ბლოგის 5 სარგებელი მცირე ბიზნესებისთვის

იანვარი 24, 2022

ბლოგის 5 სარგებელი მცირე ბიზნესებისთვის

ბლოგის მართვა მცირე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალხარჯიანი საშუალებაა საიტის ტრაფიკის გასაზრდელად

ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, რელევანტური და გამოსადეგი კონტენტის წარმოებასთან ერთად, წარმოადგენს თანმიმდევრული ბლოგი.

დღეს ბიზნესებს მუდმივად ცვალებად გარემოში უწევთ ფუნქციონირება, ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ვითარდება და მომხმარებელთა მოთხოვნებიც იცვლება.

მცირე ბიზნესებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ძლიერი იმიჯის შექმნა ინტერნეტ სივრცეში და საკუთარ მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია.

მართალია, ხარისხიანი ვებ-გვერდის შექმნა ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მისი ონლაინ მარკეტინგისა და ბრენდინგის სტრატეგიის შესაქმენლად, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური სამყარო ბიზნესისგან უფრო მეტსაც მოითხოვს.

ბლოგის მართვა მცირე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალხარჯიანი საშუალებაა საიტის ტრაფიკის გასაზრდელად და პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად.

ბიზნესების 82% ადასტურებს, რომ ბლოგი მათი საქმიანობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ ბლოგის მართვის ხუთ სარგებელს მცირე ბიზნესებისთვის:

  1. საძიებო სისტემების გაზრდილი ოპტიმიზაცია

მთავარი საძიებო სისტემები ყოველთვის ანიჭებენ უპირატესობას ახალ და რელევანტურ კონტენტს, რომლის შესაქმნელადაც ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და თანაც ყველაზე რენტაბელურიც.

ახალ-ახალი ბლოგ-პოსტების მუდმივად შექმნით, ბიზნესი Google-ს, Bing-ს, Yahoo-სა და სხვა საძიებო სისტემების ინდექსებს აწვდის სასარგებლო და განახლებულ კონტენტს.

ამ პროცესში კი არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ქივორდების გამოყენება, რომლებსაც მომხმარებელი ხშირად მოიხმარს პროდუქტისა თუ მომსახურების ძიებისას.

  1. ბლოგი ამყარებს ურთიერთობებს არსებულ და ახალ მომხმარებლებთან

მომხმარებელთა ჩართულობა ონლაინ მარკეტინგისა და ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.

ბლოგი საშუალებას გაძლევთ, თქვენს მომხმარებელს განსხვავებული გზებით დაუკავშირდეთ და აამაღლოთ მათი ჩართულობა. ის ეფექტური საშუალებაა სამიზნე აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად - რელევანტური და ხარისხიანი კონტენტის დახმარებით.

კომენტარების დატოვების შესაძლებლობით თქვენ საშუალება გეძლევათ, თვალი ადევნოთ მომხმარებელთა გამოხმაურებას საკუთარ პოსტებზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ მათ პირდაპირ, გამართოთ დიალოგი და გაამყაროთ თქვენი ურთიერთობები.

  1. აყალიბებს თქვენს ბიზნესს, როგორც ინდუსტრიის ლიდერს

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მცირეა თქვენი ბიზნესი, ბლოგი უნიკალური საშუალებაა ნდობის მოსაპოვებლად და ავტორიტეტის ჩამოსაყალიბებლად.

რელევანტური, ღირებული კონტენტის მიწოდებით თქვენი აუდიტორია დაინახავს თქვენს კვალიფიკაციას და მიხვდება, რომ ამ საკითხში ექსპერტი ხართ.

პერიოდულად ასეთი ღირებული და ინფორმაციული ბლოგის შეთავაზებით, მომხმარელისთვის თქვენ პირველი საინფორმაციო წყარო გახდებით არსებულ ნიშაში, რაც დამატებით ტრაფიკსა და გაზრდილ კონვერსიას მოგიტანთ.

  1. ბლოგი აკავშირებს ხალხს ბრენდთან

ბრენდის ცნობადობა მარკეტინგის ერთ-ერთი უმთავრესი  კომპონენტია. ბლოგის მართვა კი საშუალებას მოგცემთ, თქვენს სამიზნე აუდიტორიას ბიზნესის პერსონალური მხარეც წარუდგინოთ.

თქვენ შეგიძლიათ, მაქსიმალურად გაიხსნათ და თქვენი მესიჯით გამოიწვიოთ არსებული და პოტენციური მომხმარებლის ჩართულობა განსხვავებული გზებით, რასაც ვერ შეძლებდით სხვა მარკეტინგული მექანიზმებითა და ტექნიკებით.

ბლოგი მომხმარებელს წარმოდგენას შეუქნის თქვენს კორპორაციულ სტანდარტებზე, ბიზნესის მახასიათებლებზე, ხედვასა და პიროვნულ მხარეზე.

  1. ქმნის შესაძლებლობებს გაზიარებისთვის

ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომელსაც ბლოგი ქმნის მომხმარებლისთვის არის ის, რომ მათ შეუძლიათ თქვენი ბლოგი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გადააზიარონ.

ეს გარკვეულწილად ქმნის პოტენციალს ვირუსული გავრცელებისა და ბაზრის ზრდისთვის. სხვადასხვა სოციალური პლატფორმების დახმარებით, ბლოგის მნახველს შეუძლია, მისი ბმული პირდაპირ გააზიაროს, დაპოსტოს ან მეგობარს გაუგზავნოს მეილის სახით. ეს ყველაფერი კი უფასო მარკეტინგის განსახიერებაა.

შეჯამება

თუ გსურთ, გაზარდოთ თქვენი ონლაინ ხილვადობა და ამავდროულად გახდეთ ინდუსტრიის ექსპერტი, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ბლოგის გამოყენება თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად.

როდესაც საქმე მცირე ბიზნესს ეხება, ბლოგი ფაქტობრივად სავალდებულო კომპონენტი ხდება. თუ ამისთვის არ გაქვთ საკმარისი დრო და რესურსი, მაშინ შეგიძლიათ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

8 რჩევა, როგორ მიიტანოთ თქვენი მესიჯი აუდიტორიამდე

მარტივი გზები ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად