მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

მარტი 30, 2021

მოსაწყენია თქვენი ბლოგი? 9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

კონტენტით გადატვირთულ სამყაროში ადამიანებს არც დრო და არ სურვილი აქვთ, რომ მათთვის უინტერესო სტატიები იკითხონ.

კონტენტით გადატვირთულ სამყაროში ადამიანებს არც დრო და არც სურვილი აქვთ, რომ მათთვის უინტერესო სტატიები იკითხონ.

საბედნიეროდ, მოსაწყენი კონტენტის რამდენიმე ანტიდოტი არსებობს, რომლის შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით.


1) მოყევით ისტორია

ისტორიები იწვევს ტვინის დაუყოვნებლივ გააქტიურებას. როდესაც ტვინი ისმენს ისტორიას, ის ავტომატურად წარმოიდგენს თავს ისტორიის მონაწილედ, რაც შედეგად უფრო მეტ ჩართულობასა და ემოციებს იწვევს.

ასე რომ, ისტორიის მოყოლა შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ კონტენტი მეტად საინტერესო იყოს. მოკლე, მარტივი ისტორიის დაწერა ნებისმიერ სტატიაშია შესაძლებელი.

2) დაწერეთ პირველ პირში

პირველ პირში წერა ბუნებრივია, თქვენ ხომ ასე საუბრობთ.

თუ მე და თქვენ ერთმანეთს პირისპირ ვესაუბრებით და გვსურს ლანჩზე წასვლა, ვიტოყდი, რომ: „აქვე ახლოს კარგი სუშის რესტორანი ვიცი, მომსახურებაც კარგი აქვთ, გინდა წავიდეთ?“

უცნაური იქნებოდა თუ საკუთარ თავზე მესამე პირში დავიწყებდი ლაპარაკს და ვიტყოდი, რომ: „მან იცის, სად არის კარგი სუშის რესტორანი...“

 

3) მინიშნება

კარგი მწერალი აუცილებლად იყენებს მინიშნების ტექნიკას, თუ რა შეიძლება მოხდეს ისტორიაში, რაც მკითხველის მოლოდინს და მღელვარებას იწვევს.  

მინიშნების გამოყენება შეიძლება ისეთ საკითხებზე, თუ რა ძირითადი სათქმელიც გაქვთ სტატიაში და რა შედეგის მიღწევა გსურთ მისი წაკითხვის შემდეგ.

ეს ტექნიკა ხელს უწყობს მოწყენილობის თავიდან არიდებას და მიმართულებას აძლევს სტატიას.

4) გადასვლა

გადასვლა არის იმის ნიშანი, რომ თქვენ ცვლით სტატიის მიმართულებას.

ხანდახან, მწერლები მოულოდნელად ცვლიან სტატიის თემას, რაც მკითხველში დაბნეულობას იწვევს და სტატიიდან აზრის გამოტანაც რთულდება.

მარტივი გზა, რომ სწორი გადასვლა შექმნათ, არის დიდი სათაურები, ჩამონათვალი და ა.შ. რა თქმა უნდა, გადასვლები ლოგიკური უნდა იყოს, არ შეიძლება ერთი აზრი მოულოდნელად გაწყდეს და ახალი აზრის ჩამოყალიბება დაიწყოთ.

გადასვლები არის მარტვივი და სწრაფი გზა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მკითხველის დაინტერესება და ჩართულობა სტატიის კითხვის პროცესში.

6) იყავით ძალიან, ძალიან მკაფიოები

თუ კონტენტის წერის რჩევებიდან მხოლოდ ერთი უნდა გამოვყოთ, მაშინ ეს იქნება: წერეთ მკაფიოდ.

ხშირად, როდესაც მწერლები ცდილობენ „უფრო საინტერესოები“ იყვნენ, იყენებენ რთულ, მაღალფარდოვან სიტყვებს. ასეთი სიტყვების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის გზა იმისთვის, რომ უფრო საინტერესოები გახდეთ.

მკაფიოობა გულისხმობს სწორი სიტყვების სწორ დროს გამოყენებას, ზედმეტი სიტყვების და ფრაზების კონტენტიდან ამოღებას, ეს ნიშნავს - იყო უბრალო და არა მაღალფარდოვანი.

თუ თქვენ დაწერთ მკაფიოდ და გასაგებად, იქნებით უფრო საინტერესოც.

7) ნუ დაწერთ იმაზე გრძლად, ვიდრე საჭიროა

ზოგი ადამიანი საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს სიტყვების რაოდენობას.

სიტყვების რაოდენობას ნამდვილად არ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც ბევრს ჰგონია. რეალურად, ადამიანები ვინც ამაზე ნერვიულობენ, ჰონორარებს სიტყვების რაოდენობაში იღებენ.

მკითხველები არ დაიწყებენ ჩვენი სტატიების სიტყვების თვლას, ეს რატომ უნდა აინტერესებდეთ? მათთვის მთავარი ხომ კონტენტის შინაარსია.

თუ სტატიას იმაზე გრძელს დაწერთ, ვიდრე საჭიროა, მკითხველი მოთმინებას დაკარგავს და შეწყვეტს კითხვას.

8) ნუ დაწერთ იმაზე მოკლედ, ვიდრე საჭიროა

კონტენტის სიგრძე საკმაოდ კომპლექსური საკითხია. დიახ, თქვენ არ უნდა დაწეროთ უაზროდ გრძელი სტატია და დიახ, თქვენ არ უნდა დაწეროთ ძალიან მოკლე სტატია. უბრალოდ საკმარისი უნდა თქვათ თქვენი სტატიით.

მოკლედ წერას საკმაოდ დიდი ცოდნა სჭირდება, თუმცა კონტენტში მაინც საჭიროა თხრობის შენარჩუნება. თუ თქვენ მხოლოდ ფრაზებს დაწერთ სტატიაში, ეს მონახაზი გამოვა და არა ისტორია.

9) დაწერეთ მოკლე წინადადებები

ყოველთვის ეცადეთ, მოკლე წინადადებები დაწეროთ, რადგან გრძელ წინადადებებში მკითხველები იკარგებიან. მთავარი აზრის გამოტანა უჭირთ, რადგან რთულად და გრძლად აწვდით ინფორმაციას.

დაუსრულებელი წინადადების წაკითხვა მენტალურად გადაღლას იწვევს, თითქოს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს ტვინს. მოკლე წინადადებები მარტივად, უპრობლემოდ იკითხება და სტატიას საინტერესოს ხდის.

 

9) დაყავით აბზაცებად

გაგიგიათ ტერმინი ტექსტის კედელი (wall of text)? გაგჩენიათ “ტექსტის კედლის“ წაკითხვის სურვილი?

არ გაავსოთ მთლიანი ფურცელი გადაბმული ტექსტებით. თქვენ შესაძლოა, ძალიან საინტერესო კონტენტი შექმნათ, მაგრამ თუ მას აბზაცებად არ დაყოფთ და მარტივად სკანირებადს არ გახდით, მას არავინ წაიკითხავს.

რატომ? იმიტომ, რომ ვიზუალური პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ტვინი წერილობით ინფორმაციას არა მხოლოდ ტექსტობივად, არამედ ვიზუალურად და სივრცულადაც ამუშავებს. 

ფონტი, ხაზებს შორის სივრცე, პარაგრაფები, სათაურები, ჩამონათვალი - ეს ყველაფერი საინტერესო კონტენტის განუყოფელი ნაწილია.

დასკვნა

კარგი წერა არ ნიშნავს განსაკუთრებული სტილის მორგებას, ეს არის მარტივი ტექნიკების და ბუნებრივი მიდგომის შედეგი.

როდესაც სტატიის წერას დაიწყებთ, უბრალოდ იყავით ბუნებრივები. თქვენ არ წერთ საშინაო დავალებას, თქვენ წერთ თქვენი სიამოვნებისთვის და თქვენი მკითხველის დასაინტერესებლად.

ნუ შეეცდებით ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას, უბრალოდ წერეთ მკაფიოდ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

რას ეწოდება კონტენტ მარკეტინგი?

ტოპ 13 საზომი კონტენტ მარკეტინგის წარმატებისთვის

ეფილიეიტ მარკეტინგი