6 მიზეზი, თუ რატომ არის ბლოგი მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის

მაისი 07, 2021

6 მიზეზი, თუ რატომ არის ბლოგი მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის

ბლოგს შეუძლია, მოიზიდოს ახალი მომხმარებლები

მარკეტინგის სფერო მუდმივად იცვლება, ამიტომ აუცილებელია, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ, დროულად ეცნობოდეთ ტრენდებს და ფეხს უბამდეთ მათ. ასეთ ცვალებად გარემოში კი, რაც არ შეცვლილა და მუდმივად ინარჩუნებს მის სახეს ძალიან მცირედი ცვლილებებით - არის ბლოგი. ბლოგის მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. თუმცა, ხშირად იბადება შეკითხვა: „რისთვის სჭირდება ჩემს ბიზნესს ბლოგი?“ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის კომპანიას მართავთ, ონლაინ მეწარმეობაა ეს თუ ადგილობრივი ბიზნესი, ბლოგი აუცილებლად დაგჭირდებათ. 

  1. ბლოგს შეუძლია, შეინარჩუნოს თქვენი მარკეტინგული სტრატეგია და შექმნას შესაბამისი კონტენტი

პროდუქტებისა და მომსახურების გარეკლამება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კონკურენტულ ბიზნეს გარემოში. სწორედ აქ ერთვება საქმეში ბლოგი. ის გეხმარებათ, სხვადასხვა მედია არხებში გამოჩნდეთ, გამოიწვიოთ აუდიტორიის დაინტერესება და გაარეკლამოთ თქვენი კომპანია.  ეს თქვენი აუდიტორიისთვის სასარგებლო, ხოლო თქვენი ვებ-გვერდისთვის შესანიშნავი კონტენტია. თუმცა, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კონტენტის ხარისხია.

  1. ბლოგს შეუძლია, მოიზიდოს ახალი მომხმარებლები

ბლოგის მართვა და რელევანტური კონტენტის მიწოდება საიტის ტრაფიკის გასაზრდელად ძლიერი ინსტრუმენტია. SEO სტრატეგიების - ქივორდების, სათაურების, მეტა აღწერებისა და სხვა ელემენტების დახმარებით, ბლოგ-პოსტი ბრენდის ხილვადობის ასამაღლებლად საკმაოდ ძლევამოსილი იარაღი ხდება. გარდა ამისა, ყოველი ახალი ბლოგ-პოსტი ნიშნავს საიტის დამატებით გვერდს, რაც თავის მხრივ აძლიერებს SEO-ს, ვინაიდან Google-ს და სხვა საძიებო სისტემებს ახლიდან უწევთ თქვენი ვებ-გვერდის „გადაქექვა“.

  1. ბლოგს შეუძლია თქვენი საიტისა და ორგანიზაციის გარშემო არსებული სოციუმის ფორმირება

ეს იდეალური შესაძლებლობაა თქვენი სათქმელის გასავრცელებლად და პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად. გააზიარეთ თქვენი ბლოგი სოციალურ მედია არხებში, რათა დამატებით მოიზიდოთ მომხმარებელი და გააცნოთ მათ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ. სწორედ მაშინ ნახავთ, თუ რამხელა ტრაფიკის მოტანა შეუძლია ბლოგს.

  1. ბლოგი აგიმაღლებთ რეპუტაციას და მოგაპოვებინებთ ავტორიტეტს

არაფერს შეუძლია, აჯობოს დადებით და სოლიდურ რეპუტაციას - ბლოგი კი ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ერთ-ერთი ეფექტური ინვესტიციაა, რადგან ის საშუალებას გაძლევთ, თქვენი შეხედულებები და პერსპექტივა მომხმარებელს განსხვავებული გზებით წარუდგინოთ.

  1. ბლოგი გეხმარებათ რეკლამირებაში

კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიათა 80% ამჯობინებს, მათი რეკლამა მომხმარებელს სტატიების სერიების სახით შესთავაზოს და არა ტრადიციული „შეიძინეთ ახლავე“ წესით. ამასთანავე, მომხმარებლებიც წუხდებიან ასეთი რეკლამებით, შესაბამისად, თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების წარდგენისთვის კრეატიული და განსხვავებული გზების გამოყენება დღევანდელ ბიზნეს სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

  1. ბლოგი დაგეხმარებათ, გამოჩნდეთ უფრო სანდო თქვენს პოტენციურ მომხმარებლებთან

ადამიანები ენდობიან ბეჭდურ მასალას და სწორედ ამიტომ, ბლოგი ნდობის გასაზრდელად ერთ-ერთი საუკეთსო საშუალებაა. იზრუნეთ, რომ მომხმარებელს გამოსადეგი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ და უბიძგოთ მათ დიალოგში ჩართვისაკენ - და სულ მალე შეამჩნევთ თქვენი ბრენდის მიერ გაზრდილ ნდობას.

ბლოგის მართვის მნიშვნელობა დღევანდელ ბიზნეს გარემოში შეუძლებელია, იყოს დაუფასებელი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ციფრული საშუალება ჩნდება, რომლითაც კომპანიები ცდილობენ საკუთარი ხილვადობისა და ცნობადობის ამაღლებას, ბლოგის ფასი მაინც უცვლელი რჩება. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი საჭიროება, ბლოგის მართვა თქვენი საიტის ტრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იქნება, ამასთანავე, ის გაზრდის თვენს აუდიტორიას და მოიზიდავს პოტენციურ მომხმარებელს.

ასევე დაგაინტერესებთ:

8 რჩევა, როგორ მიიტანოთ თქვენი მესიჯი აუდიტორიამდე

მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

 

ეფილიეიტ მარკეტინგი