კონტენტ მარკეტინგის ონლაინ კურსი

აპრილი 05, 2021

კონტენტ მარკეტინგის ონლაინ კურსი

როგორ იპოვოთ საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა ციფრულ არხებში

კონტენტ მარკეტინგის ონლაინ კურსის განმავლობაში შეისწავლით, როგორ იპოვოთ საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა ციფრულ არხებში, რა ტიპის კონტენტით მიწვდეთ სხვადასხვა აუდიტორიას, როგორ შექმნათ და გაავრცელოთ კონტენტი და საბოლოოდ გაზომოთ მისი შედეგები. შეგეძლებათ, მიიღოთ თეორიული ცოდნა და ამასთანავე, შეასრულოთ რეალური პრაქტიკული დავალებები, რაც დაგეხმარებათ, შემდგომში დამოუკიდებლად განახორციელოთ სხვადასხვა კამპანიები. 

კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს შეხება, ან ახლა გეგმავს დაუკავშირდეს ციფრულ მარკეტინგს და სურს, ისწავლოს, რა სახის კონტენტი უნდა შექმნას, რათა დააინტერესოს არსებული ან პოტენციური აუდიტორია. 

დაწყების თარიღი: 13.04.2021

დასრულების თარიღი: 03.06.2021

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე, 16 შეხვედრა

ლექციების დროები: სამშაბათი, ხუთშაბათი 19:00-21:00

ღირებულება: 400 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც, თქვენზე მორგებული გრაფიკით)

ტრენერი: ნინო ტურაშვილი (პალიტრა მედია ჰოლდინგის კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

 

რას ისწავლით კურსის განმავლობაში:

  • ლექცია 1

კონტენტი, როგორც უპირობო ლიდერი - რა უნდა ვიცოდეთ რელევანტური კონტენტის შესაქმნელად?

  • ლექცია 2

რა განსხვავება კონტენტ მარკეტინგს, სარეკლამო მასალასა და ტრადიციულ მარკეტინგს შორის (ქართული მაგალითები)

  • ლექცია 3

როგორ მუშაობს კონტენტ მარკეტინგი- გავრცელების ფორმები და არხები

  • ლექცია 4

წარმატებული კონტენტ მარკეტინგული კამპანიების განხილვა + პრაქტიკული დავალება

  • ლექცია 5

დავალების განხილვა და უკუკავშირი

  • ლექცია 6

Google Analytics-ის მონაცემების გამოყენება ეფექტიანი კონტენტ მარკეტინგული სტრატეგიის დასაგეგმად

  • ლექცია 7

სოციალური მედია vs ტრადიციული მედია

  • ლექცია 8

არასწორი ქმედებები სოციალურ მედიაში კონტენტის დაგეგმვისას

  • ლექცია 9

როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები კონტენტ მარკეტინგის გასაძლირებლად

  • ლექცია 10

როგორ გამოვიყენოთ ბლოგი ეფექტური კონტენ მარკეტინგული კამპანიისთვის

  • ლექცია 11

ამბის თხრობის ტექნიკა - ქოფირაითინგის ხელსაწყოები კონტენტის გამრავალფეროვნებისთვის ნაწილი I

  • ლექცია 12

ამბის თხრობის ტექნიკა - ქოფირაითინგის ხელსაწყოები კონტენტის გამრავალფეროვნებისთვის ნაწილი II

  • ლექცია 13

2021 წლის ტრენდები კონტენტ მარკეტინგში

  • ლექცია 14

რა გავლენა იქონია პანდემიამ კონტენტ მარკეტინგზე

  • ლექცია 15

რა არის ეფილეიტ მარკეტინგი და როგორ ეხმარება ის კონტენტს გაძლიერებაში

  • ლექცია 16

შემაჯამებელი ტესტი

 

კურსის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა, გაიაროს სტაჟირების პროგრამა პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად.