რომელი სიტყვები და ფრაზები მიესადაგება უკეთ თქვენს სათქმელს.

  1. მოხიბლეთ და დააფიქრეთ

ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული ტექნიკაა, როდესაც ბლოგერი მისივე აღნიშნულს ხელახლა იმეორებს და უსვამს ხაზს. თუმცა, ეს შესაძლოა გადამეტებულიც აღმოჩნდეს. ზოგჯერ ის შესაძლოა, მარტივი თავის დასაღწევი გზა იყოს, რომელსაც აუცილებლად უნდა ერიდოთ. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ ბლოგის მთავარ თემას გაუსვათ ხაზი და დასასრულს აუცილებლად დაამთავროთ ისეთი შენიშვნით, რომელიც მკითხველს ჩააფიქრებს.

გარდა ამისა, თუ გსურთ, თქვენმა ბლოგმა გავლენა მოახდინოს, გახადეთ ის მაქსიმალურად ინფორმაციული, ეცადეთ მუდმივად ჩართოთ მასში მკითხველი, მიჰყვეთ ერთ კონკრეტულ კონცეფციას და არ გადაუხვიოთ მთავარი თემიდან.

ბლოგერი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს სანდოობასა და ავტორიტეტზე. ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენი კვლევები და ფაქტები. გამოიყენეთ ანალოგიები - ეს თქვენს ბლოგს უფრო ღირებულს გახდის.

ეცადეთ, მუდმივად მიმართოთ საკუთარ კრეატივს, რათა თქვენი ბლოგი უპრეცედენტო სიმაღლეებს მისწვდეს. ამგვარად, თქვენ ყოველთვის შეინარჩუნებთ ფოკუსს და არც კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტები გამოგრჩებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

8 რჩევა, როგორ მიიტანოთ თქვენი მესიჯი აუდიტორიამდე